ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჩოგბურთი
რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• MMA
• UFC
• ფორმულა 1
ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა

[ოთხშაბათის საკითხავი] ნაბიჯი წინ და არა უკან... ანუ რით სჯობს "ლეგია" "ვიტესს"?

[ოთხშაბათის საკითხავი] ნაბიჯი წინ და არა უკან... ანუ რით სჯობს "ლეგია" "ვიტესს"?

ვაკო ყაზაიშვილი იქნება ერთადერთი ქართველი, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს
საფეხბურთო სამყარო უკვე მსჯელობს საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერის, ვაკო ყაზაიშვილის პოლონურ ტრანსფერზე.

- ოფიციალურად: ვაკო ყაზაიშვილი ვარშავის "ლეგიას" ფეხბურთელია! [VIDEO+PHOTO]

ბევრი მიიჩნევს, რომ "ლეგიაში" გადასვლა უკან გადადგმული ნაბიჯია. პირადად მე ამ მოსაზრებას კატეგორიულად არ ვეთანხმები. რამდენი ქომაგიცაა, იმდენი აზრია. ვეცდები, ჩემი აზრი ქვემოთ არგუმენტებით გავამყარო.

მაშ ასე, რატომ სჯობს "ლეგია" "ვიტესს"?

1

"ლეგია" პოლონური ფეხბურთის გრანდია. გუნდი თითქმის ყოველ წელს ხდება პოლონეთის ჩემპიონი. ვაკოსთვის ეს არის შესანიშნავი შანსი ტიტულების მოგებისა. ვფიქრობთ, ის ამ შანსს აუცილებლად გამოიყენებს.

2

"ლეგია" თამაშობს ჩემპიონთა ლიგაში. ყაზაიშვილი იქნება ერთადერთი ქართველი, რომელიც ევროპის ყველაზე წარმომადგენლობით საკლუბო ტურნირზე ითამაშებს. "ლეგიას" ჯგუფში არიან "რეალი" და "დორტმუნდი" - ესეც დიდებული შანსი ვაკოსთვის. მთლად "რეალზე" თუ არ ვიოცნებებთ, გერმანულ სუპერკლუბზე ფიქრი კი ნაღდად შეიძლება.

3

სხვისი არ ვიცი და, პირადად მე "ლეგია", როგორც გუნდი, აშკარად მირჩევნია "ვიტესს". "ლეგიას" რამდენიმე ფეხბურთელმა ითამაშა პოლონეთის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ევროპის ჩემპიონატზე. პოლონელებმა კი როგორ ითამაშეს საფრანგეთში, ეს ყველამ კარგად ვიცით.

4

ზოგადად, პოლონეთის ჩემპიონატი სელექციონერთა დიდი ყურადღების ქვეშაა. ამ პირველობიდან ძალიან ხშირად გადადიან ევროპის ძლიერ საფეხბურთო ჩემპიონატებში. რა თქმა უნდა, იგივე ტენდენციაა ჰოლანდიაში, მაგრამ აქ არის ერთი მნიშვნელოვანი "მაგრამ" - ჰოლანდიის პირველობიდან წამყვან ევროპულ კლუბში რომ მოეწყო, სასურველია, "აიაქსში", "ფეიენოორდში" ან "პსვ ეინდჰოვენში" თამაშობდე. თუ არა და, სეზონში 30 ან მეტი გოლი უნდა გაიტანო.

პოლონეთში კი "ლეგია" პირველი გუნდია და მისი ფეხბურთელების მიმართ ევროპული კლუბები განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენენ.

5

ბოლო დროს ყაზაიშვილს "ვიტესის" მწვრთნელისგან ნდობა ისეთი ვეღარ ჰქონდა, როგორიც ადრე. ზუსტად არ ვიცით, რით იყო ეს გამოწვეული. შესაძლოა, ვაკო უკვე გადაიზარდა "ვიტესისთვის" და კარიერაში ახალი გამოწვევა სჭირდება.

