რატომ ავარჯიშებენ არნემის "ვიტესში" ნახევარმცველებს მოთხილამურის სათვალით
მეორე წრისთვის გუნდების უმრავლესობა გაძლიერდა. ახლა ყველა ცდილობს, გარდამავალ ჩემპიონატს კარგად მომზადებული შეხვდეს. იშვიათი გამონაკლისი იყო "სამტრედია", რომლის შემადგენლობაშიც სატრანსფერო "ფანჯრის" პერიოდში ცვლილება თითქმის არ მომხდარა. ამის მიუხედავად, გია ცეცაძის გაწვრთნილებმა მეორე წრეში გამართულ 4 ტურში მხოლოდ ერთი დაასრულეს ფრედ, დანარჩენები მოიგეს და სამეულში აღზევდნენ.

"სამტრედიას" თამაშიდან გამომდინარე, ეს ლოგიკური შედეგია. გია ცეცაძე საკუთარ პრინციპებს არ ღალტობს - გუნდი შეათამაშა და ფეხბურთელები, რომლებიც უმაღლეს ლიგაში დიდი გამოცდილებით ვერ დაიკვეხნიდნენ, მისი ხელმძღვანელობით საკმაოდ გამართულ და ლამაზ ფეხბურთს თამაშობენ. ადრე თუ ცეცაძისგან ეს უკვირდათ, ახლა ფაქტია, რომ ის საქართველოს ჩემპიონატში ერთ-ერთი გამორჩეული მწვრთნელია.

"ლელომ" მასთან საინტერესო თემებზე ილაპარაკა...

- მეორე წრის პირველი ტურის მატჩზე გუნდთან ერთად არ ბრძანდებოდით. როგორც შევიტყვეთ, არნემის "ვიტესში" სტაჟირებაზე ყოფილხართ...

- დიახ, ჰოლანდიაში ვიყავი, რადგან სტაჟირება უეფას პრო-ლიცენზიის მიღების ერთ-ერთი წინაპირობაა. მანამდე, თეორიული გამოცდები ჩავაბარე, მაგრამ ეროვნულ ნაკრებში მუშაობის გამო სტაჟირება ვერ მოვახერხე. სხვათა შორის, გაიოზ და ვაკო დარსაძეები დაინტერესებულები იყვნენ, რომ რომელიმე ევროპულ გრანდში წავსულიყავი.

იყო მოლაპარაკება მადრიდის "რეალთან", მაგრამ ყველაფერი კარლო ანჩელოტის წასვლამ ჩაშალა. ასევე არ გამოვიდა მივლინება მადრიდის "ატლეტიკოში"...

მაგრამ "ვიტესში" გატარებულ 9 დღეს მაინც სიამოვნებით ვიხსენებ, რადგან ორ თამაშს დავესწარი და მათი ანალიზი გავაკეთე, ვაკვირდებოდი გუნდის მზადებას, გავეცანი არნემელთა ასაკობრივ გუნდებში მუშაობას, ინფრასტრუქტურას, მენეჯმენტს... მოკლედ, ბევრი საინტერესო რამ ვნახე და გავიგე.

- ისეთი რამ თუ ნახეთ, რაც თქვენთვის სიახლე იყო?

- ასე ვერ ვიტყვი, რადგან დღეს განსაკუთრებული სამწვრთნელო სიახლით ვერავინ გაგაოცებს. თუმცა ერთი დეტალით გაკვირვებული ნამდვილად დავრჩი - ნახევარმცველებს მოთხილამურეების სათვალეებით ავარჯიშებდნენ.

როგორც ამიხსნეს, ეს სათვალეები საგანგებოდ ფეხბურთელებისთვის ყოფილა დამზადებული, თვალების ერთგვარი ტრენაჟორებია და მხედველობით რეაქციას აუმჯობესებს. ასეთი რამ პირველად ვნახე...

