გერმანიის ნაკრებთან მატჩის წინ "ბორჯღალოსნების" მთავარმა მწვრთნელმა მომავალ გეგმებზე ისაუბრა
6 თებერვალს, 14 საათზე, "რაგბი ევროპის" ჩემპიონატის პირველ საშინაო მატჩში "ბორჯღალოსნები" გერმანიის ნაკრებს ავჭალის სარაგბო სტადიონზე უმასპინძლებენ.

გთავაზობთ ინტერვიუს მილტონ ჰეიგთან, რომელიც "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველი არხის სპორტულმა რედაქციამ ჩაწერა.

პირველი ნაბიჯი შაბათს, გერმანიასთან გვექნება

მომავალ მსოფლიო თასზე ჩვენი მიზანი, რა თქმა უნდა, 2023 წლის მსოფლიო თასზე ავტომატურად გასვლა და თამაშის ხარისხის გაუმჯობესება იქნება.

2019 წელს, აგრეთვე, გვსურს ვცადოთ მეოთხედფინალში გასვლა - ეს საუკეთესო შედეგი იქნება. დასახული მიზნების მისაღწევად შემდეგ 4 წელში დიდი შრომა უნდა გავწიოთ, პირველი ნაბიჯი კი მომავალ შაბათს გერმანია იქნება. ეს მსოფლიო თასის შემდეგ ჩვენი პირველი თამაში იქნება. შესაბამისად, ყველას გვინდა, ხარისხიანი თამაში ვაჩვენოთ.

რა გასაკვირია, რომ ჩვენ გამარჯვება გვსურს - გვინდა, ამ ტურნირზე მოგებების სერია გავაგრძელოთ. მართალია, ამ ტურნირს ჩვენთვის საკვალიფიკაციო ხასიათი აღარ აქვს, თუმცა, რა თქმა უნდა, მაინც გვინდა მისი მოგება. ამასთან, გვინდა, რომ სანახაობრივი რაგბი ვითამაშოთ და ეს შესაძლებლობა განვითარებისთვის გამოვიყენოთ.

"რაგბი ევროპის" ჩემპიონატზე ყოველწლიურად რამდენიმე ახალგაზრდა მორაგბეს გამოვცდით, რომლებსაც ექნებათ 2019 წლის მსოფლიო თასზე მოხვედრის შანსი. ახალი სახეების გამოჩენა ბუნებრივი პროცესია და ყოველ წელიწადს ვიხილავთ უფრო მეტ ახალგაზრდა მორაგბეს - მათ უკვე სანაკრებო ასაკი უწევთ. ისინი უკვე მზად არიან, რომ მაღალ დონეზე ითამაშონ.

წელსაც რამდენიმე ახალი მოთამაშე გვეყოლება, რომლებსაც ჯერ კიდევ უწევთ 20-წლამდელთა ნაკრებში თამაში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მათ დიდი მომავალი აქვთ და ზუსტად ახლაა კარგი დრო, რომ ისინი ეროვნულ გუნდში ჩავრთოთ.

ნოემბერში მარიფილდზე

წელს ნოემბერში შოტლანდიას "მარიფილდზე" ვესტუმრებით. ჩვენ ისტორიაში პირველად ვითამაშებთ ამ სტადიონზე მასპინძლების წინააღმდეგ. დარწმუნებული ვარ, ძალიან დიდი მატჩი იქნება.

გარდა ამისა, ნოემბერში გვექნება კიდევ ორი მაღალი დონის ტესტ-მატჩიც, ხოლო მეტოქეთა ვინაობა უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.

ტესტები თბილისის თასის ნაცვლად

2016 და 2017 წლების ივნისში ჩვენ ვგეგმავთ ძლიერ გუნდებთან თამაშს. შესაბამისად, აღარ იარსებებს "თბილისის თასი" და საქართველო გაემგზავრება ოკეანეთში, სადაც კუნძულელებს დავუპირისპირდებით.

საკმაოდ რთული მატჩები გველის, თუმცა ივნისის ტესტები არის ერთადერთი ფანჯარა, რომელიც შეგვიძლია გამოვიყენოთ უფრო მაღალი დონის მატჩების სათამაშოდ.

