Transfermarkt-ზე "ევრო 2020"-ის მონაწილე ფეხბურთელების სატრანსფერო ფასების ცვლილებები უკვე აისახა. რამდენიმე მოთამაშის ღირებულება საკმაოდ გაიზარდა.

ფასების მატების მოწინავე ათეულში ყველაზე მეტი (4) ინგლისის ნაკრების მოთამაშეა, 2-2 წარმომადგენელი ჰყავთ ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულ იტალიასა და ნახევარფინალისტ დანიას, თითო ფეხბურთელი - ათეულის საწყის და უკანასკნელ ადგილებზე ესპანეთისა და უკრაინის ნაკრების წევრები არიან. საინტერესოა, ამ მოთამაშეებიდან კლუბს რამდენი შეიცვლის?!

პირველ ადგილს სამი მოთამაშე იყოფს. ერთ-ერთი "ბარსელონას" 18 წლის ნახევარმცველი პედრია, რომელსაც გამორჩეული ჩემპიონატი ჰქონდა როგორც ზუსტი გადაცემების (მათ შორის, მეტოქის ნახევარზე) რაოდენობით, ასევე დაფარული დისტანციის მხრივ. ნაკლებად სავარაუდოა, მან მშობლიური კლუბი დატოვოს.

არც ტურინის "იუვენტუსი" აპირებს, ფედერიკო კიეზას შეელიოს. შემტევი ჩემპიონატზე გადამწყვეტი და მაღალი კლასის გოლების ავტორი გახდა, მისმა ფასმაც 10 მილიონით მოიმატა და ახლა 70 მილიონ ევროს შეადგენს.

ფასის ამდენივე მატება აქვს ინლისის ნაკრებისა და "ლიდსის" 25 წლის ნახევარმცველ კალვინ ფილიპსს, რომელსაც სტაბილური და წარმატებული "ევრო 2020" ჰქონდა.

მოწინავე ათეული ასე გამოიყურება:

1-3. პედრი (18 წლის, ესპანეთის ნაკრები, "ბარსელონა) - 80 მილიონი ევრო (ფასი 10 მლნ-ით გაიზარდა)

1-3. ფედერიკო კიეზა (23, იტალია, "იუვენტუსი") - 70 მილიონი (10)

1-3. კელვინ ფილიპსი (25, ინგლისი, "ლიდსი") - 40 მილიონი (10)

4. ლუკ შოუ (ინგლისი, 26, "მანჩესტერ იუნაიტედი") - 42 მილიონი (7)

5. მიკელ დამსგორი (21, დანია, "სამპდორია") - 20 მილიონი (7)

6. იოაკიმ მელე (24, დანია, "ატალანტა"), 19 მილიონი (6)

7. დეკლან რაისი (22, ინგლისი, "ვესტ ჰემი") - 70 მილიონი (5)

8. ჯანლუიჯი დონარუმა (22, იტალია, პსჟ) - 65 მილიონი (5)

9. ჰარი მაგუაირი (28, ინგლისი, "მანჩესტერ იუნაიტედი") - 50 მილიონი (5)

10. ილია ზაბარნი (18, უკრაინა, კიევის "დინამო) - 11 მილიონი (5)