ჰოლანდიიდან კმაყოფილი იმიტომაც ჩამოვედი, რომ დავრწმუნდი - "ვიტესის" ქართველები უცხოეთში ჩვენი ქვეყნის ღირსეული დესპანები არიან. საკუთარი თვალით უნდა ნახოთ და თავად აღიქვათ, რამხელა სიყვარულით ექცევიან ქუჩაში ბიჭებს უბრალო ადამიანები და რა თბილად ელაპარაკებიან. კაშიაზე ხომ საერთოდ ჭკუას კარგავენ - გუნდის ლოკომოტივია, ნამდვილი ლიდერი...

- "სამტრედიაზე" ვილაპარაკოთ. შემადგენლობის მხრივ დიდად არ გაძლიერებულხართ, მაგრამ მეორე წრეში მხოლოდ ერთი ქულა დაკარგეთ და უკვე მე-3 ადგილზე დაწინაურდით. ეს საკმაოდ მოულოდნელი იყო...

- ნამდვილად კარგი სტარტი გვაქვს, რაც იმის შედეგია, რომ გუნდში მშვენიერი ატმოსფეროა და ბიჭები საქმეს პროფესიულად უდგებიან. მაგრამ ეს ჯერ არაფერს ნიშნავს და აჟიოტაჟი არ უნდა ავტეხოთ. მთავარი ბრძოლები წინაა.

- "სამტრედიას" შემადგენლობას რომ გადავხედოთ, მოთამაშეთა უმრავლესობა ან დაწუნებული იყო ან ახალგაზრდული ასაკის გამო არ ენდობოდნენ. არადა, ეს ბიჭები დღეს "სამტრედიას" დამრტყმელ ძალას წარმოადგენენ და საკმაოდ კარგ ფეხბურთსაც თამაშობენ...

- გეთანხმებით, ჩვენს ბევრ მოთამაშეს არ ენდობოდნენ. მაგრამ "სამტრედიაში" ისეთ დროს მივედი, როცა გუნდში ფეხბურთელი ლამის აღარ იყო დარჩენილი. მე კი ის ბიჭები მივიყვანე, რომელთაც სპორტული კუთხითაც ვენდობოდი და პიროვნულადაც. ამ ეტაპზე, ჩემი ბიჭებით კმაყოფილი ვარ, საქმისადმი მათი დამოკიდებულება მომწონს და ეს პროფესიონალიზმის მაგალითად სხვებსაც გამოადგებათ. ამ მხრივ, ჩემი გუნდი საქართველოში ერთ-ერთი გამორჩეულია. სხვათა შორის, ვამჩნევ, რომ შემადგენლობაში მოსახვედრად კონკურენციაც გაიზარდა და ეს თითოეულ ფეხბურთელზე დადებითად მოქმედებს.

- დიდი კონკურენციაა სამეულში მოსახვედრადაც. გუნდში ხედავთ ისეთ რესურსს, რომ "სიონის", "ცხინვალის", "ჩიხურასა" და ბათუმის "დინამოს" კონკურენციას გაუძლოთ?

- დიახ, ნამდვილად ვხედავ და ამაზე ის ფაქტიც მეტყველებს, რომ ახლა საქართველოს ჩემპიონატის ლიდერებში ვართ. მაგრამ მეორე მხარეა - ამ დონით საპრიზო სამეულში რომ მოვხვდეთ და ევროპის ლიგაზე გავიდეთ, იქ სათამაშოდ მზად თუ ვართ და საშუალო ევროპული დონის გუნდთან ბრძოლას თუ შევძლებთ?

ჩემთვის მთავარი ესაა - ევროპაში რას ვიზამთ, მოვახერხებთ სამტრედიელი და, ზოგადად, ქართველი გულშემატკივრების გახარებას? თორემ საქართველოს ჩემპიონატში წარმატების მიღწევა საზომად არ გამოდგება. ამ კუთხით, ჯერ გუნდით უკმაყოფილო ვარ და მიმასჩნია, რომ სასურველ ფეხბურთს დღემდე ვერ ვთამაშობთ. სამუშაო ჯერ ძალიან ბევრი გვაქვს.

