"ორჰუსი" სეზონს სიახლეებით განაახლებს, ქართველმა უნდა იბრძოლოს
26 თებერვალს დანიის ჩემპიონატი განახლდება და მათე ვაწაძის "ორჰუსი", რომელიც 21 ქულით მე-9 ადგილზეა, "ოდენსეს" ესტუმრება.

ამასთან დაკავშირებით bold.dk-მ ანალიტიკური წერილი შემოგვთავაზა, რომელიც "ორჰუსის" მზადყოფნას ეხება.

"ამიერიდან მორტენ რასმუსენი მთავარ ფორვარდად მოიაზრება. ეს კი გუნდის ბომბარდირ მათე ვაწაძეს სარეზერვო ფეხბურთელად აქცევს. მათე ამის გამო იმედგაცრუებულია, თუმცა იმასაც ხვდება, რომ კონკურენტი ახლა სჯობს.

ახლა უკვე მხოლოდ მასზეა დამოკიდებული, რას იზამს - იმედგაცრუებას მოტივაციად აქცევს და ლიგის ერთ-ერთ ჯოკერად იქცევა, თუ... ჩვენ მაინც ვფიქრობთ, რომ ვაწაძე დაძლევს ამ კრიზისს და სეზონში 10 გოლზე მეტს გაიტანს", - ვკითხულობთ საიტზე.

stiften.dk-სთან საუბარში ვაწაძე ხელოვნურ საფარზე თამაშის პრობლემაზე საუბრობს. ის საუკეთესოდ წარმოჩინდა პორტუგალიაში შეკრებაზე, სადაც გუნდი ნამდვილ ბალახზე ვარჯიშობდა. თუმცა დანიაში "ჰობროსთან" მატჩში ხელოვნურსაფარიან მოედანზე მოუწია თამაში და კოჭიც იტკინა.

"საშიში არაფერია, ხვალიდან ვარჯიშს ჩვეულებრივ გავაგრძელებ. ხელოვნურ საფარზე ვარჯიში და თამაში მკლავს, ვერასოდეს ვაჩვენებ სათანადო თამაშს ამ მოედნებზე", - აცხადებს ჩვენებური.

მათეს ამ სეზონში უკვე 5 გოლი აქვს გატანილი და ის გუნდის ბომბარდირია. გასულ სეზონში მან სულაც I დივიზიონის ბომბარდირობა მოიგო, მაგრამ მორტენ რასმუსენის "მიდტიულანდიდან" გადმოსვლით ყველაფერი შეიცვალა.

"არ ვიცი, როგორ იქნება სეზონის განახლებისას, მაგრამ ყოველ შანსს გამოვიყენებ, რომ მწვრთნელს და ყველას ვანახო, რომ ისევ შემიძლია გოლების გატანა; რომ კლუბს ისევ შეუძლია, ჩემი იმედი ჰქონდეს. დაიწყება მატჩები და ყველაფერი გამოჩნდება.

რასმუსენის დამატება სწორი გადაწყვეტილებაა, ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ "ორჰუსი" ძლიერდება. მან წლებია, დაამტკიცა, რომ გოლების გატანა კარგად გამოსდის. დიახ, ამან შეიძლება სათამაშო პრაქტიკის პრობლემები შემიქმნას, თუმცა ვიმედოვნებ, რომ ცენტრფორვარდად ვითამაშებ.

შემოდგომაზე რამდენიმე მატჩი გარემარბად ვითამაშე და გოლებიც გავიტანე, მაგრამ საუკეთესო შემთხვევაშიც კი მაინც ვფიქრობ, რომ ჩემი ადგილი მაინც ცენტრფორვარდის პოზიციაა. თუმცა ყველაფერს მწვრთნელი წყვეტს და მის მითითებას დავემორჩილები.

"ორჰუსში" დიდი ხანია, ვთამაშობ და ბევრი გოლიც გამიტანია. არ იქნება კარგი, თუ სათამაშო პრაქტიკა არ მექნება. გულით ნამდვილი ორჰუსელი ვარ, კლუბთან კიდევ წელიწად-ნახევარი მაკავშირებს კონტრაქტი. ჩემთვის ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ვითამაშო.

