ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

[ოთხშაბათის საკითხავი] ბეწვის ხიდი

[ოთხშაბათის საკითხავი] ბეწვის ხიდი

"ბოროტი ენები" გვეუბნებიან, იმას რატომ არ წერთ, მავანმა კლუბებმა თავიანთ თავზე რომ მოირგეს აღმასკომიო?!
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ახალ სატელევიზიო პროექტზე მუშაობს და ამ პროექტის მთავარი მიზანი ეროვნული ჩემპიონატის პოპულარიზაციაა. კარგი თემაა განსჯისთვის, დროული, საჭირბოროტო...

დღესაც ჩვენი ფეხბურთის ჭირ-ვარამზე ვილაპარაკებთ.

თუ არ ვნახეთ, არც გამოსწორდება

ფეხბურთის ფედერაცია ახალ სატელევიზიო პროექტზე მუშაობს და ამ პროექტის მიზანი ეროვნული ჩემპიონატის პოპულარიზაციაა. თამაშები პირდაპირ ეთერში უნდა გადაიცეს, უნდა იყოს საფეხბურთო მიმოხილვები...

ძალიან ცუდია, რომ ხელახლა გვიწევს იმ გზის გავლა, რომელიც გავიარეთ და კიდევ უფრო ცუდია ის, რომ ახლა უნდა გავიაროთ ბილიკი, რომელიც სხვათათვის უკვე გაკვალულია. არადა, სულ რამდენიმე წლის წინათ ეროვნული ჩემპიონატის თამაშების შეფუთვა-ექსპორტზე იყო ლაპარაკი და კინაღამ ერთ-ერთმა მეზობელმა ქვეყანამ იხილა ჩვენი პირველობის შეხვედრები...

არ ვამტკიცებთ, რომ მაშინ იდეალურად იყო საქმე, მაგრამ რაც ახლა გვაქვს, იმას კი სჯობდა.

წლები გავიდა და პროგრესის ნაცვლად რეგრესი განვიცადეთ. წლები გავიდა და იმის მაგივრად, იმედის მცირე ნაპერწკლისთვის სული შეგვებერა და გაგვეღვივებინა, ის მონდომებით ჩავაქრეთ.

რუსეთის ხსენება დღეს ჩვენში ძალიან არაპოპულარულია. მე მაინც ვახსენებ, რადგან რისი უშუალო მომსწრე და თვითმხილველიც ვარ, იმაზე წერა მირჩევნია. რა იყო 90-იანი წლების დასაწყისში რუსეთის ჩემპიონატი? თამაშებზე ხალხი არ დადიოდა და "სპარტაკის" გამორჩეულ ინდივიდუალისტებს თუ არ ჩავთვლით, თითო-ოროლა კარგ ფეხბურთელს თუ მოძებნიდი მათ გუნდებში...

მაგრამ აი, ტელევიზიამ ჩემპიონატის ინტენსიურად ჩვენება დაიწყო. "სტიმოროლისა" და 7UP-ის რეკლამას სხვა რეკლამები დაემატა, მერე გამოჩნდნენ ნორმალური ლეგიონერები, იმ ნორმალურ ლეგიონერებამდე კი რუსეთმა საშოვარზე გადაგებული ბრაზილიელების ჭირი მოიხადა.

ამას რომ ვწერ, იმის თქმა მსურს, რომ საქმე უცბად არ კეთდება და თუ საქმის სიმძიმის გამო სულ იწუწუნე, არც არასოდეს გაკეთდება. დღემეხვალიე კაცისა კი ყველას კარგად მოეხსენება - თოვლი უკვე კარგა ხანია, მოგვადგა კარს და დადნა კიდეც. ისე დადნა, რომ იმ წყალს, მგონი, "ბავშვიც გადავაყოლეთ"...

მოდით, ვნახოთ... ქართული ფეხბურთი. ჯერ მოვითმინოთ და თან ყოველდღიური, თუნდაც ოდნავი პროგრესი მოვითხოვოთ. თან ვუყუროთ, თან შევაფასოთ, თან შესაქები შევაქოთ და საკრიტიკო ვაკრიტიკოთ. თუ ჩვენს ფეხბურთს ცხვირი ავუბზუეთ, ასე არასოდეს არაფერი გამოვა. დედას სუსტი და ავადმყოფი შვილი რომ უფრო უყვარს, ეს ცნობილი ამბავია. ჩვენც გვიყვარდეს და თან ვიზრუნოთ მასზე.

