ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

"მზად ვარ, "ტორპედოში" სოლიდური ინვესტიცია დავაბანდო და "დინამოს" კონკურენტი გავხდეთ"

"მზად ვარ, "ტორპედოში" სოლიდური ინვესტიცია დავაბანდო და "დინამოს" კონკურენტი გავხდეთ"

ინტერვიუ ქუთაისის "ტორპედოს" პრეზიდენტ ზაალ ჩაჩავასთან
ჯერ კიდევ ივნისში, "ტორპედო" ქუთაისის მერიის ბალანსზე იყო. მაგრამ კლუბის გასხვისების პროცესის დასრულებას მხოლოდ ფორმალური მხარის მოგვარება აკლდა. დააანონსეს, რომ "ტორპედო" ქართველ ბიზნესმენთა ჯგუფის ხელში გადავიდოდა. მაშინ კლუბის მომავალი პრეზიდენტი, ბიზნესმენი ზაალ (ზაზა) ჩაჩავა წარუდგინეს - ქუთაისში დაბადებულ-გაზრდილი ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონის, ზურაბ საკანდელიძის სიძე.

"ჩვენი ჯგუფის მოსვლის მიზანია, "ტორპედო" ძლიერ კლუბად ვაქციოთ, რომელიც ეროვნული ჩემპიონატის ფავორიტი იქნება და ევროპულ ტურნირებზე სისტემატურად ითამაშებს", - ამბობდა მაშინ ჩაჩავა.

ეროვნული ჩემპიონატის დაწყებიდან 3 ტურია გასული და "ტორპედო" თავს ჯერჯერობით ვერაფრით მოიწონებს - მხოლოდ 2 ქულა აქვს და გოლიც არ გაუტანია. მაგრამ ჩაჩავას გუნდის ლეგიონერებით გაძლიერება და სხვა მნიშვნელოვანი ჩანაფიქრებიც აქვს.

"ლელომ" მას ვრცელი ინტერვიუ ჩამოართვა...

რატომ გადავდგი ეს ნაბიჯი?

- კლუბში მეგობრებთან ერთად მოვედი, ვიცე-პრეზიდენტი ლევან ცქიტიშვილია, გოგა გახოკიძე კი - ჩემი მრჩეველი. მართალია, საფეხბურთო ცხოვრებაში მმართველის როლში აქამდე არასოდეს ვმონაწილეობდი, მაგრამ ფეხბურთი მთელი ცხოვრება მიყვარს და მასთან შეხება სულ მქონდა.

ახლა ჩავერთე და ვიცოდი, რომ რთული საქმე მელოდა. მაგრამ არ მეგონა, ასე თუ ჩამითრევდა. ფეხბურთი და გუნდის შენების სურვილი ძალიან აზარტული რამაა. მე ამ საქმის ბოლომდე მიყვანა და "ტორპედოს" ისე გაძლიერება მსურს, რომ სულ ლიდერებში ვიყოთ და ჩემპიონობისთვის ვიბრძოლოთ. ახლა გუნდის ფეხზე დაყენებას ვცდილობთ.

- ქართულ ფეხბურთში ახლა უმძიმესი მდგომარეობაა. მაგრამ წლეულს ზაფხულში კლუბებისკენ რამდენიმე ბიზნესჯგუფმა გამოიხედა, მათ შორის - უცხოურმაც...

- იმიტომ, რომ ფეხბურთის განვითარების პროგრამა საინტერესო დოკუმენტია და მიმაჩნია, რომ ამან უნდა იმუშაოს. ეს ნაბიჯი იმიტომაც გადავდგი, რომ პროგრამამ დამაიმედა. შესაძლოა, გუნდები მთლად ვერ აშენდნენ, მაგრამ 5 წლის განმავლობაში სტაბილური დაფინანსება პროგრესის წინაპირობა უნდა გახდეს - შეკრება, მომზადება, ტრანსპორტირება, ბურთები და ეკიპირება პრობლემა აღარ იქნება და წესით, უკეთესი ჩემპიონატი უნდა მივიღოთ. ეს პროგრამა ყველა კლუბმა სწორად უნდა გამოიყენოს, თანხები სწორად უნდა დახარჯოს...

ფოცხვერია და ბოკერია ტორპედოში

- თანხების სწორად განკარგვაში რას გულისხმობთ?

