ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

სიურპრიზი მინესოტელი მგლებისგან

სიურპრიზი მინესოტელი მგლებისგან

NBA: გასული კვირის საუკეთესო მოთამაშეებად "მაიამი ჰიტისა" და "ოკლაჰომა სიტის" ფორვარდები ლებრონ ჯეიმსი და კეინ დურანტი დაასახელეს

რეგულარულ ჩემპიონატში არასტაბილურ თამაშს აგრძელებს "ნიუ ორლეანი". "ჰორნეტსი" იქამდეც კი მივიდა, რომ შინ ძალიან იოლად დათმო შეხვედრა აუთსაიდერ "მინესოტასთან". პირველ მეოთხედში თანაბარი თამაშის შემდეგ მასპინძლები მეორე მეოთხედში ჩავარდნენ. "მგლების" გაქცევის მთავარი ფაქტორი კევინ ლავის ბრწყინვალე თამაში იყო, თუმცა ლიგის საუკეთესო მომხსნელის პარტნიორებიც არანაკლებ კარგად გამოიყურებოდნენ.

"ჰორნეტს" შეეძლო დიდი შესვენების შემდეგ კონტრდარტყმის განხორციელება. თამაშის რითმი დაიჭირა კრის პოლმა და თითქოს ვარსკვლავ გამთამაშებელს უნდა აეყოლიებინა პარტნიორები, მაგრამ პოლმა მხოლოდ დევიდ უესტისგან მიიღო დახმარება. საერთო ჯამში, "მინესოტამ" დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა, რომელიც მაიკლ ბიზლის ტრავმით გაუფერულდა. "ვულვზის" წამყვანი ფორვარდის ტრავმის სიმძიმეს სამედიცინო შემოწმება გაარკვევს.

ფორმაში შედის "ლეიკერსი". მოქმედი ჩემპიონი კლასის ხარჯზე გაუსწორდა "მემფისს". თავიდან უფრო დამაჯერებლად ტენესელი მასპინძლები გამოიყურებოდნენ, დიდი შესვენების წინ კი ინციატივა კალიფორნიელებმა მოიპოვეს. ფილ ჯექსონის გუნდის წევრებს გმირობაზე თავი არ გამოუდვიათ - მათ უბრალოდ გუნდური კალათბურთი ითამაშეს და იქ გამოავლინეს თავიანთი შესაძლებლობები.

"ლეიკერსმა" მოაგვარა მთავარი ამოცანა - გაანეიტრალა გეისა და რენდოლფის დუეტი. ბოლო დროს ოპტიმალური ფორმა დაიბრუნა პაუ გასოლმა და მან ლამარ ოდომის დახმარებით გასაქანი არ მისცა რენდოლფს, რომელმაც 14 სროლიდან მხოლოდ 2 ბურთი ჩააგდო.

"კლივლენდს" სარეკორდო წაგებათა სერიის შეწყვეტის კარგი შანსი ჰქონდა. ამჯერად უნდა შევაქოთ ბაირონ სკოტის გუნდი, რადგან დიდი წინააღმდეგობა გაუწია ზედიზედ რვა მატჩის მომგებ "დალას მავერიქსს". სხვათა შორის, "კოვბოების" რიგებში დებიუტი ჰქონდა პეჟა სტოიაკოვიჩს. 20 წუთში სერბმა სნაიპერმა 8 ქულა და 5 მოხსნა დააგროვა. თავად თამაში დიდი ხანი ტექსასელთა კარნახით მიდიოდა და მასპინძლები სახიფათო მანძილამდე არ უშვებდნენ მეტოქეს.

მაგრამ მატჩის სურათი დიდი შესვენების შემდეგ შეიცვალა. ბაირონ სკოტის შეგირდებმა თამაში იპოვნეს და ჰიქსონის, ჯეიმისონისა და სეშენსის ტრიომ შეხვედრას ინტრიგა დაუბრუნა. ბოლო წუთზე "დალასის" უპირატესობა მხოლოდ 3 ქულა იყო. უკანასკნელი შეტევა სტუმრებს ეკუთვნოდათ, მაგრამ ენტონი პარკერის სამქულიანი არაზუსტი აღმოჩნდა.

