"ქუთაისს" "დინამოსთან" დღეს, 18 მაისს, კიდევ ერთი გამოცდა ელის
ფინალური სერიის პირველი მატჩის საყურებლად ქუთაისის სპორტის სასახლეში იმაზე ორჯერ მეტი გულშემატკივარი მივიდა, ვიდრე ქორქიასა და საკანდელიძის სახელობის დარბაზის ტრიბუნები იტევს. ვინც დრო გამონახა და მატჩის დაწყებამდე 1-2 საათით ადრე შეძლო სპორტის სასახლეში მისვლა, გაუმართლა; აი, ოდნავ მოგვიანებით მისული გულშემატკივრებიდან კი, სამწუხაროდ, ზოგიერთმა საერთოდ ვერ მოახერხა დარბაზში შეღწევა.

"ქუთაისის" ფანებმა ტრიბუნებზე ნამდვილი ცეცხლი დაანთეს და მატჩის ბოლომდე ენერგიულად გულშემატკივრობდნენ საყვარელ გუნდს.

როგორც მოსალოდნელი იყო, შეხვედრა საინტერესო და სანახაობრივი გამოდგა. მართალია, "ქუთაისმა" საბოლოოდ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა და სერიაში დაწინაურდა, მაგრამ შეხვედრას დაძაბულობა ბოლო წუთამდე არ მოჰკლებია.

ამ სეზონში "ქუთაისი" "დინამოს" უკვე მეხუთედ შეხვდა და ხუთივეჯერ დაამარცხა, მაგრამ მთავარი მოვლენები ჯერ კიდევ წინაა. ახლა კი თავად მატჩის შესახებ.

დებიუტში გიორგი შარაბიძის შედეგიანი შეტევების შედეგად "დინამო" დაწინაურდა, თუმცა ქუთაისელებმა უპირატესობა მალევე მოიპოვეს. განსაკუთრებით, გიგი ბარბაქაძის ნაყოფიერი თამაშია აღსანიშნავი, რომელმაც ორი სამქულიანითა და ერთი ორქულიანით ზედიზედ 8 ქულა მოაგროვა და პირველი პერიოდის მიწურულს "ქუთაისი" 6 ქულით დააწინაურა - 16:10.

მასპინძლებს უპირატესობის გაზრდაც მართებდათ, მაგრამ პირიქით კი მოხდა. შესანიშნავად ათამაშდა თბილისელთა ლეგიონერი მაქსიმ კოვაჩევიჩი, რომელმაც ზუსტი სამქულიანი და ორქულიანი სროლებით სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა - 16:15.

კოვაჩევიჩმა კიდევ უფრო უკეთ ჩაატარა მეორე მეოთხედი. როგორც კი მასპინძლები დაწინაურდებოდნენ, იგი საკუთარ თავზე იღებდა თამაშს და კვლავ სტუმრები გაჰყავდა წინ. კოვაჩევიჩმა აღნიშნულ ათწუთეულში 3 სამქულიანი ჩააგდო. დიდწილად, სწორედ მისი და შარაბიძის კარგი თამაშის წყალობით დიდ შესვენებაზე "დინამო" 4-ქულიანი უპირატესობით გავიდა - 35:39. ბარემ აქვე ვთქვათ, რომ მომდევნო ორ მეოთხედში ქუთაისელებმა კოვაჩევიჩის განეიტრალება შეძლეს. მას სროლებიც აღარ წაუვიდა და ეს "დინამოს" თამაშსაც დაეტყო.

კოტე ტუღუშის გუნდმა მეორე ტაიმი აღმავლობით დაიწყო. ბექა ბექაურმა და ზაურ ფაშაევმა პერიმეტრიდან ზუსტად ისროლეს. ამას ბექას 2+1 და გიგი ბარბაქაძის ზუსტი სამქულიანიც მოჰყვა. ქუთაისელთა გარჯამ შედეგი გამოიღო - ახლა ისინი დაწინაურდნენ - 47:45.

ამის შემდეგ თამაში ქულა-ქულაში გაგრძელდა. ხან ერთი გუნდი გადიოდა წინ, ხან მეორე. ბოლოს მაინც მასპინძლებმა იძალეს. ბექაურის, მათიაშვილისა და ბოისას ქულებით გადამწყვეტ მეოთხედამდე ისინი 4 ქულით დაწინაურდნენ - 58:54

მეოთხე რაუნდში თბილისელებმა შარაბიძის ორქულიანით შეძლეს ანგარიშის გათანაბრება - 62:62, მაგრამ ბექაურმა მეხუთე პერსონალურის მიღებამდე მნიშვნელოვანი ორქულიანის ჩაგდება მოასწრო, რასაც ფაშაევის მეტად საჭირო სამქულიანიც დაემატა - 67:62. ამ ეპიზოდიდან ბოლო წუთებამდე კოტე ტუღუშის შეგირდებმა უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვეს და შეხვედრა ლოგიკურ გამარჯვებამდე მიიყვანეს.