- პირადად ჩემი ინტერესია, რომ ძლიერი საფეხბურთო სკოლა დავაფუძნოთ, რომელიც ქუთაისელ და მიმდებარე რეგიონების ნიჭიერ ბავშვებს მოიზიდავს და დღევანდელივით ყველა თბილისში არ წავა. ესაა ჩემი აზრით ფულის სწორად ხარჯვა - ინვესტირება მომავალში. ქუთაისსა და იმერეთში ვარსკვლავები მუდამ იბადებოდნენ და იბადებიან, მაგრამ ადრინდელივით ხელშეწყობა აღარ ჰქონდათ და ღირსეულ შევსებას ვეღარ ვიღებდით.

- გჯერათ, რომ საქართველოში ევროპული დონის გუნდის ჩამოყალიბებაა შესაძლებელი?

- მჯერა და თანაც, ეს ადგილობრივი რესურსითაცაა შესაძლებელი. დროთა განმავლობაში, აუცილებლად ასეც მოხდება.

მოკლედ, ამ საქმის მიხედვა გადავწყვიტეთ და მეამაყება, რომ "ტორპედოს" საფეხბურთო სკოლაში ბავშვთა ფეხბურთის ცნობილი სპეციალისტი თემურ ფოცხვერია მოვიყვანეთ, ვისაც ყაზაიშვილი, ჭანტურია, პარუნაშვილი, ტვილდიანი და 1993 წელს დაბადებული ბევრი ცნობილი ფეხბურთელი გაუზრდია.

ამას გარდა, ჩვენთან იმუშავებს ზაზა ბოკერია, რომელმაც ქართველებს რეკომენდაცია "ფრაიბურგში" გაუწია, ბოლო წლებში კი "ვიტესის" სელექციონერად მუშაობდა. ფოცხვერიასა და ბოკერიას ძალიან დიდი იმედი მაქვს. ორივე ცნობილი სელექციონერია, ქუთაისში კი იმდენი ტალანტია, სამუშაო არ დაელევათ.

კლუბის გადმოცემის პროცესი მალე დასრულდება

- ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ უცნაურია, რომ ფორმალობის მოგვარება ძალიან გაიწელა და ჯერ კლუბის გადმოცემის პროცესი არ დასრულებულა...

- დიახ, ასეა. მესმის, რომ ერთი შეხედვით ეს უცნაურად ჩანს. უბრალოდ, გუნდი დაშლის პირას იყო, ფორმა და შეკრების ფული არ ჰქონდა, მწვრთნელის საკითხი გაურკვეველი გახლდათ და ფეხბურთელები გარბოდნენ. ეს ყველაფერი რომ ვნახე, განზე გაწევა არ მსურდა და ამ საკითხის მოგვარებამდე მოვედი.

ახალი გუნდის შექმნას ბევრად დიდი დრო და ენერგია დასჭირდებოდა, ვიდრე არსებულის შენარჩუნებას. ვისი შენარჩუნებაც შევძელით, დავტოვეთ. ისე მოულოდნელად მოხდა ყველაფერი, იურიდიული საკითხების მოგვარება დროულად ვერ მოხერხდა. "ტორპედო" ქუთაისის მერიის ბალანსზე იყო და შეთანხმება არსებობს, ჩვენი ბიზნესჯგუფის ხელში გადმოვიდეს. ეს პროცესი უახლოეს დროში უნდა დასრულდეს.

- სახელმწიფოს აწყობს, რომ საფეხბურთო კლუბი ბიზნესს გადასცეს და ხარჯი მოიშოროს. თქვენ კი "ტორპედოს" შეძენა გსურთ - აბა, გარიგების დაკანონებას ხელს რა უშლის?

- არაფერი არ უშლის, უბრალოდ, იურიდიული საკითხები ასე სწრაფად ვერ გვარდება.

- სხვაგან ეს პროცესი სწრაფად დაასრულეს...

- საქმეც ისაა, რომ ჩვენ სპონსორად კი არ მოვედით, არამედ, კლუბის გამოსყიდვა გვსურს. ამიტომ, ყველა საკითხი დეტალურად განიხილება. გარდა ამისა, დასაზუსტებელია, "ტორპედოს" სტადიონთან და ბაზასთან ერთად ვყიდულობთ თუ მხოლოდ ბაზას გადმოგვცემენ.

- ქალაქს სტადიონის გადმოცემა არ სურს?

