ქართველი 18-წლამდელები საფრანგეთის ქალაქ კლერმონში გაემგზავრნენ, სადაც ევროპის ჩემპიონატისთვის საწვრთნელ შეკრებას გაივლიან
საქართველოს 18-წლამდელები საფრანგეთის ქალაქ კლერმონში გაემგზავრნენ, სადაც ევროპის ჩემპიონატისთვის საწვრთნელ შეკრებას გაივლიან. შეკრების მსვლელობისას "უმცროსი ბორჯღალოსნები" ორ ერთობლივ ვარჯიშს და ერთ მატჩს გამართავენ "კლერმონის" თანატოლთა გუნდთან.

შეკრების შემდეგ, 12 მარტს, 18-წლამდელები პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში გაემგზავრებიან და ტურნირისთვის მზადებას ადგილზე განაგრძობენ. "რაგბი ევროპის" 18-წლამდელთა ჩემპიონატი კი 17 მარტს დაიწყება და 27 მარტამდე გასტანს.

შეგახსენებთ, "უმცროსი ბორჯღალოსნები" ევროპის მოქმედი ვიცე-ჩემპიონები არიან. შარშან მათ ფინალში წააგეს საფრანგეთის ნაკრებთან, იქამდე კი მეოთხედფინალსა და ნახევარფინალში, შესაბამისად, ირლანდიასა და იტალიას სძლიეს.

წლევანდელ ჩემპიონატში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს ირლანდიის, ინგლისის, უელსის, შოტლანდიისა და იტალიის ასაკობრივმა ნაკრებებმა. შესაბამისად, ელიტდივიზიონიდან მხოლოდ საფრანგეთი, საქართველო და პორტუგალია დარჩა, ხოლო გათამაშებას რუმინეთი, რუსეთი, გერმანია, ესპანეთი და ბელგია დაემატნენ.

ტურნირი, ტრადიციულად, სამ ეტაპად - მეოთხედფინალი, ნახევარფინალი, და ფინალი - გაიმართება. განთესვის შედეგად მეოთხედფინალში ჩვენი 18-წლამდელები რუმინელ თანატოლებს ეთამაშებიან. გამარჯვების შემთხვევაში, ნახევარფინალში პორტუგალიისა და გერმანიის წყვილში გამარჯვებულს შეხვდებიან.

18-წლამდელებს შეკრებაზე 20-წლამდელების სამხრეთამერიკული ტურნედან დაბრუნებული გელა აფრასიძე შეუერთდებათ. კლერმონშივე გუნდს ზურაბ საბელე, ქართული წარმოშობის "ბორდოს" გარემარბი დაემატება. ის საქართველოშია დაბადებული, რომლის ოჯახიც საცხოვრებლად საფრანგეთში გადასახლდა. შეკრებაზე ინგლისში ვითგიფტის კოლეჯში მოთამაშე მხტომელი ლაშა ჯაიანიც ჩავა.

გიორგი მაისურაძე, ფიზმომზადების მწვრთნელი:

"კლერმონში, ძირითადად, სათამაშო ელემენტების დახვეწაზე ვიმუშავებთ. ფიზიკური კონდიციები კი, რაც მიღწეული გვაქვს, ის უნდა შევინარჩუნოთ. დიდი მნიშვნელობა ექნება, რამდენად სწორად დავგეგმავთ დასვენება-აღდგენით პროცესს".

დავით ჩავლეიშვილი, 18-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი:

"კლერმონის ასაკობრივ გუნდთან ერთი საკონტროლო მატჩი გვექნება, რომელიც, ალბათ, ძალიან სასარგებლო გამოვა. გუნდი ძირითადად დალაგებულია, თუმცა არის მცირე ხარვეზები, რომლებიც დასახვეწია.