თუმცა ჩვენს ბიჭებში ეჭვი ნამდვილად არ მეპარება, მათ დიდი ფეხბურთის თამაში შეუძლიათ.

- ასეთი გუნდის ჩამოსაყალიბებლად დიდი შრომა დაგჭირდებათ და, ზოგადად, ეროვნული ჩემპიონატის დონემაც ხელი უნდა შეგიწყოთ...

- გეთანხმებით. თუმცა, აქვე ვიტყვი, რომ სეზონის დასაწყისში გუნდი რომ ჩავიბარეთ, სამეულში მოხვედრა ჩვენი გადაუდებელი ამოცანა არც ყოფილა. იყო ლაპარაკი, რომ ძლიერი გუნდის საფუძვლები ჩაგვეყარა და საწყის ეტაპზე ხუთეულში მოხვედრილიყავით. იმედია, ეს არ გაგვიჭირდება. ახლა საქმე კარგად წავიდა და სამეულში ვართ. და თუ ყველაფერი ისე აეწყო, რომ დაგეგმილზე მაღალ ადგილს დავიკავებთ, მთლად კარგი.

ვისაც არ უნდა ვხვდებოდეთ, მე ყოველთვის მაქვს ამბიცია, რომ ჩემმა გუნდმა მოიგოს. თუმცა, ვიმეორებ - ჩვენ გვინდა, რომ ჯერ გუნდი ჩამოყალიბდეს, გაიზარდოს და ევროპელებთან თამაშებს მომზადებულები შევხვდეთ. სპონტანური არაფერი ვარგა, რადგან მერე გავდივართ ევროპაში და სირცხვილს ვჭამთ...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