- პირიქით, ყველანაირად ხელს გვიწყობენ. უბრალოდ, ცდილობენ, სწორი პაკეტი გადმოგვეცეს და იურიდიული ხარვეზი არ დარჩეს - ასეთი ამბები ხომ ყოველდღიურად არ ხდება. მაგრამ სტადიონს ყველა ნორმალურ ქვეყანაში ქალაქის ბიუჯეტიდან ინახავენ და ქუთაისის მერია, შესაძლოა, სწორედ ამ ხარჯში შემოგვეშველოს - სტადიონს მოუაროს, რაც ქალაქის ვალდებულებაა, გუნდს და ბაზას კი ჩვენ მივხედავთ.

- პროცესი როდის უნდა დასრულდეს?

- დღე-დღეზე. ჩემი ვარაუდით, საკითხი 10 სექტემბრამდე უნდა დაიხუროს.

დინამოზე არანაკლები ინვესტიცია

- ქართულ ფეხბურთში, მყარ ფინანსურ საფუძველზე ხან "დინამო" იდგა, ხან "სამტრედია", "ტორპედო", "ვიტ ჯორჯია", "სიონი", "ზესტაფონი" და გორის "დილა". მაგრამ თითქმის, არასოდეს ყოფილა ფინანსურად ძლიერი ორი-სამი გუნდი და ესეც იყო ერთ-ერთი მიზეზი, ჩემპიონატმა მაყურებლის ინტერესი რომ დაკარგა. "აიაქსი"-"ეინდჰოვენის" ან "შახტარისა" და კიევის "დინამოს" მსგავსი დაპირისპირება უმაღლეს ლიგას ჰაერივით სჭირდება...

- კონკურენციის გაზრდა ჩემპიონატის დონესაც გაზრდის. ამას კი "ტორპედოს" გაძლიერება აუცილებლად შეუწყობს ხელს.

- ბრძანეთ, რომ ისეთი გუნდის ჩამოყალიბება გსურთ, რომელიც საქართველოს ჩემპიონობისთვის იბრძოლებს. ეს სოლიდური ფინანსების გარეშე წარმოუდგენელია...

- ჩვენ სოლიდური ფინანსების დაბანდებას ვაპირებთ და ეს პროცესი უკვე დაწყებულია.

- მერედა, გაქვთ კი იმხელა ფინანსები, რომ თბილისის "დინამოს" კონკურენცია გაუწიოთ?

- ხმამაღალი ნათქვამი არ მინდა გამომივიდეს, მაგრამ მზად ვარ, "ტორპედოში" სოლიდური ინვესტიცია დავაბანდო და თბილისის "დინამოს" სერიოზული კონკურენტი გავხდეთ. მიმაჩნია, რომ ამით თავად "დინამოს" გავუწევთ დიდ სამსახურს. სხვათა შორის, ეს თავად რომან ფიფიამაც თქვა - "დინამოს" მდიდარი და ძლიერი კონკურენტები სჭირდება, მხოლოდ ერთი კლუბით ჩემპიონატი და მისი დონე ვერ გაიზრდება. ჩემპიონატით მაყურებელიც არ დაინტერესდება. კლუბების გაძლიერებით ჩვენ ერთმანეთს და ქართულ ფეხბურთს გავაძლიერებთ.

რაც აქამდე მოვახერხეთ, ეს მაქსიმუმი არაა. სათითაოდ ყველა კარგი მოთამაშეა ჩვენთან, მაგრამ შესათამაშებლად და გუნდის ასაწყობად დროც გვჭირდება და გაძლიერებაც.

მალე ლეგიონერები ჩამოვლენ

- მოთამაშეთა ნაწილობრივ შენარჩუნება და ახლების მოთამაშეების მოყვანა მოახერხეთ. თუმცა, "ტორპედოს" ჯერ მხოლოდ 2 ქულა აქვს...

- ჩვენ საკმაოდ კარგად დაკომპლექტებული გუნდი გვყავს. ორ თვეში მაქსიმუმი გავაკეთეთ, თითოეული ახალი ფეხბურთელის მოყვანაზე კი დიდი შრომა დაგვჭირდა, რომ ყველა პოზიციაზე ძლიერი მოთამაშეები გვყოლოდა. მაგრამ სელექცია დღემდე არ დაგვისრულებია.

სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე სულ რამდენიმე დღეა დარჩენილი და მანამდე ზოგ პოზიციაზე გაძლიერება უნდა მოვასწროთ.

- კონკრეტულად, რომელ პოზიციებზე?

- ჩვენ თავდასხმაში კვერნაძე და კაპანაძე გვყავს, მაგრამ კიდევ ერთის დამატება და კიდევ რამდენიმე პოზიციის გაძლიერებაც არ გვაწყენდა.

- მართალია, რომ ფეხბურთელებს ესპანეთიდან ელოდებით?

- დიახ, ასეა. უახლოეს დღეებში ესპანეთიდან რამდენიმე მოთამაშე უნდა ჩამოვიდეს.

- რა დონის ფეხბურთელები არიან?

- ორი მათგანი ლა ლიგაში წლეულს გადასული ვიტორიის "ალავესის" მოთამაშეა, ერთიც - ფრანგული კლუბიდანაა. მათზე ინფორმაციებს დეტალურად ვამოწმებთ, ტრანსფერი კი უნდა მოვასწროთ.

მაგრამ არ გვინდა, ამ სიჩქარეში შეცდომა დავუშვათ. ძლიერი ლეგიონერები გვჭირდება და არა ისეთი, ხალხმა რომ აგინოს. ქუთაისელ გულშემატკივარს შავი და თეთრი ერთმანეთში არ ერევა. სხვათა შორის, ვიტორია ქუთაისთან დაძმობილებული ბასკური ქალაქია.

ჩვენ უმაგრესი ფანები გვყავს - მათი გაღიზიანებისა და უკმაყოფილების მიზეზები კარგად მესმის. მაგრამ "ჯუნგლები" და მისი ლიდერი ლევან დანელია გვერდზე დამიდგნენ და მჯერა, ჩვენ "ტორპედოს" ერთად გავაძლიერებთ. პირობას ვდებ, რომ მალე ქუთაისელები ისეთ "ტორპედოს" ნახავენ, რაც მათ გულებს გაახარებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• გოგი

ჩიხურას ყველაზე წარმატებული მწვრთნელი გყავს სათავეში.

• Besiki LLL

ტორპედოს სტადიონის უბანში და არა მხოლოდ აქ ბევრი ღირსეული ფეხბურთელი იზრდებოდა,მრავალი წლებია ბალახებითაა გადაჯეჯილებული ტორპედოს სტადიონის დამხმარე სტადიონები,ახალგაზდრობას შიგ არ უშვებენ,ჩანასახშივე კლავენ ფეხბურთისადმი სიყვარულს !

• Dato-realoba-s

გეთანხმები მეგობარო! რისი დამბანდებელია ეს?! ზღაპრების კიდევ სჯერავს ამ ხალხს! ჯერ თვითონ ვინაა და თან ისეთი ხალხი მიიყვანა ტორპედო მალე ევროპას გადარევს:-))

• გორის დილა

ზაზა რა უცებ დაიჯერე ფიფიას ნათქვამი კონკურენტი რო უნდოდეს რომეოს საპოვნელას და ტორპედოს 100 წუთზე არუნდა უგებდეს პენალტით არდამიბლოკოთ.

• mamulo

ბ-ნო ზაზა ჩაჩავა! თუ კაცი ხარ გააგდე ეს უვარგისი ჟორჟიკაშვილი,თორემ გააგდებს "ტორბედოს"უმაღლესი ლიგიდან და დამთავრდება ყველაფერი.პირველ რიგში იქნებ კარგი უცხოელი მწვრთნელი მოიყვანო და აქედან დაიწყო გუნდის შენება

• gio

ძაან ბანძი ლოგოა ეს ახალი! სირცხვილია, ესეთი ტრადიციული გუნდია და არ ეკადრება!!

• Dato-realoba

Admin cinascar madloba da mtel saqartvelos gilocavt cminda mariamobis dgesascauls...

• Dato-realoba

Xalxo rato gjerat primitiuli dapirebebebis jer tanxas ar asaxelebs ramdens abandebs mere ras carmoadgens es tipi da mis ukan mdgomi vitom biznesmenebi kacma ar icis dapiqrdit??? Me rustaveli var da kvela qartuli gundis carmateba gamixardeba mitumetes chem qalaqshi mokles pegburti :-(((... Magram pipias zgaprebi ar gekod dinamoshi? Azotis qarxanashi milionebs shoulobs haeridan da dinamoshi kapikebs abandebs pegburtis sazomit ubralod piariaaa samcuxarod :-(dzalian gtxovt admin ar damiblokot es komentari...