6

ფეხბურთელისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ისეთ გუნდში მოხვედრა, სადაც მისი სათამაშო სტილის მოთამაშე ძალიან სჭირდებათ. ვისაც "ლეგიას" მიერ გამართული ბოლო მატჩები უნახავს, უნდა დაგვეთანხმოს - პოლონურ გუნდს ძალიან წაადგება ყაზაიშვილის დარი ტექნიკური ფეხბურთელი.

ვფიქრობ, საკმარისად ჩამოვთვალე ის მიზეზები, რომლებიც ყაზაიშვილის არჩევანის სასარგებლოდ მეტყველებს. ახლა სუფთა საფეხბურთო ნიუანსებზე ვისაუბროთ.

ვაკოს სჭირდება საერთაშორისო ასპარეზი, სადაც ის ბოლომდე გამოავლენს თავის შესაძლებლობებს. ჩემპიონთა ლიგა საამისოდ საუკეთესო საშუალებაა. "ვიტესის" გასვლა ჩემპიონთა ლიგაში ახლო მომავალში ძნელად სავარაუდოა. არადა, ეს ძალიან გვსურს თუნდაც გურამ კაშიას ფაქტორის გამო.

ჩემპიონთა ლიგა ფეხბურთის ჯადოსნური სამყაროა, რომელშიც ფეხბურთელი ბოლომდე იხსნება. ის სცდება რუტინას, ყოველდღიურ საწვალებელს, რიგით თამაშებს და სრულიად ახლებურად გვანახვებს ხოლმე ამა თუ იმ მოთამაშეს.

ვაკოსთვის ევროპის უმთავრესი საკლუბო ტურნირი თავისი შესაძლებლობების ბოლომდე წარმოჩენის საშუალებად უნდა იქცეს. ყველა "რეალსა" და "ბარსელონაში" ვერ დაიწყებს თამაშს. შეიძლება "ლეგიაში" დაიწყო და თანდათან მოუმატო.

ყაზაიშვილი ყოველთვის გამორჩეული იყო თავის მართლაც ძალიან კარგ თაობაში, მაგრამ იყო დრო, ამ თაობაში მასზე წინ სხვებს აყენებდნენ. უაღრესად მორიდებულმა და მიზანდასახულმა ახალგაზრდამ წარმატებას ბევრი შრომითა და ძალიან ცოტა ლაპარაკით მიაღწია.

ეს თვისებები ყოველთვის ფასობს ფეხბურთელში და განსაკუთრებით, ქართველ ფეხბურთელში. ყაზაიშვილს ყველა ეს თვისება აქვს და დარწმუნებული ვარ, ის "ლეგიაზე" უკეთეს გუნდშიც ითამაშებს.

ვაკომ ორი რამ უსათუოდ უნდა გაითვალისწინოს: "ლეგიაში" მას არ ეყოლება გურამ კაშია, ვინც მის წინსვლაში მართლაც ლომის წილი დაიდო "ვიტესში" ერთად ყოფნისას. და მეორეც - ადრე თუ გვიან ყაზაიშვილს მოუწევს, ისწავლოს თუნდაც ქართულ მედიასთან საუბარი, რადგან დღევანდელი ფეხბურთი და ფეხბურთელი ამის გარეშე არ არსებობს.

მე ძალიან მომწონს ვაკოს ცხოვრების წესი, მისი სიჩუმე, მაგრამ ხანდახან ჟურნალისტთანაც უნდა ილაპარაკო. მით უმეტეს, როცა არავინაა ჩასაფრებული და მხოლოდ ზადს არავინ ეძებს.

ეს ისე, მცირე გადახვევისთვის. ვაკოს არჩევანი კი მართლაც კარგია!..

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• ჰა ბურთი და ჰა მოედანი

მსოფლიოში კარგ ფეხბურთელებზე დიდი მოთხოვნილებაა და რამხელა თანხებს იხდიან.მთავარია იმ დონეზე ითამაშო.სომეხი მხითარიანი მანჩესტერშია.დღეს საქართველოში არცერთი ევროპის დონის ფეხბურთელი არარის.

