ტუნისში ვიცე-ჩემპიონი გურამ თუშიშვილი (100) გახდა, მესამეზე კი ვაჟა მარგველაშვილი (66) გავიდა
ტუნისში გამოსვლა ჩვენმა ძიუდოისტთა ექვსეულმა ორი მედლით - თითო ვერცხლით და ბრინჯაოთი დაასრულა. ვიცე-ჩემპიონი გურამ თუშიშვილი (100) გახდა, მესამეზე ვაჟა მარგველაშვილი (66) გავიდა, ჩვენს აქტივში კი მეხუთე ადგილიცაა, რომელიც ალექსანდრე მსხალაძემ (100) ირგუნა.

მოგეხსენებათ, ტუნისში ჩვენებმა მხოლოდ ამ ორი წონის ფალავნები გაუშვეს, სადაც ოლიმპიური ლიცენზიები საბოლოოდ ჯერ კიდევ არ გაგვინაღდებია. ამათგან თუ ვინმემ გაამართლა იმედები, ისევ თუშიშვილმა, თორემ სხვებისგან მეტს ველოდით.

თუშიშვილი ფინალამდე 4 იპონით მივიდა - ქვეჯგუფში დაამარცხა ამერიკელი აიაქს ტადეჰარა და აზერბაიჯანელი ფირუდინ დადაშოვი დააიპონა, ნახევარფინალში კი იტალიელი ვინჩენცო დარკო გააკრა ტატამს. სამწუხაროდ, ტუნისიდან პირდაპირი რეპორტაჟი არ მიმდინარეობს და ამ პაექრობის დეტალებზე დაწვრილებით ვერაფერს გეტყვით, თუმცა ოქმის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, თუშიშვილს ზედაძაბული შეხვედრა მოუგია - 3 გაფრთხილებაც ჰქონდა და ვაზარსაც აგებდა, მაგრამ მაინც იმარჯვა.

ფინალში ქართველის მეტოქე ქვედა წონიდან ამონაცვლებული ესტონელი გრიგორი მინასკინი იყო, არცთუ ძლიერი სპორტსმენი, მაგრამ ოქროს მედალი მაინც წაგვართვა. არადა, თუშიშვილმა სამი გაფრთხილება მიაღებინა, თუმცა ვაზარით წააგო. სავარაუდოდ, ეს გდებაც ახალგაზრდული სიფიცხით გაუშვა.

სამწუხაროდ, იმედები ბოლომდე ვერ გაამართლა მსხალაძემ, ვისაც ჯერჯერობით ამ წონაში ჩვენგან საუკეთესო რეიტინგი აქვს. მან იტალიელი ლუკა არდიზიო კი ჩამოიცილა გაფრთხილებებით, მაგრამ შემდეგ ჯერ უნგრელ გერგო ფოგასისთან დამარცხდა ვაზარ-იპონით, სანუგეშოში კი ფრანგ ნელ ჰონორე რებუკა არიანოსთანაც წააგო.

ერთი შეხვედრა მოიგო ჯაბა მუმლაძემაც - ფრანგ კლემენტ დელვერტს ვაზარით აუღო და მერე ბეჭებზეც დააგდო, მაგრამ მომდევნო წრეში ზემოხსენებულ დარკოსთან იუკოთი დამარცხდა.

ამ ტურნირმა 66 კილოგრამში ბევრი რამე გაარკვია, თუმცა სახარბიელო სურათი მაინც ვერ დაგვიხატა. მარგველაშვილმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა ფავორიტობა და კონკურენტებთან შედარებით თავისი უპირატესობა - პირადი შეხვედრა მოუგო ბექა შავდათუაშვილს, მაგრამ ჩემპიონი ვერ გახდა.

დაგვეთანხმებით, ვერაა კარგი ამბავი, წონის ფავორიტი და ოლიმპიადაზე წამსვლელი კაცი ამ სუსტი ტურნირის მოგებასაც რომ ვერ ახერხებს... მართალია, ის მომავალ ჩემპიონთან, ფრანგ კილიან ლე ბლუსთან დამარცხდა მეოთხედფინალში, მაგრამ ამას გამამართლებელ საბაბად მაინც ვერ მივიღებთ. მან ვერც საოლიმპიადო რეიტინგში იხეირა - მართალია, ამ ბრინჯაოთი 40 ქულა მიიღო და საერთაშორისო ჩათვლაში წაემატება, მაგრამ ოლიმპიურ რეიტინგში ვერ მოხვდება მის ხუთ საუკეთესო შედეგში (40 ქულა რამდენიმე ტურნირზე აქვს მიღებული) და იმ სიაში ვერაფერში წაადგება, წინ ვერ წასწევს. თუმცა, გარკვეული პერიოდის შემდეგ, როცა ქულები განულდება ან განახევრდება (მისიც და სხვებისაც), არაა გამორიცხული, წაეხმაროს რეიტინგში.

