ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჩოგბურთი
რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• MMA
• UFC
• ფორმულა 1
ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა

ისტორია: ვის აწყობდა საქართველო-რუსეთის მატჩის ჩაშლა?

ისტორია: ვის აწყობდა საქართველო-რუსეთის მატჩის ჩაშლა?

"ლივერპულის" ლეგენდარული მწვრთნელი ბილ შენკლი ისტორიაში შევიდა არა მხოლოდ როგორც კარგი სპეციალისტი, არამედ, როგორც პიროვნება, რომელიც გულშიჩამწვდომ ფრაზებს ამბობდა. მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფრაზა ეს არის: "ზოგს ჰგონია, რომ ფეხბურთი სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია. მერწმუნეთ, ის ბევრად მეტია"...

ამ სიტყვებს ცხოვრება ადასტურებს. მაგალითად, ქვეყნებს შორის ომები ტერიტორიული პრეტენზიებით ან სხვა სერიოზული მიზეზით იწყება, მაგრამ 1969 წელს, სალვადორსა და ჰონდურასს შორის კონფლიქტი საფეხბურთო მატჩმა გამოიწვია. 4-დღიან დაპირისპირებას ორივე მხრიდან 3000-მდე ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

1982 წელს, ფოლკლენდის კუნძულების გამო არგენტინასა და დიდ ბრიტანეთს შორის ორთვიანი ომი მიმდინარეობდა, რომელიც არგენტინის მარცხით დამთავრდა და ამ ქვეყნების ნაკრებების თამაშებში დუღილის ტემპერატურა მაქსიმუმს აღწევს.

გაცილებით დიდი ხნის დაპირისპირება აქვს ინგლისს შოტლანდიასთან, უელსსა და ირლანდიასთან. იმავეს გახსენება შეიძლება საბჭოთა კავშირზეც, რომელსაც ჩეხოსლოვაკია, პოლონეთი, უნგრეთი და ორივე გერმანია (კომუნისტურიც და ფედერაციული რესპუბლიკაც) გამწარებულები ეთამაშებოდნენ. სიის ჩამონათვალი შორს წაგვიყვანს. მთავარი ისაა, რომ ამ ნაკრებებს შორის თამაშები მართლაც ბევრად მეტი იყო, ვიდრე ფეხბურთი.

ასეთი საფეხბურთო ომები საქართველოსაც ჰქონდა და ერთი მათგანი ჩვენი ფეხბურთის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაეწერა - გულშემატკივარს დღემდე ახსოვს მატჩი, რომელიც 2003 წლის 30 აპრილს თბილისში საქართველოს და რუსეთის ნაკრებებს შორის გაიმართა. იმ დღეს ჩვენმა ნაკრებმა 1:0 გაიმარჯვა და ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრაც ჩაატარა.

ჩვენ ამ მატჩთან დაკავშირებულ რამდენიმე უცნობ ისტორიას მოგიყვებით, რომელიც კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ადამიანების განწყობის ჩამოყალიბებაში ფეხბურთს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი როლი აკისრია და რომ მას პოლიტიკურ თამაშებში ხშირად იყენებენ.

ჩაშლილი მატჩი
რეალურად, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ეს შეხვედრა 2002 წლის 12 ოქტომბერს უნდა გამართულიყო. საქართველო-რუსეთის მატჩზე ჩამოსვლას რუსების ფანები მოერიდნენ და თბილისს მცირერიცხოვანი დელეგაციით ესტუმრნენ. ოფიციალური რუსული "დესანტი" კი აშკარად პოლიტიზებული იყო: დელეგაციას სპორტის მინისტრი ვიაჩესლავ ფეტისოვი ხელმძღვანელობდა. გვესტუმრა ჩრდილოეთ ოსეთის პრეზიდენტი ალექსანდრე ძასოხოვიც. რუსი ჟურნალისტები გაფართოებული თვალებით უცქერდნენ, როცა თბილისის "დინამოს" ყოფილი მცველის, აფხაზი ახრიკ ცვეიბას სტადიონზე გამოჩენას ხალხი აპლოდისმენტებით შეხვდა - არადა, პირიქით ელოდნენ.

მოედანზე დაძაბული, ხისტი ბრძოლა გაიმართა, რეალური საგოლე მომენტები კი არც ერთ გუნდს არ შეუქმნია. პირველი ტაიმის ბოლოს, 41-ე წუთზე, "ლოკომოტივის" სტადიონის ელექტროსისტემაში მომხდარი ავარიის გამო შუქი გამოირთო. ორ წუთში პრობლემა მოგვარდა და ნორვეგიელმა არბიტრმა ტომ ჰენინგ ოვრებომ მატჩი განაახლა, მაგრამ გავიდა კიდევ სამ წუთი და შუქი ისევ გამოირთო. ელექტროენერგიის ალტერნატიული მიწოდების წყარომ ვერ იმუშავა, ენერგეტიკოსებს პრობლემის მოგვარების იმედი გადაეწურათ და მატჩი შეწყდა.

ეს იყო უდიდესი სირცხვილი, რის გამოც საქართველოს ბნელი და ჩამქრალი ქვეყნის იარლიყი მიაწებეს. სხვათა შორის, ერთ თვეში საერთაშორისო საკალათბურთო შეხვედრის დროსაც დაახლოებით იგივე მოხდა - თბილისის "დინამომ" ვერის პარკში ფიბა-ევროპის რეგიონული თასის გათამაშებაში უკრაინულ იუჟნის "ხიმიკს" უმასპინძლა. დარბაზში დენი ორჯერ გამოირთო და თამაში 20 წუთის დაგვიანებით დაიწყო, თუმცა ამ მორიგ ელექტროინციდენტს დიდი ხმაური არ მოჰყოლია.

რუსული ვერსია
ეს ის დროა, როცა ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლება უკვე საფუძველმორყეულია, როდესაც ხალხს პანკისის ხეობაში ლამის ყოველდღე იტაცებენ, ლევან კალაძე კი უკვე გატაცებულია... ამ დროს სტადიონზე შუქის გათიშვა ქვეყნის იმიჯზე კიდევ ერთი, დამანგრეველი ძალის დარტყმა გახლდათ.

