ჩვენ გველის რომაული დერბი
ამ უქმეებზე, იტალიაში რომაული დერბია და ბუნებრივია, რომ ამ მატჩის მიმართ განსაკუთრებული ინტერესია. მით უმეტეს, მატჩს უაღესად დიდი სატურნირო მნიშვნელობა აქვს.

რომაული დერბი

უკვე წლებია, რაც სხვა დიდი მატჩებისგან განსხვავებით, რომაული დერბი არა გვიან საღამოს, არამედ იტალიის დროით ნაშუადღევს იმართება. მიზეზი გასაგებია, დღის სინათლეზე სამართალდამცავებს უფრო უადვილდებათ ქალაქში წესრიგის დაცვა და გულშემატკივართა კონტროლი.

ეს არის თამაში, რომლის გარშემოც ემოციები დუღს, კარაბინიერები კი საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. დავიტოვოთ იმედი, რომ თამაში მშვიდობიანად ჩაივლის და შემდეგ, ქალაქის ქუჩებშიც სიწყნარე იქნება. ამ თემაზე, საინტერესო კომენტარი გააკეთა "ლაციოს" პრეზიდენტმა კლაუდიო ლოტიტომ: "ეს იქნება ომი, რომელშიც მთავარია, რომ მშვიდობა იყოს"...

"რომამ" ჩემპიონთა ლიგაზე უმნიშვნელოვანესი მატჩი მოიგო და რომაულ დერბის კარგ ხასიათზე ხვდება. დისკვალიფიკაციის გამო, "ჯალოროსის" მირალემ პიანიჩი არ ეყოლება და ეს უდაოდ დიდი დანაკლისია. ნახევარდაცვაში, პიანიჩს ალესანდრო ფლორენცი ჩაანაცვლებს, დაცვაში კი მარჯვენა ფრთას დუგლას მაიკონი გაამაგრებს.

შეტევაში ჟერვინიოს, მოჰამედ სალაჰს და ედინ ჯეკოს ვიხილავთ. ბოლო დროს, რუდი გარსია ამ ტრიოს ენდობა და როტაციასაც სულ უფრო იშვიათად მიმართავს. შესაბამისად, მეტწილად თადარიგში უწევთ ჯდომა იაგო ფალკეს და ხუან იტურბეს, ფრანჩესკო ტოტი კი ჯერ ისევ ტრავმირებულია და შესაბამისად, დერბისაც გამოტოვებს.

"ლაციოს" ჩავარდნა აქვს, ზედიზედ ორი მატჩი წააგო და მკვეთრად გაიუარესა სატურნირო ვითრება. კიდე ერთი მარცხი და სტეფანო პიოლის გუნდი ლიდერთა მარაქას საგანგაშო დისტანციაზე დაშორდება. მოკლედ, "არწივებს" უკან დასახევი გზა არ აქვთ და "რომას" სამკვდრო-სასიცოცხლოდ შეასკდებიან.

თუ "გაძეტა დელო სპორტს" ვენდობით, პიოლი ისევ 4-2-3-1 ტაქტიკას აირჩევს, შეტევაში კი ნაცად კვარტეტს გაამწესებს ანტონიო კანდრევას, ფელიპე ანდერსონის, სერგეი სავიჩის და მიროსლავ კლოზეს შემადგენლობით. თადარიგში იქნება ფილიპ ჯორჯევიჩი და საჭიროების შემთხვევაში ჩაერთვება თამაშში.

სავარაუდო შემადგენლობები

რომა (4-3-3): შჩესნი - მაიკონი, მანოლასი, რუდიგერი, დინე - ფლორენცი, დე როსი, ნაინგოლანი - ჟერვინიო, სალაჰი, ჯეკო

ლაციო (4-2-3-1): მარკეტი - ბასტა, მაურისიო, ჯენტილეტი,. რადუ - კატალდი, ბილია - კანდრევა, სავიჩი, ანდერსონი - კლოზე

სხვები

"ნაპოლი" "უდინეზეს" მიიღებს და მორიგი სამი ქულის მოპოვებას შეეცდება. მით უმეტეს, წინა ტურში ნეაპოლელებმა ქულები დაკარგეს და, როგორც გუნდის მთავარი მწვრთნელი მაურიციო სარი აღნიშნავს, კიდევ ერთი წაფორხილება დაუშვებელია.

