საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XXIX ტური
ამ გუნდების ისტორიული დაპირისპირება ეროვნული ჩემპიონატის ფარგლებს სცდება. ჯერ კიდევ საბჭოთა პირველობაზე დაწყებული "სამეზობლო ომი" ათწლეულებს ითვლის. "გურიის" ლეგენდარული მწვრთნელის, შალვა კაკაბაძის ხუმრობაც კი - გავიდეთ ბოლოსწინა ადგილზე და გავვარდეთ, ოღონდ სამტრედიელებს გავუსწროთო, - ზუსტად ასახავდა მეზობელი ქალაქების საფეხბურთო ბატალიების დაუნდობელ ხასიათს.

არა მხოლოდ საქართველოშია იშვიათი, როცა 0:7-დან გუნდი იმავე სეზონში 6:0-იან "ვენდეტას" ახდენს. ეროვნული ჩემპიონატის ეგიდით ნათამაშები 6:4-იც (პირველ ლიგაში) ზემოთქმულს ადასტურებს, ხოლო პირველი მატჩი მრავალმხრივ იყო გამორჩეული: ზუსტად 26 წლის წინ, 1990 წლის 15 მაისს, მეზობელი ქალაქების გუნდების პირველი "წმინდა ქართული" დაპირისპირება თბილისში(!) გაიმართა - იმერლებმა პირველი ჩემპიონატის სტარტზევე "აიკიდეს" დისკვალიფიკაცია. ის მატჩი იმითიც იყო დასამახსოვრებელი, რომ ეროვნული ჩემპიონატების ისტორიაში პირველად დაინიშნა 3(!) 11-მეტრიანი, რომელთაგან მაშინ საჩემპიონო ამბიციების მქონე გურულებმა ორი გააცუდეს და იქით გაუშვეს ერთი პენალტი, რის გამოც 0:1 წააგეს...

ამჯერადაც, ერთმანეთს არაფერი დაუთმეს და როცა შეეძლოთ, პარალელურად მიმდინარე "მერანი"-"დილას" შედეგიდან გამომდინარე, ორივესთვის მისაღები ანგარიში დაეფიქსირებინათ (თუ ვერ მოიგებდა "მერანი", "გურიას" წაგებაც უნაღდებდა ადგილს ლიგაში, ხოლო თუ ვერ მოიგებდა "დილა", უკვე "სამტრედიას" ჰქონდა წაგების უფლება), მეზობელი ქალაქების გუნდებმა ურთიერთდაპირისპირების ისტორიასა და "სამართლიანი თამაშის" პრინციპებს არ უღალატეს.

მატჩი იმერელთა შეტევებით კი დაიწყო (ერთხელ "გურია" მეკარემ გადაარჩინა), მაგრამ ლეგიონერებისგან დაცლილმა "გურიამაც" (მეორე თამაშია სასტარტოში მხოლოდ ორ ლეგიონერს აყენებენ) კი დაგვანახა, რომ ლიდერსა და აუტსაიდერს შორის დიდი სხვაობა არ არის.

ყოველ შემთხვევაში, "სამტრედიამ" საუკეთესო თამაში ვერ აჩვენა და დაცვაში რამდენჯერმე ისე შეცდა, სწრაფი თავდამსხმელი უთუოდ დასჯიდა. თუმცა თავისი კი გაიტანა "სამტრედიის" უფრო მაღალმა კლასმა და, გურულების აზრით, მსაჯებმაც.

ლანჩხუთელ ქომაგს თავიდანვე არ მოეწონა გიორგი ყრუაშვილის გადაწყვეტილებები და რა გასაკვირია, ნიკა სანდოხაძე, გოლის გატანისას, ტრიბუნიდან თამაშგარეში რომ მოჩანდა (რატი იმერლიშვილმა მისი ახლოდან დარტყმული ახლო კუთხეში ვერ შეაკავა) და კაბორე პატერსონის გაძევება საჩოთირო სიტუაციაში (გურულებმა მიიჩნიეს, რომ მეტოქე მის გაშლილ ხელს შეეჯახა) მსაჯთა "უნებლიე შეცდომებად" არ ჩათვალეს.

ამანაც ვერ გატეხა თითქოს "გურია" და კაცნაკლულმა შეტევაზეც იფიქრა, მაგრამ გიორგი დათუნაიშვილის გოლის მერე უკვე კონკურენტების წაგების იმედზე დარჩა...

მთელი მატჩის განმავლობაში პარალელური შეხვედრების შედეგები (ან "ზუგდიდი" ვერ იგებდა, ან "მერანი") "გურიას" ლიგაში ტოვებდა... თითქმის 5 წუთი ელოდნენ "ევგრაფი შევარდნაძეზე" შეკრებილი გურულები მარტვილის მატჩის შედეგს, რაც მათთვის არასასურველი გამოდგა...