დღეისათვის სალიცენზიო სიაში ის მაინც დარჩება ბოლო, 22-ე ადგილზე და ჯერ ვერც ვერავინ გამოაგდებს იქიდან - მას კვალში იგივე ფრანგი ლე ბლუ, ორ-ორი ებრაელი და ყაზახი, თითო ბრაზილიელი და ბრიტანელი მიჰყვებიან, ამ ქვეყნებს კი უკვე ჰყავთ იმ 22 კაცში ფალავანი, ანუ მარგველაშვილის მდევრები სალიცენზიო ჩათვლაში უკონკურსოდ რჩებიან (მოგეხსენებათ, ოლიმპიადაზე წონაში ქვეყნიდან მხოლოდ ერთი კაცი დაიშვება). თუმცა არაა გამორიცხული, წინ მდგომთაგან ვინმეს მომავალ თვეებში ქულები დააკლდეს და ამან გადაუსწროს.

ტუნისში მარგველაშვილმა თავის პირველ შეხვედრაში - მეორე წრეში კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის წარმომადგენელი როდრიგე კუკუ დააიპონა (თუმცა ის რატომღაც საერთაშორისო ფედერაციის სახელით ჭიდაობდა), ვისაც სულაიმან ჰამადიც ზედ მიაყოლა საუდის არაბეთიდან და აი, სწორედ ამას მოჰყვა წაგება ლე ბლუსთან ასევე იპონით.

დამამშვიდებელში შედგა ჩვენთვის კონკურენციის თვალსაზრისით ყველაზე საინტერესო ორთაბრძოლა - მარგველაშვილი შავდათუაშვილს შეხვდა და მასაც წმინდად მოუგო, ბრინჯაოსთვის პაექრობაში კი აზერბაიჯანელი ტელმან ვალიევი დააიპონა. სავარაუდოდ, ამ მედლით მან მომავალ უქმეებზე ჰავანაში, "დიდ პრიზზე" ჭიდაობაც დაიბევა.

შავდათუაშვილმა ქვეჯგუფში ორი პაექრობა მოიგო - ლიბიელ აჰმედ იოსეფ ელკავისანს გაფრთხილებებით აჯობა, კოსოვოელ აკილ გჯაკოვას - ვაზარით. მარგველაშვილის მსგავსად, ისიც მეოთხედფინალში დამარცხდა - სლოვენიელთა მომავალ მესამეპრიზიორ ადრიან გომბოცთან გაფრთხილებებით წააგო და საბოლოოდ მეხუთეზე დარჩა.

