ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

U20. მსოფლიოს ჩემპიონატი: თორნიკე მატარაძე სიმბოლურშია. მოდი, ვნახოთ იტალია

U20. მსოფლიოს ჩემპიონატი: თორნიკე მატარაძე სიმბოლურშია. მოდი, ვნახოთ იტალია

ლადო კილასონია: "14 კაცით თამაშის კვალობაზე, ვფიქრობ, რომ ირლანდიასთან ძალიან მაგარი დაცვა ვითამაშეთ"
საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე, რომელიც ინგლისურ მანჩესტერში მიმდინარეობს, ჯგუფური ტურნირის ბოლო მატჩში ირლანდიის გუნდთან 7:35 წააგო და ახლა 20 ივნისს, მე-9 ადგილისთვის ნახევარფინალში იტალიის ნაკრებს დაუპირისპირდება.

U20. ირლანდია-საქართველო 35:7 - კარგად დაიწყო და ცუდად გაგრძელდა [VIDEO]

შეჯიბრების ყველაზე დიდი მოულოდნელობა მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონის, ახალი ზელანდიის ნაკრების პირველობისთვის მებრძოლი ოთხეულს მიღმა დარჩენაა. "ბები ბლექსმა", მართალია, ორი მატჩი მოიგო, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა მოწინავე ოთხეულში მოსახვედრად.

ჯგუფურმა ეტაპმა აჩვენა, რომ ევროპელები კარგად არიან მომზადებულები ტურნირისთვის. თუმცა, კიდევ ერთი მოულოდნელობა საფრანგეთის ნაკრების უაღრესად წარუმატებელი თამაშია. ეს გუნდი, საბოლოოდ, მხოლოდ მე-9 ადგილისთვის ბრძოლას დასჯერდა და ნახევარფინალში იაპონიას დაუპირისპირდება.

ჩემპიონობისთვის ირლანდია, ინგლისი, სამხრეთი აფრიკა და არგენტინა იბრძოლებენ. ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ, ფავორიტი მასპინძელი ინგლისია, მაგრამ ყველაზე საშიში მათთვის არა სამხრეთი აფრიკა, არამედ არგენტინის ნაკრები უნდა იყოს, რომელმაც ჯგუფური ეტაპი "მარშით" გაიარა და ნახევარფინალში ირლანდიას ეთამაშება.

"უმცროსი ბორჯღალოსნები", როგორც უკვე ვთქვით, იტალიის ნაკრებს დაუპირისპირდება და გამარჯვების შემთხვევაში საფრანგეთისა და იაპონიის ნაკრებებს შორის მოგებულს შეხვდება.

"ირლანდიასთან მატჩი ამ ტურნირზე ჩვენი საუკეთესო თამაში იყო. ვეთამაშეთ ძალიან კარგ, ორგანიზებულ და სწრაფ გუნდს. კარგად დავიწყეთ, პირველი ლელო გავიტანეთ და მერე დისციპლინის პრობლემამ ჩაგვაგდო გამოუვალ მდგომარეობაში.

რის გამო მიიღო ქართველმა მორაგბემ წითელი ბარათი ირლანდიასთან მატჩში [VIDEO]

14 კაცით თამაში კლასით უფრო დიდ გუნდთან, უბრალოდ რომ ვთქვათ, რთულია. თუმცა, მიმაჩნია, რომ ბიჭებმა ამ ამოცანას თავი კარგად გაართვეს და ჩვენი დაცვა არ იყო იოლად გასარღვევი. 14 კაცით თამაშის კვალობაზე, ვფიქრობ, რომ ძალიან მაგარი დაცვა ვითამაშეთ. შეტევითაც შევუტიეთ ირლანდიას, თამაში გავშალეთ კიდეც.

ძალიან რთულია, როცა სამოცდაათ წუთს თამაშობ კაცნაკლული. ბოლოს კი სულაც ცამეტნი დავრჩით. ამ ყვითელ ბარათს მწვრთნელი გაიგებს, მაგრამ წითელი ბარათი, რომელიც პირველ ათ წუთში სრულიად დამსახურებულად მოგვცეს, იყო დისციპლინის დარღვევა, რომელზეც მეტი არაფრის თქმა არ შეიძლება.

მიმაჩნია, რომ თამაშიდან თამაშამდე ვუმატებთ და ამას, ალბათ, ქომაგებიც ამჩნევენ.

შემდეგი თამაში იტალიასთან გვაქვს და უნდა მოვემზადოთ. იტალიის წინა მატჩების ანალიზის კეთება დაწყებულია. დღესაც შოტლანდიასთან მატჩის ნაწილს ვუყურეთ - ეს არის ფიზიკურად ძლიერი, ღონიერი გუნდი, რომელიც მძიმე რაგბის თამაშობს. ვფიქრობ, რომ შანსები თანაბარია.