...26 წლის წინათ "გურია" მეორე ადგილზე გავიდა, "სანავარდოს" (მაშინ ამ სახელით ასპარეზობდნენ სამტრედიელები) კი მე-12 პოზიცია ერგო. ახლა კი პირიქითაა - "სამტრედიამ" ვიცე-ჩემპიონობა გაინაღდა და "გურიას" აქვს შანსი, მე-12 საფეხურზე ავიდეს. ამისთვის და სხვაზეც დამოკიდებული რომ არ იყოს, ლანჩხუთურ კლუბს ბოლო ტურში ფოთში მოგება სჭირდება...

საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XXIX ტური

14.05. ლანჩხუთი. "ევგ. შევარდნაძე"

გურია-სამტრედია 0:2

გოლები: 0:1 სანდოხაძე (31), 0:2 დათუნაიშვილი (62)

გურია: იმერლიშვილი, გელაშვილი, ჩადუნელი, ნოზაძე, პატერსონი, კილაძე, გამყრელიძე, ალავერდაშვილი (46. შტანდერი), კვეკვესკირი, მოროზენკო (70. გუჯაბიძე), კახელიშვილი (80. ლაბაძე).

სათადარიგოები: იოვანოვიჩი, ჟუნიორი, ხარაბაძე

მწვრთნელი: გია გოგუა

სამტრედია: მიგინეიშვილი, გ. მჭედლიშვილი, სანდოხაძე, გოგიაშვილი, შერგელაშვილი, ცნობილაძე, დათუნაიშვილი, ენდელაძე (76. კერძევაძე), რაჟამაშვილი, ზივზივაძე (61. სიხარულიძე), ჯიქია (69. მარკოზაშვილი).

სათადარიგოები: მეშველიანი, იოსელიანი, მთივლიშვილი, ცინცაძე

მწვრთნელი: გია ცეცაძე

გაფრთხილება: გოგიაშვილი (24), შტანდერი (75)

გაძევება: პატერსონი (40)

არბიტრი: გ. ყრუაშვილი.

ბომბარდირები

გ. ქვილითაია (დინამო, თბ) 24

ო. მარცვალაძე (დილა) 17

ბ. ზივზივაძე (სამტრედია) 16

ჯ. ჯიღაური (დინამო, თბ) 13

ი. სიხარულიძე (სამტრედია) 13

დ. ტატანაშვილი (სიონი) 13

ნ. კაჭარავა (ცხინვალი) 13.