მაინც ვის სასარგებლოდ ჩაქრა შუქი? ამის თქმა ძალიან ძნელია, რადგან თითქმის თანაბარი თამაში მიდიოდა.

გავრცელდა ჭორები, რომ გუნდები წინასწარ შეთანხმებულ ფრეზე თამაშობდნენ, რაც ასევე დიდ სისულელედ ჩანდა, რადგან თბილისურმა ტოტალიზატორებმა კოეფიციენტები რუსების სასარგებლოდ გაანაწილეს. მატჩის გარიგების შიში კი, უპირველესად, სწორედ ამ დაწესებულებების ფსონებზე აისახება. შეხვედრამ დაადასტურა კიდეც, რომ მეტოქეები მოედანზე რევერანსებისთვის არ გასულან.

მაშინ ამ მატჩით პოლიტიკოსებმაც გვარიანად ისარგებლეს და ეს ისტორია კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ფეხბურთი ხშირადაა პოლიტიკის, უფრო ხშირად კი - ბინძური პოლიტიკის მძევალი.

მაშინვე გაჩნდა ეჭვი - ხომ არ იყო ეს დივერსია? ამის საფუძველს ის ქმნიდა, რომ სტადიონს ელექტროენერგიის ალტერნეტიული მიწოდების კიდევ ორი წყარო გააჩნდა, რომელიც დაზიანებული აღმოჩნდა და მაშინ რუსულ მასმედიაში აგორებულ ანტიქართულ ისტერიას ეს საფეხბურთო მატჩიც დაერთო.

ეჭვებს ისიც აძლიერებდა, რომ გამოძიება უშიშროების სამინისტრომ დაიწყო, თუმცა, საბოლოოდ, მისი შედეგები საზოგადოებისთვის უცნობი დარჩა.

რატომ დარეკა პუტინმა?
რუსეთის სახელმწიფო არხის, ОРТ-ს ქართველი კორესპონდენტის თქმით, ის ხალხში მოსმენილ ვერსიებს ავრცელებდა - თითქოს, მატჩის ჩაშლით სფფ-ის მაშინდელი პრეზიდენტის, მერაბ ჟორდანიას მოწინააღმდეგეები იყვნენ დაინტერესებულნი; რომ ეს ფაქტი ქართველ მოთამაშეთა უსუსურობით გამოწვეულ შიშს უკავშირდებოდა და ასე შემდეგ.

რეალურად, თბილისური დაპირისპირების რუსებს უფრო ეშინოდათ, რადგან მაშინ ჩვენი ნაკრები უსუსურად ნამდვილად არ გამოიყურებოდა. ლოგიკითაც ასეა, რადგან მასპინძელს შეხვედრის ჩაშლა და თავზე ლაფის დასხმა არაფერში აწყობდა. სფფ-ის პრეზიდენტი ჟორდანია წუხდა, რომ მატჩის ჩაშლის გამო ისედაც ღარიბი ფედერაცია კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩავარდებოდა, რადგან რუსების ხელახალი ვიზიტის დაფინანსება მოუწევდათ.

სფფ-ის მაშინდელი გენერალური მდივანი ვალერი ჩოლარია ამბობდა:

"ამ მატჩის მომზადება ფეხბურთის ფედერაციას 200 ათასი ლარი დაუჯდა. ახლა იგივე თანხაა გადასახდელი, რადგანაც იგივე ღონისძიებები უნდა ჩავატაროთ და ამას დაემატება რუსეთის დელეგაციის მიღება თბილისში. ეს დაახლოებით 50 ათასი დოლარი იქნება".

ფედერაციას პრობლემა შეექმნა იმ თურქულ ტელეკომპანიასთანაც, რომელმაც მატჩის პირდაპირი ტრანსლაციის უფლება გვარიანი თანხის საფასურად მოიპოვა.

სხვათა შორის, უცნობი ფაქტია, რომ პანიკის დროს საქართველოში რუსეთის მაშინდელ ელჩს პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დაურეკა და დელეგაციის წევრებისა და ფეხბურთელების უსაფრთხოებით დაინტერესდა. მართალია, სტადიონიდან მიმავალ რუსების ავტობუსებს ქვები და კვერცხები დაუშინეს, თუმცა სერიოზული მაინც არაფერი მომხდარა.

პოლიტიკური ზავი უეფასთან
საქართველოსა და რუსეთის საფეხბურთო ორგანიზაციების პრეზიდენტებმა - მერაბ ჟორდანიამ და ვიაჩესლავ კოლოსკოვმა უეფას დელეგატ რუდოლფ ბატასთან ერთად შეხვედრის გადადებაზე მოილაპარაკეს.

თავიდან მატჩის ნეიტრალურ მოედანზე გამართვაზე იყო ლაპარაკი, მაგრამ საბედნიეროდ, ეს გამოირიცხა. ქვეყნებს შორის არსებული დაძაბული ურთიერთობების გათვალისწინებით, კოლოსკოვმა გონიერება გამოიჩინა და მომხდარის სათავისოდ გამოყენება არ სცადა. უეფას ხელმძღვანელობამ კი ხელახალი შეხვედრის თარიღად 2003 წლის 30 აპრილი დაამტკიცა.

საბოლოოდ, უეფას დისციპლინარულმა კომიტეტმა 25 აპრილს ნაწილობრივ დააკმაყოფილა ქართული ფედერაციის მიმართვა პირვანდელი დადგენილების გაუქმების თაობაზე, რომლის მიხედვითაც, გულშემატკივრები მატჩზე საერთოდ არ უნდა დაეშვათ.

საქმე ისაა, რომ ამ მატჩის შემდეგ "ჯვაროსნებმა" თბილისში ირლანდიის ნაკრებს უმასპინძლეს და თამაშის დროს ტრიბუნიდან სტუმართა გუნდის ერთ-ერთ მოთამაშეს... დანა ესროლეს. უეფას დადგენილებით, მატჩზე დასწრების უფლება მხოლოდ იმ 11 ათას მაყურებელს მიეცა, რომელთაც ჩაშლილი მატჩის ბილეთები შენახული ჰქონდა.