ცოტა დეტალებს რომ ჩავუღრმავდეთ, ჩვენ გვაქვს რამდენიმე პრობლემა, რაც აღდგენასა და ტრავმებს უკავშირდება. რაც შეიძლება მალე უნდა მოვიშუშოთ ტრავმები. ოთარ გიორგაძეს აქვს მსუბუქი ტვინის შერყევა, რის გამოც ტურნირისა და "მსოფლიო რაგბის" პროტოკოლით შვიდ დღეს ვერ ითამაშებს, შესაბამისად, გამოტოვებს მატჩს იტალიასთან.

მიხეილ ბაბუნაშვილის მდგომარეობა ბევრად უკეთესია, ვიდრე მატჩის შემდეგ. მაინც ფიზიოთერაპევტების საბოლოო პასუხს ველით, მაგრამ საშიში არაფერია. გიორგი ცუცქირიძესაც მუხლი აწუხებს.

გვყავს მოთამაშეები, რომლებმაც სამივე მატჩში 80-80 წუთი ითამაშეს და მათი აღდგენაც ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან მოედანზე გვჭირდება დასვენებული მორაგბე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და კარგად გამოჩნდა დღეს მოედანზე, როდესაც ირლანდიამ დასვენებული მორაგბეები გამოიყვანა", - თქვა საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ლადო კილასონიამ.

"მსოფლიო რაგბიმ", ტრადიციულად, ტურის სიმბოლური ნაკრები შეადგინა, რომელშიც შერკინების ქართველი ბურჯი თორნიკე მატარაძე მოხვდა. აღსანიშნავია, რომ საუკეთესოთა შორის ირლანდიელი მორაგბეები არ არიან.

სიმბოლური ნაკრები

15. ქორვინ ბოსხი (სამხრეთი აფრიკა), 14. ხოსე სოსა (არგენტინა), 13. ჯო მარჩენტი (ინგლისი), 12. ჯეი თი ჯეკსონი (სამხრეთი აფრიკა), 11. ედვილ ფან დერ მერვე (სამხრეთი აფრიკა), 10. დანიელ ჯოუნზი (უელსი), 9. ჯეიმზ ტუტლი (ახალი ზელანდია). 1. თორნიკე მატარაძე (საქართველო), 2. ჯორდან უოელესი (ახალი ზელანდია), 3. ვილ სტიუარტი (ინგლისი), 4. კალუნ ჰილი (შოტლანდია), 5. მატიო ტანგუ (საფრანგეთი), 6. ტომ ფილიპსი (უელსი), 7. ბაუტისტა სტავილე (არგენტინა), 8. ტევიტა ტატაფუ (იაპონია).

U20. მსოფლიოს ჩემპიონატი. პლეი-ოფი

IX ადგილისთვის

საქართველო-იტალია

იაპონია-საფრანგეთი

V ადგილისთვის

ახ.ზელანდია-უელსი

შოტლანდია-ავსტრალია

ნახევარფინალი

ინგლისი-სამ.აფრიკა

ირლანდია-არგენტინა

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• dimi

რეალურად რო შევხედოთ მატარაძე არის ამ ასაკში მსოფლიოში საუკეთესო თავის პოზიციაზე. იქნებ ესე გააგრძელოს და მსოფლიო ვარსკვლავი იქნება. მთავარია დროულად მოხვდეს წამყვან გუნდში რო კონკურენციაში გაიზარდოს.

• vaxo

ირლანდიასთან ი. სპანდერაშვილი არ იმსახურებდა წიტელს. რაც მეორე დღეს დისციპლინარულ კომისიაზე აღნიშნეს და ყვიტელით შეუცვალეს. ამას რატომ არ ამბობს არავინ.ან იმ წერის რატომ არ დებთ საიტზე ,, ილია სპანდერაშვილი პრაქტიკულად გაამართლეს " ერთერთ გაზეთში რომ დაიწერა.ილია არ არის უდისწიპლინო მოთამაშე , ეს მას შემთხვევით მოუვიდა. ხომ ნახეთ სათადარიგო სკამზე როგორ ნერვიულობდა.მსაჯებმა გადაამეტეს და გუნდი დაშალეს რადგან თამაში წაუვიდათ.

20 წ. | 10 გამოცდილით ჩემპიონატის პირველ მატჩში

20 წ. | იტალიაში გასამგზავრებლად 30 შეირჩა

18 წ. | ზედიზედ მეორედ სამხრეთ აფრიკაში

გუგეშაშვილი "პაოკში" წარადგინეს - ძირითადი მეკარე გუნდს ტოვებს

38 წლის ჟირუ MLS-დან ლიგა 1-ში ბრუნდება - ცნობილია სად ითამაშებს ვეტერანი

ილია თოფურიამ სასურველი მეტოქე დაასახელა

[VIDEO] "რეალის" ლამაზი გოლები "ზალსბურგთან" - ალონსოს გუნდმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და "იუვენტუსს" შეხვდება

"ლივერპულმა" "ნაპოლის" თავდამსხმელი ძვირად დაუფასა

"დილა" სუპერთასის პირველი ფინალისტია

Tutto Juve: ეს შანსი გამოსაყენებელია - მიქაუტაძის შეძენის სურვილი იტალიურ გრანდსაც აქვს

