"ბორჯღალოსნები" ევროპის ერთა თასის 2016 წლის გათამაშების ბოლო ტურის შეხვედრას რუმინეთის ნაკრებთან მართავენ
დღეს, 19 მარტს, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ევროპის ერთა თასის 2016 წლის გათამაშების ბოლო ტურის შეხვედრას რუმინეთის ნაკრებთან მართავს.

შეგახსენებთ, რომ ამ შეხვედრაში გამარჯვებული ერთა თასსა და ანთიმოზ ივერიელის თასს დაეუფლება, რომელიც ტრადიციულად, საქართველო-რუმინეთის დაპირისპირებაში თამაშდება.

1-ლი წუთი. შეხვედრა "დინამო არენაზე" დაიწყო. ბურთი თამაშში "ბორჯღალოსნებმა" შეიყვანეს.

მე-3 წუთზე საქართველოს ნაკრებმა ანგარიში გახსნა. ქართველი მორაგბეების პირველივე შეტევა, 5-მეტრიანი დერეფნის შემდეგ, ანტონ ფეიქრიშვილმა ლელოთი დააგვირგვინა. მერაბ კვირიკაშვილმა გარდასახა - 7:0.

მე-7 წუთზე ფეიქრიშვილი კიდევ ერთხელ მოექცა ყურადღების ცენტრში - უხეში ბოჭვისთვის ის მსაჯმა მოედნიდან გააძევა. 10 წუთით "ბორჯღალოსნები" კაცნაკლულნი ითამაშებენ.

მე-12 წუთზე ფლორინ ვლაიკუმ სხვაობის შემცირება საჯარიმო დარტყმით შეძლო - 7:3.

მე-15 წუთზე საპასუხო საჯარიმო ზუსტად მოედნის ცენტრიდან "მეკომ" ვერ გაიტანა.

კაცნაკლულმა "ბორჯღალოსნებმა" მორიგი ლელო დადეს. მე-18 წუთზე ლაშა ხმალაძემ ბრწყინვალედ გადაკიდა და სანდრო თოდუამ ბურთი დაამიწა. "მეკომ" ვერ გარდასახა და ანგარიშით 12:3 გახდა.

30-ე წუთისთვის რუმინელებმა სხვაობის შემცირება კიდევ ერთხელ შეძლეს - საჯარიმოთი მორიგი სამი ქულა თავის გუნდს კვლავ ვლაიკუმ მოუტანა.

36-ე წუთისთვის ვლაიკუმ კიდევ ერთი საჯარიმო გაიტანა - 12:9.

და აი, მოედანზე დაბრუნებულმა ფეიქრიშვილმა ამ თამაშში მეორე ლელო დადო. მან ბოლო მომენტში მეტოქის სამი მორაგბე ჩამოიცილა, მანამდე კი ბრწყინვალედ მამუკა გორგოძემ ითამაშა. კვირკაშვილმა გარდასახა - 37-ე წუთისთვის ანგარიშია 19:9.

და სულ მალე მსაჯმა პირველი ტაიმის დასრულების ნიშნად ჩასტვინა.

იხილეთ პირველი ტაიმის ვიდეო

თამაში განახლდა.

43-ე წუთზე საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა მეოთხე ლელო დაუდო რუმინელებს. "ბორჯღალოსნების" ბრწყინვალე შეტევა გიორგი ფრუიძემ დააგვირგვინა. "მეკომ" კი გარდასახა - 26:9.

რუმინეთი განწირულია, ქართველმა მორაგბეებმა კი მეხუთე ლელოც დადეს. 59-ე წუთზე "ბორჯღალოსნების" მორიგი შეტევის შემდეგ ბურთი მეტოქის ჩათვლის მოედანში კვლავ ფრუიძემ დაამიწა. გარდასახვა ლაშა ხმალაძემ ვერ გაიტანა - ანგარიშია 31:9.

63-ე წუთზე რუმინელები სულაც კაცნაკლულნი დარჩნენ...

