ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჩოგბურთი
რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• MMA
• UFC
• ფორმულა 1
ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა

აქტუალურ თემაზე: SOS, სტადიონების გასხვისება გრძელდება!

აქტუალურ თემაზე: SOS, სტადიონების გასხვისება გრძელდება!

მამუკა კვარაცხელია: "თბილისში უკვე 11 საფეხბურთო სკოლისა და სტადიონის ტერიტორიაა გაყიდული ან გასხვისებული. კიდევ რამდენიმე ამ პროცესში მოექცა"
"ლელოს" არაერთხელ დაუწერია, თუ რა უბედურება დაატყდა ქართულ ფეხბურთს ბოლო წლებში და რამდენი სტადიონი გასხვისდა. სამწუხაროდ, ეს ტენდენცია გრძელდება და, შესაძლოა, ისედაც მწირი ინფრასტრუქტურის მქონე ქვეყანა მალე კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩავარდეს.

90-ან წლებში პრივატიზაციით დაწყებული პროცესი "პრიხვატიზაციად" და დამღუპველ ტენდენციად გადაიქცა. ამ ყველაფერს კი კანონმდებლობა უნდა გადაეღობოს...

ცნობილია, რომ ჯიქიას ქუჩაზე მდებარე საფეხბურთო სკოლა "ოლიმპი" წარსულს ჩაბარდა. მის ნარჩენებზე შემორჩენილ საფეხბურთო მოედანზე ბავშვებს ჯერ კიდევ ავარჯიშებენ, მაგრამ ტერიტორია გაყიდულია და მალე ეს საფეხბურთო ბუდეც მოიშლება. ასევე "ოლიმპს" ეკუთვნოდა ავლაბრის სტადიონი, რომელიც 8 წლის წინათ გაიყიდა. ახლა იქ სახლებია წამოჭიმული, ხოლო მაცხოვრებლებმა, ალბათ, არც იციან, რომ ამ სახლების ადგილზე ერთ-ერთი საუკეთესო მოედანი იყო და ევროპული დონის სტადიონის მშენებლობაც იგეგმებოდა...

ცნობისთვის - 2002 წელს დაფუძნებულმა "ოლიმპმა" ასაკობრივ და ეროვნულ ნაკრებებს 30-მდე ფეხბურთელი გაუზარდა: სანდრო კობახიძე, დავით დევდარიანი, თორნიკე ოქრიაშვილი, გიორგი ჭანტურია, ვალერი ყაზაიშვილი, გიორგი პაპავა, დათო ხოჭოლავა, მამუკა კობახიძე, ბაჩანა არაბული, გოჩა ხოჯავა, რევაზ გეწაძე, გიორგი ხიდეშელი, ლექსო ბენაშვილი, როინ კვასხვაძე, ლაშა პარუნაშვილი... ახლა ეს საფეხბურთო კერა ჩაკვდა.

ამას გარდა, ბოლო წლებში, თბილისსა და საქართველოში არაერთი სტადიონია გასხვისებული. მაგალითად, ამჟამად სარაგბო ცენტრებს წარმოადგენენ "სინათლისა" და "შევარდენის" სტადიონები და დიღომში მდებარე თბილისის "ლოკომოტივის" ყოფილი საწვრთნელი ბაზა.

მუშტაიდის ტრადიციული და პოპულარული საფეხბურთო ცენტრი "ნორჩი დინამო" მის ყოფილ მეპატრონე ოთარ შენგელიას იძულებით დაათმობინეს. მართალია, იქ დღემდე არაფერი აშენებულა, მაგრამ ცხადია, საფეხბურთო სკოლის მოწყობაზე რომ არ ფიქრობენ - თბილისის ცენტრში წამგებიანი საფეხბურთო სკოლა არავის სჭირდება...

