საქართველოს ვაჟთა ნაკრებმა თურქეთში გამოსვლა 3 მედლით დაასრულა
ბექა ღვინიაშვილმა (100) ბრწყინვალედ იასპარეზა სამსუნის "დიდ პრიზზე", უკლებლივ ყველა შეხვედრაში დამაჯერებლად გაიმარჯვა და, პრაქტიკულად, გაინაღდა რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადის საგზური.

ამ გამარჯვებით მოპოვებულმა 300-მა ქულამ ის საერთაშორისო რეიტინგში უკვე 29-ე ადგილამდე აანაცვლა, სალიცენზიო სიაში კი 22-კაციან სასაგზურე ზონაში შეიყვანა, თუმცა ეგეც არ იყოს, ქულებით გადაუსწრო ესტერ სტამს (70), ანუ უკვე რეგიონულ კვოტაშიც ხვდება.

ჩვენმა ვაჟთა ნაკრებმა თურქეთში 3 მედალი მოიპოვა და ყველა სხვადასხვა სინჯისა. ვიცე-ჩემპიონი ლევან მატიაშვილი (+100) გახდა, ბრინჯაოს კი ამავე წონაში ადამ ოქრუაშვილი დაეუფლა.

მორიგი ტრიუმფი

ღვინიაშვილმა თავისუფლად გაიმარჯვა სამსუნში და ფინალის გარდა, ყველა შეხვედრა ვადამდე, სუფთად მოიგო, არც ერთ მათგანში ორი წუთიც არ დასჭირვებია. სავარაუდოდ, ფინალშიც არ გარისკა წმინდა მოგებაზე ჭიდაობა ბრაზილიელ რაფაელ ბუზაკარინთან, რაც დადებითი მიდგომაა მის ჭიდაობაში - პრაგმატიზმი გამოავლინა.

მან კიდევ ერთხელ აჩვენა უაღრესად მებრძოლი ხასიათი და ყველა შეხვედრაში ბოლომდე, თავდადებით იომა, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. განსაკუთრებით ეფექტურად ჯგუფიდან გასასვლელი შეხვედრა მოუგო რეიტინგის აზერბაიჯანელ ლიდერ ელმარ გასიმოვს, რომელიც ქრესტომათიულ ბრუნზე დაანარცხა.

ნაკლები გდებები არც თურქ ენეს ტატართან, ბრიტანელ ბენჯამინ ფლეტჩერთან თუ ნახევარფინალში საუდელთა მსოფლიოს პრიზიორ ივან რემარენკოსთან უკეთებია, თუმცა გასიმოვთან გაკეთებული გდება იმდენად ეფექტური იყო, მასზე უცხოელი კომენტატორიც დიდხანს საუბრობდა, ხოლო ღვინიაშვილის მიერ ლიცენზიის განაღდებას ძიუდოს წამყვანი უცხოური საიტები ჯერ კიდევ დილის შეხვედრების დასრულების შემდეგ გამოეხმაურნენ.

იხილეთ ვიდეო

03.04.16. ბექა ღვინიაშვილი - ელმარ გასიმოვი

ფინალში ღვინიაშვილმა ბუზაკარინთან იუკოთი მოიგო (გაფრთხილებებითაც აჯობა), თუმცა ესეც სავსებით საკმარისი გამოდგა. მით უფრო, ინიციატივა მაინც მისი იყო და გონივრულად აკონტროლებდა ორთაბრძოლას. აღსანიშნავია, რომ ბრაზილიელს ბოლო სამკვირიან მონაკვეთში უკვე მეორედ მოუგო - მარტის შუაში ბუენოს-აირესშიც დაამარცხა.

