ეს იყო მიმდინარე ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი. უკვე პირველ ტაიმში გუნდებმა 4 გოლი გაიტანეს. თუმცა მარტო გოლებშიც არ იყო საქმე - თამაშიც ტემპიანი და თვალსასეირო გამოდგა.

მეორე ტაიმში კი ცოტა სიფრთხილემ იმატა ორივე მხრიდან და მხოლოდ ერთი გოლი გავიდა, შესაბამისად, ეს გოლი გამარჯვებისა გამოდგა - მათე ვაწაძემ, რომელსაც თემურ ქეცბაიას ხელში ახალი სუნთქვა გაეხსნა, წამებში შეაფასა სიტუაცია და "მაკრატელა" ამოჰკრა ბურთს.

საინტერესოა, რომ რაც ქეცბაია მოვიდა, ვაწაძე სულ ძირითად შემადგენლობაშია და 4 მატჩში უკვე 4 გოლის ავტორია. აქედან ნათელია, თუ რას ნიშნავს ფეხბურთელისთვის ნდობა...

საინტერესოა, რომ მატჩში ერთადერთი ყვითელი ბარათი იყო და ისიც ბოლო, მეხუთე დამატებულ წუთზე. ასე ხდება მაშინ, რომ ფეხბურთელებს მოედანზე, თამაშის გარდა, დროს არაფრისთვის რჩებათ...

"დინამომ" დამსახურებულად გაიმარჯვა, თუმცა ეს ის შემთხვევაა, როცა ნეიტრალურმა ქომაგმაც მადლობა უნდა უთხრას "რუსთავს" ღირსეული თამაშისთვის. წაგების მიუხედავად, გია ცეცაძის გუნდი ინარჩუნებს მეორე ადგილს, "დინამო" მეოთხე ადგილზე აღზევდა.

მომდევნო ტურში "დინამოს" გაცილებით სერიოზული გამოცდა აქვს - დედაქალაქურ დერბიში ლიდერ "იბერიას" უნდა უმასპინძლოლს (16 მაისი), ხოლო "რუსთავი", იმავე დღეს, სტუმრის სტატუსით "გაგრას" შეხვდება.

რუსთავი-დინამო (თბ) 2:3

0:1 იორო (1, ნინუას პასით), 1:1 ნაკანო (24, კაპანაძის პასით), 1:2 მონტეირუ (38, ნინუას პასით), 2:2 კენიო (40), 2:3 ვაწაძე (55)

რუსთავი: ბერუაშვილი (ჯობავა 46), კაპანაძე, იაკობიძე, ფაცაცია, ჩიქოვანი, ნაკანო, გუჯაბიძე (ა. ქუთათელაძე 80), უბილავა (სეიხასი 60), კესი (პ. ოსეი 46), დე ალმეიდა (ნ. ქუთათელაძე 72), კენიო

დინამო: ლორია, კალანდაძე, კურდიჩი, უგრეხელიძე, ს. ხარებაშვილი, ნინუა (ბ. ოსეი 46), იორო, მონტეირუ (გ. ხარებაშვილი 62), რამუში (სირაძე 70), დონკორი (ქვარცხავა 52), ვაწაძე (ონომა 70)