2009 წლიდან გაყიდულია ოქროსუბანში მდებარე ძველი 35-ე სკოლა, სადაც მესხი, კოტრიკაძე, იამანიძე, კალოევი, ყიფიანი, გუცაევი, ხინჩაგაშვილი და სხვა ვარსკვლავები გაიზარდნენ. იქ ჯერ ბაზრობა გაიხსნა, შემდეგ კი ტრაილერების სადგომად აქციეს, ახლა კი ისევ ბაზრობის მოწყობა იგეგმება...

გაყიდულია ნაძალადევში მდებარე ტრიკოტაჟის ფაბრიკის ტერიტორია. იქაური მინი-მოედანი წარსულს ჩაბარდა. მთავარ სტადიონზე, სადაც პირველ ნაბიჯებს დგამდნენ მომავალი ვარსკვლავები - ჩივაძე, მაჩაიძე, კეტაშვილი, ნემსაძე... ჯერ არ შესულან, მაგრამ ესეც დროის ამბავია და მის მფლობელს ისე შეუძლია სახლების აშენება ან ბაზრობის გახსნა, ვერავინ შეედავება - კანონი ამის უფლებას აძლევს.

ვაკეში დღეისთვის მხოლოდ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონია დარჩენილი. სახლები წამოჭიმეს ჭავჭავაძის გამზირზე, ვაკის სტუდქალაქის ყოფილ სტადიონზე. კვების ობიექტია "ირაოს" ადგილზე და ბავშვების გაზრდის ნაცვლად, ახლა იქ მომავალ თაობებს გემრიელად ანაყრებენ.

ოქროყანის მშვენიერი სტადიონიც მხოლოდ ძველ სურათებში შემორჩა...

სპორტის აკადემიის ტერიტორიაზე მდებარე სტადიონი შემთხვევით გადარჩა: მოედნის ქვემოთ გრუნტის წყლები გაედინებოდა და მრავალსართულიანი სახლების მშენებლობის პროექტი შეაჩერეს.

დღემდე გაუგებარი ვითარებაა "ავაზას" საფეხბურთო სკოლის გარშემო...

იკარგება კიდევ ერთი სტადიონი

...ახლა ტექნიკური უნივერსიტეტის ტერიტორიაზე (რომელიც საზოგადოებრივ მეცნიერებათა უნივერსიტეტის ბალანსზეა გადაცემული) სასწაულად შემორჩენილ, სტანდარტული ზომის სტადიონსაც საფრთხე შეექმნა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ იქ კერძო სკოლის მშენებლობა იგეგმება.

ეს უეფას მედია-ოფიცერმა მამუკა კვარაცხელიამ გვითხრა:

"თბილისში უკვე 11 საფეხბურთო სკოლისა და სტადიონის ტერიტორიაა გაყიდული ან გასხვისებული. ახლა ამ დამანგრეველ პროცესში კიდევ რამდენიმე სტადიონი მოექცა. მაგალითად, ეგრეთ წოდებული "ზეემკას" სტადიონი, რომელიც თბილისის მერიის ბალანსზეა და დროულად თუ არ ვიმოქმედეთ, გაიყიდება.

პარლამენტარმა დავით ლორთქიფანიძემ წამოჭრა "ფეიქრების" სტადიონის თემა. ეს არის თბილისის ერთ-ერთი უძველესი საფეხბურთო ცენტრი და მერიაში წარსადგენად ხელმოწერებს ვაგროვებთ, რათა ეს მოედანი როგორმე გადავარჩინოთ...

კიდევ ერთი ცუდი ამბავი შევიტყვეთ - ეგრეთ წოდებული "გიული ალასანიას უნივერსიტეტის" სტადიონის გაყიდვასაც ცდილობდნენ. მადლობა ღმერთს, მერიაში უარი უთხრეს და პროცესი შეაჩერეს. არადა, ხვრელებს ეძებენ, ჩანაფიქრი რომ განახორციელონ.