• dhikhura fun-s

რა დაგიშავე ასეთი, შენი კონენტარის წაკითხვის ღირსი, რომ არ გამხადე?

• mamulo

თუ კაცი ხარ გააგდე ეს ... ჟორჟიკაშვილი,თორემ გააგდებს "ტორბედოს"უმაღლესი ლიგიდან და დამთავრდება ყველაფერი.პირველ რიგში იქნებ კარგი უცხოელი მწვრთნელი მოიყვანო და აქედან დაიწყო გუნდისშენება.

• neitralit

chikhura fun ---getanxmebi tan dges torpedos 3-0 mougo sakutar kedlebshi ise vitom 2 wlis bavshvebs etamashebodnen :D :D

• chkikhura fun

რაზე მეცინება იციტ ეს ტიპი ჩიხურას არახსენებს და წელს ჩიხურა ყველას დააჩოქებს ...ნუ რაც უმაღლეს ლიგაში გადმოვიდა ასეაა ...ევროპალიგაზე ჩიხურამ გაავსო სტადიონი ლოკომოტივი ბოლოს რომელმა გუნდმა გააკეთა და კიდე,... ნუ ათამაშებ ბიზნესმენებო ვითომ ჩიხურას რო სპონსორიყავს იმისთანა დაესიზმრება ნახევარ საიუზს პროსტა აზრი არააქ იმდენად გაძლიერებას რომ აზრი არქონდეს მის თამაშს ღარიბ გუნდებთან ..ფორზა ჩიხურაააააააააააა

• Jango

ზაალ, თუკი დროულად არ მიხედე კლუბს, დიდი რისკია იმისა რომ ტორპედომ ასპარეზობა პირველ ლიგაში გააგრძელოს, ან უკეთეს შემთხვევაში, პლეი -ოფით როგორმე შეინარჩუნოს ადგილი უმაღლესში. ამ გარდამავალში კი მას საპრიზო ადგილისათვის ბრძოლის შანსი ჩიხურამ წაართვა,თუმცა ჩვენთვის საუკეთესო იქნებოდა რომ ჩიხურა და ტორპედოს დაეკავებინა ჯგუფში 1-2 ადგილი.

• lasha

ქუთაისელო და ვıნაა ეგ დანელıა როო არ დაıწყოთ უაზრო ბაზრები გუნდს უბალეშიკეთ

• maradona

სამხრეთ ამერიკაში,ზაზა...სამხრეთ ამერიკაში მოძებნე ფეხბურთელები...ევროპიდან აქ ნორმალური არავინ ჩამოვა,დამიჯერე...სამხრეთ ამერიკაში უამრავი ფეხბურთელია,მარტო ბრაზილია 100 მილიონიანი სახელმციფოა,და კველას უნდაევროპაში ცამოვიდეს...საქართველო კი არ დააინტერესებთ მარა,დააინტერესებთ როგორც ტრამპლინი ევროპისტვის...უფრო იაფიც დაჯდება,ვიდრე ევროპელი ფეხბურთელი.

• ქუთეისელი

ბიჯო შენ რაიცი ვინა ვაბშე დანელია შენ ვინ ხარ რო ვინმეს აფასებ ????

• lado

დანელიას მსგავსებს რომ დაელაპარაკები ცუდია..უკეთესია ნორმალურ ხალხთან ურთიერთობა.

• ბაიანი

ეს რომელი ცქიტიშვილია ,.........

• gizog

ზაალ ბატონო, კარგი ტორპედოს ნახვა მარტო ქუთაისელებს კი არა ყველა ნამდვილ ქართული ფეხბურთის გულშემატკივარს გაახარებს ამერშიც და იმერშიც. ღმერთმა გაგახაროს.წარმატებები თქვენს საქმიანობას.

• Beso

Kargi iqneba es katsi mainc tu sheasrulebs tavis danapirebs da qutaisis torpedos dzlier gundat gaxdis, romelic chempionobistvis ibrdzolebs koveLtvis. Imedia ar baqi-buqobs.