"ნაპოლი" ევროპალიგის ჯგუფიდან უკვე გასულია და ამიტომ, მთელი ყურადღება იტალიის ჩემპიონატზეა გადატანილი. სარი შეტევაში ლორენცო ინსინიეს, ხოსე კალეხონს და გონსალო იგუაინს გაამწესებს, დანარჩენი კი მოედანზე გამოჩნდება.

ძალიან საინტერესო მატჩი გაიმართება ტურინში, სადაც "ტორინო" "ინტერს" უმასპინძლებს. მცირე ჩავარდნის შემდეგ, "ნერაძური" ფერზე მოვიდა და წარმატებული სვლის გაგრძელებას ოლიმპიურ სტადიონზე შეეცდება, მაგრამ "ტორო" რომ სახლში იოლად არაფერს თმობს, ესეც კარგად ვიცით.

ძირითად შემადგენლობაში ბრუნდება მაურო იკარდი, რომელიც ერთადერთი გამოკვეთილი ფორვარდი იქნება და მოედნის სიღრმიდან მას მარსელო ბროზოვიჩი, ივან პერიშიჩი და სტევან იოვეტიჩი დაეხმარებიან.

"ფიორენტინა" "სამპდორიას" ესტუმრება და ურთულესი ბრძოლის გადატანა მოუწევს. ფლორენციელები ლიდერობენ ჩემპიონატს, "სამპა" კი მხოლოდ მეცხრე ადგილზეა სატურნირო ცხრილში, თუმცა "ფიორენტინას" აშკარა ფავორიტად შერაცხვა ნამდვილად არ შეიძლება. ეს ნათლად გვაჩვენებს თუ რამდენად დაძაბულია სერია A-ს მიმდინარე გათამაშება და თუ როგორი სიმჭიდროვეა სატურნირო ცხრილში.

"იუვენტუსი" "ემპოლის" ესტუმრება, "მილანი" კი "ატალანტას" მიიღებს - აქ გრანდები ფავორიტად მოსჩანან, მაგრამ ფეხბურთში, რომ ფავორიტები ყოველთვის ვერ იგებენ, ესეც კარგად ვიცით.

შაბათი. 7 ნოემბერი

ვერონა-ბოლონია 21:00

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: ფარესი, ტონი, რომულო, ვივიანი, ალბერტაცი, მარკესი - ძუკულინი, ოიკონომოუ

ბოლო 6 შეხვედრა

0-3-3 2-0-4

ურთიერთშეხვედრები

სულ 14 თამაში: +3=3-8, (15-23)

მილანი-ატალანტა 23:45

დისკვალიფიკაცია: ბონავენტურა (მილანი)

ტრავმა: მენეზი, ბალოტელი, ბერტოლაჩი, დიეგო ლოპესი, აბატე - დრამე

ბოლო 6 შეხვედრა

3-1-2 3-0-3

ურთიერთშეხვედრები

სულ 32 თამაში: +19=7-6, (55-25)

კვირა. 8 ნოემბერი

ტორინო-ინტერი 15:30

დისკვალიფიკაცია: ბოვო - გუარინი

ტრავმა: ფარნერუდი, მაკსიმოვიჩი, იანსონი, ობი, აველარი, ასკუა (ტორინო)

ბოლო 6 შეხვედრა

1-2-3 2-3-1

ურთიერთშეხვედრები

სულ 24 თამაში: +2=7-15, (13-38)

ემპოლი-იუვენტუსი 18:00

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: კოშიჩი, დერმაკუ, კროჩე - რუბინიო, პერეირა, ასამოა, ხედირა

ბოლო 6 შეხვედრა

3-1-2 3-1-2

ურთიერთშეხვედრები

სულ 16 თამაში: +2=3-16, (13-36)

ფროზინონე-ჯენოა 18:00

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: პავლოვიჩი, კარლინი - პანდევი, მარკეზე, კაპელი, დე მაიო, მუნიოსი, ჯემაილი

ბოლო 6 შეხვედრა

3-0-3 2-3-1

ურთიერთშეხვედრები

სულ 2 თამაში: +0=0-2, (2-5)

პალერმო-კიევო 18:00

დისკვალიფიკაცია: მეჯორინი (კიევო)

ტრავმა: ბოლცონი, მორგანელა, ჯორჯევიჩი, რიგონი - მატიელო, ჰეტემაი, ფრეი, რიგონი

ბოლო 6 შეხვედრა

1-1-4 0-3-3

ურთიერთშეხვედრები

სულ 19 თამაში: +6=7-6, (25-21)