მაგრამ ის, რაც მუხიანის სტადიონის შემთხვევაში მოხდა, ყოველგვარ წარმოდგენას სცილდება. სტადიონი რომ გაეყიდათ, ტერიტორია 4 ნაწილად დაყვეს. საინტერესოა, ვინ მოიფიქრა ასეთი გეგმა? ისიც გამოსაძიებელია, ეს სტადიონები როგორ ჩაიგდეს ხელში და რატომ ყიდიან?" - ამბობს კვარაცხელია.

მისი თქმით, გამოსავალი სახელმწიფოს ნება უნდა იყოს:

"რამდენიმე წლის წინ ვთქვი, რომ ყველა მცირე ზომის მოედანიც კი უნდა აღირიცხოს და მას ხელი არავინ უნდა ახლოს. მაშინ ეს ყურად არავინ იღო - ოღონდ რამე გაეყიდათ და ფული მიეღოთ, ფეხბურთი ადარდებდათ?!

სულ საფეხბურთო ინფრასტრუქტურის განახლებაზეა ლაპარაკი, მაგრამ რაც არის, ჯერ ის შევინარჩუნოთ. სხვაგვარად, თბილისში სტადიონი აღარ დარჩება. მე მაინც მჯერა, რომ ახლა შანსია, სტადიონები გადავარჩინოთ".

საფეხბურთო მეურნეობას უდიდესი დარტყმა მიაყენა რამდენიმე წლის წინათ ამოქმედებულმა კანონებმა, როცა თბილისის პრესტიჟულ უბნებში მიწის გადასახადი ოთხჯერ გაიზარდა, მერე კი წყლის ტარიფიც ორჯერ გაძვირდა და სტადიონების შენახვაზე კომფორტული - ტერიტორიების გაყიდვა გახდა. ასე წამოიჭიმა ბევრი სკოლის ადგილას სახლები ან სავაჭრო კომპლექსები. ვინც სკოლა შეინარჩუნა, იძულებული გახდა, ბავშვებისთვის ვარჯიშის გადასახადი გაეზარდა.

სამწუხარო რეალობაა, რომელშიც ტერიტორიის მფლობელსა და მყიდველს იურიდიულად ვერავინ დაადანაშაულებს. ერთი - კანონიერად ყიდის მიწებს, მეორე კი ასევე კანონიერად ყიდულობს. ახლაც, 35-ე სკოლის დირექციას ამ ტერიტორიის საფასურად უზარმაზარ თანხებს სთავაზობენ და ვინ მოგვცემს გარანტიას, რომ ეს სკოლაც არ გაიყიდება?

კანონი სტადიონების გასხვისებას არ კრძალავს და სწორედ ამას ეწირება სკოლები, რომელთა გარეშეც ფეხბურთელთა აღზრდის კონვეიერი გაჩერდა და მერე რატომ გვიკვირს, რომ საქართველოში ფეხბურთი ჩაკვდა? ფეხბურთელების გასაზრდელად სტადიონებია საჭირო და არა - მის აშენებაზე ლაპარაკი.

ეს ფაქტებიც მეტყველებს, რომ წლების განმავლობაში სპორტში სახელმწიფო პოლიტიკა არ არსებობდა. ბოლო დროს, სასიკეთო ცვლილებები შეინიშნება. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის ინიციატივით, თბილისში სპორტული ობიექტების მიწის გადასახადი 100-ჯერ შემცირდა და ეს დიდი შვება იყო.

მაგრამ მთავარი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და კანონმდებლობის შეცვლაა, რომ სპორტულ ობიექტებს პროფილი არ შეუცვალონ. თორემ, დღევანდელი კანონმდებლობით სპორტული ობიექტი აღარ შეგვრჩება.

მართალია მამუკა კვარაცხელია - სტადიონები აღარ უნდა გაიყიდოს!

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• giga

სინათლის და შევარდენის სტადიონები რაგბისთვის რო არ მიეცათ, მანდაც შენობები იქნებოდა სტადიონის მაგივრად.