ბოლო დროს სუსტად თამაშობს "დენვერი". "ჰიუსტონთან" გუშინდელი წაგების შემდეგ ჯორჯ კარლის გუნდს ბოლო ექვს მატჩში ოთხი მარცხი დაუგროვდა. "რაკეტებთან" შეხვედრაში "ნაგეტსს" თავიდანვე შეექმნა პრობლემა, როცა ტრავმის გამო თამაშს გამოეთიშა ძირითადი გამთამაშებელი ჩონსი ბილაპსი. მის არყოფნაში მთლიანად თავის თავზე აიღო თამაში კარმელო ენტონიმ, 50 ქულაც დააგროვა, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა ფაქტობრივად მესამე მეოთხედში წაგებული მატჩის გადასარჩენად.

პლეი ოფის საგზურისთვის წარმატებულ ბრძოლას აგრძელებს "შარლოტი". თავისი სერიოზული მიზნები მან "ბოსტონთან" მატჩში დაადასტურა. მასპინძლებმა ფავორიტს კომფორტული უპირატესობით წინ გასვლის საშუალება არ მისცეს. ამას კაროლინელები აგრესიული სტილით ახერხებდნენ - საქმე რამდენიმე ტექნიკურ ჯარიმამდე და სტივენ ჯექსონის გაძევებამდე მივიდა. თუმცა "შარლოტმა" ერთ-ერთი ლიდერის დაკარგვა არ შეიმჩნია. სათადარიგოთა სკამიდან ბრწყინვალედ შევიდა თამაშში ჯერალდ ჰენდერსონი - 22 წუთში 10-დან 7 ტყორცნა გამოიყენა და საბოლოოდ 18 ქულა დააგროვა. "ბობკეტსმა" მეტოქეს გადამწყვეტი დარტყმა მეოთხე მეოთხედში მიაყენა - თამაშის ეს მონაკვეთი 9 ქულით მოიგო და ოთხქულიანი ჩამორჩენა ხუთქულიან უპირატესობად აქცია.

კვირის მოთამაშეები

"მაიამი ჰიტისა" და "ოკლაჰომა სიტის" ფორვარდები ლებრონ ჯეიმსი და კეინ დურანტი გასული კვირის საუკეთესო მოთამაშეებად დაასახელეს.

აღმოსავლეთი კონფერენციის ლაურეატმა ჯეიმსმა გასულ კვირას თავის გუნდს სამიდან სამი მატჩი მოაგებინა. ლებრონი საშუალოდ 26.5 ქულას, 7.3 პასს, 7.3 მოხსნასა და 1.3 ჩაჭრას აგროვებდა. 3 თებერვალს "ორლანდოს" წინააღმდეგ "მეფემ" წლევანდელი სეზონის რეკორდი დაამყარა - 51 ქულა ჩააგდო. ამავე მატჩში მან ერთ მეოთხედში 23 ქულით საკლუბო რეკორდი მოხსნა, თამაშიდან ზედიზედ ჩაგდებული 11 სროლით - პირადი რეკორდი. ჯეიმსი წელს მეოთხედ დასახელდა კვირის საუკეთესო მოთამაშედ.

დასავლეთში საუკეთესო დურანტი გასული კვირის ბომბარდირი გახდა საშუალო 29.3 ქულით. 2 თებერვალს "ოკლაჰომას" ლიდერმა 43 ქულა დააგროვა "ნიუ ორლეანის" წინააღმდეგ. ეს წელს მეხუთე მატჩია, როცა კევინმა 40-ქულიან ზღვარს გადააბიჯა. ამ მაჩვენებლით ის სეზონის ლიდერია. დურანტი ზედიზედ ოთხ მატჩში ორმაგ დუბლს ასრულებს.

ჯეიმსის კვირა

31 იანვარი. მაიამი-კლივლენდი 117:90. 24 ქულა, 8 პასი, 4 მოხსნა.

3 თებერვალი. ორლანდო-მაიამი 100:104. 51 ქულა, 11 მოხსნა, 8 პასი.

4 თებერვალი. შარლოტი-მაიამი 97:109. 19 ქულა, 8 მოხსნა, 9 პასი.