ასეთ შემთხვევაში, თუ ქართულ ფეხბურთს გვერდზე სახელმწიფოც დაუდგება, მისი საქმე აღმა წავა. დღეს შედარებით უკეთესი ფეხბურთელები გამოჩნდებიან, ვიდრე გუშინ იყვნენ, ხვალ კიდევ უკეთესი, ვიდრე დღეს არიან და ასე შემდეგ...

ეს კია, რომ გამოსავალი სახელმწიფოს მიერ დახარჯული ფულია. ოღონდ, ის ფული, რომელიც ქართული ფეხბურთის უკეთეს ხვალინდელ დღეს მოხმარდება და არა იმას, რომ თუნდაც რეგიონში ვიღაც ნახევარი წლით გაჩუმდეს...

რაც იყვირა, იმდენი რომ ეთამაშა

როცა ფეხბურთის ფედერაციაში ხარ, თან ამ ეპოქაში, დღენიადაგ ბეწვის ხიდზე გიწევს სიარული. დღეს ასეა და ვისურვებდით, ხვალ ასე აღარ იყოს: ქართული ფეხბურთი ისეა გათითოკაცებული, რომ დაღმა ხვნაც რომ გინდოდეს, შესაძლოა, აღმა ფარცხვა გამოგივიდეს.

"ზესტაფონის" თემაზე ბოლო დროს აღარ დაგვიწერია. აღარ დაგვიწერია ერთი მარტივი მიზეზის გამო - ველოდით კონკრეტულ შედეგს, თუნდაც - ლევან კობიაშვილისა და ილია კოკაიას შეხვედრას...

ამ ქვეყანაზე ყველაფერს თავისი წესი აქვს. რისთვისაც "ზესტაფონი" ფედერაციის წინა ხელმძღვანელობამ გათამაშებიდან მოკვეთა, იმისთვის, სულ ცოტა ხნის წინათ, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა თამაში გადადო.

საკითხი ძალიან ფაქიზია და ფრთხილ მიდგომას მოითხოვს. ბოლო კი მაინც ისაა, რომ "ზესტაფონი" უნდა დაუბრუნდეს ქართულ ფეხბურთს, რომელსაც არ აქვს ფუფუნება, უარი თქვას ასეთ სტადიონზე, ორ ასეთ ბაზაზე და გრძელვადიან პროექტზე, და ეს მაშინ, როცა სტადიონებიც სანთლით გვაქვს საძებარი, ბაზებიცა და გრძელვადიანი პროექტებიც.

ერთი ეგაა, ისეთი ფორმა უნდა იქნას მოძიებული, მეტ-ნაკლებად ყველასთვის მისაღები რომ იყოს. სამართლიანობა კი ნებისმიერ შემთხვევაში უნდა აღდგეს ქართულ ფეხბურთში.

კოკაიას ხასიათი, იქნებ, ბევრისთვის რთულიც იყოს, ხოლო მისი მოთხოვნები - მოსაბეზრებელი. ბევრი ამბობს კიდეც - ამ კაცმა რაც იყვირა, იმდენი რომ ეთამაშა, უკეთესი შედეგი ექნებოდაო, მაგრამ საკითხს მეორე მხრიდანაც შევხედოთ.

კოკაიამ 12 მილიონი დაახარჯა "ზესტაფონს" და მას ფულის ხარჯვა ისეთ რეალობაში უნდა, შედეგს რომ მიაღწევს. სუფთა პრაგმატულადაც კი ასეა - აღარ არის კოკაია და ზესტაფონს აღარ ჰყავს გუნდი უმაღლეს ლიგაში.

არა არს დაფარული

ბოლო დროს საინტერესო ამბები ვითარდება გორის "დილას" გარშემო. "დილას" მთავარმა მწვრთნელმა უჩა სოსიაშვილმა ამას წინათ "ლელოსთან" საუბარში გუნდიდან შესაძლო წასვლა დააანონსა.