წინა წლებში იმ გუნდებთან, რომლებსაც უნდა ვეთამაშოთ, საფრანგეთის გარდა, მოგება არ გაგვჭირვებია. წლეულს ვნახოთ, ალბათ, სიტუაცია განსხვავებული იქნება. მასპინძლებს, პორტუგალიელებს ეყოლებათ კარგი გუნდი. ვფიქრობ, რუმინეთთანაც მძიმე მატჩი გველის. მათ პატარა ჩავარდნა ჰქონდათ, თუმცა უკვე ახალი თაობა წამოვიდა და ნელ-ნელა უმატებენ. საფრანგეთზე აღარაფერს ვამბობ. იქამდე ჯერ უნდა მივიდეთ. ჩვენი გუნდის მაქსიმუმი ამ ტურნირზე ფინალში გასვლაა".

ლაშა ჯაიანი, მეორეხაზელი:

"ჩემთვის დიდი პატივია საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებში თამაში. იმის გამო, რომ ინგლისში ვარ, გუნდთან დიდხანს ვარჯიში, ერთად ყოფნა ვერ შევძელი, მაგრამ ძალიან ვინდომებთ, ბიჭებმაც თბილად მიმიღეს და, ვფიქრობ, ყველაფერი კარგად გამოგვდის".

საქართველოს ნაკრები

პირველი ხაზი: გურამ გოგიჩაშვილი, ჯემალ შათირიშვილი (ორივე-ლოკომოტივი), გიორგი ნუცუბიძე (ჯიქი), ლუკა აზარიაშვილი, თენგიზ ზამთარაძე, ლევან პაპიძე (სამივე-ლელო).

მეორე ხაზი: გიგა გრიგალაშვილი (ლელო), ლაშა ჯაიანი (ვითგიფთის კოლეჯი), არსენ მაჩალაძე (აია).

მესამე ხაზი: თენგიზ გიგოლაშვილი, სანდრო მამამთავრიშვილი (თიბიეს), ნიკოლოზ თეზელაშვილი (ყოჩები), სანდრო კალმახელიძე (არმია), ბექა საღინაძე (ლელო), თორნიკე ჯალაღონია (ხულიგანა).

#9: ელგუჯა კიკვაძე (აია), იოსებ ხეტაშვილი, გელა აფრასიძე (ორივე-ლელო)

#10: საბა ხურცილავა (ლელო), თენგიზ პერანიძე (სართიჭალა)

#12-13: გიორგი გობეჯიშვილი (აია), გიორგი წიკლაური (ჯიქი), სანდრო სვანიძე (არმაზი), ლუკა მარგიანი (აკადემია), კოტე ხამაშურიძე (სართიჭალა)

#11-14: ივანე კალანდაძე (ლელო), არდაშ დარბოევი, გიორგი კილასონია (არმია), ზურაბ საბელე (ბორდო)

#15: გიორგი ნარიმანიძე (ხარები), ბექა მამუკაშვილი (ლელო)