ბოლო ტური

22 მაისი, კვირა

ტორპედო-საბურთალო

დილა-ზუგდიდი

დინამო (ბთ)-მერანი

სამტრედია-სიონი

დინამო (თბ)-შუქურა

კოლხეთი -გურია

ცხინვალი-ლოკომოტივი

ჩიხურა-საპოვნელა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

jango
სამტრედიელებო არაფერი შეგეშალოთ, თავში არ აგივარდეთ,თქვენ ყოველ მატჩში უნდა უმატოთ ხარისხს და სიზუსტეს,ეს მატჩი კი ცუდი გამოდგა ხარისხით და კარგი მხოლოდ შედეგით, მაგრამ ცუდი ხარისხით მომავალ ჯერზე ცუდი შედეგიც დადგება. დიდი ხარვეზები გაქვთ შესრულება, სიზუსტესა და დაბოლოებაში, ბევრჯერ ბრმები ხდებით და გვერდით მყოფ თავისუფალ პარტნიორს "არ ხედავთ" ჯიუტად გინდათ თავი გამოიჩინოთ ინდივიდუალური წარმატებით. ასე არ გამოვა, მეტი გუნდურობა უნდა იყოს საწყისი და ამას აგვირგვინებდეს ხარისხიანი ინდივიდუალობა.
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
თბილისის "დინამომ" თურქეთში მზადება დაიწყო
"დილამ" 19 წლის ბურკინა ფასოელი მცველი დაიმატა
პრიმერასკენ. გულიაშვილს მეკარემ არადა არ გაატანინა - "რასინგმა" მოიგო და ისევ ლიდერია
[VIDEO] მიქაუტაძემ "ვილიარეალი" ესპანიოლთან" დააწინაურა
"ბარსელონამ" ნავსი კატალონიურ დერბიში, "ხირონას" დამარცხებით გატეხა
კაზემიროს ტონალი შეცვლის? - იტალიელი "მანჩესტერ იუნაიტედის" სამიზნეა
მატჩის გმირი, გურჯაანელი კინგი | დელტამ კსუ-კავკასია ბოლო წამებზე დაამარცხა
[VIDEO] ჰარდენი წავიდა, თუმცა კავაი აქ არის - "კლიპერსმა" "მინესოტა" დაამარცხა
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტომ" "ინდიანა" დაამარცხა
[VIDEO] ბრინჯაომდე სულ ცოტა დაგვაკლდა - საქართველომ საქართველომ ფიგურული ციგურაობის გუნდურ ასპარეზობაში მეოთხე ადგილი დაიკავა
[VIDEO] გუბანოვას შესანიშნავი გამოსვლა - ანასტასიამ გუნდურ ტურნირში მეორე ადგილი დაიკავა
[VIDEO] ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას ბრწყინვალე გამოსვლა ოლიმპიადის თავისუფალ პროგრამაში
ლუის ენრიკემ "მარსელთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
[VIDEO] გიჟური მატჩი "ენფილდზე", სობოსლაის სუპერგოლი და გაძევება, ალისონის აკიდებული პენალტი - "ლივერპული" "მანჩესტერ სიტისთან" დამარცხდა
კიტეიშვილის საგოლე პასი, მამაგეიშვილის დებიუტი და "შტურმის" გამარჯვება
საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი 37 წლის ასაკში გარდაიცვალა
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა შვეიცარია დიდი ანგარიშით დაამარცხა
ლოკატელის პრემიერ ლიგაში ეპატიჟებიან - "იუვენტუსიდან" შესაძლოა, კაპიტანი წავიდეს
11 ფეხბურთელი უკვე შეარჩია - ანჩელოტის სამუნდიალო სიაში ეს მოთამაშეები აუცილებლად იქნებიან
თუ "მანჩესტერ იუნაიტედიდან" გაუშვებენ - კერიკს პრემიერ ლიგიდან უკვე სამი მსურველი ჰყავს
[VIDEO] პსჟ "მარსელის" დღევანდელ მატჩს განსაკუთრებული სტუმარი გახსნის
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის მატჩზე
ქართველი მსაჯების საერთაშორისო დანიშვნები
"თელავი" პლეი-ოფში ითამაშებს; "სამტრედია" გავარდა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
თბილისის "დინამომ" "სამტედიადან" ორი ფეხბურთელი დაიმატა
ქართველი მსაჯები სომხეთისა და ირლანდიის მატჩს განსჯიან
ლანჩხუთის "გურია" რუსი მცველით გაძლიერდა
"ფაქტი ფაქტად რჩება - მეორე მატჩში "სამტრედია" "ყარაბაღზე" უკეთესი იყო!"
ვინ რამდენ კილომეტრს დარბის? პოლარის სისტემის საინტერესო მონაცემები
ეროვნული ლიგა. XXXIV ტური. "სამტრედია" - "დილა" [LIVE]
მარტოდმარტო, ბინძურ ბინაში მოკვდა - ლანჩხუთის "გურიას" ექს-ფეხბურთელის ტრაგიკული ისტორია
ნიკა სანდოხაძე: "ტორპედოს" მიზანი ერთია - ჩემპიონობა!
ნიკა სანდოხაძემ თბილისის "დინამოსთან" კონტრაქტი გააფორმა
34-ე ტური: ჯერ ყველაფერი გასარკვევი რჩება
ნიკა სანდოხაძემ "საბურთალოსთან" კონტრაქტი გააფორმა
ნიკა სანდოხაძე თბილისის "ლოკომოტივში" გადავიდა
სიახლე: პოლარის სისტემა - ვინ რამდენს დარბის ეროვნულ ლიგაში
ლანჩხუთის "გურია" აუქციონზე 34 000 ლარად იყიდება
გიორგი ყრუაშვილი ევროპა ლიგის მატჩს განსჯის
დავით ხოჭოლავა ინდივიდუალურად ვარჯიშობს
გურია-მერანი 0:0 - ისევ ნულები
ნიკა სანდოხაძემ "კარპატი" დატოვა
"ფინანსური დავალიანება სრულად დაიფარება და შეიქმნება ღირსეული ბიუჯეტი საიმისოდ, რომ..." - მერაბ ჟორდანიამ ლანჩხუთის "გურიაზე" ისაუბრა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩებს მოემსახურებიან
სამტრედია VS ყარაბაღი - დაამტკიცეთ, რომ არ ხართ ნული!
2024 წლის სეზონი დასრულებულია! "იბერია 1999"-მა ჩემპიონის ფარი აღმართა
გულვერდ თომაშვილი "გურიაში" - კიდევ ერთი გამოცდილი ფეხბურთელი
"გურია" - ფონდი "ქართუს" დაფინანსების მოლოდინითა და დიდი გეგმებით...
"ერთმანეთს ვეკითხებოდით - ბოლოს როდის ვითამაშეთ ასეთ მოედანზე?"
სამტრედია-დილა 3:2 - ბრძოლას აზრი ყოველთვის აქვს [VIDEO]
ეროვნული ლიგა. XXXV ტური. "თელავი" - "სამტრედია" [LIVE]