72-ე წუთზე, მოდენაზე შეხლა-შემოხლის შემდეგ მსაჯმა დავით კაჭარავა და ფლორინ ვლაიკუ გააძევა. სათამაშო ეპიზოდში დამნაშავე რუმინელი იყო, რომელმაც კაჭარავა ყელში შებოჭა და ამ უკანასკნელის სამართლიანი რისხვა დაიმსახურა.

მატჩის ბოლო წუთზე, შერკინების შემდეგ ლაშა ლომიძემ ბრწყინვალედ ითამაშა, იერიში კი კარლენ ასეიშვილის ლელოთი დასრულდა. ლაშა მალაღურაძემ გარდასახა და შეხვედრაც აქ დასრულდა - 38:9!

ვროპის ერთა თასი. V ტური

19 მარტი

საქართველო-რუმინეთი 38:9

საქართველო: 15. მერაბ კვირიკაშვილი, 14. გიორგი ფრუიძე, 13. დავით კაჭარავა, 12. თამაზ მჭედლიძე, 11. ალექსანდრე თოდუა, 10. ლაშა ხმალაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე. 1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. ჯაბა ბრეგვაძე, 3. ანტონ ფეიქრიშვილი, 4. გიორგი ჩხაიძე, 5. გიორგი ნემსაძე, 6. შალვა სუთიაშვილი, 7. მამუკა გორგოძე, 8. ბექა გორგაძე.

16. კარლენ ასეიშვილი, 17. შალვა მამუკაშვილი, 18. ლევან ჩილაჩავა, 19. კონსტანტინე მიქაუტაძე, 20. ლაშა ლომიძე 21. გიორგი ბეგაძე, 22. ლაშა მალაღურაძე, 23. გიორგი აფციაური

რუმინეთი: 15. იონუც ბოტეზატუ, 14. ფლორინ იონიცა, 13. პაულა კინიკინილაუ, 12. ფლორინ ვლაიკუ, 11. ადრიან აპოსტოლი, 10. ჯოდი როუზი, 9. ვალენტინ კალაფეტეანუ. 1. კონსტანტინ პრისტავიტა, 2. ეუგენ კეპეცინა, 3. პაულ რუსუ, 4. ვალენტინ პოპირლანი, 5. იოჰან ფან ჰირდენი, 6. სტელიან ბურჩა, 7. ვიორელ ლუკაჩი, 8. ანდრეი გორჩოაია.

16. ანდრეი რადოი, 17. მიხაი დიკო, 18. კოსმინ მანოლე, 19. მარიუს ანტონესკუ, 20. ვლად ნისტორი, 21. ტუდორელ ბრატუ, 22. ოვიდიუ მელნიჩუკი, 23. მარიან ისპირი

მსაჯი: ტიუალ ტრენინი (საფრანგეთი).