რომა-ლაციო 18:00

დისკვალიფიკაცია: პიანიჩი (რომა)

ტრავმა: კაპრადოსი, კეიტა, ტოტი - დე ვრი, პაროლო, კეიტა

ბოლო 6 შეხვედრა

5-0-1 3-0-3

ურთიერთშეხვედრები

სულ 46 თამაში: +17=15-14, (65-55)

სასუოლო-კარპი 18:00

დისკვალიფიკაცია: ბორიელო (კარპი)

ტრავმა: ანტეი, კანავარო - სპოლი, მარტინიო, ინიგუესი, მბაკოგუ, ფედელე

ბოლო 6 შეხვედრა

2-2-2 1-1-4

ურთიერთშეხვედრები

სულ 0 თამაში: +0=0-0, (0-0)

ნაპოლი-უდინეზე 21:00

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: გილიერმე, მერკელი, საპატა, კონე (უდინეზე)

ბოლო 6 შეხვედრა

5-1-0 2-3-1

ურთიერთშეხვედრები

სულ 27 თამაში: +8=11-8, (40-38)

სამპდორია-ფიორენტინა 23:45

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: კოდა, ხრისტოდოლოპულოსი, კრსტიჩიჩი - ბაკიჩი, ალონსო

ბოლო 6 შეხვედრა

1-3-2 4-0-2

ურთიერთშეხვედრები

სულ 32 თამაში: +9=12-9, (40-40)

ბომბარდირები: 8 - გონსალო იგუაინი (ნაპოლი), მარტინს ედერი (სამპდორია); 6 - ლორენცო ინსინიე (ნაპოლი), ნიკოლა კალინიჩი (ფიორენტინა), კარლოს ბაკა (მილანი); 5 - მირალემ პიანიჩი (რომა), ჟერვინიო (რომა), მოჰამედ სალაჰი (რომა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