• თორნიკე

კარგია ტორპედოს გაძლიერებას თუ აპირებენ და თუ საფეხბურთო სკოლასაც შექმნიან. ქუთაისში და მის გარშემო უამრავი ნიჭიერი ახალაგზრდაა, და ყველა თბილისში არ უნდა გარბოდეს, მაგრამ დინამოს რაში ვეჯიბრებით,? იმედია მათსავით უაზრო პოლიტიკას არ გაატარებენ აქ თორემ დინამომ რა გოზინაყიც არის გამოჩნდა, და ყველა ხედავს ამას

• meocnebe

ეხ რა კარგი იქნებოდა ტორპედო რეალი რო იყოს ტორპედოზე

• giorgi

ტორპედო ხო არის ბიჭო რასამბობ ვარსკვლავებს წყვეტტს .ხავსი ამოდის გასახდელში .რა სიმბოლურია ისე გუნდიც მასეა. უნდა გაუქმდეს ეს ფეხბურთი მობლატავე ....გარდა არავის არ ზრდის ეს სპორტი.

• კახა

მიდით გაგვახარეთ ქუთათურებო

• Vaso

ვაააა, მაგარია ... როდის დადგება ის დრო თბილისიდან რო ივლის ხალხი ქუტაისში დიდი ფეღბურთის სანახავად..../ ჩემპიონთა ლიგაზე რო ვართ და მანჩესტერ იუნაიტდი როა ჩამოსული , აუუუუ ეს რო მართლა მოხდეს.... :D :D / ისე გორი რა ვერ გადააფორმეს , რა უბედურება..?!

• Jango

წარმატებები კეთილ საქმეში. ისე კი სჯობდა გაეპროტესტებინა ეს უმსგავსოება რაც ხდება 10 კლუბიან ლიგაზე გადასვლის თემაში, თორემ მისივე ფულებს ქარი წაიღებს.

• ჩვენ ვართ ტორპედო

ძალიან კარგია..მეამაყება ამ სიტყვების მოსმენა.ღმერთმა გაგიმარჯოს ბატონო ზაზა..ჩვენ ერტად დიდ გამარჯვებას მივაღწევთ..წინ ტორპედო

• tramplina

ეგ კაცი ახლავე გაუშვით, მოაშორეთ ქუთაისს, ნახეთ რას იძახის დინამოს კონკურენტს გავხვდი გუნდსო... არარაობა დინამოსი, ანუ, არაფერს არ გავაკეთებო, ამიტომ, ჩაჩავა, შედი ბიძია .... შთაბეჭდილებას ტოვებ...

• giga

კარგია წარმატებები

• azurini

ძალიან სასიხარულო ამბავია თუ ტორპედოს პრეზიდენტს რეალურად ძალუძს ესეთი ამბ იციური გეგმის განხორციელება და მინდა მთელი გულით წარმატებები ვუსურვო ქუთ აისის ტორპედო ამას ნამდვილად იმსახურ ებს ყველაზე დაუფასებელი გუნდი საქ:ერ: ჩემპიონატში თავისი ტრადიციებით და ყველაფრის გათვალისწინებით და მართლაც რომ ჰაერივით სჭირდება ქართულ საკლუბო ფეხბურთს ძლიერი 2-3 კლუბი ეს აუცილე ბელზე აუცილებელია მოკლე პერიოდში თო რემ სპრინტერული სისწრაფის დეგრადაციას ვერაფერი აჩერებს და რამოდენიმე წელი ესე გაგრძელება და უკვე საერთოდ დაიხურება ნომერ პირველი სპორტის სახეობის თემა სა ერთოდ საქართველოში, წარმატებებს ვუსურ ვებ ბატონ ლევანს და ქუთაისის ტორპედოს და არ მინდა რომ ესეც ისეთივე სურვილად და მიუღწეველ ამოცანად დარჩეს რაც ბო ლო ნაპერწკალს გავს როგორი მაგალითებიც ჩვენს საკლუბო ფეხბურთში სერიებად გვინახავს.

როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?

"საქართველოში ამით ძალიან გაკვირვებული დავრჩი" - "გაგრას" ბელარუსი მეკარე

მეორე წრე დასრულდა: გოლი მე-20 წამზე და სხვა ამბები

"ტოტენჰემმა" პოსტეკოგლუ დაითხოვა და მის შემცვლელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს

ისტორიული ოქრო პარაკაიაკის ევროპის ჩემპიონატზე

კიმი შეიძლება იტალიაში დაბრუნდეს

ანშლაგი ქუთაისში - საქართველო - კაბო-ვერდე | 7 ივნისის განრიგი

საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!

როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?

"ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა" - სპალეტიმ აჩერბის უპასუხა

"მბაპე ცენტრფორვარდია და ამ პოზიციაზე თამაშს გააგრძელებს" - დეშამი ესპანეთთან მარცხის შემდეგ

უარი "ალ ჰილალს" - ოსიმენისთვის ბრძოლაში ახალი კლუბი ჩაერთო

"მესი თუ რონალდო?" - იგუაინმა უცნაური არჩევანი გააკეთა

[VIDEO] ჰალიბარტონის და "ინდიანას" მორიგი სასწაული - "ოკლაჰომა" სუპერფინალის პირველ მატჩში დამარცხდა

შენგელიას ლიდერობით "ვირტუსმა" მილანში იმარჯვა და სერია A-ს ფინალამდე 1 მოგება აშორებს

ნიონში გოგონათა ასაკობრივი გუნდების წილისყრა შედგა

კაპაძის ხელმძღვანელობით - უზბეკეთი პირველად გავიდა მსოფლიოს ჩემპიონატზე

[VIDEO] 5:4 - ესპანეთმა საფრანგეთს მოუგო და ფინალში გავიდა

სანიოლი: საუკეთესო ლობჟანიძე გახლდათ - მეორე ტაიმში მეტი ემოცია და ნაკლები მონდომება იყო

ფარერების მწვრთნელი: დასანანია, ფრეს რომ ვერ გამოვრჩით

[VIDEO] ლორიას ბოლო და 16 წლის ხარებაშვილის პირველი მატჩი - საქართველოს ნაკრებმა ფარერებს მოკრძალებული ანგარიშით მოუგო

[VIDEO] პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ფარერებს 1:0 ამარცხებს

პსჟ-ს თავდამსხმელი შეიძლება "მანჩესტერში" გადავიდეს

[სახელი] უტიტულო ვარსკვლავი - დღეს გელა დარსაძეს 55 წელი შეუსრულდებოდა

ეროვნულ ლიგას მომავალ სეზონში მოქმედი ბომბარდირი არ ეყოლება - ბიორნ იონსენმა ქუთაისის "ტორპედო" დატოვა

[VIDEO] 9 წითელი და 7 ყვითელი ბარათი - "დინამოსა" და "ტორპედოს" მატჩი სკანდალით დასრულდა

"ტორპედოს" დაბრუნების პროცესი დაიწყო - რა ხდება ქუთაისური კლუბის გარშემო?

[ტრანსფერი] ლევან მაჭარაშვილმა უკრაინის პირველ ლიგას ლიტვის ჩემპიონატი ამჯობინა

ხმაურიანი შეხვედრა მერიაში - "ჩაჩავა "ტორპედოში" ხელფასის სახით 52 ათასსაც იღებდა" [VIDEO]

"დღეს როგორც არასდროს ამაყი ვარ" - რომან ფიფიამ ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მოგება მიულოცა

ვაკო ყაზაიშვილი: ასეთ დროს გუნდის დატოვება გამართლებული არ მგონია

ერთი გოლის ფასი: ბათუმელებმა, ფოთელებმა და გორელებმა მოიგეს [VIDEO]

ფუტსალში ახალი გამგეობაა - ოთარ ხიზანეიშვილმა ვეტერანები აქციაში ჩართო

საქართველოს ნაკრების თავკაცის პოსტზე ფოლკერ ფინკეს კანდიდატურა არ განიხილება

კარგი ამბავი - გოგა გახოკიძემ ჩაკვეტაძის შესახებ გასახარი ინფორმაცია გაავრცელა

ჩაკვეტაძის აგენტი: "გენტის" მწვრთნელს გიორგისი ძალიან ეიმედება

გერმანელები აღარ სჩანან, უკრაინელები ფიქრობენ, იტალიელები ვაჭრობენ - "ტორპედოს" ამბები თეიმურაზ ჩეჩელაშვილისგან

"მომავალი წლიდან ძირითადი აქცენტი აკადემიის აღზრდილებზე გაკეთდება, მწვრთნელი კი ეს ადამიანი იქნება..." - რომან ფიფია განცხადებას ავრცელებს

"როგორც ფეხბურთში ერკვევა, ისე ერკვევა პოლიტიკაშიც" - რას აცხადებს ირაკლი კობახიძე რომან ფიფიაზე?