იხილეთ ვიდეო

03.04.16. ბექა ღვინიაშვილი - რაფაელ ბუზაკარინი

ვაჟა მარგველაშვილის (66) არ იყოს, ღვინიაშვილსაც შეუძლია, უკვე განთესვის 8-კაციან ზონაში შესვლაზე იფიქროს, თუმცა მასტერსზე მოხვედრაც საფიქრალია - საამისოდ საერთაშორისო რეიტინგის 16 მოწინავეში უნდა მოხვდეს. არადა, მასტერსის ქულა ექსტრა-შედეგში შედის, როგორც - ევროპის ჩემპიონატისა (მათგან საუკეთესო).

მძიმეწონოსანთა გამოცოცხლება

ეტყობა, მატიაშვილს მოუხდა სასჯელი, როცა თბილისის ტურნირი გამოატოვებინეს - ახლა გაცილებით მობილიზებული, ცოტა წონადაკლებულიც იყო და ბევრად უკეთ ჭიდაობდა, შედეგად კი ფინალშიც გავიდა, სადაც ფრანგთა უძლეველ ტედი რინერთან დიდხანს ქულა არ გაუშვა, მხოლოდ გაფრთხილებებით აგებდა. ეგ კი არა, ერთხელ მოგვერდიც სცადა.

სამაგიეროდ, სამსუნში კარიერაში უკვე მესამედ მოუგო ბრაზილიელთა მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონსა და ოლიმპიურ პრიზიორ რაფაელ სილვას - ამჯერადაც დააიპონა.

პირველ წრეში იოლად დაამარცხა თურქი ფეიაზ იაზიჩი - იპონით და დიდად არც ნახევარფინალში გასჭირვებია ყირგიზ იური კრაკოვეცთან, რომელთანაც ასევე მორიგი წმინდა მოგება მიითვალა.

კრაკოვეცის დამარცხება არც ოქრუაშვილს გასჭირვებია დამამშვიდებლის ფინალში და მანაც იპონით მოუგო...

ოქრუაშვილმა ახლა ბევრად კარგად იასპარეზა, ვიდრე - თბილისში, თუმცა ჯერ მაინც ვერაა სათანადო კონდიციებში. რაც მთავარია, წონაში იკლებს და ჭიდაობის ხარისხსაც ნელ-ნელა უმატებს, ანუ პროგრესირებს, ხოლო რაც უფრო სწრაფად წარმართავს ამ პროცესს, მით უკეთესი მისთვისაც და ნაკრებისთვისაც. მან ერთადერთი შეხვედრა მეოთხედფინალში დათმო მეორე ბრაზილიელ დავიდ მოურასთან, თუმცა იქაც ვაზარის იგებდა.

მანამდე ყაზახი იერჟან შინკეევი დაამარცხა ასევე ვაზარით, ხოლო შემდეგ დამამშვიდებელშიც წარმატებით ჩაერთო და ავსტრიელი დანიელ ალერსტოფერი დააიპონა, რითაც რევანში აუღო წლეულს დიუსელდორფში მარცხისთვის.

პაპუნაშვილი მეტს იმსახურებს

ჩვენი გუნდის სხვა წევრებიდან მხოლოდ გიორგი პაპუნაშვილს (81) თუ გამოვარჩევთ, რომელმაც საქართველოს ჩემპიონატზეც კარგად წარმოაჩინა თავი, მერე - სოფიაშიც და, უმედლოდ დარჩენის მიუხედავად, თბილისის ტურნირზეც დაამტკიცა, რომ შანსს ნამდვილად იმსახურებს.

მან თურქეთშიც ლამაზად, ტექნიკურად და თვალსასეიროდ იჭიდავა, როცა ზედიზედ დაამარცხა ესპანეთის სახელით მოჭიდავე შალვა ყალაბეგაშვილი, მოლდოველი ნიკონ ზაბოროსციუსი და მონღოლი ნიამსურენ დაგვასურენი. ჩვენმა ფალავანმა პირველ ორთან წმინდად იმარჯვა, მონღოლი კი ორი იუკოთი ჩამოიცილა.