მაგრამ ბევრისთვის უცნობია, რომ ამ საქმეში საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე ჩაერია და ევროპული ფეხბურთის მამები სტადიონზე ხალხის შეშვებაზე დაითანხმა.

ამ პერიპეტიების ერთ-ერთი უშუალო მონაწილე გვიყვება, რომ შევარდნაძემ უეფას პრეზიდენტს უშუალოდ მიმართა, რომ თავისი გადაწყვეტილებით ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების გამწვავებისთვის ხელი არ შეეწყოთ. საქმე ისაა, რომ მას ჰქონდა ინფორმაცია, რომ ოპოზიცია ცარიელი ტრიბუნების თემას მისი ხელისუფლების წინააღმდეგ გამოიყენებდა.

საბოლოოდ, უეფა შევარდნაძის არგუმენტმა დააჯერა და ქართველ გულშემატკივრებს განმეორებით მატჩზე დასწრების საშუალება მიეცათ.

ასათიანის დებიუტი
30 აპრილს, საქართველო-რუსეთის მატჩზე, რომელიც ისევ "ლოკომოტივის" სტადიონზე შედგა, წესრიგს 3 ათასამდე პოლიციელი იცავდა. თამაშს დაესწრნენ საქართველოსა და რუსეთის უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის - პარლამენტების მეთაურები.

თამაშს წინ სკანდალი უძღვოდა, რომელზეც ყურადღება შეგნებულად არ გამახვილდა: ხორვატმა სპეციალისტმა ივო შუშაკმა (რომელმაც ნაკრებს სულ 2 მატჩით უხელმძღვანელა) ძირითად შემადგენლობაში არ შეიყვანა შოთა არველაძე, რის გამოც ის განაწყენდა და შეკრებიდან წავიდა.

ბევრს სჯეროდა, რომ პუტინმა შევარდნაძეს დაურეკა და უთხრა, მოგება არ გაბედოთ, თორემ გაგამწარებთო. ცხადია, ეს ყოვლისმცოდნეთა მიერ შეთხზული ლეგენდაა.

ქვეყანაში მეტისმეტად აჟიტირებული ფონი შეიქმნა, რაც ჩვენი ნაკრების ფეხბურთელებმა კარგად გაითავისეს და ისე მოინდომეს, იმ დღეს რუსეთზე ბევრად ძლიერ მეტოქესაც დაამარცხებდნენ...

თამაში კი დაძაბულად წარიმართა. ივო შუშაკის გუნდმა მეტოქეზე მეტი შანსი შექმნა და დამსახურებულად მოიგო. მე-12 წუთზე, ლადო ბურდულმა ბურთი გიორგი დემეტრაძეს მარჯვენა ფლანგზე გააყოლა, მან კი საჯარიმოში მიხეილ აშვეთიას უპასა - ამ უკანასკნელმა მცველებთან ბრძოლაში ბურთი შეინარჩუნა და ისევ დემეტრაძეს დაუბრუნა. "დემემ" მაღალი ბურთი ჩააწოდა და მალხაზ ასათიანმა თავურით გაიტანა გამარჯვების გოლი - 1:0.

მალხაზ ასათიანი ნაკრებში 2003 წლიდან თამაშობდა, 30 აპრილს კი პირველად ჩაატარა ოფიციალური მატჩი. იმ დღიდან ასათიანი ეროვნული გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გახდა...

ეს იმდენად მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო, თბილისის "დინამოს" მეპატრონე ბადრი პატარკაციშვილმა ბიჭებს პრემიად 100 ათასი ლარი გადასცა.

ამ თამაშს საქართველოს მოსახლეობა დიდხანს და იმედით ელოდა. ცნობილმა სახეებმა - უცნობმა (გიორგი გაჩეჩილაძე), ნიაზ დიასამიძემ, დათო ტურაშვილმა, ირაკლი კაკაბაძემ, თიკო ფაცაციამ, თამუნა გაბრიელაშვილმა - ეროვნული ნაკრების მხარდამჭერი აქცია გამართეს და გუნდის მაისურები გადაიცვეს.

ვისაც გაუმართლა, სტადიონზე მოხვდა. ცარიელ სკამებზე დროშები იყო, უმეტესობა კი მატჩს ტელევიზორებიდან უცქერდა. მატჩის ტელეტრანსლაცია პირდაპირ ეთერში მიმდინარეობდა, პარალელურად, ვაკის პარკში კი ორი დიდი ეკრანი დამონტაჟდა, სადაც 20 ათასამდე გულშემატკივარი შეიკრიბა:

"ეს იყო ცნობილი სახეების აქცია, ეკრანების დადგმა კი ჩემი და ჩემი მეგობრის იდეა გახლდათ, - ამბობს პაატა ბურჯალიანი, რომელიც 2004-10 წლებში პროფესიული ფეხბურთის ლიგის ერთ-ერთი ხელმძღვანელი გახლდათ, - საქართველოს ნაკრებს ტრიბუნებს მიღმა დარჩენილი გულშემატკივრების მხარდაჭერა სჭირდებოდა.

მაგრამ თითოეულ ეკრანს 7 ათასი დოლარი სჭირდებოდა, ჩვენ კი ამის საშუალება არ გვქონდა. რამდენიმე ბიზნესმენმა ამხელა თანხის გადახდა არ ისურვა, მაშინ ყველა არჩევნებისთვის ემზადებოდა და ასეთი მნიშვნელოვანი საფეხბურთო მატჩით არ დაინტერესდნენ. მატჩამდე ერთ კვირაზე ნაკლები იყო დარჩენილი.

"ნაციონალური მოძრაობა" მიხვდა, რომ ეს პოლიტიკურად მომგებიანი თემა იქნებოდა და ორი ეკრანი უცებ ჩამოიტანეს".

თამაშის შემდეგ საქართველოში ზღვა სიხარულმა დაისადგურა - სტადიონის გარეთ ათასობით ადამიანი ხარობდა, ვაკიდან თავისუფლების მოედნისკენ დაიძრნენ შეძახილებით - "საქართველო, საქართველო!". იყო დროშების ფრიალი და ბოლოს ფოიერვერკი თავისუფლების მოედანზე...