jango
გია ცეცაძეს: კარგია რომ წაიკითხე კომენტარები და მიძინებულებს დავალება მიეცი გაცოცხლდნენ,სასიხარულოა რომ სიხარულიძე და რაჟამაშვილი კარგად ათამაშდნენ მეორე ნახევარში და გამარჯვებაც წამოვიღეთ მარტვილიდან. ახლა ჯიქიას მიხედე, ეგ ბავშვი გააცოცხლე და გაარკვიე სად არის მისი ადგილი, ძირითადში, შეცველებზე თუ დუბლებში. პოტენციალი უნდა ჰქონდეს, ეგაა რომ ხელის წაკვრა უნდა და შეფუცხუნება. რაც შეეხება დაცვას, ის ისევ აქილევსის ქუსლია შენი მწვრთნელობის, არა ფეხბურთელებშია იმდენად საქმე,რამდენადაც შენ ვერ გამოგდის დაცვის ორგანიზება,მიაქციე ყურადღება თუ გინდა ვიცე ჩემპიონობა.
alex alfaidze
ხვალ მარტვილსჰი ზალიან დაცხება...მტელი ქალაქი მარტვილსჰი ვარტ...
jango
გია- დაცვა არ გივარგა სამტრედიაში,ეს აღიარებული ფაქტია და შუა ხაზი უფრო შემთხვევითობაზე თამაშობს ვიდრე ლოგიკურად და გეგმიურად. დაეხმარე ჯიქიას და რაჟამაშვილს უფრო სტაბილურები,სანდო და ლიდერები გახდნენ,გააცოცხლე მიძინებული სიხარულიძე. საბურთალოსთან გატანილი 8 გოლიდან 5 იყო სასაცილოდ იაფი და არასერიოზული. ფაქტიურად მხოლოდ 3-2 ითამაშა გუნდმა ჩამოშლილ და დასუსტებულ მოწინააღმდეგესთან. ჩვენ კი ძლიერი დაცვის მქონე,გამართული შუახაზისა და მედგარი თავდასხმით კლუბი გვინდა, ამიტომაც რამდენიმე ფეხბურთელს დაუკააკუნე და ჰკითხე სახლშია თუ არა მისი სინდისი :) თუ არადა გაუშვი და სხვები მოიყვანე.
Dima
მაგარი კაცი ხარ გია. რეალისტი ხარ. ხუთეული კიარა გორი ვერ იგებს და მეორეზე გადავალთ
სამი ფრე და "დილას" მოგება ბათუმში
ტური 14: დაძაბულობა, ბოლო წუთების დრამა, სადებიუტო გოლები
"იბერია 1999" და "ტორპედო" კვლავ იგებენ
"ვილა პარკზე" ბოლო მატჩი ჩაატარა და ცრემლები ვერ შეიკავა - მარტინესი "ასტონ ვილას" ტოვებს
იქნება თუ არა კვარაცხელია "ოსერთან" სასტარტოში? - "პარიზიენის" პროგნოზი
დე ძერბი: პსჟ - "ინტერის" მატჩისას კინოს ვუყურებ
20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან
თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
"შედარება მესისთან?" - რა თქვა ლამინ იამალმა
"იცი ჩვენს შორის რა განსხვავებაა?" - თოფურიამ მახაჩევს უპასუხა
დღეს საფრანგეთის ჩემპიონატი დასრულდება - ხვიჩას ოქრო და სხვა ქართველების ამბები...
[VIDEO] სერიამ კულმინაციას მიაღწია - იოკიჩს მხარი მარიმ აუბა და "დენვერმა" "ოკლაჰომა" დაამარცხა
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა
ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს
"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა
პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
გიორგი ლომაია: მეც მქონია კარიერაში ჩემი სიგიჟეები
"ვიტესი" საქართველოსა და მაკედონიის მატჩს გამოეხმაურა [PHOTO]
"თელავი" პლეი-ოფში ითამაშებს; "სამტრედია" გავარდა
რამ შეიძლება შეუშალოს ხელი საქართველოს ნაკრების "აჩქარებას" - ვინ არ იქნება შემდეგ მატჩში და რა პრობლემას შექმნის ეს...
თბილისის "დინამომ" "სამტედიადან" ორი ფეხბურთელი დაიმატა
კაშიამ "ატლეტიკოსთან" შეუცვლელად ითამაშა - "სლოვანმა" მორიგი მარცხი განიცადა [VIDEO]
"ტორპედომ" ცეცაძის გადადგომის შესახებ დაწერილი განცხადება არ დააკმაყოფილა
"14 სანტიმეტრით დაბალი გრიზმანი თავზე გადაახტა" - სლოვაკურმა გამოცემამ "ატლეტიკოსთან" "სლოვანიდან" ყველაზე სუსტად კაშია მიიჩნია, მაგრამ ამას სხვები არ ეთანხმებიან...