ლევან მაისაშვილი, მთავარი მწვრთნელის ასისტენტი

ჩვენ ძალიან გავიმართლა, რომ სამწვრთნელო შტაბში ლევან მაისაშვილი გვყავს. მაისაშვილი საქართველოში ბოლო წლების ყველაზე წარმატებული მწვრთნელია, რომელმაც ზედიზედ სამჯერ მოიგო ქვეყნის ჩემპიონატი. მიუხედავად შეზღუდული რესურსებისა, იგი ყოველთის ძალიან კარგ გუნდს აყალიბებდა.

უკანა ხაზის მწვრთნელი, მაიკლ ბრედლი კვლავ ჩვენს გუნდშია. აგრეთვე სამწვრთნელო შტაბშია 20-წლამდელთა მთავარი მწვრთნელი ილია მაისურაძე - მას საკმაოდ რთული წელი ელის. ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია, რომ "ბორჯღალოსნების" სამწვრთნელო შტაბში შედის ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელი.

შეთანხმება "ტულონთან"

ჩვენ მსოფლიო თასისთვის მოსამზადებელი შეკრების დროს შევუთანხმდით "ტულონს", რომ ისინი ამ პერიოდში კლუბში სათამაშოდ მამუკა გორგოძეს, ლევან ჩილაჩავასა და კოტე მიქაუტაძეს საკლუბო მატჩებზე არ გამოიძახებდნენ.

სანაცვლოდ კი შევპირდით, რომ მათ "რაგბი ევროპის" ჩემპიონატის პირველ სამ მატჩზე არ გამოვიძახებდით.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