ამ ისტორიას არა წარსულის, არამედ მომავალზე ფიქრით ვწერ და ჩვენი ნაკრების წევრებს მივმართავ - ბიჭებო, ქართველი ხალხის გახარებას მაშინდელივით ცოტა რამ სჭირდება. ეს სიხარული კი ქვეყნის სიყვარულიდან მოდის, რადგან ფეხბურთი უფრო მეტია, ვიდრე უბრალო თამაში.

ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"

• 1

არ მახსოვს, შეგიძლია გამახსენო რა გააკეთა?

• tngh-ს

ეს სპორტული საიტია "პატივცემულო"!!!

• roma bejanidze

ჩვენს ქვეყანაში მანამ არაფერი არ იქნება მაღალ დონეზე, თუნდაც ფეხბურთი, თუნდაც ეკონომიკური თვალთახედვით, სანამ არ დაილევიან კომუნისტებში ნაცხოვრები ადამიანები, ის ხალხი ვისაც შეუძლია ფულის გულისთვის (და ჩვენ კომუნისტების დროს მაგრად ვცხოვრობდით ადამიანები) ქვეყანა და საკუთარი ხალხი გაყიდოს. მე ვარ 1990 წელს დაბადებული ადამიანი და მტკივა საქართველოს ყველა ტკივილი, სპორტის სახეობა რომელიც არ მომწონს, მტკივა რომელ მატჩსაც წავაგებთ. მეცოდება ჩემი თაობის ხალხი რადგან ბაბუების იდეოლოგიით იზრდება და მოსწონს ვიღაცის ნათქვამი საბჭოთაკავშირი კაიაო. ღმერთო დალოცე და გააერთიანე საქართველო. "გლეხი აჭარიდან".

• roma bejanidze

ლაშა შენ ერთ-ერთი იმათგანი ხარ ვინც ნამდვილად შეიძლება ქართველად მოვიხსენიოთ. 10000 % გეთანხმები. ჩვენს ქვეყანაში მანამ არაფერი არ იქნება მაღალ დონეზე, თუნდაც ფეხბურთი, თუნდაც ეკონომიკური თვალთახედვით, სანამ არ დაილევიან კომუნისტებში ნაცხოვრები ადამიანები, ის ხალხი ვისაც შეუძლია ფულის გულისთვის ( ჩვენ კომუნისტების დროს მაგრად ვცხოვრობდით ადამიანები) ქვეყანა და საკუთარი ხალხი გაყიდოს. მე ვარ 1990 წელს დაბადებული ადამიანი და მტკივა საქართველოს ყველა ტკივილი, სპორტის სახეობა რომელიც არ მომწონს, მტკივა რომელ მატჩსაც წავაგებთ. მეცოდება ჩემი თაობის ხალხი რადგან ბაბუების იდეოლოგიით იზრდება და მოსწონს ვიღაცის ნათქვამი საბჭოთაკავშირი კაიაო. ღმერთო დალოცე და გააერთიანე საქართველო. "გლეხი აჭარიდან".

• ჰაჰა

ჩემ სახელს ნუ იყენებ. არ მინდა ვინმემ შენთან გამაიგივოს.

• grishka

ერთი შენ ხარ გიორგი ბრწყინვალე და მეორე მიშაა ,,დიდი ქართვერლი" , თუნდაც , საერთოდ ქართველი . მიშა არც გენეტიკურადაა ქართველი და არც შინაგანად .

• roma

გეთანხმებიიიიიიიიიი 1000 %

• roma

რამდენმა ადამიანმა უყურა თქვენი აზრით ტელევიზორში იმ თამაშს? შუქი იმიტომ ჩაქრა რომ გაუმართავი იყო ყველაფერი, ყველანაირი საზიზღრობა ხდებოდა ქვეყანაში თუ ქვეყანა გვერქვა საერთოდ? ასე რომ ვისაც არ ახსოვს 2003 წლამდე საქართველო საერთოდ ნუ დაწერს რამეს.

• krazana

ქვები და კვერცხები დაუშინესო და სერიოზული არაფერი მომხდარაო, ვაი თქვენს პატრონს

• nini

ახლა ხომ ხართ ძლიერი სახელმწიფო?