ახალგაზრდა მწვრთნელი, რომელმაც გასულ სეზონში "დილა" გააჩემპიონა და ახლა მისი გაწვრთნილი გუნდი მეორე ადგილზე მიდის, ტყუილად არ გააკეთებდა ასეთ განცხადებას. ესეც არ იყოს, კულუარებში "დილას" თაობაზე ბევრი რამ ისმის. მორჩება სეზონი და ყველაფერი ითქმება, რადგან ყველამ ვიცით, რომ "არა არს დაფარული, რომელი არა გაცხადდეს"...

ამბობენ, რომ "დილას" შემადგენლობა მნიშვნელოვნად შეიძლება შეიცვალოს და ეს ცვლილება შემადგენლობასთან ერთად სამწვრთნელო შტაბსა და ფეხბურთელებსაც შეეხებათ.

რა თქმა უნდა, ადგილობრივ კადრებზე დაყრდნობა კარგია, მაგრამ ფაქტია ისიც, რომ ასეთ შემთხვევაში "დილა" ძველებურად ძლიერი ვეღარ იქნება და ის პროექტიც ვეღარ განხორციელდება, რომელსაც ყველანი ერთად შევცქეროდით დიდი იმედით.

ფაქტი ჯიუტია - თუ რამე ახალისებს და ალამაზებს (შედარებით!) საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატს, ეს, თბილისის "დინამოსთან" ერთად, გორის "დილაცაა". იქნებ, ეს პროექტი მხოლოდ იმიტომ იშლება, რომ "მავანი" "მძიმეწონოსანი" "მოთამაშე" ქართულ ფეხბურთს გაერიდოს.

მე ამ შემთხვევაში იმაზე ვფიქრობ, რომ კიდევ ერთი კარგი ქართული გუნდი დალევს ჩაილურის წყალს და კიდევ ერთი პროექტი ჩაჰბარდება წარსულს. ცალკე აღებული, არავინ დაიკარგება - არც მწვრთნელი უჩა სოსიაშვილი და არც "დილას" ის ფეხბურთელები, არაერთი მატჩი რომ ჩაუტარებიათ საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში...

"ბოროტი ენები" უკვე გვწერენ თუ გვეუბნებიან, ახალ აღმასკომზე რომ წერთ, საქმის მკეთებელი ხალხიაო, იმას რატომ არ წერთ, მავანმა კლუბებმა თავიანთ თავზე რომ მოირგეს აღმასკომიო?!

რას ვიზამთ, ჩვენც, ჟურნალისტებსაც, ბეწვის ხიდზე გვიწევს სიარული...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• leo-dzia

ყოჩაღ კაკაურიძე, შეგიძლია კარგადაც წერო როდესაც ცდილობ ობიექტური იყო და თითიდან გამოწოვილ თემებს არ ეხები... ;-) და პირდაპირ ვაცხადებ რომ დილას ამ შემადგენლობას თუ დაშლიან არ ყოფილა საშველი, არ გვდომებია მაღალი დონის ფეხბურთი და დავრჩებით სოფლის პირველობად. დილა კიარ უნდა დავშალოთ სხვებიც უნდა გავაძლიეროთ

• დათო

გიას კომენტარს სრულად ვუჭერ მხარს. არავისი ენის მიტანას ყური არ უნდა ეთხოვოს. მხოლოდ მიუკერძოებლობა ჩასვამს ჩვენი წვეყნის ფეხბურთს საკუთარ კალაპოტში.

• gia

ძალიან გთხოვ ლევან,ვიცი ბევრი ადამიანის წინაშე მოგიწევს ვალის დაბრუნება,მაგრამ ეს არ გააკეთო ფეხბურთის ხარჯზე!მკვდარია და საერთოდ აღარ გვეკნება ეს საყვარელი სახეობა შემდეგ.გთხოვ მოპაწესრიგო მსაჯების თემა,აქ კორუფციააა!აქ ვიღაცის მამების თუ ზოგიერთი გუნდების ანგარისის გაწევა უნდა დამთავრდეს!უმკაცრესად უნდა გამოვლონდეს და დაისაჯოს თამაშების გამყიდველი ფეხბურთელები და დასრულდეს ეს მაფია!მოევლოს ბავშვთა ფეხბურთს და მოგვარდეს ინფრასტრუქტურა!აი ესაა ძირითადი,დანარჩენი კი ენების მიტანები ჩაძირვები და ასეტები რაც სამწუხაროდ ქართველებს გვახასიათებს,ამას ყური არ მიუგდო საქმეზე იფიქრე ლევან და ყველას კიდე საქმე გამოაჩენს თავის კლუბში და ქარტულ ფეხბურთში!წარმატებებს გისურვებ!