მეოთხედფინალში ისე ეტყობოდა, კორეელთა მსოფლიოს ორგზის და ოლიმპიურ ჩემპიონ ჯაე-ბუმ კიმსაც გამოუყვანდა წირვას, მაგრამ აკრძალული ილეთისთვის (გაშლილ ხელზე ზემოქმედება) მოხსნეს. ეს ავტომატურად ნიშნავდა ამ ტურნირზე დისკვალიფიკაციასაც (ანუ სხვა შეჯიბრებებზე არ ვრცელდება) და ვერც სანუგეშოში გადაერთო.

ჩვენი გუნდის სხვა წევრებიდან დამამშვიდებელ წრეში ვერავინ გადავიდა.

ლუხუმ ჩხვიმიანმა (60), ბექა შავდათუაშვილმა (66) და უშანგი მარგიანმა (90) მხოლოდ თითო შეხვედრა მოიგეს; ზვიად კაპანაძე, ფრიდონ გიგანი (ორივე - 73), ლევან გუგავა (81), ნოდარ ბერიანი (90) და ალექსანდრე მსხალაძე (100) კი პირველივე ორთაბრძოლაში დამარცხდნენ.

სასიკეთოს ვერც ჩვენს ქალებზე ვიტყვით - სტამიც და ირინე ლეონიძეც (+78) პირველივე ბრძოლიდან გამოვარდნენ, თუმცა ლეონიძე მომავალ ჩემპიონთან დამარცხდა.

სამსუნის გრან-პრი

ვაჟები

60 კგ

1. ბეკირ ოზლუ (თურქეთი), 2. აჰმეტ შაჰინ კაბა (თურქეთი), 3. ილგარ მუშკიევი (აზერბაიჯანი), დიორბეკ უროზბოევი (უზბეკეთი)

66 კგ

1. ლიმვან კიმი (კორეა), 2. ალტანსუკ დოვდონი (მონღოლეთი), 3. ფერდინანდ კარაპეტიანი (სომხეთი), გევორგ ხაჩატრიანი (უკრაინა)

73 კგ

1. დამიან ზვარნოვიცკი (პოლონეთი), 2. ჩოლ გვან კიმი (ჩრდილოეთი კორეა), 3. ნუნო სარაივა (პორტუგალია), ჰასან ვანლიოღლუ (თურქეთი)

81 კგ

1. ივაილო ივანოვი (ბულგარეთი), 2. კი-ჩუნ ვანი (კორეა) 3. იოახიმ ბოტიუ (ბელგია), სერგიუ ტომა (არაბთა გაერთიანებული საემიროები), 7. გიორგი პაპუნაშვილი (საქართველო)

90 კგ

1. ხუსეინ ხალმურზაევი (რუსეთი), 2. მამადალი მეჰდიევი (აზერბაიჯანი), 3. ტიაგო კამილო (ბრაზილია) დილშოდ ჩორიევი (უზბეკეთი)

100 კგ

1. ბექა ღვინიაშვილი (საქართველო), 2. რაფაელ ბუზაკარინი (ბრაზილია), 3. მიკლოშ ცირჯენიჩი (უნგრეთი), ცოგტგერელ ხუტაგი (მონღოლეთი)

+100 კგ

1. ტედი რინერი (საფრანგეთი), 2. ლევან მატიაშვილი (საქართველო), 3. ადამ ოქრუაშვილი (საქართველო), რაფაელ სილვა (ბრაზილია).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ა, (მართლა!) ტალანტი!!! :)))
ბექა, უნიჭიერესი, ჭიდაობისთვის დაბადებული ბიჭია. მაგარია და თუ ხელშეწყობა ექნება, უმაღლესი შედეგებით გაგვახარებს უ ა მ რ ა ვ ჯ ე რ .