• lasha

HAHA-ს ვეთანხმებითუმცა, ერთი რამ დაავიწყდა რომ ადეწერა, საქართველოს ნაკრები გასვლაზეც უგებდა 1-0ს, მაგრამ რატომღაც 3-1 წავაგეთ, მეორე ტაიმში გაჩერდა ჩვენი ნაკრები, ყველაზე ცუდი ჩვენს ნაკრებში და საერთოდ ჩვენს მშობლიურ მიწაზე ის არის რომ --- ბევრ გონია ეს ახალი ფრაზაა თუმცა ეს ფრაზა პირველად დასავლეთ საქართველოში გავრცელდა ახალგაზრდა ბავშვებით ვაჭრობის დროს --- ძალიან სამწუხაროა რომ დღესაც ვერ შევცვალეთ ჩვენი იდეოლოგია, ფრაზა კი --- -----" იყიდება საქართველო" ყველგან და ყველასგან. ზოგს რომელსაც გონია რომ არაფერს ვაშავებ და მე კარგი ქართველი ვარო, მინდა ვუთხრა ეგეთ ადამიანებს - ყველაზე დიდი დანაშაული დუმილია უსამართლობის დროს, ქვეყნის გაჩანაგების დროს სახლში შეკეტვა და გულზე ბრახუნი სხვები ბო--ბი არიან და შვილო შენ კარგი მამა გყავს და მამას დაემსგავსეო(ისე რატომღაც ასეთ დროს ქართველ მამებს დედის როლი, შრომა და პატიოსნება ავიწყდებათ). ანალოგიურიც ფეხბურთის მეორე მატჩზე, მე ნამდვილად ვერ მექნება და სურვილისდამიუხედავად ვერ მოვიძიებ დოკუმენტებს თუმცა დარწმუნებული ვარ რუსეთში მატჩი გაიყიდა, თუ არ გაქვთ ეგ თამაში ნანახი უჯურეთ 1-0ზე რიკოშეტით გავიტანეთ გაგვიმართლა მაგრამ ფეხბურთს ვთამაშობდით და შემდეგ ჩვენი ნაკრები პენსიაზე გავიდა მგონია, არაა საჭირო თამაში 11ვე კაცმა გაყიდოს, მთავარია დაცვა და ნახევარდაცვა, 2-3 ადამიანის მოსყიდვა (ისე მაგ დროს ჩვენი მეკარე ისეთ სეივებს აკეთებდა რომ ჯობდა ისევ ტოგონიძე დაეყენებინათ კარში) და თამაში მოგებულია. ნეტავ ოდესმე ქვეყანამ გამოიძიოს საქართველოს გაყიდული თამაშები, ისიც მაინტერესებს რამდენი მიიღეს იტალია-საფრანგეთისგან იმ მოგებისთვის შოტლანდიას რომ მოუგეს თამაში( მაგ ჯგუფში შოტლანდია გადიოდა ჯგუფიდან საქართველოსთვის რომ მოეგო, საფრანგეთს ორივე თამაში მოუგო და მინიმუმ 2ზე დაამთავრებდა ქვეჯგუფს), ან თუნდაც ყაზახეთთან ფრეზე რამდენი გადაუხადეს როცა იგივე გუნდი უკრაინასთან ფრინავდა და ყაზახეთმა ჩვენთან მის ისტორიაში პირველად გასვლაზე ქულა აიღო შესარჩევში. ყველაზე ადვილი პოსტსაბჭოთა ქვეყნების ფეხბურთელების მოსყიდვაა ადვილი და მათი ფედერაციების გაზრდილები საბჭოთა მენტალიტეტზე და კორუპციაზე, თუ გვინდა რამე ეშველოს ჩვენს ქვეყანას ფეხბურთის ფედერაციიდან სპორტის სამინისტროდან და ოლიმპიური კომიტეტიდან ყველა უნდა განთავისუფლდეს და კადრები შეივსოს 25-30 წლამდე, ის თაობა რომელიც დამოუკიდებელ საქართველოში გაიზარდა,

• ირაკლი

შოთა არველაძის მაშინდელი საქციელი უბრალოდ სამარცხვინო იყო! მანდ გამოჩნდა მისი კაი კაცობა და გუნდის მხარდაჭერა. უბედურება ისაა არავის პასუხი არ მოუთხოვია ამის გამო მისთვის.

• gio

მე თამაშზე ვიყავი უმაღლეს დონეზე ჩაატარა ორივე გუნდმა ჩვენ გაგვიმართლა რომ მოვიგეთ თორემ იმათაც ქონდათ მომენტები

• mes que un club

ეს თამაშიც იმ პროცესების ნაწილი იყო რასაც ვარდების რევოლუცია ქვია...საუკუნეში ერთხელ გაიბრწყინებ და ჩაქრები ესაა ანტიფეხბურთი...დინამოს 1981 წლის გამარჯვებამაც რაღაც მუხტი მისცა იმ პროცესებს რასაც ქვია დამუკიდებლობა,პოლიტიკა და პოლიტიკამ დაამხო ფეხბურთი....და დღესაც ვხედავთ კატალონია დამოუკიდებლობისთვის იბრძვის და მე მგონი ეჭვი არავის ეპარება ბარსა თუ სხვა ჩემპიონატში ითამაშებს ის ბარსა აღარ იქნება

• გიორგი ჯანიკაშვილი

შეეგუეთ იმ აზრს,რომ ,,ნაცებს" უკვე არაფერი ეკითხებათ ამ ქვეყანაშიო! გავიგეთ,მეგობარო,ძალიან კარგად გავიგეთ,მაგრამ ქოცებს მარტო ბიუჯეტის თქვლეფა,ნათესავების დასაქმება,ქეიფი და დროსტარება ევალებათ და მეტი არაფერი? ცოტა მუშაობაც არ გაწყენდათ,მაგრამ თავცარიელებმა რა უნდა გააკეთოთ გაფუჭების გარდა?ჰოდა კი აფუჭებთ ყველაფერს,რაც ხელში მოგხვდებათ.როდემდე უნდა აიღოთ საგარეო თუ საშინაო ვალები?

• გიორგი

"ჩემპიონატის საგზური ჯიბეში ჩაიდო და ისეთ დროს გვეთამასა,როცა ის უკვე არაფერს წყვეტდა." აი ამ წინადადებაზე გიპასუხე. როცა ჩვენ გვეთამაშა, 30-ში (გადადებული თამაში), არაფერი განაღდებული არ ჰქონდა, 6 ქულა ჰქონდა სულ. ამ თამაშის შემდეგ დააგროვეს დამატებით 8 ქულა. შესაძლოა იქ, რუსეთში თამაშში აგერია, რომელიც ბოლოს ითამაშეს.

• oceola

ეგრე იყო. ჩვენ მაგ თამაშში კარისკენ არც ვიხედებოდით.

• oceola

მართლები იყვნენ სამწუხაროდ. მაშინ ნამდვილად არ ვიყავით სახელმწიფო.

• oceola

ჩვენი გადასახადები მაშინ კონკრეტული ჩინოვნიკების ჯიბეში მიდიოდა. რა კეთდებოდა იმ დროს გადასახადებით.

• oceola

გადაამოწმეთ მაინც თქვე დალოცვილებო სანამ ასეთ ჭორებს ააგორებთ. რუსეთს ბოლო ტურამდე არ ჰქონდა განაღდებული ჩემპიონატზე გასვლა და ის თამაში 3-1 მოგვიგეს. ჩვენ ბევრად უფრო მომზადებული შევხვდით ამ გადადებულ თამაშს. ძლიერი ნაკრები გვყავდაო რომ ამბობთ, რა სიძლიერეზეა საუბარი, ზედ გადაგვიარა შვეიცარიამ და ძალიან უღიმღამო თამაშს ვთამაშობდით შუქის გათიშვამდე რუსეთთან.

