ექსკლუზიური ინფორმაცია საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გოჩა ავსაჯანიშვილმა მოგვაწოდა
ფოტოზე: ნუგზარ სპანდერაშვილი, კაკი ქიმერიძე, დიმიტრი ვირუბოვი

დიდი ალბათობით, უახლოეს მომავალში სამი ქართველი ფეხბურთელი დონეცკის "შახტარში" ჩაირიცხება. ეს საინტერესო და ექსკლუზიური ინფორმაცია საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გოჩა ავსაჯანიშვილმა მოგვაწოდა.

უკრაინული გრანდის პოტენციური ახალწვეულები არიან 17-წლამდელთა ნაკრების წევრები - მცველი დიმიტრი ვირუბოვი, ნახევარმცველი კაკი ქიმერიძე და თავდამსხმელი ნუგზარ სპანდერაშვილი, ვისაც ფლანგზეც შეუძლია თამაში.

"ამ ბიჭებით დონეცკის "შახტარია" დაინტერესებული. როგორც ვიცი, უკვე იყო მოლაპარაკებები და უახლოეს მომავალში უნდა გაირკვეს, როდის გაემგზავრებიან ჩვენი ფეხბურთელები უკრაინაში", - გვითხრა ავსაჯანიშვილმა, ვისაც "შახტარის" სამიზნეების დახასიათებაც ვთხოვეთ:

"დიმიტრი ვირუბოვი ათლეტური, ფიზიკურად ძლიერი ფეხბურთელია. ვფიქრობ, ის კარგად მოერგება უკრაინულ ფეხბურთს. კაკი ქიმერიძე ნახევარმცველია და უამრავი კარგი თვისება აქვს. ნუგზარ სპანდერაშვილი კი თავდამსხმელია, თუმცა უნგრულ შესარჩევ ციკლში ფლანგზე გადავწიეთ და იქაც საუკეთესო იყო", - გვეუბნება ავსაჯანიშვილი.

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელებზე დიდი მოთხოვნაა. უკრაინელთა ინტერესზე უკვე ვთქვით და ახლა სხვაგანაც გავიხედოთ.

"ინტერესი არის საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების სხვა ფეხბურთელების მიმართაც. თქვენ უკვე გეწერათ, რომ პოლონეთის "იაგელონიაში" გააგრძელებს კარიერას ჩვენი გუნდის მეკარე ლუკა გუგეშაშვილი. ასევე პოლონეთშია ლუკა ასათიანი. ჩვენი გუნდის კიდევ ერთ ფეხბურთელს, ბარაბაძეს საფრანგეთიდან აქვს სერიოზული შეთავაზება. ბექა ქავთარაძე ბელგიაშია და მისი თამაშით იქ ყველა კმაყოფილია", - გვითხრა ავსაჯანიშვილმა.

რაღა შეხსენება გჭირდებათ, მაგრამ მაინც - "შახტარში" ჩვენებური გიორგი არაბიძე თამაშობს. 17 წლის შემტევმა ნახევარმცველმა უკრაინელებს თავი ისე მოაწონა, რომ უკვე ძირითადი გუნდის შემადგენლობაშიც ითამაშა.

სავარაუდოდ, არაბიძის კარგმა თამაშმა "შახტარის" ხელმძღვანელობას ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელებისთვის კარის ფართოდ გაღება აფიქრებინა. ეს ძალიან კარგია. კარგია ისიც, თუ უკრაინული კლუბის ვექტორი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ბრაზილიისაკენ იყო მიმართული, გარკვეულ სეგმენტში ქართულით შეიცვლება.