[ლელოს სტუმარი] გია ცეცაძე წარსულზე, კარიერაზე, ჩემპიონობაზე, ნაკრებზე...
ანჩელოტის შვილს შეთავაზებები აქვს - მან შესაძლოა დამოუკიდებელი სამწვრთნელო კარიერა დაიწყოს
ხვიჩას პსჟ VS "სიტი" - L'EQUIPE-ს სავარაუდო შემადგენლობა
ეროვნული ლიგა. XXXIV ტური. "სამტრედია" - "დილა" [LIVE]
The Athletic: ანჩელოტი ბრაზილიის ნაკრების მწვრთნელია
დღეიდან მბაპე ჩემპიონთა ლიგის მოგებას "რეალთან" ერთად ეცდება - ქართველების მატჩები, ვაკო და არაბიძე აზიაში...
ჩემპიონთა ლიგა. VII ტური: "ბარსელონას" ფანტასტიკური ქამბექი ლისაბონში - "ლივერპულმა" ისევ მოიგო [VIDEO]
საქართველოს ნაკრების ორი ლიდერის პორტფოლიო - უნდათ ევროპულ კლუბებს ასეთი ფეხბურთელები?
გურამ კაშიამ და ნიკა კვეკვესკირმა ფეხბურთის ფედერაციას თხოვნით მიმართეს
გია ცეცაძე "თელავის" მწვრთნელად დანიშნეს
"კრილია სოვეტოვის" დირექტორი ჯანო ანანიძეზე: გვესმის, ადამიანს ევროპაში სურს თამაში...
34-ე ტური: ჯერ ყველაფერი გასარკვევი რჩება
"ტორპედოს" ცეცაძე აღარ გაწვრთნის, "დილასთან" გუნდს ანალიტიკოსი გაიყვანს
ვაკოს დუბლი და იშვიათი ამბავი ჩემპიონთა ლიგაზე - მსაჯმა ჯერ ტაიმი დაასრულა, შემდეგ გუნდები ისევ დააბრუნა... [VIDEO]
მოულოდნელი უარი ბოლო მომენტში - ანჩელოტი ბრაზილიის ნაკრებს არ ჩაიბარებს
როგორ შეიცვლებოდა ჯანოს ხელფასი "ვიტესში" - ანანიძის აგენტი არშემდგარი ტრანსფერის დეტალებზე საუბრობს
РИА Новости: ანანიძე "ვიტესში" ამ დღეებში გადავა
"სელესაოში" ანჩელოტის წარმატების არ სჯერა - ბრაზილიის პრეზიდენტმა ამის მიზეზი განმარტა
"მწვრთნელზე ხელის დადებას და მარტო მის დადანაშაულებას კატეგორიულად ვემიჯნები"
"ფეხბურთი არ არის ის სპორტი, სადაც ერთმანეთს გინებაში ეჯიბრებიან" - კერესელიძემ ცეცაძესა და ფანებს შორის მომხდარ კონფლიქტზე ვრცლად ისაუბრა
ნიკა ტოგონიძე: მინდოდა, ფეხბურთის სიღრმეებში ჩამეხედა
"მართალია, ჩვენ გვყავს კვარაცხელია და მამარდაშვილი, მაგრამ საკმარისია ეს, რომ მიზანს მივაღწიოთ? შეხედეთ ნორვეგიის ნაკრებს..." - რას აცხადებს გაიოზ დარსაძე?
ყაზაიშვილის 2 საგოლე პასი - მისი გუნდი აზიის ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში გავიდა [VIDEO]
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
უჩა სოსიაშვილი: კმაყოფილი ვიქნები, თუ "დილა" არ წააგებს
"ვიტესის" ექსპრეზიდენტი კორონავირუსის შედეგად გარდაიცვალა
"გასაუბრება Skype-ის საშუალებით მოხდა" - ინდოეთის ნაკრებში გაიოზ დარსაძის კანდიდატურას განიხილავენ
შეთანხმება მიღწეულია - ჩაბი ალონსო მადრიდის "რეალს" ჩაიბარებს
2024 წლის სეზონი დასრულებულია! "იბერია 1999"-მა ჩემპიონის ფარი აღმართა
"ვის აგინებ, შე ნაბო***რო" - "ტორპედოს" თამაშის მიმდინარეობისას, ცეცაძესა და გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება მოხდა [VIDEO]
ვაკო ყაზაიშვილის გოლი და საგოლე პასი ჩინეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში [VIDEO]
ყაზაიშვილის ულამაზესი გოლი და შედეგიანი გადაცემა ჩინეთის ჩემპიონატში - ქართველი ფეხბურთელი კარგ ფორმაშია [VIDEO]
ეროვნული ლიგა. XXXV ტური. "თელავი" - "სამტრედია" [LIVE]
"პროტესტი იქამდე გაგრძელდება სანამ ცეცაძე გუნდს არ დატოვებს" - "ტორპედოს" ფან-კლუბი "ჯუნგლები" განცხადებას ავრცელებს
[VIDEO] ყაზაიშვილის ჰეთ-თრიქი ჩინეთის სუპერლიგაში