• zestafoneli

გთხოვთ, დაგვიბრუნეთ ფეხბურთი ზესტაფონში, დაგვიბრუნეთ ის დაუვიწყარი დღეები. ზესტა ჭირდება ქართულ ფეხბურთს. ჩვენ კიდევ ბევრჯერ დავანთებთ ცეცხლს ჩვენს საფიცარ სტადიონზე ჩვენი საყვარელი გუნდისათვის. კიდევ ბევრი იქნება დაჩია, დუკლა თუ ბრიუგე. ოღონდ დაგვიბრუნეთ ფეხბურთი!

• unknown

სიამოვნებით ვკითხულობ ამის ნაწერებს

• gori

კაკაურიძე შეგძლებია და აკი არაოო???

• nuniseli

ჩვენ შეგვიძლია ეროვნული გავაცოცხლოთ

• შოკირებული გულშემატკივარი

მარტო რეკლამები ვერ მოიზიდავს ტელემაყურებელს:))))

• niko

კაი კაცი ხარ ავტორ

"მოსკოვზე შეყვარებული ვარ" - დიდიე დროგბა

საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ნაკრების წარმატება

"ლივერპულს" კვლავ განადგურების შეეშინდა - უცხოური მედია "დინამოს" ტრიუმფს იხსენებს

7-კაცა | მაკარსკაში კლოდ სორელის ხსოვნის პატივსაცემად

რეგიონების განვითარების პროექტის ფარგლებში თანამედროვე ტაბლოები თელავისა და ლაგოდეხის დარბაზებმაც მიიღეს

ისტორიული ოქრო პარაკაიაკის ევროპის ჩემპიონატზე

კიმი შეიძლება იტალიაში დაბრუნდეს

საბო: რა ჯანდაბა უნდოდა შევჩენკოს უკრაინის ფეხბურთის ასოციაციაში?

ანშლაგი ქუთაისში - საქართველო - კაბო-ვერდე | 7 ივნისის განრიგი

უარი "სიტის" - მიქაუტაძის თანაგუნდელის გოლი და საგოლე პასი ესპანეთთან

ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ პერიოდში საქართველოს ნაკრები 6 ამხანაგურ მატჩს გამართავს

საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!

როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?

"ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა" - სპალეტიმ აჩერბის უპასუხა

"მბაპე ცენტრფორვარდია და ამ პოზიციაზე თამაშს გააგრძელებს" - დეშამი ესპანეთთან მარცხის შემდეგ

უარი "ალ ჰილალს" - ოსიმენისთვის ბრძოლაში ახალი კლუბი ჩაერთო

ცნობილია ის ოთხი ფეხბურთელი, რომელთა შეძენაც კონტემ დე ლაურენტისს მოსთხოვა

"მესი თუ რონალდო?" - იგუაინმა უცნაური არჩევანი გააკეთა

"არც მესია, არც რონალდო და არც მარადონა, მაგრამ..." - არშავინმა კვარაცხელიაზე ისაუბრა

[VIDEO] ჰალიბარტონის და "ინდიანას" მორიგი სასწაული - "ოკლაჰომა" სუპერფინალის პირველ მატჩში დამარცხდა

შენგელიას ლიდერობით "ვირტუსმა" მილანში იმარჯვა და სერია A-ს ფინალამდე 1 მოგება აშორებს

ნიონში გოგონათა ასაკობრივი გუნდების წილისყრა შედგა

კაპაძის ხელმძღვანელობით - უზბეკეთი პირველად გავიდა მსოფლიოს ჩემპიონატზე

"შევურაცხვყვეთ, როგორც სტუმარი გუნდის ქომაგი, ასევე არ მიეცა საშუალება ნაკრებს ქომაგებთან ერთად გამარჯვება ეზეიმა" - ლევან კობიაშვილი სომხეთთან მატჩის შემდეგ გულშემატკივრის ნაწილის მოედანზე შეჭრას გამოეხმაურა

სასიამოვნო სიახლე: "ზესტაფონმა" ეროვნული ლიგისკენ 1 ნაბიჯი გადადგა

[ოთხშაბათის საკითხავი] რისკი არის, შამპანურიც იქნება?