გამარჯვებული გუნდიდან საუკეთესო ბექა ბექაური იყო, რომელმაც 17 ქულითა და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა. ამასთან, მან 6 შედეგიანი გადაცემაც მიითვალა. 12-12 ქულა დააგროვეს რიჩარდ მათიაშვილმა, გიორგი ბარბაქაძემ და ჯონ ბრიტონმა. ამერიკელმა ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა და მისი კარგი გარჯა გუნდს მნიშვნელოვნად დაეხმარა.

დინამოელთაგან საუკეთესო 17 ქულითა და 9 მოხსნით გიორგი შარაბიძე იყო, 18 ქულა დააგროვა კოვაჩევიჩმა, თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, ეს კალათბურთელი პირველ ტაიმში უფრო აქტიური იყო.

ფინალურ სერიაში დაწინაურებულ "ქუთაისს" "დინამოსთან" დღეს, 18 მაისს, კიდევ ერთი გამოცდა ელის. მატჩი ქუთაისში 16:00 საათზე დაიწყება.

სუპერლიგა. ფინალი

17 მაისი, ქუთაისი

ქუთაისი-დინამო 73:65

16:15, 19:24, 23:15, 15:11

სერია - 1:0

ქუთაისი: ბოისა (2ქ), ფაშაევი (6ქ, 6მ), ცეკვავა (6ქ), მათიაშვილი (12ქ), ბექაური (17ქ, 10მ, 6პ), ქადარია (4ქ, 6მ), ბრიტონი (12ქ, 6მ), გ. ბარბაქაძე (12ქ), მიკულიჩი (2ქ).

დინამო: შარაბიძე (17ქ, 9მ), მაჩალაძე, გოგოძე (11ქ, 6მ), მაკალპი (4ქ), კოვაჩევიჩი (18ქ), მაილსი (4ქ), ბაქრაძე, სანაძე, შვანგირაძე (2ქ), ბერიშვილი (5ქ), ტატუნაშვილი (4ქ).