ბექას რეგიონული ქვოტა არ სჭირდება; ის 22–ში კი არა, 16–შიც მოხვდება.აფსუს! ცოტა ადრე რომ მოეფიქრათ, ის 8 საუკეთესოშიც მოხვდებდა.
ucha
ნიკო გეთანხმები
ნიკო
ყოჩაღ ბექა.მართლა ლომია:)) თუმცა, რატომ არის ჩვენი ქვეყანა "ჩაბნელებული" და "უპერსპექტივო"? ჩემის აზრით პირიქით, ნათელი და დიდი პერსპექტივის მქონეა საქართველო:)))
Zviad
Bექა ლომია და გმირი !უდიდესი სიხარული მოგვანიჭა ქართველებს და ამ ჩაბნელებულ უპერსპექტივო ქვეყანას სიამაყის შეგრძნება დაგვიბრუნა.რომ არ იყვნენ ჩვენი მორაგბეები და მოჭიდავეები სრული 0 ვიქნებოდით!გამარჯვება ვუსურვოთ ჩვენ ლომებს ყველა ტურნირზე!თქვენ გაიხარეთ!!!
"ქართველები და საუკეთესოები ვართ!" - ბექაურის კომენტარი და ოლიმპიადის საიტი საქართველოს ნაკრების მსოფლიო ჩემპიონობაზე
"ყველანი მეუბნებოდნენ, ქალს რა უნდა ძიუდოში, ეს კაცების სპორტია და თავი დაანებეო" - ინტერვიუ ძიუდოში პირველ ქართველ მსოფლიო ჩემპიონ ქალთან
[VIDEO] ისტორიული დღე - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულია!
გუგეშაშვილი "პაოკში" წარადგინეს - ძირითადი მეკარე გუნდს ტოვებს
38 წლის ჟირუ MLS-დან ლიგა 1-ში ბრუნდება - ცნობილია სად ითამაშებს ვეტერანი
უიმბლდონის პირველ წრეში ბასილაშვილის მეტოქე ცნობილია
კონტემ რასპადორის თაობაზე მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო
ილია თოფურიამ სასურველი მეტოქე დაასახელა
"ამ ფეხბურთელს ვაღმერთებ" - ბრედ პიტი
[VIDEO] "რეალის" ლამაზი გოლები "ზალსბურგთან" - ალონსოს გუნდმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და "იუვენტუსს" შეხვდება
"ლივერპულმა" "ნაპოლის" თავდამსხმელი ძვირად დაუფასა
"დილა" სუპერთასის პირველი ფინალისტია
Tutto Juve: ეს შანსი გამოსაყენებელია - მიქაუტაძის შეძენის სურვილი იტალიურ გრანდსაც აქვს
ლუნინი "რეალს" მხოლოდ ერთ შემთხვევაში დატოვებს
ფედელე: კვარაცხელიას შეცვლა? - მხოლოდ ღმერთის იმედი უნდა გვქონდეს
2022 წლის შემდეგ პირველად - ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის ძირითად ბადეში ითამაშებს
რონალდომ "ალ ნასრთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
ისტორიული დაპირისპირება: საქართველო ირლანდიის წინააღმდეგ მიხეილ მესხის სტადიონზე - ემოციები და მოლოდინები
კასანომ "ნაპოლის" კვარაცხელიას შემცვლელი ურჩია
"ალ ნასრმა" სტეფანო პიოლი გაათავისუფლა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" და "ჩელსიმ" შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ
ზაზა ფაჩულიას აკადემია 14-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია | მენსანა ვერცხლს დასჯერდა
თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები
ძიუდო. U23: საქართველო ევროპის ჩემპიონატზე სრული შემადგენლობით იასპარეზებს
გამარჯვება იპონით - ღვინიაშვილი თელ-ავივის გრანდ სლემზე ოქროს მედლის მფლობელი გახდა [VIDEO]
ლიპარტელიანი ოქროსთვის, ჩხვიმიანი ბრინჯაოსთვის იბრძოლებს - ბაქოს გრანდ-სლემის პირველი დღე
ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი: მეორე დღეც უმედლოდ