ლუნინი "რეალს" მხოლოდ ერთ შემთხვევაში დატოვებს

ფედელე: კვარაცხელიას შეცვლა? - მხოლოდ ღმერთის იმედი უნდა გვქონდეს

2022 წლის შემდეგ პირველად - ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის ძირითად ბადეში ითამაშებს

რონალდომ "ალ ნასრთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

ისტორიული დაპირისპირება: საქართველო ირლანდიის წინააღმდეგ მიხეილ მესხის სტადიონზე - ემოციები და მოლოდინები

კასანომ "ნაპოლის" კვარაცხელიას შემცვლელი ურჩია

"ალ ნასრმა" სტეფანო პიოლი გაათავისუფლა

"მანჩესტერ იუნაიტედმა" და "ჩელსიმ" შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ

ზაზა ფაჩულიას აკადემია 14-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია | მენსანა ვერცხლს დასჯერდა

"თუ მოიგებ, ოქტაგონს შენი სახით მოვწმენდ" - რატომ დაუპირისპირდნენ თოფურია და ცარუკიანი ერთმანეთს?

ქომაგის რეაქცია, მას შემდეგ, რაც დრაფტზე მისმა გუნდმა რუსი კალათბურთელი აირჩია - ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება [VIDEO]

მესიც საუდის არაბეთში? - "ალ ჰილალის" პრეზიდენტმა მოლაპარაკებები დაიწყო

ტეო ერნანდესი "მილანიდან" "ალ ჰილალში" გადავა

U20. საქართველო-იტალია 18:17 - აქ შემთხვევით არ შემოგვივლია [VIDEO+PHOTO]

"უმცროსი ბორჯღალოსნები" U20 ექვსი ერის ზაფხულის სერიაზე გაემგზავრნენ

"ჩვენ ვართ ტიერ1 - საქართველო ტიერ2-ის სარაგბო ქვეყანა არაა" - რა ითქვა ახალზელანდიელებთან ნამატჩევს

"უმცროსი ბორჯღალოსნების" მეტოქეები და განრიგი მსოფლიოს ჩემპიონატზე ცნობილია

ტოპ 14: 10 ქართველი მე-7 ტურში

ლეგიონერები | 31 ქულა საფრანგეთში

"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" წლის პირველი შეკრება დაასრულა

ბელგია-საქართველო 6:31 - გამარჯვებით დავიწყეთ [VIDEO]

5 ეფექტური ლელო! - "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" სამხრეთ აფრიკა ბოლოსკენ გატეხეს, თუმცა... [VIDEO]

ლადო კილასონია: საფრანგეთთან თამაში ძალიან მაგარი ბიძგი იყო

გიორგი ცუცქირიძე - ორი წლით "სტად ფრანსეში"

ლეგიონერები - გიორგი ცუცქირიძე ბრუნდება!

ოთარ გიორგაძე: გარისკვას ოპერაცია ვარჩიე

პრო დე2 - პირველ ტურში ცხრამ ითამაშა

U20. თორნიკე მატარაძე მსოფლიოს ჩემპიონატის სიმბოლურში ზედიზედ მეორედ მოხვდა

ურუგვაის მხოლოდ ერთი საათით ვაჯობეთ [VIDEO]

ტოპ 14: გიორგაძის ლელო და აბჟანდაძის 11 ქულა

ოთარ გიორგაძე: საფრანგეთში ქართველებს კონტაქტი მხოლოდ ტელეფონით გვაქვს - სახლში ყოფნა რთულია

მატარაძის პირველი ფრანგული ლელო და "ბორჯღალოსნების" დებიუტები

"ბორჯღალოსნები" | ზამთარაძე, ჯაიანი და მოდებაძე მოტეხილობებით გამოგვაკლდნენ

პრო დე2 - ცუცქირიძის ლელო მეორე ტურში

მსოფლიოს თასისთვის მზადებას ვიწყებთ - ინტერვიუ მილტონ ჰეიგთან

ლეგიონერები - ტური ნაახალწლევს

ლეგიონერები - ცუცქირიძის ბონუს-ლელო

20 წ. | ლადო კილასონია – ფოკუსირება დეტალებზე

ლეგიონერები: ორი ლელო პრო დე2-ში

20 წ. | მზადება მსოფლიო ჩემპიონატისთვის

ლეგიონერები | ევროთასების ჯგუფური ეტაპი ცუცქირიძის სადებიუტო ლელოთი დასრულდა

20 წ. | ლადო კილასონია – იგრძნობა სურვილი, გავხდეთ უკეთესები

"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" 11-დღიანი შეკრება დაიწყო

20 წ. | ლადო კილასონია: ამაყი ვარ ამ გუნდს რომ ვწვრთნიდი

ტრანსფერები: ფრანგულ კლუბებში ქართველ მორაგბეთა მიდი-მოდი დამთავრდა