დურანტის კვირა

2 თებერვალი. ოკლაჰომა-ნიუ ორლეანი 104:93. 43 ქულა, 10 მოხსნა, 5 პასი.

4 თებერვალი. ფინიქსი-ოკლაჰომა 107:111. 24 ქულა, 11 მოხსნა, 3 დაფარება.

5 თებერვალი. იუტა-ოკლაჰომა 105:121. 21 ქულა, 12 მოხსნა, 4 პასი.

კვირის მოთამაშის სტატუსზე შემდეგი კალათბურთელები აცხადებდნენ პრეტენზიას: ჯო ჯონსონი ("ატლანტა"), სტივენ ჯექსონი ("შარლოტი"), ტაისონ ჩენდლერი ("დალასი"), დირკ ნოვიცკი ("დალასი"), დენი გრეინჯერი ("ინდიანა"), დუეინ უეიდი ("მაიამი"), ელტონ ბრენდი ("ფილადელფია"), ელ რიჩარდსონი ("იუტა").

შარლოტი-ბოსტონი 94:89

25:29, 26:21, 14:19, 29:20

შ: უოლასი (19+16 მოხსნა), ლივინგსტონი (18), ჰენდერსონი (15), ჯექსონი (11), ბრაუნი (4+12 მოხსნა).

ბ: ალენი (25), პირსი (22+6 მოხსნა), რონდო (10+14 პასი).

ნიუ ორლეანი-მინესოტა 92:104

23:23, 23:37, 24:22, 22:22

ნ-ო: უესტი (18+6 მოხსნა), პოლი (17+13 პასი+6 მოხსნა), ბელინელი (15), გრინი (11).

მ: ლავი (27+17 მოხსნა), ბიზლი (14+5 მოხსნა), ფლინი (13+6 პასი), ტოლივერი (12+7 მოხსნა), პეკოვიჩი (12), ელინგტონი (11).

მემფისი-ლეიკერსი 84:93

29:26, 16:24, 23:23, 16:20

მ: იანგი (22), გეი (18+8 მოხსნა), კონლი (13), მ. გასოლი (10+12 მოხსნა), რენდოლფი (8+12 მოხსნა).

ლ: ბრაიანტი (19+7 მოხსნა+6 პასი), პ. გასოლი (17+9 მოხსნა), ოდომი (15+11 მოხსნა), არტესტი (13), ბინუმი (11+7 მოხსნა), ფიშერი (10).

დალასი-კლივლენდი 99:96

29:28, 30:21, 18:24, 22:23

დ: ტერი (23+5 პასი), მერიონი (17+10 მოხსნა), ნოვიცკი (12+6 მოხსნა), მაინმი (11+8 მოხსნა), ჩენდლერი (10+11 მოხსნა).

კ: ჰიქსონი (26+12 მოხსნა), სეშენსი (19+13 პასი+6 მოხსნა), ჯეიმისონი (18+11 მოხსნა), ეიენგა (15).

დენვერი-ჰიუსტონი 103:108

26:25, 24:27, 16:29, 37:27

დ: ენტონი (50+11 მოხსნა), ლოუსონი (19+6 მოხსნა+5 პასი), ჰარინგტონი (10+7 მოხსნა).

ჰ: მარტინი (37+7 პასი), სკოლა (25+8 მოხსნა), ჰეისი (12+10 მოხსნა), ლოური (11+5 პასი), ბადინგერი (11).

პორტლენდი-ჩიკაგო 109:103

28:26, 22:24, 25:22, 34:31

პ: ოლდრიჯი (42+8 მოხსნა), მილერი (27+11 პასი+6 მოხსნა), ფერნანდესი (18), ბატუმი (12+5 მოხსნა).

ჩ: როუზი (36+6 პასი), ბუზერი (17+12 მოხსნა), დენგი (15), კორვერი (14+6 მოხსნა).

საკრამენტო-იუტა 104:107

30:30, 26:25, 31:25, 17:27

ს: კაზინსი (25+14 მოხსნა), ევანსი (21), ტომპსონი (14), უდრიხი (11), კასპი (10+7 მოხსნა).

