დღეს "უმცროსი ბორჯღალოსნები" მანჩესტერში მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის პირველ მატჩს გამართავენ
დღეს, 7 ივნისს, ინგლისურ მანჩესტერში მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი დაიწყება, რომელშიც პლანეტის 12 უძლიერესი 21 წლამდე მორაგბეთა ნაკრები იასპარეზებს.

საქართველოს ნაკრები, რომელიც პირველად თამაშობს ამ დონის ტურნირზე, პირველ მატჩში მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს, ახალი ზელანდიის ახალგაზრდულ ნაკრებს დაუპირისპირდება. თამაში "ეი ჯეი ბელ სთედიუმზე" თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ ტელერეპორტაჟს "საზოგადოებრივი მაუწყებლის" მეორე არხი წარმოადგენს.

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილია მაისურაძემ საბრძოლო რაზმი დაასახელა და ოპტიმისტურად არის განწყობილი, რის საფუძველსაც ბიჭების ფიზიკური და მენტალური მდგომარეობა აძლევს.

"აკლიმატიზაციას დრო დასჭირდა და ამიტომ პირველი ორი დღე ძალების აღდგენას დავუთმეთ. შემდეგ კი მაქსიმალურად შევამცირეთ ვარჯიშების დრო, რათა ბიჭებმა დააგროვონ ენერგია. ახლა ჩვენი ამოცანაა, გავიმეოროთ ტაქტიკური მონახაზები და მაქსიმალურად დავასვენოთ ისინი.

ტურნირის რეჟიმი მნიშვნელოვნად განსხვავდება მოსამზადებელი პერიოდისგან. შესაბამისად, მნიშვნელოვანია დეტალების დახვეწაზე მუშაობა, რათა ბიჭები თამაშამდე არ გადაიღალონ. პატარა დოზებით მიმდინარეობს უნარების და ჩვენი სისტემების, შეტევისა და დაცვის დეტალების დახვეწა, რაც მუდმივი პროცესია.

ვეთამაშებით მსოფლიო ჩემპიონს და ბიჭები ძალზე მოტივირებულნი არიან. მიუხედავად იმისა, რომ ახალი ზელანდია მსოფლიო ჩემპიონია, არ მეგულება მწვრთნელი ან მოთამაშე, ვინც წინასწარ წასაგებად გადის მოედანზე. უპირატესობა, რა თქმა უნდა, მათ მხარეს იქნება, რაც ჩვენთვის კარგიც არის.

გავაკეთეთ ანალიზი, შეძლებისდაგვარად შევისწავლეთ მეტოქის სუსტი და ძლიერი მხარეები და ამის მიხედვით მოვემზადეთ. ვეცდებით, მაქსიმალურად დავუპირისპიროთ ჩვენი ძლიერი მხარეები და ვნახოთ, ბიჭები როგორ იმოქმედებენ კრიტიკულ სიტუაციებში. ამაზე ძალიან ბევრი რამაა დამოკიდებული.

ამ თამაშში მნიშვნელოვანი იქნება, რომ გუნდმა ზედმიწევნით შეასრულოს დავალება შერკინებასა და დერეფანში, მოვიპოვოთ უპირატესობა ამ კომპონენტებში და მაქსიმალურად შევუშალოთ ხელი მოწინააღმდეგეს. ახალზელანდიელები ღია თამაშში ძალიან კარგები არიან. ამიტომ დრო და სივრცე უნდა შევუზღუდოთ და შეძლებისდაგვარად, არ უნდა მივცეთ მეტი სათამაშო დრო და მანძილი. ტექნიკურად ძალიან ძლიერები არიან და შეიძლება ერთი-ერთზე ბრძოლისას უპირატესობას მიაღწიონ. ბურთი უნდა შევინარჩუნოთ და ყველაფერი ტექნიკურად კარგად შევასრულოთ.