ევროპის ჩემპიონატი. მეოთხედფინალი

18 მარტი

საქართველო-რუმინეთი

საფრანგეთი-ესპანეთი

პორტუგალია-გერმანია

რუსეთი-ბელგია

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

20 წ. | სამხრეთ აფრიკასთან რუსთავსა და თბილისში
18 წ. | განახლებული სამწვრთნელო შტაბით, მეტი თამაშისთვის
20 წ. | ა ჯგუფში სამხრეთ აფრიკასთან, უელსთან და ურუგვაისთან
თბილისის "დინამომ" ბოსნიელი მცველი დაიმატა
ოფიციალურად: კრის პოლმა კალათბურთელის კარიერა დაასრულა
დაბრუნება სურთ - "მანჩესტერ იუნაიტედი" მაკტომინეის ტრანსფერზე მუშაობას გეგმავს
ჯიბეზე ყველაზე მეტად ხელი "ჩელსიში" გაიკრეს - რომელმა ათმა გუნდმა დახარჯა ყველაზე მეტი ფული ბოლო 5 წელში ტრანსფერებში
აკრძალვა სამ სატრანსფერო ფანჯარაზე - "ბილბაო" ახალ ფეხბურთელებს ვერ დაიმატებს
ნიდერლანდების ნაკრების ყოფილი მცველი კარიერას "იბერიაში" გააგრძელებს
მამუკა კვარაცხელიას წიგნის პრეზენტაცია გაიმართა - "მახანტალი"
ლუის ენრიკემ "რენთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
რაგბი ევროპა | როტაციით ნიდერლანდებთან
ხვიჩას მოლოდინი მარჯვნივ და ბოლო მატჩი პლეი-ოფამდე
პირველ საშინაო მატჩს უმაყურებლოდ ჩავატარებთ - ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების კალენდარი ცნობილია
7 გაუპატიურების საქმე და 4 ქალბატონი - პარტეის კიდევ ორი ბრალდება წაუყენეს
ვინისიუსს ფეხბურთში მოდის წინ წამოწევა სურს - აი, რაზე დაიწუწუნა ბრაზილიელმა
ESPN: მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ პორტუგალიის ნაკრებს დიდი ალბათობით, მოურინიო ჩაიბარებს
სიმეონემ იამალს მატჩის მიმდინარეობისას დასცინა
ოფიციალურად: რაჰიმ სტერლინგი კარიერას "ფეიენოორდში" გააგრძელებს
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა - "ლეიკერსმა" "დალას მავერიქსი" დაამარცხა
[VIDEO] ისტორიული ღამე "მეტროპოლიტანოზე" - "ბარსელონა" "ატლეტიკოსთან" განადგურდა
ბრიუსელში უეფას 50-ე კონგრესი გაიმართა
გლასნერმა დაადასტურა - ავსტრიელი "კრისტალ პალასს" დატოვებს
U18. საფრანგეთი VS საქართველო - მესამე ცდა ევროპის დასაპყრობად
"უმცროსი ბორჯღალოსნები" U20 ექვსი ერის ზაფხულის სერიაზე გაემგზავრნენ
"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" ევროპის ჩემპიონატის ფინალში ფრანგებთან წააგეს
"უმცროსი ბორჯღალოსნების" მეტოქეები და განრიგი მსოფლიოს ჩემპიონატზე ცნობილია
გელა აფრასიძე: ეს კვირა ამ შეცდომების გამოსწორებას დავუთმეთ
აფრასიძემ, ნინიაშვილმა და გორგაძემ სანაკრებო მატჩებამდე გაიტანეს
"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" წლის პირველი შეკრება დაასრულა
რაგბი ევროპა - "ბორჯღალოსნები" გულშემატკივრის მოლოდინში
ლაშა ჯაიანი ინგლისის პრემიერშიპის "უოსფსში" ითამაშებს
ორი გასროლა საკუთარი ნახევრიდან - აფრასიძემ "მონპელიე" ფინალში გაიყვანა
ლაშა ჯაიანი: ეს წარმატება ქართველი ხალხისთვის ბევრს ნიშნავს
გიორგი მაისურაძე - ქალთა რაგბის ახალი მთავარი მწვრთნელი
ურუგვაის მხოლოდ ერთი საათით ვაჯობეთ [VIDEO]
"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" პირველი შეკრება დაიწყეს
აფრასიძე და ნარიაშვილი საფრანგეთის ჩემპიონები არიან!
გიორგი მაისურაძე კარიერას უკრაინაში გააგრძელებს
"ბორჯღალოსნები" | ზამთარაძე, ჯაიანი და მოდებაძე მოტეხილობებით გამოგვაკლდნენ
Planetrugby: ივანიშვილმა და აფრასიძემ "ევროპა გაანათეს"
გელა აფრასიძის სუპერშანსი "მონპელიეში"
U18. დავით ჩავლეიშვილი: წელს სწრაფი და მობურთალი გუნდი გვეყოლება
რაგბი ევროპის ჩემპიონატი: "უმცროსი ბორჯღალოსნები" პოლონეთში გაემგზავრნენ
"ბორჯღალოსნები" | ოპერაციებმა წარმატებით ჩაიარა
"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" 11-დღიანი შეკრება დაიწყო
18-წლამდელთა ნაკრები გიორგი ნემსაძემ ჩაიბარა
ლაშა ჯაიანი: რამდენიმე მილიონი ლარით რომ დაფინანსდეს ფედერაცია, სერიოზულ შედეგსაც დავდებთ