• soso

მარტალია ყველამ უნდა ,გადავარჩინოთ სტადიონები,აქ თაობები იზრდებოდნენ,ან მომავალს რას ვუტოვებთ,არის ის რაგაც რისი გაყიდვაც არ შეიძლება და ლოზუნგად ნუ გაიხდიან ,მომავალს და ერს გაუფრთხილდით,არ დაშალოთ სტადიონები,იფიქრეთ მომავალზეც,

• giorgi

35 სკოლაში 6 წელი ფეხბურთზე დავდიოდი. 11 წლის რო გავხდი მერე შევედი რაგბზე და 3 წელი ვიარე, თითქმის ყოველდღე დავდიოდი სავარჯიშოდ მანდ, კალათბურთის დარბაზში 1-2 ჯერ შპრიციანებიც დამინახია და გასახდელში სადაც დასაჯდომი ქვის იყო(ან საერთოდ არ იყო არ მახსოვს) დიდი დრო გამიტარებია. საქართველოს რაგბის ნაკრებში მოასპარეზე მორაგბესთან ერთად ვვარჯიშობდი(თამაშით ვერა დიდი იყო ასაკით), მოკლედ ბევრი რო არ გავაგრძელო ეხლა 2 რამეზე მწყდება გული. 1. ეხლა გავიგე რო ასეთ ცნობილ ფეხბურთელებს უვარჯიშიათ მანდ და გაიზარდნენ. 2. ეგ ადგილი ბაზრობად გადააქციეს. რო არ გაამართლა მერე მანქანების სადგომად გადააკეთეს. არა კიდე გამახსენდა რაზე მწყდება გული. ოქროს უბანში მაგ ტერიტორიაზე 1 სათამაშო მოედანიც აღარ არის რო ბავშვებმა სპორტზე იარონ. მერე კიდევ იტყვიან ნეტა რატო ფუჭდება ახალგაზრდობაო, პირობა შეუქმენით და არ გაფუჭდებიან....

• გუჯა კახაძე

სტადიონებს, რომლებიც ფუნქციონირებენ, პირობითი გადასახადი უნდა დაუწესდეს და რომლებიც დაკეტილია იმდენად უნდა გაეზარდოთ გადასახადი, რომ მეპატრონეს მისი ამუშავება უფრო იაფი დაუჯდეს.

საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ნაკრების წარმატება

"ლივერპულს" კვლავ განადგურების შეეშინდა - უცხოური მედია "დინამოს" ტრიუმფს იხსენებს

მიზანი ერთია, დიადი ნათელი - ცნობილი გახდა ანჩელოტის ამოცანა და ხელფასი

20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან

თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები

"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე

ხვიჩას დაჯილდოება, მიქაუტაძისა და დავითაშვილის გადამწყვეტი მატჩი და სხვა ამბები

[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი

[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა

ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა

მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ

მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს

"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა

პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს

"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი

სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან

ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს

"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა

"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ

"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი

უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა

გიორგი ჭანტურია საქართველოს ჩემპიონატში ითამაშებს?! - 30 იანვრის დაიჯესტი

ლეგიონი: "ორჰუსმა" ამჯერად მათე ვაწაძის გოლის გარეშე მოიგო

დავით დევდარიანი: არც ვიცი, მოედანს როდის დავუბრუნდები ან საერთოდ, რა იქნება

"საბურთალო": გიორგი ჭანტურიასთან კონტრაქტი დღეს, 17:30 საათზე გაფორმდება

სანდრო კობახიძემ ტრავმა მოირჩინა და გუნდთან ერთად ვარჯიში დაიწყო

გიორგი ჭანტურია: ყოველთვის საკუთარ თავს ვადანაშაულებდი, ახლა ათმაგად მოტივირებული ვარ

მამუკა კვარაცხელია: ზაფხულის დასაწყისში "ქართული ფეხბურთის აკვანი" მზად იქნება

ოფიციალურად: თორნიკე ოქრიაშვილი ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა

გიორგი ჭანტურიამ აბუ დაბიში "ვოლფსბურგს" გაუტანა [VIDEO]

ქართველთა "ვიტესი" პირველ ადგილზე გადავიდა

"ბეტონის შემოღობვა ხიფათს შექმნის, თუკი ფეხბურთელი ახლო მანძილიდან შეეჯახა"

რატომ უნდა ჩამოშორდნენ გამგეობები სტადიონების მშენებლობას

სანდრო კობახიძე: "ვორსკლაში" ძალიან კარგი პერიოდი მქონდა

"ვეცდები, სანიოლი დავარწმუნო, რომ ეროვნულ ნაკრებში თამაშის ღირსი ვარ" - თორნიკე ოქრიაშვილი

ლეგიონის უქმეები: გიორგი ჩაკვეტაძე დაბრუნდა [VIDEO]

ლეგიონის უქმეები: მათეს და საბას გოლები, ყენიას პასი, უჩას გადაფურთხება [VIDEO]

"სუბოტიცა", რომელსაც "დინამომ" ვერ მოუგო, "ვორსკლამ" დაამარცხა - გოლი სანდრო კობახიძემ გაიტანა

6 ქართველი ფეხბურთელი, რომლებმაც იმედები ვერ გაამართლეს

ლეგიონი: გიორგი ჭანტურიას გოლი ჰოლანდიის თასზე

დავით დევდარიანის კონტრაქტი დანიურ "ორჰუსთან" დასრულდა

"ახალ ოლიმპიურ სასახლეში", მამუკა კვარაცხელიას წიგნის, "სამასმეერთე"-ს პრეზენტაცია გაიმართა

ქეცბაია ტრიბუნაზე, ჩვეული კანკავა, ნაკლებად დასამახსოვრებელი ოქრიაშვილი - 19 წლის ბრაზილიელის ლამაზი გოლი... [VIDEO]

16 წლამდე ვაჟთა ნაკრებს სანდრო კობახიძე უხელმძღვანელებს

გურამ კაშია: ამ მატჩის 75 წუთი სეზონში საუკეთესო იყო

"საბურთალომ" გიორგი ჭანტურია გუნდში მიყვანიდან 2 კვირაში გაუშვა

Top 6 თანამედროვე ქართველი უნიჭიერესი ფეხბურთელი, რომელთა კარიერამ მოლოდინები ვერ გაამართლა [VIDEO]

მამუკა კვარაცხელია: 7 შვილის მამა, მორწმუნე მართლმადიდებელი ტარიელ ხეჩიკაშვილი რომ არა...

არნემის "ვიტესის" ქართველთა ვარჯიში აბუ დაბიში [PHOTO]

მათეგოლი - ვაწაძემ "ორჰუსის" უმნიშვნელოვანეს მატჩში გაიტანა [VIDEO]

ერგნეთში სტადიონი გაიხსნა, ყაველაშვილი "სამაჩაბლოს" საპატიო პრეზიდენტია

"ყოვლად მიუღებელია ის რეალობა, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება!" - თორნიკე ოქრიაშვილი [PHOTO]

მათე ვაწაძე: ეს დუბლი ეძღვნება მათ, ვისაც ჩემი წარმატება უხარია [VIDEO]

გიორგი წიტაიშვილმა კიევის "დინამოს" პირველ გუნდში ულამაზესი გოლი გაიტანა [VIDEO]

"ვიტესის" უახლოეს თამაშზე ყველა ბილეთი გაყიდულია!

"სანიოლი საპრესკონფერენციო ოთახში ვნახე და ასეთი რამ მითხრა" - რა განაცხადა თორნიკე ოქრიაშვილმა?

"მე რომ "გენკში" მივედი, ტროსარი გუნდიდან გაუშვეს, ახლა კი..." - რა განაცხადა ოქრიაშვილმა "არსენალის" შემტევზე?