პირველ ხაზში რა შემადგენლობითაც დავიწყებთ თამაშს, მასზე არანაკლები პირველი ხაზი გვეყოლება მარქაფაში. მეორე და მესამე ხაზშიც უფრო მეტ იმპულსს შევიტანთ თამაშში. ბექა გორგაძე და გიორგი ჯავახია მეორე სუნთქვას შეგვმატებენ შეცვლაზე.

თავისი გამოცდილებით, თავდაჯერებით და უნარებით ვასილ ლობჟანიძე ძალიან ეფექტური იქნება. დარწმუნებული ვარ, რომ ლობჟანიძე ძალიან კარგად ითამაშებს და გუნდს სათანადოდ წარუძღვება.

ცენტრში ძალიან ეფექტური დაცვის მოთამაშე და, ამავდროულად, ხაზის კარგი გამჭრელი გვყავს - სანდრო ილურიძე, ხოლო მეორე შუამარბი გიორგი კოშაძე, ძალიან კარგი მოაზროვნე მორაგბეა და ჩვენს გუნდში, ფაქტობრივად, "ხაზის ტვინს" წარმოადგენს".

"საქართველოს პირველად ვეთამაშებით და ვიცით, რომ არ მოერიდებიან ფიზიკურ კონტაქტს, ძლიერად ითამაშებენ, შერკინებაში მაგრად მოგვაწვებიან და ალბათ, ისეთი თამაში მოგვიწევს, როგორც არგენტინის ან საფრანგეთის წინააღმდეგ.

ქართველები დიდები და ღონიერები არიან. შერკინებაში ბერძნულ-რომაული ჭიდაობის მსგავსი თამაში გვექნება", - განაცხადა ყოფილმა "ოლ ბლექმა", ახალი ზელანდიის 20-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სქოთ რობერთსონმა, რომელმაც სამატჩო რაზმში სუპერრაგბის ხუთი მოთამაშე დაასახელა.

საქართველო:

15. ირაკლი სვანიძე (ჯიქი), 14. დავით მესხი (არმია), 13. გიორგი კოშაძე (ხარები), 12. სანდრო ილურიძე (აკადემია), 11. სანდრო მერკვილიშვილი (არმია), 10. დავით მოძღვრიშვილი (აკადემია), 9. ვასილ ლობჟანიძე (არმაზი). 1. ნიკა ნეფარიძე (კლერმონ), 2. ლაშა საჯაია (ჯიქი), 3. გიორგი მელიქიძე (სტად ფრანსე), 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (აია), 5. დემურ ეფრემიძე (ყოჩები), 6. ირაკლი ცხადაძე (არმაზი), 7. გიორგი ცუცქირიძე (ბრივი), 8. ოთარ გიორგაძე (კლერმონ)

16. თორნიკე მატარაძე (აია), 17. გიორგი ხუროშვილი (არმაზი), 18. ლაშა ტაბიძე (ბორდო), 19. გიორგი ჯავახია (ლიონი), 20. ბექა გორგაძე (მონ დე მარსანი), 21. გელა აფრასიძე (ლელო), 22. რატი შანიძე (ლელო), 23. გურამ ქანდაურაშვილი (ხარები)

მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი

7 ივნისი

საქართველო-ახალი ზელანდია

11 ივნისი

საქართველო-უელსი

15 ივნისი

საქართველო-ირლანდია

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

zviadi
10 წუთზე უკვე 14-0 ვაგებთ, რას იზამ, ძალა აღმართს ხნავს
mashin roca
მე2 არხი აჩვენებს ნახევარ სათში
zviadi
ლინკი თუ იცით ვინმემ
daviti
ვამაყობ ჩვენი ბიჭებით!!!!! გულით და სულით თქვენთან ვართ მთელი საქართველო, გაიხარეთ და გამრავლდით!!!!
Sebastian Chabal.France
იქართველეთ! ქართველებო! დავანახოთ უორლდს ჩვენი ჯიშის და ჯილაგის-ძლევაი საკვირველი.გათვლილია თუ არა ჩველი ქოაჩების მიერ ხელოვნური განათების ფაქტორი,ბიჭებს აქვთ თუ არა ნავარჯიშები ან ნათამაშები ხელოვნური განათებისას,ამგვარ მრავალათასიანი მაყურებლის წინაშე,თუნდაც მესხზე ან დინამოს არენაზე.განათებაც დიდი სტრესია.ყველა ნიუანსი გასათვლელი იყო და გაითვალათუ არა???ამგვარ,ტურნირამდე და კონკრეტულ რკენამდე,უორლდ ჩემფიონთან და სხვათათანაც.უნდა შევძლოთ რომელიმე სინის აღება ,მეხუთე-მეშვიდე ადგილის ჩათვლით,შემდგომი ადგილები არ,ვერ გვაწყობს,უორლდ რაგბის იერარქიაში აღმასვლისათვის-აფ !
ქართველი
მიაწექით ძმებო, ყველაფერი გამოვა!
vato
მოგებას არ გთხოვთ უბრალოდ მიხარია ამ ხალხის ნახვა!
სოსო
წარმატებები ბიჭებოოოოოოოოოოოოო!!!
შვეტე იასონ
კარგად რომ ითამაშებთ დარწმუნებულნი ვართ,მაგრამ ჯობია მოიგოთ,თქვენ ეს შეგიძლიათ.დაუმტკიცეთ მსოფლიოს რომ რაგბი-(ლელო)ქართველების მოგონილია.
soxumeli
წარმატებები ბიჭებო !!!
ledi
seგეწიოტ უპალი ხვტისმსობლის წილხვედრო საქარტველოს ბიწები წინ არცერტი ნაბიჯი უკან
ბესო72
წმინდა გიორგი იყოს თქვენი და სრულიად საქართველოს მფარველი . დარწმუნებული ვარ ღირსეულ წინააღმდეგობას გაუწევთ მსოფლიოს ჩემპიონებს.
petre koxi
სჰვილებო გმერტმა ხელი მოგიმარტოდდ არაპერს რომ არ დაუტმობტ ეს კველამ ვბიციტ,გამარჯვება ქარტველ ლომებსს...
20 წ. | 10 გამოცდილით ჩემპიონატის პირველ მატჩში
20 წ. | იტალიაში გასამგზავრებლად 30 შეირჩა
18 წ. | ზედიზედ მეორედ სამხრეთ აფრიკაში
ტრანსფერზე თანხმობა განაცხადა - კიმი პრემიერ ლიგას უახლოვდება
გუგეშაშვილი "პაოკში" წარადგინეს - ძირითადი მეკარე გუნდს ტოვებს
38 წლის ჟირუ MLS-დან ლიგა 1-ში ბრუნდება - ცნობილია სად ითამაშებს ვეტერანი
უიმბლდონის პირველ წრეში ბასილაშვილის მეტოქე ცნობილია
ილია თოფურიამ სასურველი მეტოქე დაასახელა
"ამ ფეხბურთელს ვაღმერთებ" - ბრედ პიტი
[VIDEO] "რეალის" ლამაზი გოლები "ზალსბურგთან" - ალონსოს გუნდმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და "იუვენტუსს" შეხვდება
"ლივერპულმა" "ნაპოლის" თავდამსხმელი ძვირად დაუფასა
"დილა" სუპერთასის პირველი ფინალისტია
Tutto Juve: ეს შანსი გამოსაყენებელია - მიქაუტაძის შეძენის სურვილი იტალიურ გრანდსაც აქვს
ლუნინი "რეალს" მხოლოდ ერთ შემთხვევაში დატოვებს
ფედელე: კვარაცხელიას შეცვლა? - მხოლოდ ღმერთის იმედი უნდა გვქონდეს
2022 წლის შემდეგ პირველად - ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის ძირითად ბადეში ითამაშებს
რონალდომ "ალ ნასრთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