• გიორგი ჯანიკაშვილი

ერთი მეგობარი აქ აღნიშნავს-ჩვენი ნაკრები არადამაჯერებლად თამაშობდა და კარგი იყო,რომ განათება ჩაქრაო.ძირშივე მცდარია ასეთი დასკვნა.ლოგიკა კი უმარტივესია: ფეხბურთელთა უმეტესობას უნდოდა თამაშის მოგება; ხელისუფლებას,ფედერაციას,მწვრთნელს და ალბათ ფეხბურთელთა მცირე ნაწილს- თამაშის მიცემა.თამაშით გაწოლას მაყურებელთა შიშით ვერ გაბედავდნენ და ამიტომ ჩაიფიქრეს და წარმატებითაც განახორციელეს ,,ტრანსფორმატორების" ისტორია.

• haha

გენაცვალეთ. მალე ვნახავთ მაგათ გათელილს, ისე როგორც დიდოელი ლეკი თელავდა ნაბადს.

• saocaria

საოცარია. ამათ დროს ჩინოვნიკებს 2-ჯერ და 3-ჯერ მეტი ჰქონდათ ოფიციალური შემოსავალი. კიდევ სხვისკენ როგორ იშვერ ხელს?

• fui

რა გჭირს? საქართველოს 22% არ გეყოთ? მთლიანად გინდათ რომ ჩააბაროთ? თუ ჯერ უკრაინას ჩაახუთებთ და მერე აქ დაბრუნდებით.

• გიორგი ჯანიკაშვილი

ჩემი პოსტის კომენტარი გაუკეთებია ბ-ნ გ ი ო რ გ ი ს ,მაგრამ საკმაოდ უსაფუძვლო.როცა გათამაშება კალენდრის შესაბამისად მიდის-ლოგიკურად მხოლოდ მაშინ შეიძლება ჩაითვალოს გუნდების მიერ მიღწეული შედეგები.გრაფიკით რომ გვეთამაშა და რუსეთის ნაკრები თავის დროზე დაგვემარცხებინა-როგორი შედეგი გვექნებოდა ჩვენ ამას რატომ არ აანალიზებთ?რა შედეგი ექნებოდათ რუსებს იმ შემთხვევაში? რუსებმა წაგება თავიდან აიცილეს,ჩვენთან უთამაშებლად გონებაში 3 ქულა თავისად ჩათვალეს და მას შემდეგ რაც უნდოდათ და გასასვლელად ეყოფოდათ-აიღეს,ჩვენთან კი გამარჯვებულის რანგში თავისუფლად-ფსიქოლოგიური სტრესის გარეშე ითამაშეს და და პლეი-ოფშიც გავიდნენ.გადადებულ მატჩში დარწმუნებული ვარ რომ დასჭირვებოდათ 3 ქულა-ჩვენები გაუწვებოდნენ და მისცემდნენ.არადა ჩვენ მაშინ ძალიან ძლიერი ნაკრები გვყავდა და წესით [პლეი ოფში მაინც] ჩვენ უნდა გავსულიყავით და არა რუსეთი.[რაც შეეხება ჯიბის დანის კუთხურის ალამთან გადმოგდებას,შორსმდგომი მსაჯის მყისიერ რეაქციას და თამაშის შეწყვეტას-იყო მსოფლიოს საცირკო სანახაობის შედევრი].

• გიორგი

კარგი მსჯელობა იყო, მომეწონა. მაგრამ მერე გადავამოწმე ცხრილი და აღმოჩნდა რო 2003 წლის 30 აგვისტოს თამაშამდე 6 ქულა ჰქონდათ ღრუსებს. მერე ჩვემთან წააგეს და მაგის მერე მოიპოვეს 8 ქულა. საბოლოოდ დააგროვეს 14 ქულა და მოხვდნენ პლეიოფში.

• გიორგი ჯანიკაშვილი

თითქმის ყველა კომენტარი წავიკითხე და ნამდვილი მიზეზი არავის უხსენებია.სინამდვილეში გათამაშების კალედარი ჩვენი ქვეჯგუფისთვის რუსების პირველი წაგებული თამაშისთანავე უვარგისი და მიუღებელი აღმოჩნდა.დიდი იყო ალბათობა,რომ ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ისინი ვერ გავიდოდნენ.თანაც თუ თბილისშიც წააგებდნენ-კატასტროფასთან ერთად დიდ სირცხვილსაც იგემებდნენ.საჭირო გახდა თბილისური მატჩის გადატანა იმ მომენტამდე,სანამ რუსები იოლ ლთამაშებს მოითავებდნენ და თავს ქუდში დაიგულებენ.მერაბ ჟორდანიამ და ვლადიმერ გუცაევმა მატჩი ჩაშალეს,რუსეთმა საქართველოს ძლიერი ნაკრების მაგიერ ჩემპიონატის საგზური ჯიბეში ჩაიდო და ისეთ დროს გვეთამასა,როცა ის უკვე არაფერს წყვეტდა.რუსეთის ფეხბურთის ფედერაციამ გონიერება გამოიჩინაო-რომ სწერს ავტორი,უნდა ვუთხრა: გონიერება კოლოსკოვმა თავისი ნაკრების გადასარჩენად გამოიყენა და მანქურთმა ჟორდანიამ და გუცაევმა-მათი მიზნის მისაღწევად უღალატეს საქართველოს ინტერესებს.თუ ვინმეს დააინტერესებს-ნახოს იმ გათამაშების ცხრილი,მიმდინარე შედეგები,გაანალიზოს და თავად დაინახავს,რომ შემთხვევით არაფერი მომხდარა და შევარდნაძე ხომ საერთოდ არაფერ შუაში იყო.კოლოსკოვი კი ფიფას ვიცე-პრეზიდენტი იყო და თავის ნებაზე ატრიალებდა ყველაფერს.

• დათო

ნაცებმა კი არა ჩვენ ხალხმა დავაყენეთ ეს ეკრანები ანუ ჩვენი გადასასახადებიან დაფინანსდა და საკრებულოს მეტი რა დარჩენოდა ფული გახარჯა.

• niko

საქართველოს ნაკრებს იმიტომ არ ეშველა რომ არველაძემ რაც ქნა სხვადასხვა ფორმებში ბევრს გაუკეთებია, არ აქვთ სამშობლოს აღქმის უნარი.