ი: ჯეფერსონი (23), უილიამსი (21+9 პასი+6 მოხსნა), მილსეპი (18+6 მოხსნა), ბელი (17), ფესენკო (11+7 მოხსნა), კირილენკო (10+8 მოხსნა).

გ. სტეიტი-ფინიქსი 92:104

17:33, 28:29, 30:27, 17:15

გ-ს: ელისი (21+12 მოხსნა+5 პასი), უილიამსი (19+5 მოხსნა), ლი (16+10 მოხსნა), კარი (15+8 პასი).

ფ: ფრაი (19+11 მოხსნა), ჰილი (18), ნეში (14+15 პასი), დადლი (12+5 მოხსნა), პიეტრუსი (12), კარტერი (10+5 მოხსნა).

აღმოსავლეთი

თ მ წ %

1. ბოსტონი* 51 38 13 74.5

2. მაიამი* 51 37 14 72.5

3. ჩიკაგო* 50 34 16 68.0

4. ატლანტა 51 33 18 64.7

5. ორლანდო 52 32 20 61.5

6. ნიუ იორკი 50 26 24 52.0

7. ფილადელფია 50 23 27 46.0

8. ინდიანა 48 21 27 43.8

9. შარლოტი 51 22 29 43.1

10. მილუოკი 49 19 30 38.8

11. დეტროიტი 51 19 32 37.3

12. ნიუ ჯერსი 52 15 37 28.8

13. ტორონტო 51 14 37 27.5

14. ვაშინგტონი 50 13 37 26.0

15. კლივლენდი 52 8 44 15.4

დასავლეთი

თ მ წ %

1. სან ანტონიო* 50 42 8 84.0

2. დალასი 51 36 15 70.6

3. ლეიკერსი* 52 36 16 69.2

4. ოკლაჰომა* 50 33 17 66.0

5. ნიუ ორლეანი 53 32 21 60.4

6. იუტა 53 31 22 58.5

7. დენვერი 52 30 22 57.7

8. პორტლენდი 52 28 24 53.8

9. მემფისი 53 27 26 50.9

10. ფინიქსი 49 24 25 49.0

11. ჰიუსტონი 53 25 28 47.2

12. გ. სტეიტი 50 22 28 44.0

13. კლიპერსი 50 19 31 38.0

14. საკრამენტო 48 12 36 25.0

15. მინესოტა 51 12 39 23.5

ქულა

კევინ დურანტი (ოკლ) 29.0

ამარე სტაუდმაიერი (ფინ) 26.3

ლებრონ ჯეიმსი (კლივ) 26.1

დუეინ უეიდი (მაი) 25.4

კობი ბრაიანტი (ლეი) 25.4

მონტა ელისი (გ-სტ) 25.2

კარმელო ენტონი (დენ) 24.6

დერიკ როუზი (ჩიკ) 24.6

ერიკ გორდონი (კლიპ) 24.1

კევინ მარტინი (ჰიუ) 23.6

მოხსნა

კევინ ლავი (მინ) 15.6

დუაიტ ჰოვარდი (ორლ) 13.7

ზაკ რენდოლფი (მემ) 13.2

ბლეიკ გრიფინი (კლიპ) 12.8

პაუ გასოლი (ლეი) 10.5

ემეკა ოკაფორი (ნ-ორლ) 10.1

ელ ჰორფორდი (ატლ) 9.9

ტაისონ ჩენდლერი (დალ) 9.6

ლამარ ოდომი (ლეი) 9.5

ტიმ დანკანი (ს-ანტ) 9.3

პასი

რაჟონ რონდო (ბოს) 12.4

სტივ ნეში (ფინ) 11.1

კრის პოლი (ნ-ორლ) 9.8

დერონ უილიამსი (იუტ) 9.5

ჯონ უოლი (ვაშ) 9.1

რეიმონდ ფელტონი (ნ-იორკ) 8.9

ხოსე კალდერონი (ტორ) 8.8

რასელ უესტბრუკი (ოკლ) 8.6

ჯეისონ კიდი (დალ) 8.4

დერიკ როუზი (ჩიკ) 8.2

ჩაჭრა

კრის პოლი (ნ-ორლ) 2.6

რაჟონ რონდო (ბოს) 2.5

მონტა ელისი (გ-სტ) 2.2

რასელ უესტბრუკი (ოკლ) 1.9

ტაირეკ ევანსი (საკ) 1.8

მანუ ჯინობილი (ს-ანტ) 1.8

რეიმონდ ფელტონი (ნ-იორ) 1.8

დაფარება

ენდრიუ ბოგუტი (მილ) 2.8

ჯავალ მაკგი (ვაშ) 2.5

დარკო მილიჩიჩი (მინ) 2.3

ამარე სტაუდმაიერი (ფინ) 2.2