რუსი მწვრთნელი ვან დერ ვაარტს ფსიქიატრის დახმარებას დაჰპირდა
ვან დერ ვაარტმა მიანიშნა, რომ რუსებმა ევროპირველობაზე დოპინგი მიიღეს
რუსეთის ევრო 2032-ის თანამასპინძლობა სურს - იტალიაში ინფრასტრუქტურული პრობლემებია
პორტუგალიამ მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ნიგერიას მოუგო
"მანჩესტერ სიტიმ" "ნოტინგემს" ნახევარმცველში 121 მილიონი შესთავაზა
სუპერთასი 2026 | მატჩების თარიღები ცნობილია
„აი, რატომ მიყვარს FIFA-ს მსოფლიო თასი“ - McDonald’s საქართველომ FIFA World Cup 2026-ის კამპანია დაიწყო
20 წ. | ვარსკვლავთცვენა თბილისისა და ქუთაისის სარაგბო სტადიონებზე
აზარი: ფავორიტად რომ არ მიგვიჩნევენ, უფრო მშვიდად თამაშის საშუალებას მოგვცემს
კიდევ ერთი ქართველი UFC-ში - ჩოხელი სადებიუტო ბრძოლას 21 ივნისს გამართავს
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - შოტლანდია
საქართველოს ქალთა ნაკრებმა მეოთხე მატჩის წააგო. ხუთივე გოლი ბერძნებმა გაიტანეს - ორი საკუთარ კარში
[VIDEO] ახალგაზრდულმაც წააგო, თან მოლდოვასთან 3 გოლი გაუშვა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ფიჯი
"შავი ლომი" | შეცვლილი შემადგენლობით "სუზუკი გრიქასთან"
მოურინიოს "რეალის" მწვრთნელად 10 ივნისს წარადგენენ
კაზემირო და მესი ერთად - ბრაზილიელი მაიამის "ინტერში" გადადის
3 წელი საუდის არაბეთში ყოფნის შემდეგ - კესი სავარაუდოდ, იტალიაში დაბრუნდება
ზაბარნი შესაძლოა, პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს - უკრაინელით ყოფილი მწვრთნელი ინტერესდება
კიდევ 1 სეზონი დარჩა - ჟირუ მომავალ სეზონშიც "ლილში" ითამაშებს
თოფურია "რეალის" მწვრთნელად მოურინიოს დანიშვნას მოუთმენლად ელის
ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი? - ამ ზაფხულს შესაძლოა, რეკორდი მოიხსნას
შეთანხმება აქედანვე სურთ - "ბარსელონაში" მომავალ მწვრთნელად ფაბრეგასის ხილვა უნდათ
ევროპის ჩემპიონატი მაინც 12 ქალაქში გაიმართება
[PHOTO] 33 ოთახი და 21 სააბაზანო - პედრიმ მშობლიურ ქალაქში ეკლესია იყიდა და სასტუმროდ გადააკეთებს
ითამაშებს საქართველოსთან პედრი? - "ბარსელონამ" ესპანეთის ნაკრებს თხოვნით მიმართა
ევრო 2020-ზე საუკეთესოები დაასახელეს - პირველად 1992 წლის შემდეგ...
საგიჟეთი მხოლოდ ახლა იწყება - მერვედფინალების წყვილები ცნობილია
პედრიმ ჩემპიონთა ლიგაზე ყველაზე არასასურველი მეტოქე დაასახელა
"იანვარში შესაძლებელია "კვარას" "ლივერპულის" ფეხბურთელში გაცვლა" - იტალიელი ჟურნალისტი
პედრი თბილისში ვერ ჩამოვა
ფლიკი პედრის ფიზიკური კონდიციებით უკმაყოფილოა
ევრო 2020-ზე გასვლის შემთხვევაში საქართველოს ნაკრები რუსეთში არ ითამაშებს
"ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავდა... დიდი მადლობა..." - კრისტიან ერიკსენი
Daily Mail: სალაჰი და კიდევ ხუთი - "ლივერპულში" დიდი წმენდა იწყება
გრილიში უკვე ნეაპოლშია, სტერლინგიც შეიძლება ჩავიდეს
"შემტევი პრემიერლიგიდან და აფრიკელი მცველის მეორედ მოსვლა" - დე ლაურენტისთან დაახლოებულმა ჟურნალისტმა "ნაპოლის" ამ ორი ფეხბურთელის დამატება ურჩია
ფლორენტინო პერესს ფიგუს ისტორიის გამეორება და "ბარსელონას" ლიდერის შეძენა სურს
კიეზამ "ნაპოლიში" გადასვლაზე უარი განაცხადა
ცნობილია ის ოთხი ფეხბურთელი, რომელთა შეძენაც კონტემ დე ლაურენტისს მოსთხოვა
ევრო 2020-ის სიმბოლური ნაკრები 101 Great Goals-ის მიხედვით