• tngh

სინამდვილე ის არის, რომ მიხაილომ საქართველოს ტერიტორიების 22% დაკარგა, თვითონ კი თვითმფრინავის ხმის გაგონებაზე გორიდან ხოხვით მოჰკურცხლა. ფეხბურტელთა გუნდმა კი, ის თამაში სავსებით დამსახურებულად მოიგო.

• tngh

საბედნიეროდ, ორივე თამაშზე ვიყავი. ნუ ცდილობთ ეხლა პოლიტიზირებას. რასაკვირველია, იყო გარკვეული დაძაბულობა, მაგრამ გამარჯვების შემდეგ არც "ნაცები" და არც "მოქკავშირი" არავის არ ახსოვდა. ლაპარაკი იყო შუშაკზე, ასათიანზე, კალაძეზე, კვირკველიაზე...

• ტოტო

დიახაც!ნაციონალური მოძრაობა ყოველთ- ვის ავანგარდში იყო და არის, ქართულ ეროვნულ საქმეებში! არა ივანიშვილის დარად რუსების "გოშიად"იქცევა!სანამ ეს რუსული ძალა, არ მოშორდება ქართულ პოლი- ტიკას მანამ რუსული პოლიტიკის გავ- ლენა არ მოშორდება საქართველოს!

• zaza

მაგარი ცინიკური კომენტარები ქონდათ რუსებს-,,ვო გოსუდარსტვო ბ..,,.არშემდგარი სახელწიფო იყო საქართველო ,ეს ყველგან,ყველა სფეროში იყო და .ის ხელისუფლება,რომ დარჩენილიყო ან დღევანდელი მოსულიყო 2003წელს,დღესაც იგივე სიბნელეში ვიჯდებოდით(..ან ავტორს რა გაუკვირდა ,რომ შუქი გამოირთო?სახლში ქონდა შუქი ავტორს?ან გაიკითხოს,საქართველოს პროვინციებში რამდენი საათი მიეწოდებოდა ელექტროენერგია.

• გიზო

მაგარი თამაში იყო, რუსებმააც მაგრად ითამაშეს

• laSha

მე მაგ თამაშს სტადიონზე ვუყურებდი და ქარტველები მაგ თამაშის მომგებები არ ჩანდნენ, ხოდა ვიღაც ჯიგარმა ჩააქრო. ახლა სტატისტიკას თუ გადახედავტ, შეიძლება თანაბარი თამაში იყო, მარა ვიმეორებ, ქარტველები ძალიან არადამაჯერებლად თამ,აშობდნენ, და კიდევ კარგი ჩაქვრა. მეორე თამაშზე ჩვენები უკეტ გამოიყურებოდნენ და კიდევაც შევუგდეთ

• zaza

P.S. არავის არაფერი არ აწყობდა, ჩაქვრა რაა!

• სინამდვილე

სტადიონის ცარიელ ადგილებზე ორი დროშა საქართველოს 3 ფეროვანვანი და მაშინდელი ნაცმოძრაობის 5 ჯვრიანი დიდი დროშები ასევე ვაკის პარკში დიდი ეკრანების დაყენება პირადად მიშას,დიდი ქართველის დამსახურებაა.ასეთი პატრიოტული აზრები პრემიაჭამია,გაუმაძღარ ოცნებისტებს არასოდეს მოუვათ.

• 41

ნაციონალებს ამ ქვეყანაში არაფერი ესაქმებათ!!!...ეს კარგად დაიმახსოვრეთ...

• თემო

ნაციონალური მოძრაობა რა შუაშია? ქალაქის საკრებულომ დააყენა ეკრანები (სხვა საქმეა, რომ საკრებულოში უმრავლესობა ნაციონალურ მოძრაობას ჰქონდა). არჩევნებამდეც 5 თვე იყო დარჩენილი. სპორტული გაზეთი ხართ თუ ქართული ოცნების ფილიალი, ნაციონალური მოძრაობის მეტი რომ საქმე არ გაქვთ გაზეთში?

• ბექა

ძალიან კარგი სტატიაა და კარგი იქნება თუ განაგრძობთ ასეთი სტატიების წერას... გავიხსენოთ დიდი გამარჯვებები ყველა სპორტში !

გურამ კაშიამ და ნიკა კვეკვესკირმა ფეხბურთის ფედერაციას თხოვნით მიმართეს

კაბო-ვერდესთან საქართველოს ნაკრების მატჩზე ყველა ბილეთი გაიყიდა

"ქართველ ფეხბურთელებს რუსეთთან თამაშის გამბედაობა არ ეყოფათ" - ამბობს დუმის დეპუტატი

20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან

თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები

"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე

ხვიჩას დაჯილდოება, მიქაუტაძისა და დავითაშვილის გადამწყვეტი მატჩი და სხვა ამბები

[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი

[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა

ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა

მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ

მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს

"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა

პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს

"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი

სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან

ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს

"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა

"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ

"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი

უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა

კვლავ ფორმაშია! - შოთა არველაძემ მადრიდის "რეალს" გაუტანა [VIDEO]

"ეს საქართველოს ნაკრების ისტორიაში მთავარი მატჩია" - დემეტრაძე პორტუგალიასთან დაპირისპირებაზე

ახრიკ ცვეიბა: არაფერია კრიმინალური, მარადიშვილი საქართველოს ნაკრებში უნდა წავიდეს

"არველაძე "ტრაბზონსპორში" ბრუნდება, თუმცა არა მწვრთნელის რანგში" - რას წერს თურქი ჟურნალისტი

ლადო ბურდული: ძალიან არ მსიამოვნებს ამის თქმა, მაგრამ "ყარაბაღი" ფავორიტია...