tamriko
გენაცვალეტ ბიჯებო.ასე გამრჯვებულებს გევლოტ. მადლობა ტკვენ
LEVANI
ტქვენ გენაცვალეტ ბიცჰებოოოოოოოოოოოოოო. გაიხარეტ მაგრები ხარტ. ტქვენ იმსახურებტ ყველაპერს საუკეტესოსო
Vaso
ძალიან დიდი მადლობა ჩვენ ბიჩებს, გმერტმა ესეთი ბედნიერები ამყოფოს მტელი ცხოვრება, როგორც დგეს ჩვენ გაგვახარეს,// უმშვენუერესიაა და დიდებულია დინამო არენა როცა ამდენი ხალხია და თან გახარებული,, ვისურვებდი რო მსგავსი სიდიდის არენა აშენებულიყო ქალაქ ქუთაისში , იმიტომ რომ ტველაზე ზველი სარაგბო კლუბი ქუტატურებს ჰყავტ, იმედია, მოვესწრებიტ ახალგაზრდები იმ დგეს , ბატუმში ფეგბურტის გირსეულ მოედანს და ქუტაისში სარაგბო მოედანს, მინიმუმ დინამო არენას მსგავს სიდიდით.... ((( ქუტასისელების საყურასგებოდ თბილესილი ვარ... :D
აპა არაააააა
აი ქართველები, აი კაცები და სახე საქართველოსი, აი მაგალითი იმისა ერთად ყოფნა და ტავდადება სამისთვის რას შვება. გენაცვალეთ ბიჭებო. მთელ საქართველოს უყვარხართ და პატივს გცემთ. ამათგან უნდა ვისწავლოთ საქმისთვის თავდადება და მისი კარგად კეთება, ხალხის სიყვარული კი არ დააგვიანებს.
ალეკსანდრე
უგრმესი მადლობა ბიჩებს,შესანიშნავი სანახაობისტვის
Soxumeli veterani
თქვენ განაცვალეთ ბიჭებო !!!
Dato
გაიხარეთ
არჩილ ხოფერია
ყველას, ყველა ქართველს და საქართველოს გულშემატკივარს გილოცავთ ამ ბრწყინვალე გამარჯვებას! რაგბი ქართული სპორტია! მადლობა მილტონ ჰეიგს, მადლობა ჩვენს მორაგბე ვაჟკაცებს!
აპა არაააააა
აი ქართველები, აი კაცები და სახე საქართველოსი, აი მაგალითი იმისა ერთად ყოფნა და ტავდადება სამისთვის რას შვება. გენაცვალეთ ბიჭებო. მთელ საქართველოს უყვარხართ და პატივს გცემთ. ამათგან უნდა ვისწავლოთ საქმისთვის თავდადება და მისი კარგად კეთება, ხალხის სიყვარული კი არ დააგვიანებს.
666
gaixaret da sul gamarjvebulebs gevlot tqveni gulis da gulshematkivarta gasaxarad.milioni madloba am gamarjvebis da gaxarebis gamo lomebo.amxanaguri matchi mainc undagavcharxot italiastan ramenairad...esiqneba damtkiceba varttuara italiaze zlierebi.ager uelsi atit nols ugebs da metitac mougebs
ისტორიული დაპირისპირება: საქართველო ირლანდიის წინააღმდეგ მიხეილ მესხის სტადიონზე - ემოციები და მოლოდინები
"ბორჯღალოსნები" | ტრავმირებული მოთამაშეების შესახებ
"ბორჯღალოსნები" | ირლანდიასა და სამხრეთ აფრიკისთვის მზადება დაიწყო
38 წლის ჟირუ MLS-დან ლიგა 1-ში ბრუნდება - ცნობილია სად ითამაშებს ვეტერანი
ილია თოფურიამ სასურველი მეტოქე დაასახელა
[VIDEO] "რეალის" ლამაზი გოლები "ზალსბურგთან" - ალონსოს გუნდმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და "იუვენტუსს" შეხვდება
"ლივერპულმა" "ნაპოლის" თავდამსხმელი ძვირად დაუფასა
"დილა" სუპერთასის პირველი ფინალისტია
Tutto Juve: ეს შანსი გამოსაყენებელია - მიქაუტაძის შეძენის სურვილი იტალიურ გრანდსაც აქვს
ლუნინი "რეალს" მხოლოდ ერთ შემთხვევაში დატოვებს
ფედელე: კვარაცხელიას შეცვლა? - მხოლოდ ღმერთის იმედი უნდა გვქონდეს