დუაიტ ჰოვარდი (ორლ) 2.1

სერჟ იბაკა (ოკლ) 2.1

ელ ჯეფერსონი (იუტ) 1.9

ტიმ დანკანი (ს-ანტ) 1.9

პაუ გასოლი (ლეი) 1.9

მარკუს კემბი (პორ) 1.9.

იქ, სადაც განსაკუთრებულად უყვართ - დემიენ ლილარდი "პორტლენდში" დაბრუნდა

იოკიჩმა "დენვერს" შეატყობინა, რომ კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს

"NBA-ის ისტორიაში საუკეთესო მექულე ვარ" - პოლ პირსი

[VIDEO] ხვიჩას დიდებული გოლი - პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ ატალანტას 2:0 ამარცხებს

"ატალანტასთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

WU17 | საქართველო 2:4 საბერძნეთი

კარგი ამბავი - ხვიჩა კვარაცხელია "ატალანტასთან" მატჩის განაცხადშია

ასაკობრივი ჩემპიონატების მონაწილე გუნდებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ამორიმს შედეგების გამოსასწორებლად 3 მატჩი მისცეს - "იუნაიტედის" ხელმძღვანელები მის შემცვლელად 5 სპეციალისტს განიხილავენ

[VIDEO] "ჩვენს მოქალაქეებს ბოდიშს ვუხდი" - თურქეთის ნაკრების მწვრთნელმა აეროპორტში ცრემლები ვერ შეიკავა

[VIDEOS] ჩემპიონთა ლიგამ სტარტი აიღო - "არსენალმა" და "იუნიონმა" გაიმარჯვეს

"ტოტენჰემთან" მატჩში "ვილიარეალის" სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

ლუის ენრიკემ კვარაცხელიას მდგომარეობის შესახებ ისაუბრა - მიზანი ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მეორედ მოგებაა

ზივზივაძე მკაცრად დასაჯეს - ერთი თვე უქმობა მოუწევს

7-კაცა | მზადება დაიწყო - ახალი მწვრთნელით, ახალი სისტემით და გაფართოებული შემადგენლობით

ყველაფერს ითვლიან - მესი და რონალდო ერთმანეთს გაფუჭებულ პენალტებშიც მიუახლოვდნენ

"ბრაზილიის ნაკრების შემდეგ მხოლოდ ამ კლუბში დავბრუნდები" - კარლო ანჩელოტი

"ერთადერთია, ვინც "ოქროს ბურთს" იმსახურებს" - პსჟ-ის სპორტულმა დირექტორმა მისი გუნდიდან Golden Ball-ის ფავორიტი დაასახელა

ბუნდესლიგის გუნდებმა მიმდინარე სეზონში 3 ტურის შემდეგ უკვე მეორე მწვრთნელი დაითხოვეს

გვარდიოლამ მისთვის ყველა დროის საუკეთესო მწვრთნელი და ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირი დაასახელა

ამორიმი პრემიერ ლიგაში დათხოვნის პირველი კანდიდატია და პორტუგალიაში დაბრუნების ვარიანტიც გამოუჩნდა

უჩივლა თუ არა "ორბიმ" "პარი ნიჟნი ნოვგოროდს" - ბედოშვილის ტრანსფერიდან 1 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ რუსული კლუბის წარმომადგენელმა კომენტარი გააკეთა

"ბურთები ძალიან მიყვარს" - პორნომსახიობი, რომელიც ამბობს, რომ ღამეში 1000-ზე მეტ მამაკაცთან ეძინა, "რეინჯერსის" თამაშს დაესწრო და მიზეზიც ახსნა