[სპეციალისტის აზრით] "ჩიხურამ" და "ბათუმმა" კარი როგორმე "მშრალად" უნდა შეინახონ

"არსენალს" მისი დამატება სურდა, მალხაზის წინაშე დამნაშავე ვარ" - მოსკოვის "ლოკომოტივის" ყოფილი პრეზიდენტი დეტალებზე საუბრობს

მიხეილ აშვეთია "სამგურალში" იმუშავებს

ქართველები ვარსკვლავთა მატჩში - სავარაუდო შემადგენლობა

არშავინს საქართველოსა და რუსეთის ლეგენდების მატჩის გამართვა უნდა და შეხვედრის ჩატარების ვარიანტად თბილისს განიხილავს - "არსენალის" ყოფილი ფეხბურთელის ამ ინიციატივას დემეტრაძემ და კავაზაშვილმა უპასუხეს

"თამაშის სტილით ყიფიანს შევადარებდი" - მიხეილ აშვეთია ხვიჩა კვარაცხელიაზე

16 წელი ისტორიული გამარჯვებიდან - 2003 წლის 30 აპრილი. საქართველო-რუსეთი 1:0 [VIDEO+PHOTO]

ვიტალი დარასელიას თასი: ეს მარცხი არ არის კატასტროფა, მაგრამ... [VIDEO]

Brabants Dagblad: ჰოლანდიის "დენ ბოსხს" მერაბ ჟორდანიას შვილი ყიდულობს

ალექსანდრე ჩივაძე: გული მხოლოდ იმაზე მწყდება...

მერაბ ჟორდანია ადასტურებს, ოღონდ აზუსტებს: "დენ ბოშის" ყიდვა არა ლევანს, არამედ კახი ჟორდანიას სურს

ახრიკ ცვეიბა 50 - ქართველების მეგობარი

ლადო ბურდული: შეიძლება, ფეხბურთელებს ეს აღარც ახსოვდეთ...

soccer.ru: რუსეთის ჩემპიონატის 10 ყველაზე რეიტინგული ქართველი - ბრწყინვალეები, ჩემპიონები, ბომბარდირები, სიმბოლო და ჯარისკაცი

"სააკაშვილი გიჟი, ნაძირალა და ავადმყოფია! ციხეში ყოველივე ეს ჩემი თვალით ვნახე..." - დემეტრაძემ პატიმრობის პერიოდი გაიხსენა

რუსეთის დამარცხება ასათიანის გოლით, "ბარსელონასთან" მოგება... - ინტერვიუ ფოთის "კოლხეთის" მწვრთნელთან...

"სამგურალს" მიხეილ აშვეთია გაწვრთნის

მერაბ ჟორდანია "აუსტრიას" შეიძენს - მისი ვაჟი კი უკვე გუნდში ჩაირიცხა

"თუ შემოთავაზება იქნება, განვიხილავ" - მიხეილ აშვეთია რუსული კლუბების შესაძლო ჩაბარებაზე

ახრიკ ცვეიბას ისტორიები ჩელებაძეზე: რეზო ფიქრობდა, თბილისში ჩავალ, "ვოლგას" მაჩუქებენ და ხელისგულზე მატარებენო, მაგრამ...

[ექსკლუზივი] რომან ფიფია: ისეთი ლეგიონერები ჩამოვლენ, გაგიხარდებათ!..

"ბოდიში და ჩისკოს დედა არ ვატირე?! ეს არის ფსკერი და ნაგავი" - მერაბ ჟორდანიამ "დინამოს" გამოსვლა სკანდალურად შეაფასა

"ტორინოსთან" მატჩის შემდეგ მირეკავს ლეგენდარული ჩირო ფერარა და "კვარაზე" მეუბნება... - მერაბ ჟორდანია

"ხვიჩას გარეშე "ნაპოლი" სოფლის გუნდია" - მერაბ ჟორდანია

აშვეთიამ "სამგურალის" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა

ცნობილია, იმუშავებს თუ არა შოთა არველაძე "ტრაბზონსპორში"

ასათიანი "ლოკომოტივის" XXI საუკუნის 10 საუკეთესო ტრანსფერში

"მე არაბიძეს გამოვიძახებდი და შანსს მივცემდი" - დემეტრაძე საქართველოს ნაკრებსა და ვილი სანიოლზე

შოთა არველაძე: მამარდაშვილის "ლივერპულში" წასვლა კოსმოსში გაფრენას ჰგავს

მიხეილ აშვეთია: "სამგურალში" ყველა ლიდერია - თბილისის "დინამოსთან" მატჩს წყალტუბოში ჩავატარებთ

"ისეთები გვითხრა, მზად ვიყავით რუსეთის ნაკრები შეგვეჭამა!" - ლადო ბურდულმა მოჰყვა, როგორ აუმაღლა ივო შუშაკმა მოტივაცია საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს რუსეთთან მატჩამდე

სიჩიოვი: ქართულ რესტორანში დანახარჯს ყოველთვის ასათიანი იხდიდა - ჯანაშია დიეტურ მაგიდაზე მწვანილს მიირთმევდა

"საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები ვერ ახდენენ საკუთარი თავის 100 %-ით რეალიზებას"

"თავისი ტალანტის მხოლოდ 50% გამოიყენა" - მალხაზ ასათიანმა ერთმანეთს კვარაცხელია და ანანიძე შეადარა

ᓠᓣᕡᕔᓑᓘ ᕡᕐᓑᓐ ᓙᕕᕘ

[ლელოს სტუმარი] "შესაძლოა, იმიტომაც, რომ თავმდაბალი ვარ...."

მალხაზ ასათიანი: ამერიკელებმა ბევრი საზიზღრობა ჩაიდინეს - ვისურვებდი, რუსი სპორტსმენები საერთაშორისო არენაზე დაბრუნდნენ

სიახლე იწყება საქართველოდან: "სკოლა + სპორტი + პოლიცია"

"საბერძნეთზე უკეთესი შანსი გვაქვს, რადგან..." - დემეტრაძემ ფინალურ შეხვედრაზე ისაუბრა

დემეტრაძე: მამარდაშვილმა დაიმსახურა და მალე "ლივერპულში" იქნება

ახრიკ ცვეიბა: ეს ქართველი ფეხბურთელების მხრიდან ამაზრზენი აქცია იყო

"გიოს და "კვარას "ვუსურვებ, რომ ნაკრებში, გოლების რეკორდი წელსვე გააუმჯობესონ" - შოთა არველაძე

"მადლობა იმ სიამაყისთვის, რომელიც მოგვანიჭეთ" - შოთა არველაძე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების გამოსვლას ეხმაურება