ცუდია ხელოვნური საფარი, დანიაში ნამდვილი ბალახის სუნი მენატრება".

იწყებენ "რენით", მაგრამ იქამდე 2 ტიტულის მოგება კიდევ შეუძლიათ - ლიგა 1-ის ახალი სეზონის კალენდარი ცნობილია
ეს უკვე კონკრეტიკაა - მამარდაშვილმა და დავითაშვილმა შეიძლება ერთ გუნდში ითამაშონ
ალისონი "ლივერპულში" დარჩა - ცნობილია, მუშაობს თუ არა "იუვენტუსი" მამარდაშვილის ტრანსფერზე
პორტუგალიამ მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ნიგერიას მოუგო
"მანჩესტერ სიტიმ" "ნოტინგემს" ნახევარმცველში 121 მილიონი შესთავაზა
სუპერთასი 2026 | მატჩების თარიღები ცნობილია
„აი, რატომ მიყვარს FIFA-ს მსოფლიო თასი“ - McDonald’s საქართველომ FIFA World Cup 2026-ის კამპანია დაიწყო
20 წ. | ვარსკვლავთცვენა თბილისისა და ქუთაისის სარაგბო სტადიონებზე
აზარი: ფავორიტად რომ არ მიგვიჩნევენ, უფრო მშვიდად თამაშის საშუალებას მოგვცემს
ანტმანი: შეგვიძლია ვიამაყოთ, რომ კარგი თაობა მოდის
კიდევ ერთი ქართველი UFC-ში - ჩოხელი სადებიუტო ბრძოლას 21 ივნისს გამართავს
"ხვიჩას გამო, მსოფლიო ჩემპიონატზე ამ ნაკრებს ვუქომაგებ" - ზაზა ჯანაშია
პერესმა წინასაარჩევნო დაპირება ვერ შეასრულა - "ატლეტიკომ" 150-მილიონიანი წინადადება დაბლოკა
[VIDEO] შენგელიას 14 ქულა - "ბარსელონამ" "ტენერიფე" დიდი ანგარიშით დაამარცხა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - შოტლანდია
საქართველოს ქალთა ნაკრებმა მეოთხე მატჩის წააგო. ხუთივე გოლი ბერძნებმა გაიტანეს - ორი საკუთარ კარში
[VIDEO] ახალგაზრდულმაც წააგო, თან მოლდოვასთან 3 გოლი გაუშვა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ფიჯი
"შავი ლომი" | შეცვლილი შემადგენლობით "სუზუკი გრიქასთან"
მოურინიოს "რეალის" მწვრთნელად 10 ივნისს წარადგენენ
კაზემირო და მესი ერთად - ბრაზილიელი მაიამის "ინტერში" გადადის
3 წელი საუდის არაბეთში ყოფნის შემდეგ - კესი სავარაუდოდ, იტალიაში დაბრუნდება
თოფურია "რეალის" მწვრთნელად მოურინიოს დანიშვნას მოუთმენლად ელის
მათე ვაწაძე "ორჰუსიდან" წამსვლელ ფეხბურთელთა სიაშია
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 2-3 დინამო (თბ). მათე ბიჭის ახალი სუნთქვა
"მადლობა გულშემატკივარს, მიუხედავად ამხელა ანგარიშისა, მაინც გაავსეს ტრიბუნები..." - მათე ვაწაძე
კოპენჰაგენი
გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი და სამხელისუფლებიანობა დანიის ჩემპიონატში
ქართველი ლეგიონერების კლუბების მეტოქეები ევროთასებზე ცნობილია
აქ საუკეთესო თვისებები ვერ გამოვავლინე... მათე ვაწაძე ფანებს დაემშვიდობა
მათე ვაწაძე: "ორჰუსის" მწვრთნელი ყველაფერს მე მაბრალებს...
მათე ვაწაძემ თბილისის "დინამო" დატოვა
თბილისის "დინამომ" "ლიეპაია" გაანადგურა - ლატვიელების რიგებში ვაწაძემ ითამაშა [VIDEO]
მათე ვაწაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
უარი ომს, არჩევანი ისრაელი ან საქართველოა - სად ითამაშებს მათე ვაწაძე