2022 წლის შემდეგ პირველად - ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის ძირითად ბადეში ითამაშებს
რონალდომ "ალ ნასრთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
ისტორიული დაპირისპირება: საქართველო ირლანდიის წინააღმდეგ მიხეილ მესხის სტადიონზე - ემოციები და მოლოდინები
კასანომ "ნაპოლის" კვარაცხელიას შემცვლელი ურჩია
"ალ ნასრმა" სტეფანო პიოლი გაათავისუფლა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" და "ჩელსიმ" შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ
ზაზა ფაჩულიას აკადემია 14-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია | მენსანა ვერცხლს დასჯერდა
"თუ მოიგებ, ოქტაგონს შენი სახით მოვწმენდ" - რატომ დაუპირისპირდნენ თოფურია და ცარუკიანი ერთმანეთს?
ქომაგის რეაქცია, მას შემდეგ, რაც დრაფტზე მისმა გუნდმა რუსი კალათბურთელი აირჩია - ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება [VIDEO]
მესიც საუდის არაბეთში? - "ალ ჰილალის" პრეზიდენტმა მოლაპარაკებები დაიწყო
ტეო ერნანდესი "მილანიდან" "ალ ჰილალში" გადავა
"წაეთრიე" - "ლიონის" ფანები კლუბის ამერიკელ მფლობელს აუმხედრდნენ
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
სასამართლომ მერაბ კვირიკაშვილი უდანაშაულოდ ცნო
რუსული "კრასნი იარი" და ინგლისური "ლონდონ აირიში" თბილისში ითამაშებენ
რაგბის ლეგიონი: ევროთასებისთვის "რასინგ 92" და "კლერმონი" იბრძვიან
თედო აბჟანდაძე "ბორჯღალოსნების" პროგრესზე, ნინიაშვილის წარმატების ფაქტორებსა და საკლუბო სირთულეებზე
ავარიისას დაღუპულის მამა - მერაბ კვირიკაშვილს თუ ასე უნამუსოდ, თავხედურად გაამართლებდნენ, არ მეგონა
"ბორჯღალოსნები": ეს შანსია, ვაჩვენოთ მსოფლიოს, რომ ჩვენც შეგვიძლია!
რაგბი ევროპა - ლაშა ხმალაძე და გიორგი ჭყოიძე "ფინალისთვის" მზადებაზე
ლაშა ხმალაძე: რეკორდსმენი "ალაფიდან" დაწინაურებულ მორაგბეებს შორის
მამუკა გორგოძე სტეფანწმინდის "ყაზბეგს" ეწვია და მორაგბეებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა
რაგბი. ლეგიონი: ბექა შეყლაშვილი სიმბოლურ ნაკრებში
მაისაშვილი: შედეგით და თამაშით უკმაყოფილო ვარ, ბევრი შანსი გავანიავეთ და შედეგიც ლოგიკური დადგა
ჩელენჯ ქაფი: "კრასნი იარი" "ლონდონ აირიშთან" დამარცხდა
"არ ვითხოვთ ფულს, ვითხოვთ შესაძლებლობას" - ლევან მაისაშვილი
საქართველო VS რუმინეთი - იმისთვის, რომ მსოფლიომ დაინახოს!
ეს მხოლოდ სპორტული დაპირისპირება არაა - "ბორჯღალოსნები" რუსეთთან მატჩისთვის ემზადებიან
საქართველო ირლანდიას მასპინძლობს - პირველი შეხვედრა თბილისში!
"ვვა პოდმოსკოვიე" ორი ქართველით გაძლიერდა
დავით კაჭარავა რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარედ აირჩიეს
მერვე ქართველი ისტორიაში - "ბარბაროსებმა" ანტონ ფეიქრიშვილს უხმეს
მამუკა გორგოძე: ვიძლევი გარანტიას, რომ არავინ დაიჩაგრება
"მიმიფურთხებია ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ჩემი 20 წელიწადი 2 დღეში გაყიდა და იფიქრა, რომ მე სამშობლო რუსეთში გავცვალე" - დავით კაჭარავა