არბიტრი: ც. სამსონაშვილი

Barmalei
5 დან 4 გოლი გოლი მეკარეების იყო. მეხუთე კიდე მცველის..1,5 კაცს თავით როგორ უნდა დაარტყმევინო უპრობლემოდ?!
მაიცა რა
თემურამაც რო ითამაშოს მოთამაშე მწვრთნელად?? მაგათზე ნაკლები კი არაა!!!
ჯორჯო ბიძია
წარმატებები, მათე კაი ბიჭია.. იქნებ ოქრიც დაბრუნდეს და მერე ნახეთ როგორ შეუბერავს დინამო
სტალინი
ქეცბაიამ უცბად დაატყო ხელი გუნდს და სწორ ფეხბურთს ათამაშებს. აწი დინამო უმეტესობა თამაშებისას მოიგებს და ამ უსუსტესი ლიგის ჩემპიონობას დაიბრუნებს. მთავარია ამ კონტინგენტით ევროპაში ისევ არ შერცხვეს
პეპე
დიდება უფალს ამ ჯიგარს გვერდიტ უნდა დაუდგეტ სა დახარტ დინამოს ფანებო გენაცვალეტ წინ სტადიონზე წარმატებები ქეცბა დიდება უფალს
Kai
სამივე გოლი მეკარეს ბრალია.
"დილამ" ნორვეგიელი თავდამსხმელი დაიმატა
ჩხუბი მწვრთნელსა და ფეხბურთელს შორის - "იბერიამ" ღუდუშაური მთავარი გუნდიდან მოკვეთა
ოფიციალურად | პაულო ვიტორი ბათუმის "დინამოში" ითამაშებს
მშვიდობით თუ ნახვამდის? - კურტუამ კომენტარი გააკეთა
ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატის B დივიზიონი საქართველომ უკრაინასთან მარცხით დაიწყო
ჩელენჯ თასი | ბრიტანელებთან თბილისში, ტოპ 14-ის გუნდებთან საფრანგეთში
"დილას" მწვრთნელი: ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი მოვიგეთ - ეს ჩვენი მაქსიმუმი არ არის
[VIDEO] აზრის გიგანტი: კასპარიანმა განაცხადა, რომ აშშ ორ ქვეყანას ეთამაშა - ბოსნიას და ჰერცეგოვინას
"შავი ლომი" 12 მოთამაშით გაძლიერდა - მათგან ორი ლეგიონერია
დეშამი: ბევრი მბაპეს დიქტატორად მიიჩნევს
შეთანხმებასთან ახლოს - კლოპი გერმანიის ნაკრებს 2030 წლის მუნდიალის ჩათვლით გაწვრთნის
მბაპეს რეკორდები - საფრანგეთს და "რეალის" ფორვარდს ვერ აჩერებენ
ლუკასთვის ასაკი მხოლოდ ციფრებია - მოდრიჩი "მილანშიც" რჩება და ბილიჩთან ერთად ხორვატიის ნაკრებშიც იქნება
ასრულებს თუ არა კარიერას - ერიქსენმა უკრაინასთან უგონოდ მოედანზე დაცემის შემდეგ გადაწყვეტილება მიიღო
ოფიციალური შეთავაზება გაკეთებულია - ზურიკო დავითაშვილი სერია A-ში გადასვლასთან ახლოსაა
უარი რუსების 20-მილიონიან წინადადებას - "ნაპოლი" არგენტინელ ფეხბურთელს იმატებს
"ამ იდეაზე რას იტყოდით?" - კასილასს ფეხბურთში წესების შეცვლა სურს
ბორჯღალოსნები | სამოასთვის შემადგენლობა შეირჩა
ძლევამოსილმა საფრანგეთმა მაროკოც დაჯაბნა და შეუჩერებლად მიიწევს წინ
"ბორჯღალოსნები" | რევანშისთვის სამოასთან
[VIDEO] თბილისის "დინამომ" ლუქსემბურგში მოიგო - საბოლოო გამარჯვებული თბილისში გაირკვევა
მოურინიომ "ნაპოლის" ნახევარმცველის დამატება მოისურვა
ლებრონისთვის ბრძოლაში სამი ფავორიტი გამოიკვეთა - სად გააგრძელებს კარიერას ლებრონ ჯეიმსი?
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1-0 მეშახტე. ცვლილება არ გამოვრიცხოთ
მათე ვაწაძემ თბილისის "დინამო" დატოვა
VIDEO | სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასი | იბერია 1999 1-0 დინამო (თბ). ფინალისტის ბედი ბედოშვილის გოლმა გადაწყვიტა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 2-1 დინამო (თბ). ძალთა გათანაბრება ძლიერთა დასუსტების ხარჯზე...
თბილისის "დინამომ" "ლიეპაია" გაანადგურა - ლატვიელების რიგებში ვაწაძემ ითამაშა [VIDEO]
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 1-0 რუსთავი. ფეხბურთის "მარილი" რასაც ჰქვია...
მათე ვაწაძე: თუ ასე გაგრძელდა, მჯერა, პირველი ეტაპის გადალახვა შესაძლებელია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 3-0 რუსთავი. ლიდერის ტვირთი მძიმე აღმოჩნდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 0-0 სპაერი. კითხვები ითხოვს პასუხებს...
"მადლობა გულშემატკივარს, მიუხედავად ამხელა ანგარიშისა, მაინც გაავსეს ტრიბუნები..." - მათე ვაწაძე
ქართველი ლეგიონერების კლუბების მეტოქეები ევროთასებზე ცნობილია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 2-1 დინამო (ბთ). პლაცდარმი უკეთესი გაგრძელებისთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1-0 სამგურალი. ერთი შეცდომის ფასი
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 რუსთავი. სუპერგოლით და "ქამბექით" მოპოვებული ლიდერობა, დემჩენკოს ჩამწარებული დებიუტი...
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 0-0 სამგურალი. რომ არა ეს, მატჩის სცენარიც და საბოლოო შედეგიც იქნებ სულ სხვა ყოფილიყო...
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 2-1 სპაერი. ...ეს იყო ამ თამაშის მთელი ფილოსოფია...
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 1-1 გაგრა. შეწყვეტილი სერიები
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 5-3 სამგურალი. ქეცბაია იწყებს ბრძოლას ჩემპიონობისთვის!
მათე ვაწაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 1-6 დინამო (თბ). როგორ გადაიდო კვარაცხელიას სადებიუტო გოლი...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 0-1 ტორპედო. ქეცბაიას პირველი მარცხი