საქართველოსთან მატჩამდე სომხურ ფეხბურთში არეულობაა - ფედერაცია ახალ მწვრთნელზე საუბრობს, ფანები მათ გადაყენებაზე

ჯაბა დვალთან ერთად - "ზესტაფონი" წინსვლისთვის ბრძოლას იწყებს

გორის "დილა" მთავარმა მწვრთნელმა დატოვა - მოტამ დემჩენკოს მსგავსი პუნქტით ისარგებლა და სომხური გუნდი ჩაიბარა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

"ზესტაფონი" საფეხბურთო აკადემიას თბილისში ხსნის

ლევან კობიაშვილი: ილია კოკაიას მოუწევს, უპირველესად, "ზესტაფონის" გულშემატკივრებს უთხრას სიმართლე

"სამგურალის" მწვრთნელად უჩა სოსიაშვილი დანიშნეს

საქართველოს თასის გათამაშება დაიწყო

"ზესტაფონის" გამოხმაურება ლევან კობიაშვილის განცხადებაზე

სეზონის დაწყებიდან ეროვნული ლიგის გუნდი მეორე მწვრთნელმა დატოვა

ეს საქართველოსთვის სასარგებლოა - ჩეფერინი უეფას პრეზიდენტად დარჩენას აპირებს

სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა

"სიონის" მწვრთნელად სოსიაშვილი დანიშნეს

"დინამოს" სტადიონის ადმინისტრაციიდან სფფ-ში ეს წერილი მოვიდა... მასში ამ პრობლემებზეა საუბარი..." - კობიაშვილმა თქვა, რატომ არ იმართება საქართველოს ნაკრების მატჩი "დინამო არენაზე"

"ზესტაფონისა" და "დინამოს" ექსფეხბურთელი "პორტუში" გადადის

მსაჯის შეურაცხყოფისთვის ოქრიაშვილი გააძევეს - "სამგურალმა" "საბურთალოს" მოუგო [VIDEO]

ილია კოკაია მწვერვალ დედაენაზე დაიღუპა

სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს

[ოთხშაბათის საკითხავი] ვართ თუ არა საფეხბურთო ქვეყანა?

სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა

ჩხუბი ფეხბურთელებს შორის მოედანზე - "დილას" ამხანაგური მატჩი უკრაინულ გუნდთან აღარ გაგრძელდა

სფფ-ის აღმასკომის სხდომაზე "ზესტაფონის" საკითხზე იმსჯელეს

"სანამ კინი "ტორპედოს" მწვრთნელია, "ჯუნგლები" ტრიბუნას ვტოვებთ" - "ტორპედოს" ფანების განცხადება [PHOTO]

"რუსთავში" რევაზ ძოძუაშვილი იმუშავებს

"შუქურა" უჩა სოსიაშვილმა დატოვა

სანიოლმა უეფას კონფერენციაზე ევრო 2024-ზე მიღებულ გამოცდილებაზე ისაუბრა

მას ლიგა 1-ში 146 მატჩი აქვს ჩატარებული - გორის "დილამ" გამოცდილი მცველი დაიმატა

[ოთხშაბათის საკითხავი] რისთვის ან ვისთვის ვთამაშობთ ფეხბურთს?

სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით

"იბერია 1999"-მა და "დილამ" მოიგეს, ფოთში ფრე დაფიქსირდა

[ოთხშაბათის საკითხავი] ვარდები ჯერ არ არიან...

"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება

"გადავწყვიტეთ მივმართოთ ფედერაციას თხოვნით, რომ კანკავას წითელი ბარათი გაუქმდეს" - გორის "დილას" განცხადება

[ოთხშაბათის საკითხავი]: "პეტრო", SHOW MUST GO ON!

ლევან კობიაშვილის პასუხი ილია კოკაიას: თუ ასე ფიქრობს, მაშინ...

[ოთხშაბათის საკითხავი] სახეზე ვერ გატყობთ კმაყოფილებას...

ილია კოკაია: ტოტალიზატორის ხალხი უკვე მუქარებზეა გადასული

"სიონი" გიორგი ჭელიძემ ჩაიბარა

კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...