გიორგი პაპუნაშვილმა და კიდევ ოთხმა ფეხბურთელმა "ტორპედო" დატოვა
ეთერ ლიპარტელიანმა ბაქოს გრანდ-სლემზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
აბუ-დაბის გრან სლემს მხოლოდ ავთანდილ ჭრიკიშვილი შემორჩა, რომელიც 1/4-ფინალში გავიდა
გიორგი პაპუნაშვილი: "ტორპედოს" შეუძლია ჩემპიონობისთვის იბრძოლოს
ზურაბ კახნიაშვილმა გროზნოს ტურნირში ვერცხლი მოიპოვა
სარდალაშვილმა ტაშკენტის გრან სლემზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი: დღეს სამი ქართველი ძიუდოისტი იჭიდავებს
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები 27 ოქტომბერს აბუ-დაბის გრანდ სლემზე გამოვა
ქართული კლუბები ევროტურნირების გზაზე - კონკურენცია, პრობლემები და ნაკრების კანდიდატები
ლუკა მაისურაძემ რუსი ოლიმპიური ჩემპიონი დაამარცხა და ფინალში გავიდა! [VIDEO]
ეთერ ლიპარტელიანი ტაშკენტის გრან-სლემის ფინალშია, ჩხვიმიანი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
ბოლო 5 წელი - რა შედეგი ჰქონდა საქართველოს ნაკრებს ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატებზე?
ცინდაოს მასტერსი: ქართული ფინალი, ესპანეთის მონაწილეობით
ტაშკენტის გრან-სლემი: ლიპარტელიანმა ვერცხლის მედალი მოიპოვა - ჩხვიმიანი მედლის გარეშე დარჩა
ბუდაპეშტის გრან პრი: უშანგი მარგიანი ფინალში დამარცხდა
ბუდაპეშტის გრან პრი: ადამ ოქრუაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ბაქოს გრანდ სლემი: 3 ქართველი ძიუდოისტი გზას აგრძელებს
"რუსებს დღესაც მიაჩნიათ, რომ ქართველი მსაჯი მოვალეა, მათ დაეხმაროს..."
IJF-მ საუკეთესოები გამოავლინა: მწვრთნელი - გუჯეჯიანი, კაცი ძიუდოისტი - გრიგალაშვილი, წლის იპონი - ღვინიაშვილი
ლიპარტელიანი, მატიაშვილი, თუშიშვილი და ღვინიაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებენ [VIDEO]
ბექაური წლის შემაჯამებელი ტურნირიდან მოეხსნა
ზაალიშვილი და მატიაშვილი უნგრეთის გრან სლემზე ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ
ევროპის ჩემპიონატზე ღვინიაშვილმა, თუშიშვილმა და მატიაშვილმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს [VIDEO]
Geo Team: გიორგი პაპუნაშვილი კარიერას სერბეთში გააგრძელებს
ზაგრების გრან პრი: ზაალიშვილისა და ღვინიაშვილის ოქროს მედლები და გუნდური პირველი ადგილი ვაჟთა შორის [VIDEO]
ვაჟა მარგველაშვილმა აბუ-დაბის გრანდ სლემზე ოქროს მედალი მოიპოვა
ვოლკოვის და პაპუნაშვილის "ზირამ" "ომონიას" მოუგო, მაგრამ ევროტურნირებს გამოეთიშა
თელ-ავივის გრან-სლემზე საქართველოს სახელით 6 ძიუდოისტი იჭიდავებს
აბუ-დაბის გრანდ სლემი: ხუთივე ქართველი ძიუდოისტი მედლისთვის ბრძოლას გამოეთიშა
ბუდაპეშტის გრან პრის TOP 5 იპონი - ორი ქართველებისაა [VIDEO]
ბექა ღვინიაშვილმა წონა შეიცვალა - 16-18 ივნისს ასტანის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
იერუსალიმის მასტერსზე სულამანიძემ ოქროს, მაისურაძემ კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა [VIDEO]
"ტორპედოს" მძლეველმა "ომონიამ" ვოლკოვის "ზირა" გაანადგურა