სამწუხაროდ, ვერაფრით გამოიჩინა თავი ამ წონაში ჩვენმა მესამე მონაწილემ, საქართველოს ჩემპიონმა თორნიკე თათარაშვილმა - პირველივე პაექრობა იუკოთი დათმო პორტუგალიელ დიოგო ცეზართან და გავარდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ვარსკვლავური ფინალი 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში - ძიუდოში საქართველოს მასტერსი გაიმართა
[VIDEO] დაბრუნებაც ასეთი უნდა - ზაალიშვილმა ოთხივე მეტოქეს იპონით მოუგო და ევროპის თასის გამარჯვებული გახდა
ისტორიაში პირველად - საქართველოს პარაძიუდოისტთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია
შენგელიას 11 ქულა და "ბარსას" მე-4 გამარჯვება ევროლიგაზე
"ნაპოლიმ" "ლეჩესთან" მძიმე გამარჯვება მოიპოვა
"ბაიერნი" 23 წლის კოსოვოელი ფორვარდის დამატებას აპირებს
კიდევ ერთი ვარიანტი - "იუვენტუსი" შესაძლოა, ლორან ბლანმა ჩაიბაროს
უმკურნალეთ აკნეს, თმის ცვენასა და შავ წერტილებს Recipe for men-ის დახმარებით - ბრენდი სპეციალურად მამაკაცებისთვის
კიმი შესაძლოა, სერია A-ში დაბრუნდეს - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი გრანდების სამიზნეა
მინიმუმ 100 მილიონი ფუნტი სურთ - ელიოტ ანდერსონი გრანდების სამიზნეა
რუსეთის ევრო 2032-ის თანამასპინძლობა სურს - იტალიაში ინფრასტრუქტურული პრობლემებია
"როდესაც დავინახე რომ ეს გააკეთა, თვალებს ვერ ვუჯერებდი" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა მამარდაშვილი გააკრიტიკა
გიორგი შერმადინი ესპანეთის თვის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა
"დინამო თბილისმა" ფოთელებს მოუგო; "თელავი"-"ტორპედო" ფრედ დასრულდა
U23. მსოფლიოს ჩემპიონატზე სულეიმანიშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა
ლეგენდარული ოლიმპიური ჩემპიონი, სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტი ნინო სალუქვაძე ევროპის სროლის კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს
ნაპოლი რამდენიმე თვე დე ბრუინის გარეშე დარჩება
3:0. დანელიას დუბლი, ამბალიას ლამაზი გოლი - საქართველოს ქალთა ნაკრებმა მოლდოვა დაჯაბნა
საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები "კარპატის თასზე" წლეულს მეორედ იასპარეზებს
WU17 | საქართველო 3:2 ლატვია
სპალეტი საქმეში ბრუნდება? "იუვენტუსმა" იგორ ტუდორი გაათავისუფლა
"ადამიანი, რომელსაც ჩემს ცხოვრებასა და კარიერაზე უდიდესი გავლენა ჰქონდა, აღარ არის" - 64 წლის ასაკში "ვალენსიას" ლეგენდარული მეკარე გარდაიცვალა
15-წლამდელ მოკრივეთა 9 მედალი ევროპის ჩემპიონატზე
ძიუდო. U23: საქართველო ევროპის ჩემპიონატზე სრული შემადგენლობით იასპარეზებს
ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი: მეორე დღეც უმედლოდ
ძიუდო ჩემპიონთა ლიგა - "გოლდენ გორი" მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ქართველებით დაკომპლექტებულ პსჟ-სთან დამარცხდა
ჰავანას გრან-პრი: ვაჟა მარგველაშვილმა ბრინჯაო მოიპოვა
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გავიდა
[VIDEO] არის! საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა იაპონია დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა
ჩინეთის "დიდი პრიზი": ჩვენი ექვსეულის რთული შანსი
ჩინდაოს გრან-პრიზე მარგველაშვილი და თათარაშვილი უმედლოდ დარჩნენ
[VIDEO] ისტორიული დღე - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულია!
ახალგაზრდა ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატი: უმედლო დასასრული
ზურაბ კახნიაშვილმა გროზნოს ტურნირში ვერცხლი მოიპოვა
ვაჟა მარგველაშვილი მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობას გამოეთიშა
უტამ მსოფლიო მეხუთედ მოიგო, ჰიფუმი ბრინჯაოს დასჯერდა - მსოფლიო ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღე
ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი: დღეს სამი ქართველი ძიუდოისტი იჭიდავებს
ლუკა მაისურაძემ რუსი ოლიმპიური ჩემპიონი დაამარცხა და ფინალში გავიდა! [VIDEO]
ალექსანდრე მსხალაძემ პრაღაში ძიუდოს დაუწერელი კანონი დაარღვია
ახალგაზრდა ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატი: უმედლო დღე
ჰავანას გრან-პრი: თითქმის განაღდებული ლიცენზია
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები: ტოკაიში დაიწყეს
ბაქოს გრანდ სლემი: 3 ქართველი ძიუდოისტი გზას აგრძელებს
სამსუნის გრან-პრი. წილისყრა: ბექა ღვინიაშვილს არ გაუმართლა
ალექსანდრე მსხალაძეს მეტოქისთვის ხელის არჩამორთმევა არ შეარჩინეს
ირაკლი უზნაძე: მატიაშვილი და თუშიშვილი სრულ მზადყოფნაში არ იმყოფებიან
ექვსი ქართველი ძიუდოისტი "აფრიკის ღია კონტინენტურ თასზე" იასპარეზებს
საქართველოს ჩემპიონატი ძიუდოში: განსხვავებული მეორე დღე
მარგველაშვილის ოქრო და ლიპარტელიანის ბრინჯაო - ევროპის ჩემპიონატის პირველი საშეჯიბრო დღე [VIDEO]
ალმათის გრან პრი. I დღე: ქართველი ძიუდოისტები სტარტზევე დამარცხდნენ
ნახევარფინალში თუშიშვილი დაამარცხა - საბა ინანეიშვილი ქართულ ჭიდაობაში პირველი მსოფლიო ჩემპიონი გახდა!
ვაჟა მარგველაშვილმა აბუ-დაბის გრანდ სლემზე ოქროს მედალი მოიპოვა
ჩინდაოს გრან-პრი: ქართველების შეჯიბრება სწრაფ წაგებებში
მარგველაშვილმა რუსი მეტოქე დაამარცხა და პარიზის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა [VIDEO]
ლიცენზიების დილემა გადაჭრილია - თბილისის გრან-პრის შეფასება
ძიუდო. ახალგაზრდული ნაკრები: 20 მედალი ათენიდან!
[VIDEO] დასანანი მარცხი ფინალში - თუშიშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
[VIDEO] გურამ თუშიშვილმა ტედი რინერს ხელი არ ჩამოართვა