რუსეთის 17-წლამდელთა ნაკრები თბილისში ჩამოვიდა და ელიტრაუნდის მატჩებისთვის ადგილზე მოემზადება
რუსეთის 17-წლამდელთა ნაკრები თბილისში ჩამოვიდა და ელიტრაუნდის მატჩებისთვის ადგილზე მოემზადება. ამ გუნდისა და მასპინძელი საქართველოს გარდა, ოთხთა ჭიდილში ბოსნიელი და იტალიელი ჭაბუკებიც მიიღებენ მონაწილეობას.

რუსეთის საფეხბურთო კავშირის ოფიციალური საიტი 17-წლამდელთა ნაკრების მთავარ მწვრთნელს, სერგეი მატვეევს ელაპარაკა. საინტერესოა, რა შეფასებას აკეთებს მეტოქე გუნდის თავკაცი ელიტრაუნდის წინ:

"წინა შეკრება აზერბაიჯანში გვქონდა და კმაყოფილები დავრჩით. ახლა გვინდა, თბილისში მოვემზადოთ ელიტრაუნდისთვის. რაც მთავარია, იმედი გვაქვს, რომ კარგი ხარისხის მინდორზე ვივარჯიშებთ და ამინდსაც კარგს გვპირდებიან სინოპტიკოსები...

საქართველოში ყოფნის პირველი სამი დღის განმავლობაში რუსეთის ნაკრები დღეში ორჯერ ივარჯიშებს. შემდეგ ორმხრივი თამაში გვექნება. მერე დღეში ერთჯერადი წვრთნები გვექნება...

სამწუხაროდ, არის დანაკლისიც. ვერ დავიხმარებთ მოსკოვის "დინამოს" ნახევარმცველ რომან დენისოვს. სხვა პრობლემა არ გვაქვს, გუნდი შეთამაშებულია, ბიჭები კარგად იცნობენ ერთმანეთს და იმედიანად ვართ განწყობილნი...

პირველი მატჩი იტალიასთან გვაქვს. მეტოქის შესახებ ყველაფერი ვიცით. საერთოდ, ჩვენი ჯგუფი ძალიან თანაბარია. ყველა მატჩში დიდი ბრძოლა იქნება და ოთხივე გუნდს შეუძლია ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლა", - ამბობს მატვეევი, რომლის განკარგულებაშიც ამ დროისთვის 23 ფეხბურთელია:

მეკარეები: მაქსიმ ბოგატირიოვი (ლოკომოტივი), პიოტრ კოსარევსკი (დინამო), მატვეი საფონოვი (კრასნოდარი);

მცველები: სერგეი ბოროდინი, არტიომ გოლუბევი, ილია ნასონკინი (ყველა - კრასნოდარი), ილია ვოევოდინი, ალექსანდრ ვოლკოვი, არტიომ გოლუბკინი, ალექსანდრ ზახაროვი (ყველა - ცსკა), კირილ ლუკიანჩიკოვი (რუბინი);

ნახევარმცველები: პიოტრ ვოლოდკინი, დენის პაცაევი, ალექსანდრ რუდენკო (ყველა - სპარტაკი), ვიაჩესლავ გრულევი, ვიკტორ დემიანოვი, ოსმან ისაევი (ყველა - დინამო), ლეონ მუსაევი (ზენიტი), მაგომედ სულეიმანოვი, დანილ უტკინი (ორივე - კრასნოდარი), მიხაილ იაკოვლევი (რუბინი);

თავდამსხმელები: ივან იგნატიევი (კრასნოდარი), სტანისლავ ლაცევიჩი (დინამო).

შეგახსენებთ, 17-წლამდელთა ელიტრაუნდის მატჩებს თბილისი 15-20 მარტს უმასპინძლებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

U21. საქართველოს ნაკრები აშშ-სთან დამარცხდა
U21 | აშშ V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში ბრანსკოში
[VIDEO] U19. ევროშესარჩევის პირველ მატჩში საქართველოს ნაკრები მონტენეგროს დაუზავდა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - აშშ
ანტმანი: თუ შანსებს ვერ იყენებ, ამით მეტოქე სარგებლობს
ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
რობერტსონი "ლივერპულიდან" "ტოტენჰემში" გადავიდა
BILD: აი, ასე დასცინოდა სლოტი "ლივერპულის" ახალწვეულებს
რუსი მწვრთნელი ვან დერ ვაარტს ფსიქიატრის დახმარებას დაჰპირდა
პალიკო ჯიმშელაძე ბორჯღალოსნებში ბრუნდება!
ანა ჯაფარიძე პარატაეკვონდოში რომის გრან პრის გამარჯვებულია
ვინგსმა ჰიუნდაი დაამარცხა და ფინალში ვსა-ს შეუწყვილდა | რა ხდება ასაკობრივ A ლიგებში?
"მე კი წავედი, მაგრამ მის ადგილას კარგად დავფიქრდებოდი" - კოულმა კალაფიორის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"კვარა", ნევეში, თუ ვიტინია? - პერესმა მომდევნო კვირას 150-მილიონიანი ტრანსფერი დაანონსა
"შავი ლომი" | "ტოიოტა ჩელენჯს" "აირლინკ პუმასით" ვიწყებთ
"განსაკუთრებული იყო" - კვარაცხელია გულშემატკივრებმაც საუკეთესოდ აღიარეს
კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ
ოფიციალურად - "ლივერპული" ირაოლამ ჩაიბარა
U21 | აშშ V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში ბრანსკოში
არც კოშტა და არც სვილარი - პსჟ იტალიელ მეკარეს დაიმატებს
[VIDEO] "ოქროს ბურთის" ხუთი ყველაზე დიდი უსამართლობა?
Le Parisien: პსჟ-მ ბატრაკოვთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
მატჩის დღე! ბაჰრეინთან "მამარდას" გარეშე და "კვარასთან" ერთად
U17 | ანდორა 0:1 საქართველო
17-წლამდე ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება - შემადგენლობა და მატჩების განრიგი
17-წლამდელები რუმინეთში მიემგზავრებიან - შემადგენლობა და მატჩების განრიგი
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
U17. ელიტრაუნდის წინ: ასე ძლიერია ბოსნია?
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
U17 | უელსი 2:2 საქართველო - პირველი ადგილი B ლიგის ჯგუფში