მსაჯები: მ. კუპატაძე, ი. ბერიშვილი, დ. ბერიშვილი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ანატოლი
ტბილისის ტელევიზია იგნორს უკეტებს კალატბურტს, და არ ტრანსლირებს ამ პლეოფის კარგ ხილვას.
დუდუ დადიანის მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ
დუდუ დადიანის მემორიალის 24-ე გათამაშება ოლიმპიურ სასახლეში დაიწყო
ასაკობრივი ჩემპიონატების მონაწილე გუნდებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
ტერ შტეგენი პრემიერლიგის გრანდების სამიზნეა - სად გააგრძელებს კარიერას გერმანელი?
ფიბა-მ ქართველი მსაჯები და კომისარი მატჩებით დატვირთა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, საფრანგეთის ლიგა 1-ის გუნდი ჩაიბაროს
ლორენცო ინსინიე შესაძლოა, იტალიის სერია A-ს დაუბრუნდეს
ენდრიკს ალონსო არ ათამაშებს და ბრაზილიელს პრემიერ ლიგის ვარიანტი გამოუჩნდა
"ნაპოლი" "მანჩესტერ იუნაიტედის" კიდევ ერთი ფორვარდის დამატებას გეგმავს
"აინტრახტი" მორიგ დიდ შემოსავალს ელის - კლუბი უზუნს 80 მილიონზე ნაკლებად არ გაუშვებს
U21 | პირველი ვარჯიში რიგაში და იძულებითი ცვლილება შემადგენლობაში
ოქტომბრის მატჩებისთვის მზადება დაიწყო | ნაკრები ალიკანტეში შეიკრიბა
"სწორედ ეს მჭირდებოდა, ნეაპოლი საცხოვრებლად შესანიშნავი ადგილია" - ჰოილუნდი "პარტენოპეიში" ბედნიერია
"კილიანი მსოფლიოში საუკეთესო გახდება, მას ზურგს შესანიშნავი გუნდი უმაგრებს" - რაფა ნადალმა ფრანგზე ისაუბრა
"გოჩოლეიშვილის პროგრესი აშკარაა" - რას წერს გერმანული გამოცემა ქართველ მცველზე?
პსჟ "ბარსელონას" ახალგაზრდა შემტევის შეძენას ცდილობს
"კაირატის" გულშემატკივარმა "რეალთან" მატჩის ბილეთში BMW გაცვალა
ვიერიმ "სან სიროს" დანგრევასა და მის ადგილას ახალი სტადიონის აშენებაზე ისაუბრა
"ყველა მწვრთნელს ვახშამზე დავპატიჟებ" - გვარდიოლას პრემიერ ლიგაში 250 გამარჯვება დაუგროვდა
ამის გამო ესპანეთის ნაკრებში თამაშზე უარს აცხადებდა - ვინ შეცვლის საქართველოსთან და ბულგარეთთან მატჩში ტრავმირებულ ლამინ იამალს
გიორგი შერმადინის 25-ე MVP და ესპანეთის ჩემპიონატის რეკორდი!
ოფიციალურად: "რეინჯერსმა" მთავარი მწვრთნელი გაანთავისუფლა
"მინდა გვარდიოლამ ესპანეთის ნაკრები ჩაიბაროს" - დავიდ სილვა
სუპერლიგა. ფინალი. III მატჩი: "ქუთაისი" ჩემპიონობას თბილისში მიუახლოვდა
სუპერლიგა. პლეი ოფი: "დინამო" და "ქუთაისი" დაწინაურდნენ
ქუთაისელებმა წარუმატებელი სერია "ოლიმპის" ძლევით შეწყვიტეს
ქუთაისში ზურაბ საკანდელიძის და მიხეილ ქორქიას მემორიალი დაიწყო
სუპერლიგა 2016/17. XXVII ტური: ჩლაიძის ოქროს სამქულიანი
ირაკლი ხოშტარია: ყველაზე რთული მეტოქე გვერგო - ესპანური გუნდი
სუპერლიგა 2016/17. პლეი ოფი: "ქუთაისს" ფინალამდე ერთი მოგება აშორებს
სუპერლიგა. IV ტური: ჩემპიონი წინ მიიწევს
Geo Team: არაბიძემ "ულსანი" დატოვა
სუპერლიგა. ფინალური სერია. II მატჩი: "დინამოს" რევანში
ქორქია-საკანდელიძის მემორიალი: სუპერლიგელთმმუსვრელი
კოტე ტუღუში: ქუთაისში ჩემპიონობისთვის ჩამოვედი
კოტე ტუღუში და ირაკლი ძიძიგური, შესაბამისად, 18 და 20-წლამდელთა ნაკრებების მთავარ მწვრთნელებად დაინიშნენ
სუპერლიგის რეგულარული სეზონის ბოლო მატჩი ტყიბულში გაიმართა
საქართველოს კალათბურთელთა B ნაკრები პოლონეთის B ნაკრებთან 36 ქულის სხვაობით დამარცხდა
კოტე ტუღუში და ირაკლი ძიძიგური 18 და 20-წლამდელთა ნაკრებების მთავარ მწვრთნელებად დაინიშნენ
საქართველოს ნაკრების სასტარტო ხუთეული - ვის აირჩევს ილიას ზუროსი?
დინამო VS ხუვენტუდი - ახალი ისტორიის დასაწყისი
"ქუთაისი" საქართველოს თასის ნახევარფინალში იოლად გავიდა
დინამო-სოხუმი 85:59 - საქართველოს თასის მფლობელი "დინამოა"!
საკალათბურთო კლუბ "დინამოში" პირველი ლეგიონერი გამოჩნდა
ქუთაისი-ბათუმი 73:74 - კიდევ ერთი ვნებათაღელვა ქუთაისში
სუპერლიგა 2016/17. VIII ტური: გულშემატკივრობა გარედან, რევანში შიგნიდან
კოტე ტუღუში: ისრაელის მათსავე პარკეტზე დამარცხება გაგვიჭირდება
საქართველოს თასი. 1/2-ფინალი: სუპერლიგის ლიდერები თასმაც გამოკვეთა
სპეციალისტის თვალით: ამ ყველაფრის ერთობლიობამ შექმნა დღევანდელი გოგა ბითაძე
სუპერლიგა 2016-17. III ტური: დღეს სტუმარია ის ჩემი...
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა 4-მა კალათბურთელმა დატოვა
სუპერლიგა 2016/17. XXIII ტური: "კაკტუსი" "სოხუმს" დაეწია
სუპერლიგა 2016/17. XVIII ტური: "ქუთაისმა" "ოლიმპს" ისევ მოუგო
საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგა: "დინამო" სრულად დაკომპლექტდა
სუპერლიგა. X ტური: ორი მატჩის ერთი სცენარისტი
საკალათბურთო სუპერლიგის პლეი აუტი საინტერესოდ დაიწყო
სუპერლიგა. ფინალი. V მატჩი: გამარჯვების დღე ქუთაისში [VIDEO+PHOTO]
საქართველოს თასის ფინალი 3 მაისს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება
სუპერლიგა 2016/17. პლეი ოფი: "ქუთაისმა" "კაკტუსის" ეკლებს გაუძლო
სუპერლიგა. XXVI ტური: "დინამოს" პლეი ოფი, ბარბაქაძის 35