gela
აბსოლუტური დასტური გიორგის, რა თქმა უნდა ბევრი ახალგაზრდა უნდა გამოიცადოს, მით უმეტეს კარგი თაობა მოდის, როცა იქნება ხომ შევალთ იმ დახურულ სივრცეში და ასე ტუ ისე რაღაც დონეზე მზად იქნებიან
giorgi
ჩემი აზრით ერთა თასსზე დაახლოებიტ 5 ახალგაზრდა მოთამაშე უნდა იყოს ყოველ თამაშში, არაუშავს წავაგოთ, მთავარია რო გამოცდილება მიიღონ 19 წლისთვის. 4 წელი ბევრია და ამ მომენტში საკმაოდ ავიმაღლებთ დონესაც
mamuka
ხო, მაგრამ ერთა თასი უკვე ჩვენთვის სატესტო ხასიათის ტურნირად იქცა და უფრო ახალგაზრდების გამოსაცდელად და ახალი კომბინაციების დასამუშავებლად თუ გამოდგება, მაქ უკვე შედეგებს აღარ აქვს დიდი მნიშვნელობა. ამხანაგური თამაშების დატვირთვა უფრო აქვს
vato
კაი იქნებოდა თუ ამ ერთა თასის გათამაშებაში ჩვენ რამე კონკრეტული მიზანი რომ გვქოდეს მაგალითად ყველა მატჩის მოგება პრემიალური ქულებით. ჩვენ ეს ერთა თასი აუცილებლად და დამაჯერებლად უნდა მოვიგოთ. თუ ამას შევძლებთ შემდეგი მსოფლიოსთვის უკვე დიდ გუნდებს ამ ფაქტორშიც გაუტოლდებით (რომ მეორე ეშელობის გუნდბს რუმინეთის გარდა, დიდი ანგარიშებით ვამარცხებთ). ეს იქნებოდა შემდეგი ეტაპი ჩვენი რაგბისთვის.
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
სავსე ტრიბუნების დროა!
ირლანდიასთან თამაშის დღე გვიახლოვდება!
7-კაცა | მაკარსკაში კლოდ სორელის ხსოვნის პატივსაცემად
რეგიონების განვითარების პროექტის ფარგლებში თანამედროვე ტაბლოები თელავისა და ლაგოდეხის დარბაზებმაც მიიღეს
ამაზე უარის თქმა რთული იქნება - "ფენერბაჰჩემ" სანეს ზღაპრული შეთავაზება გაუკეთა
"ტოტენჰემმა" პოსტეკოგლუ დაითხოვა და მის შემცვლელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს
[VIDEO] დონარუმას პირველ ტაიმში სამი გაუტანეს - იტალია ნორვეგიასთან განადგურდა
კალანდაძის ლიდერობით - საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგსაც მოუგო
პსჟ-ს მძიმე დანაკლისი - ესპანეთთან პარიზელთა ორმა ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო
სომხეთის ნაკრები ისევ დიდი ანგარიშით დამარცხდა
ზედიზედ მესამედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია!
ისტორიული ოქრო პარაკაიაკის ევროპის ჩემპიონატზე
კიმი შეიძლება იტალიაში დაბრუნდეს
საბო: რა ჯანდაბა უნდოდა შევჩენკოს უკრაინის ფეხბურთის ასოციაციაში?
ანშლაგი ქუთაისში - საქართველო - კაბო-ვერდე | 7 ივნისის განრიგი
უარი "სიტის" - მიქაუტაძის თანაგუნდელის გოლი და საგოლე პასი ესპანეთთან
ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ პერიოდში საქართველოს ნაკრები 6 ამხანაგურ მატჩს გამართავს
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
"ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა" - სპალეტიმ აჩერბის უპასუხა
"მბაპე ცენტრფორვარდია და ამ პოზიციაზე თამაშს გააგრძელებს" - დეშამი ესპანეთთან მარცხის შემდეგ
უარი "ალ ჰილალს" - ოსიმენისთვის ბრძოლაში ახალი კლუბი ჩაერთო
დვალიშვილი VS ომალი 2 - დიდ ბრძოლამდე სულ ცოტა დრო რჩება
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
თედო აბჟანდაძე "ბორჯღალოსნების" პროგრესზე, ნინიაშვილის წარმატების ფაქტორებსა და საკლუბო სირთულეებზე
მილტონ ჰეიგი: ჩვენს ქვეყანას სიამაყის საბაბი მივეცით
მილტონ ჰეიგი: ავსტრალიური მედიის დამოკიდებულება აგდებული და უპატივცემულო იყო
"არ ვითხოვთ ფულს, ვითხოვთ შესაძლებლობას" - ლევან მაისაშვილი
ლევან მაისაშვილი: "შავმა ლომმა" ისტორია დაწერა
ჩელენჯ თასი | ისტორიული მატჩის შემდგომი კომენტარები
საქართველო ირლანდიას მასპინძლობს - პირველი შეხვედრა თბილისში!
"მოგებიდან დიდ მარცხამდე ერთი ნაბიჯია" - რა ითქვა "კლერმონთან" ნამატჩევს
ოქროს თასი 2015: მექსიკა ჩემპიონია
მერაბ შარიქაძე: ამას თუ ვერ გავუძელი, არაფრის ღირსი არ ვყოფილვარ!
ლევან მაისაშვილი – მაღალი მიღწევების დირექტორი
უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ზამთრის შეკრება გაიარეს
ლევან მაისაშვილი: ეს დიდი დაფასებაა და ღირსეულად უნდა წარვდგეთ
პირველი პრესკონფერენცია სამხრეთ აფრიკიდან
სავსე ტრიბუნების დროა!
რა უნდა ვისწავლოთ მსოფლიო თასიდან - World Rugby "ბორჯღალოსნებზე" სტატიას აქვეყნებს
ილია მაისურაძე: მთლიანობაში, ამ ორრაუნდიანი ტესტებით კმაყოფილი ვარ
ჯორჯიის შტატი მსოფლიო თასზე საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს უქომაგებს - ოფიციალური განცხადება
"როგორც ჩანს, რაღაც მომენტში ჰეიგი საკუთარი წარმატების ტყვე გახდა და მოსალოდნელი მარცხის შიშით პრაგმატული თამაში დაგეგმა"
"უმცროსი ბორჯღალოსნების" განრიგი მსოფლიოს ჩემპიონატზე ცნობილია
ილია მაისურაძე: უელსთან შერკინებამ ერთ მექანიზმად იმუშავა
პასი ამერიკიდან: ახალი შევსება MLS-ში
ხაბი ალონსოს პატიმრობა ელის - 10 ოქტომბრის დაიჯესტი
"All Blacks"-ის ვარსკვლავი მილტონ ჰეიგთან ითამაშებს
დადგა დრო, შედეგზე ვითამაშოთ [ბესიკ ჯანგავაძე ბრისტოლიდან]
"უმცროსი ბორჯღალოსნები" სამხრეთაფრიკული ტურნესთვის ემზადებიან