ისტორიული დაპირისპირება: საქართველო ირლანდიის წინააღმდეგ მიხეილ მესხის სტადიონზე - ემოციები და მოლოდინები
კასანომ "ნაპოლის" კვარაცხელიას შემცვლელი ურჩია
"ალ ნასრმა" სტეფანო პიოლი გაათავისუფლა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" და "ჩელსიმ" შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ
ზაზა ფაჩულიას აკადემია 14-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია | მენსანა ვერცხლს დასჯერდა
თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები
"უმცროსი ბორჯღალოსნები" U20 ექვსი ერის ზაფხულის სერიაზე გაემგზავრნენ
რაგბი ევროპა | მზადება ნიდერლანდებისთვის, ბექა გორგაძესთან ერთად
რიჩარდ ქოქრილი: ვაშენებთ გუნდს, რომელმაც 2027 წლის მსოფლიო თასზე 1/4-ფინალში გასვლისთვის უნდა იბრძოლოს
ვასილ ლობჟანიძე: ფინალს ყოველთვის ახლავს სირთულეები
"უმცროსი ბორჯღალოსნების" მეტოქეები და განრიგი მსოფლიოს ჩემპიონატზე ცნობილია
ლეგიონერები - გიგაშვილის ლელო სანაკრებო შეკრებამდე
ლეგიონერები | 31 ქულა საფრანგეთში
ლეგიონერები - ქართული ლელოები "ორიაკისთვის"
პრო დე2: სათამაშო პრაქტიკა "შემოდგომის ერთა თასამდე
საქართველო-გერმანია 50:6 - ცენტურიონი [VIDEO+PHOTO]
ბექა გორგაძე: ფინალის მოსაგებად დამატებითი მოტივაცია არ გვჭირდება
U20. საქართველო VS ფიჯი - აბა, ვინაა პირველი?!
"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" წლის პირველი შეკრება დაასრულა
ბელგია-საქართველო 6:31 - გამარჯვებით დავიწყეთ [VIDEO]
5 ეფექტური ლელო! - "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" სამხრეთ აფრიკა ბოლოსკენ გატეხეს, თუმცა... [VIDEO]
ლეგიონერები | ლობჟანიძე სანაკრებო შეკრებაზე ლელოთი მოდის
"ბორჯღალოსნები" რუსეთის ნაკრებს პირველი ტაიმის შემდეგ ამარცხებენ [VIDEO]
უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ზამთრის შეკრება გაიარეს
ურუგვაის მხოლოდ ერთი საათით ვაჯობეთ [VIDEO]
ვასილ ლობჟანიძე - "ბორჯღალოსნების" 35-ე კაპიტანი!
ლეგიონერები | სამი ლელო საფრანგეთში
საახალწლო საჩუქარი ლეგიონერებისგან - ხუთი ლელო საფრანგეთიდან
პირველი პრესკონფერენცია სამხრეთ აფრიკიდან
ლეგიონერები | ორი ლელო და სამნი სიმბოლურში
ლეგიონერები: სამი ლელო და ორი სიმბოლურში
ბექა გორგაძე: შეცდომების დაშვების უფლება არ გვაქვს
ბექა გორგაძე: შეცდომების დაშვების უფლება არ გვაქვს
აშშ-სთან "ბორჯღალოსნების" სამატჩო შემადგენლობა ცნობილია
მილტონ ჰეიგი: აშშ-სთან პოტენციალი უნდა ვაჩვენოთ!
ილია მაისურაძე: მთლიანობაში, ამ ორრაუნდიანი ტესტებით კმაყოფილი ვარ
"უმცროსი ბორჯღალოსნების" განრიგი მსოფლიოს ჩემპიონატზე ცნობილია
ილია მაისურაძე: უელსთან შერკინებამ ერთ მექანიზმად იმუშავა
აშშ VS საქართველო - გამოცდა "არწივებთან"
"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" 11-დღიანი შეკრება დაიწყო
ლეგიონერები | სამი ლელო ტოპ 14-ის მე-5 ტურში
საქართველოს ჩემპიონატი: "აკადემია" და "ჯიქები" ლიდერობენ
გიორგი ჯავახია: ასეთი დონის გუნდების წინააღმდეგ არასდროს მითამაშია
"უმცროსი ბორჯღალოსნები" სამხრეთაფრიკული ტურნესთვის ემზადებიან