რასპადორიმ გეზი მადრიდისკენ აიღო?
ფრანჩესკო ტოტის ვაჟმა 19 წლის ასაკში კარიერა დაასრულა
პირადი კონტრაქტი შეთანხმებულია - სანჩო სერია A-ში გადასვლასთან ახლოსაა
გიორგი ხარაიშვილი თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
ტექსტორის შეძენილ ამერიკელ მეკარეს "ლიონი" სამშობლოში გაუშვებს
"ფენერბაჰჩემ" პსჟ-ს მცველი გამოისყიდა
"მასზე უკეთესი გავხდები" - შეშკომ ჰოლანთან შედარებაზე ისაუბრა
"ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელი კარიერას "ფენერბაჰჩეში" გააგრძელებს
"მანჩესტერ სიტი" პრემიერლიგას ვერ მოიგებს" - მაიკლ ოუენი
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელმა ახალგაზრდა მამაკაცს თვითმკვლელობა გადააფიქრებინა
19-წლამდელები მონტენეგროში ამხანაგურ მატჩებს გამართავენ
საქართველოს ეროვნული ნაკრების შეკრება იურმალაში მიმდინარეობს
Victory - ვიქტორ ოსიმენი "გალათასარაის" ფეხბურთელი გახდა
თორნიკე გოგებაშვილმა თანამდებობა დატოვა
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?
[VIDEO] 0:4 ქუთაისში - ქართული კლუბებისთვის ევროტურნირები კვლავ ნაადრევად დასრულდა
[VIDEO] "დილა" "რიგასთან" დამატებით დროსთან ახლოს იყო - 3:3 და გორული გუნდი ტურნირს დაემშვიდობა
[VIDEO] "სპაერი" "აუსტრიასთან" განადგურდა და კონფერენს ლიგის გათამაშებას გამოეთიშა
კორღალიძემ "იბერია" დატოვა - მისი შემცვლელი ცნობილია
18 წ. | სატურნირო რაზმი სამხრეთ აფრიკაში
რასპადორიმ გეზი მადრიდისკენ აიღო?
სრული გაურკვევლობა პსჟ-ში - დონარუმა შეიძლება დარჩეს და შევალიეც შეიძინონ
3x3Geotour2025-ის ბათუმის ტურის გამარჯვებული გახდა ჩეტი | 12 ფინალისტი შეიკრა
ქართული ბანერი იტალიურ დერბიში - ინტერვიუ "ინტერის" ქართული აკადემიის დირექტორთან
ოსიმენი საბოლოოდ გადავიდა "გალათასარაიში" - ოფიციალური გამოცხადებაღა დარჩა
კასანოს კრიტიკით დაიღალა - ლეაომ იტალიელს პასუხი გასცა
მილანის "ინტერი" საქართველოში - ექსკლუზიური ინტერვიუ იტალიელ მწვრთნელთან
"ნა***რო ციგანო, დაცვა სიკვდილისგან ვერ გიხსნის" - სერბს ემუქრებიან
16 წლის ქართველი ტალანტი "იუვენტუსში" - ყველაფერი მალე უნდა გადაწყდეს
"ინტერმა" "რომას" კუთხურიდან გაუტანა - მოურინიო ისევ ბრაზობს
"ლამის ვიტირე" - არგენტინელი "იუვენტუსზე" ნაწყენია
"იუვენტუსმა" "ლაციოსთან" მოგება ხელიდან 95-ე წუთზე გაუშვა [VIDEO]
ოსიმენს სტამბულში დიდებული ანაზღაურება და ცხოვრება ექნება - ნიგერიელის ახალი კონტრაქტის დეტალები
სატრანსფერო ციებ-ცხელება
"მილანი" ტეო ერნანდესის შემცვლელს "ბრაიტონიდან" ყიდულობს
ისტორიის დასასრული - ოსიმენი დღეს სტამბულში ჩაფრინდება
მიქაუტაძის სანაცვლოდ "რომაზე" 2 მილიონით მეტი შესთავაზეს - ქართველის ხელში ჩასაგდებად დიდი ბრძოლა მიმდინარეობს
ცეცხლი "ოლიმპიკოზე" - ჩხუბი, ტირილი, ბარათების წვიმა და გოლები [VIDEO]
"სკუდეტოს მოგება რეალურია" - ლაუტარო "ინტერის" შანსებზე
Gazzetta dello Sport: მამარდაშვილი "იუვენტუსის" პრიორიტეტი აღარაა
"მხოლოდ "გალა" - სტამბოლი დაბრუნებულ ოსიმენს მიესალმება
მოურინიო "იუვესთან" წაგების მერე: ბრწყინვალედ ვითამაშეთ! [VIDEO]
რასპადორიმ გეზი მადრიდისკენ აიღო?
ფინანსური რესურსები აქვთ და მიქაუტაძის დამატება სურთ - ქართველი "რომას" შემდეგ იტალიაში კიდევ ერთ გუნდს დაუკავშირეს
ოფიციალურად: ესტუპინიანი "მილანის" ფეხბურთელია
გახსოვთ კვარაცხელიას ყოფილი თანაგუნდელი ელმასი? - მისი შეძენის სურვილი "რომას" აქვს
"ლიონმა" "რომას" მიქაუტაძის სანაცვლოდ გიჟური თანხა მოსთხოვა - Corriere dello Sport შესაძლო ტრანსფერზე
Victory - ვიქტორ ოსიმენი "გალათასარაის" ფეხბურთელი გახდა
"მილანს" ზინჩენკოს დამატება სურს - "არსენალმა" ფასი დაასახელა
მამარდაშვილი "მილანის" წინააღმდეგ - "ლივერპულის" სავარაუდო შემადგენლობა
"ჩელსი" რეგულონისთვის იბრძოლებს
პსჟ-ს ახალი იტალიელი მეკარე ჰყავს
მიქაუტაძე პრემიერლიგაში? - ცნობილი სატრანსფერო ექსპერტი ქართველზე წერს
"ვფიქრობ, "ინტერი" ამ გუნდებზე უკანაა" - ერნანეშმა სკუდეტოს ფავორიტები დაასახელა
"იუვენტუსი" მოტამ ჩაიბარა
8 გოლი, 3 წითელი ბარათი და ნამდვილი დრამა "სტადიო ოლიმპიკოზე" [VIDEO]
"Ciao Bella"-ს სიმღერის გამო "ლაციოს" ფანები ახალწვეულს დაუპირისპირდნენ [VIDEO]
[VIDEO] მამარდაშვილს შანსი მეორე ტაიმში მიეცა - უხვგოლიან მატჩში "ლივერპული" "მილანთან" დამარცხდა
"გეტყვით, რატომ მოუგო პსჟ-მ "ინტერს" დიდი ანგარიშით" - რობერტო დე ძერბი