საქართველო-რუმინეთი 38:9 - ევროპას კიდევ ერთხელ დავანახეთ! [VIDEO]
"ბორჯღალოსნები" პირველი ტაიმის მერე რუმინეთს ამარცხებენ
"ბორჯღალოსნები": ექვსი ერისთვის მზად ვართ და ვისაც ეჭვი ეპარება, ჩამოვიდეს!
რაგბი. ლეგიონი: ორი ქართული ლელო და ორი დებიუტი "ჩელენჯ კაპზე" [VIDEO]
რაგბი. ლეგიონერები: 19 ქულა პარიზიდან
დავით კაჭარავა რაგბის კავშირის გამგეობაში აირჩიეს
როცა ზელანდიასთან საუკეთესო გორგოძე გახდა - იტალიელების ფიქრი რევანშზე და საქართველოს ნაკრები სერიოზული მატჩებით
რაგბი. ლეგიონი: ლაშა მალაღურაძის 9 ქულა და "იარის" სენსაცია
ზურაბ ამონაშვილი: ამ ორ თამაშს დადებითად შევაფასებ - დაცვაში პრობლემები გვქონდა
რაგბიში 2019 წლის საუკეთესოები გამოავლინეს
სანდრო თოდუა: ორი წლის წინანდელი შედეგის გასამეორებლად თავს არ დავზოგავთ
რაგბი. ლეგიონი: ჯაბა ბრეგვაძისა და გიორგი ნემსაძის დებიუტი
პირველად ქართული რაგბის ისტორიაში - თბილისი "ჩელენჯ ქაფის" ორ მატჩს უმასპინძლებს
გორგოძის ფაქტორი ფრანგულ ვიზიტში
ლელო-ლოკომოტივი 30:21 - ლელო 2013, 2014, 2015 [VIDEO]
ლაშა ხმალაძე: მომავალ მსოფლიო თასს უფრო გამოცდილი გუნდით ვხვდებით
საქართველო-რუმინეთი 38:9 - ჩამოდით, გვეთამაშეთ [VIDEO+PHOTO]
ავარიისას გარდაცვლილის მამა: მეც გამიჩნდა მერაბ კვირიკაშვილის მიმართ სიბრალულის განცდა, მაგრამ დანაშაული უნდა ეღიარებინა
როვიგო VS ბათუმი - დებიუტი "კონტინენტურ ფარზე"
ანტონ ფეიქრიშვილი: მათ გვერდზე ყოფნა პატივი და ბედნიერებაა
მამუკა გორგოძე დირექტორთა საბჭოში
სავსე ტრიბუნების დროა!
მეოთხე ცენტურიონი "ბორჯღალოსნებში" - სანდრო თოდუა
რაგბის ლეგიონი: ოთარ გიორგაძემ დებიუტი ლელოთი აღნიშნა [VIDEO]
"ლონდონ აირიში" "კრასნი იარს" ლაშა ლომიძის გარეშე დაუპირისპირდება
მორაგბე გიორგი ლომინაძე - სულ ერთად ვართ და მერაბ კვირიკაშვილს ჩქარა არასდროს უვლია
მოედნები კახეთში და პარტნიორი დედოფლისწყაროში
"ამ ბიჭს პირადად არ ვიცნობ, მაგრამ..." - რას აცხადებს მამუკა გორგოძე ხვიჩა კვარაცხელიაზე?
ჯორჯიის შტატი მსოფლიო თასზე საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს უქომაგებს - ოფიციალური განცხადება
საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტად დავით კაჭარავა დანიშნეს
მამუკა გორგოძე - ქართველი ლეგენდა RugbyPass-ის დიდების დარბაზში
ვეცდებით, დომინანტის როლში ვიყოთ - "ბორჯღალოსნების" პრესკონფერენცია კუმაგაიაში
რაგბი. ლეგიონი: სამი ქართველი ბრიტანეთში
რაგბი. ლეგიონერები: გიორგი ფრუიძის მეოთხე ლელო [VIDEO]
მამუკა გორგოძეც აქაა - "ბორჯღალოსნების" სარუმინეთო შემადგენლობა ცნობილია [VIDEO]
მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის საქმეზე განაჩენი გამოცხადდება
მიიღე პოზიტივი: "ბორჯღალოსნები" სამოაში სტუდენტებს შეხვდნენ [PHOTO]
"რუსეთშიც ვთამაშობდი და ჩემი ყოფილი გუნდიც არის საქართველოში ნამყოფი" - დავით კაჭარავა რუსეთის ნაკრების შესაძლო შეკრებაზე საქართველოში კომენტარს აკეთებს