ფაქტია, უკრაინელები ეძებენ ნიჭიერ ახალგაზრდებს, რომელთაც კონკრეტულ მომენტში იაფად ჩაიგდებენ ხელში და მერე ძვირად გაყიდიან. რა დონეზე თამაშობენ უკრაინულ კლუბში მომზადებული ბრაზილიელები, ამას დღეს ყველა ერთად ვხედავთ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი არაბიძის გარდა, ქართველ ფეხბურთელთაგან "შახტარში" სხვადასხვა დროს გიორგი ჩიხრაძესა და მიხეილ ფოცხვერიას უთამაშიათ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Siso
ბექა ვაჩიბერაძეს როგორ ვივიწყებთ ?შახტარში ეგეთ ქართველს არც უთამაშია ჩემპიონთა ლიგა ითამაშა და კვლაზე წარმატებულია, მაგრამ საუბესუროდ არ ვზრუნავთ და არ ვართ მისით დაინტერესებულები ძალიან სამწუხაროა.
EDP
არა აქ დარჩნენ და ბევრს მიაღწევენ ხო იცი... შახტარის ახალგაზრდული ძალიან კარგი ვარიანტია. ყოველ წელს ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგას თამაშობენ. მთავარია სხვა გუნდებში არ გაანათხოვრონ თარგამაძესავით და მერე უკვე ბიჭების მონდომებაზეა ყველაფერი დამოკიდებული. ნიჭი ნამდვილად არ აკლიათ
shoda
თავად ვყიდით ქვეყანას! ყიდვა გაყიდვისთვის სასათბურე პირობები კარგია ჩვენში, ცხვა არაფერია! -აბა თქვენ იცით გაყიდეთ და მერე ამით იამაყეთ.
[VIDEO] გოგლიჩიძის გარეშე და ჩაკვეტაძის ერთი ტაიმი - "უოტფორდმა" სახლში "იფსვიჩთან" წააგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია სრულიად განსხვავებული ფეხბურთელია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
ნიკოლაი ყიფიანი ჩიხრაძის "ეთნიკოსიდან" "ომონიაში" გადავიდა
კვარაცხელია "როტორთან" მატჩის სასტარტოშია
"იაგელონიამ" ლუკა გუგეშაშვილი და ლუკა ასათიანი მთავარ გუნდში დააწინაურა
კვარაცხელიას შემცვლელი - "ნაპოლი" "შახტარის" ფეხბურთელის შეძენასთან ახლოსაა
[ლელოს სტუმარი] "მთავარია, რომ ტრანსფერის დროს ფულზე ფიქრმა არ გაჯობოს"
ლუკა გუგეშაშვილმა და ლუკა ასათიანმა "იაგელონიას" პირველ გუნდში ითამაშეს
არაბიძის ბრწყინვალე მატჩი - ქართველმა შემტევმა სამხრეთ კორეის ჩემპიონატში დუბლი შეასრულა [VIDEO]
ბექა ქავთარაძე "ნიჟნი ნოვგოროდის" ფეხბურთელი გახდა
კაბახიძის გოლი და რუსეთის მეორე ლიგა ბევრი ქართული გვარით
სანდრო კობახიძემ ლუკა ასათიანის "იაგელონიას" გოლი გაუტანა
შახტარი ჩემპიონთა ლიგაზე თამაშს გერმანიაში აპირებს
[ოთხშაბათის საკითხავი] რა უნდათ რუსებს? ჯიქია ძალიან ფრთხილად უნდა იყოს
გუგეშაშვილი "პაოკიდან" სხვა ბერძნულ გუნდში გადავა
უკრაინის ფეხბურთის ფედერაციას პედრინიოს ნატურალიზაცია სურს
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
ოფიციალურად | გიორგი არაბიძე კვლავ ქუთაისის "ტორპედოს" ფეხბურთელია!
სამშობლო, ყველაფრის მიუხედავად - რუსებისთვის საბა კვირკველია დღესაც დანაკარგია
ევროპა ლიგა. "შტურმი" კიტეიშვილის გარეშე დამარცხდა - გუგეშაშვილი "პაოკმა" განაცხადში არ შეიყვანა
აბდალაძე და კუჭუაშვილი მსოფლიოს ჭაბუკთა ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდნენ
[ოთხშაბათის საკითხავი] ვინ არის დამნაშავე?
გოჩა ავსაჯანიშვილი: დარწმუნებული ვარ, ამ ჯგუფიდან გავიდოდი!
დღეიდან მბაპე ჩემპიონთა ლიგის მოგებას "რეალთან" ერთად ეცდება - ქართველების მატჩები, ვაკო და არაბიძე აზიაში...
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
ორი ძმის ერთი მიზანი - ილია და ნუგზარ სპანდერაშვილებს "მსოფლიო რაგბიმ" წერილი უძღვნა
რუმინეთის ჭაბუკთა ტურნირზე ქართველმა ფალავნებმა 7 მედალი მოიპოვეს
კაშია, მექვაბიშვილი, აზაროვი და სიგუა კონფერენს ლიგაზე ითამაშებენ
გიორგი ჩიხრაძემ ჭაბუკთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
იმიტომ, რომ ქართველი ვარ! - ფეხბურთელები, ვისთვისაც უმთავრესი საქართველოს ნაკრებია
"როტორმა" ორი ქართველი ლეგიონერი დაიმატა
არაბიძემ კორეულ კლუბს ფიფაში უჩივლა და 2.88 მილიონს მიიღებს
ოფიციალურად - გუგეშაშვილი "ატრომიტოსის" ფეხბურთელია
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები: ვინ შეცვლის გოჩა ავსაჯანიშვილს?
დონეცკის "შახტარი" ქართულ ტრიოს მინსკის ტურნირში ნახავს
"ტორპედოს" პრეზიდენტი ადასტურებს: გიორგი არაბიძე ბრუნდება!
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
ქართველი მცველის ულამაზესი გოლი რუსეთში [VIDEO]
ირაკლი აზაროვი "შახტარის" ფეხბურთელია!
ცხადაძის "ორდაბასისთან" დამშვიდობება გასახდელში ხელჩართული ჩხუბით დასრულდა
"პანჩო არენა" და საქართველო: გვექნება ანალოგი?
ჩვენი ნაცნობი "იაგა" - რა გუნდია ბათუმის "დინამოს" მეტოქე "იაგელონია"
ქართველები უცხოეთში: მამლუქები და ქართული პერსპექტივები
გიორგი წიტაიშვილი: ჩემი მიზანია, გავხდე კიევის "დინამოს" ლიდერი
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
არსებული ინფორმაციით, სუს-მა გოჩა ავსაჯანიშვილი დააკავა [VIDEO]
დიმიტრი ვირუბოვი: დონეცკის "შახტართან" საუბრები მართლაც მიდის
ქეცბაია "ანორთოსისში" საქართველოს ნაკრების მეკარის გადაყვანას ცდილობს
ბერიაშვილი, ქავთარაძე, მახათაძე, ყიფიანი - "როტორი" პირველი ლიგის ფავორიტია
ოთხთა ტურნირისთვის საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ნუგზარ სპანდერაშვილი: ევროპის ჩემპიონატზე გასვლა შეგვიძლია!
რუსებს ოკუპირებულ დონეცკში ახალი "შახტარის" შექმნა უნდათ
საქართველოს ნაკრების მეკარე საბერძნეთში გუნდს გამოიცვლის
ილურიძემ და ჩიხრაძემ "ეთნიკოსი" დატოვეს
კაკი ქიმერიძე: "შახტართან" მოლაპარაკებები მიმდინარეობს
[კოტე გოგიშვილის აზრები] პატარა ქალაქის ჩირაღდნები
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
[PHOTO] მხოლოდ პირსახოცით - "შახტარის" ფეხბურთელის მეუღლის მიერ სააბაზანოდან გამოქვეყნებულ თამამ ფოტოებს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა
ქართული დელეგაცია პოლონეთში - ბრძოლა მედლებისთვის და ექსტრაკლასაში დასარჩენად [PHOTO]
არაბიძე: რამ შემიშალა ხელი დიდი ფეხბურთის თამაშში - "უფრო ცხოვრებისეულ პრობლემებზე ვფიქრობდი"
გმადლობთ, მეტის მიღწევაც შეიძლებოდა... დავით სირაძემ კარიერა დაასრულა