"საჭმელი არ გვაქვს სახლში, დენსაც გვითიშავენ" - "ტორპედოს" თანამშრომლები გაუსაძლის პირობებში

თბილისის "დინამო" სახალხო კლუბია, რომელიც მუდმივად დგას ქართველ ხალხთან ერთად" - ფიფიას პასუხი კობახიძეს

უცხოეთიდან ბევრი ქართველი ჩამოსულა და ქართულ ფეხბურთში ფული დაუბანდებია?!

"ბელგიასთან ცუდი მოგონებები აქვს..." - ქვილითაიას აგენტი ფეხბურთელის მომავალზე საუბრობს

არასაკმარისი ხალხი ქართულ ფეხბურთში, ცოდნის არასწორად გადაცემა და რესურსი, რომელიც იკარგება...

"სანამ კინი "ტორპედოს" მწვრთნელია, "ჯუნგლები" ტრიბუნას ვტოვებთ" - "ტორპედოს" ფანების განცხადება [PHOTO]

უცნობი ისტორიები: ვაკო ყაზაიშვილი და გიორგი ჭანტურია აღმზრდელის თვალით

ვითამაშოთ ევროთასებზე და ეთიოპიასაც აღარ შეგვადარებენ

გიორგი ჩაკვეტაძის დაბრუნება და შესაძლო ტრანსფერი - ინტერვიუ გოგა გახოკიძესთან

აქტუალურ თემაზე: რატომ არ დარჩა ქუთაისის "ტორპედოში" ინვესტორი?

დავით ხოჭოლავა: ნაკრები? ამას სიტყვებით ვერ გადმოვცემ!..

ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას სახელობის მემორიალური ტურნირის კალენდარი

ჩაჩავა ვალის დაბრუნებაზე უარს აცხადებს - საქმე სასამართლოში გაგრძელდება

დავით თარგამაძემ "ოლეკსანდრიაში" ბესიკ ამაშუკელი მიიყვანა

უმაღლესი ლიგა. ბოლო ტურის წინ: ხუთი გუნდი და ბევრი ვარიანტი

"გულშემატკივართა გარკვეული ნაწილი მიზანმიმართულად პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჩვენი გუნდისა და ზოგადად ქართული ფეხბურთის ლეგენდას, ჯაბა კანკავას" - თბილისის "დინამოს" განცხადება

"აქ არც თვითონ თამაშობენ და არც შენ გათამაშებენ! ძალიან მინდა ევროპაში..."

კობიაშვილი, იაშვილი და ცქიტიშვილი ყველა დროის საუკეთესოებში

საკალათბურთო ისტორია: ევროპული ოქროების ქვეყანა

პსჟ-მა "ბარსელონა" მბაპეს თაობაზე გააფრთხილა - 5 სექტემბრის დაიჯესტი [VIDEO]

კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ქართული კლუბების შესაძლო მეტოქეები გაირკვა

ᓙᓐᓮᓔᓗᓨᓘ ᓤᓔᓮᓑᓣᓠᓗᓘᓡ ᓒᓐᓪᓝᓪᓮᓚᓔᓑᓐ ᓡᓣᓠᓗ

მანილაში ზურაბ საკანდელიძის დიდების დარბაზში წარდგენის ცერემონია გაიმართა!

"ფიფია უთავმოყვარეო კაცია, მის ხელში "დინამო" სირცხვილთან და თავის მოჭრასთან ასოცირდება" - ნიკოლოზ მჟავანაძის მწვავე შეფასება ქართული გუნდის "ასტანასთან" მარცხის შემდეგ [VIDEO]

"გიორგის ექიმებმა უთხრეს, რომ..." - ჩაკვეტაძის დაბრუნების თარიღმა გადაიწია

როდის დაუბრუნდება ჩაკვეტაძე მოედანს და რატომ ვერ დაეხმარა ის "გენტში" თამაშიდან 4 დღეში ნაკრებს - რას ამბობს ფეხბურთელის აგენტი

ვიცით, რასაც ვკიდებთ ხელს - "ტორპედოს" მომავალი პრეზიდენტის ამბიციური გეგმა

ზაალ ჩაჩავა: "ტორპედო" საქართველოს საუკეთესო კლუბი უნდა გახდეს!