• odala

ამ კამათს მაშინ აქვს აზრი, როცა იცი რომ ძირითადში ადგილი გარანტირებული გაქვს. ძალიან ეჭვი მეპარება, ყაზაიშვილმა ძირითადში ითამაშოს რამდენიმე მატჩის გარდა ამ სეზონში. ჩემპიონთა ლიგაში, საერთოდ არ მოუწევს, ჩემი აზრით.

რა "ვიტესი" ჰოლანდიის ჩემპიონატი და ფეხბურთი აგონიაშია. უკვე ნორმალური ჰოლანდიელი ახალგაზრდებიც კი არ ჩერდებიან მანდ. მაგალითად "აიაქსის" ქელეხიც გამოდგება რუსებმა რომ გადაუხადეს როსტოვში. სხვებზე ლაპარაკიც კი არ ღირს "პსვ"-ს გარდა ბალაგანია საშუალო დონის. ვერც სანაკრებო დონეზე ვერ ქაჩავენ ყველა ასაკში მეტ-ნაკლებად უჭირთ.

• soccer

ლეგია რომ ვიტესს სჯობს ამას ბევრი ლაპარაკი არ სჭირდება, ვინც უყურებთ ჰოლანდიის ჩემპიონატს ალბათ დამეთანხმებით რომ ძალიან დაბალი დონეა, გუნდებს მხოლოდ სისწრაფეები აქვთ თორემ ხარისხი 0-ია. არც პოლონური ფეხბურთია რამით განსაკუთრებული, უბრალოდ უფრო მეტი ფიზიკა და სტაბილურობაა, მომავალი პოლონურ ფეხბურთს უფრო აქვს ვიდრე ჰოლანდიურს, რაც შეეხება ვაკოს ჩემი აზრით ძალიან გაუჭირდება, რადგან ჰოლანდიაში შეტევა უფრო ადვილია პოლონეთისგან განსხვავებით

• ნ

გიზოგ-ს მართალი ხარ,დიდებიც და საშუალოებიც ადამიანები არიან და ხან დაძუნძულებენ და ხან დაფრინავენ,მაგრამ "ფეხებზემკიდია" ფეხბურთს არასდროს არ თამაშობენ, რასაც სამწუხაროდ,ერთეულების გარდა,ქართველ ფეხბურთელებზე ვერ ვიტყვი

• gizog

ფეხბურთელები, სხვათა შორის ადამიანები არიან და მათ ხან ჩავარდნა ექნებათ ხან აღმავლობა, ხან იძუნძულებენ ხან იფრენენ და ამაში გასაკვირი არაფერი უნდა იყოს,გადავხედოთ დიდ ფეხბურთელების კარიერას განა ისინი მუდამ ბრწყინავენ?

• ნ

სტატიის ავტორს თვითონ თუ ჯერა იმის,რასაც მე-5 პუნქტში ამბობს? გადაიზარდა კი არა, მოედანზე ტყეში დაკარგული, შეშინებული ბავშვივით უაზროდ დადიოდა(ხო,დადიოდა და არა დარბოდა)აქეთ იქეთ.23 წლის უკვე უნდა დაფრინავდეს მინდორზე.

• azurini

ვერ დავეთანხმები ავტორს კონტრ არგუმენტებიც იმდენია ნუ არ ვიცი რა მაგალითად მაგ პრინციპით ლეგია ლიგაზეა და მხოლოდ ამის გამო არის ეს ტრანსფერი წინ გადადგმული ნაბიჯი არ დაგეთანხმები ლეგია გამოდის პოლონეთის ჩემპიონატში რომელიც ევროპულ ჩემპიონატებში ოცეულშიც არ არის შეგიძლიათ გადაამოწმოთ უეფას კოეფიციენტთა ვებგვერდზე მასე ლუდოგორეციც გავიდა ჩემპიონთა ლიგაზე და დინამო ზაგრები და რა აგამოდის ლუდოგორეცში ან ზაგრებში რომ გადასულიყო ეს იქნებოდა წარმატებული ნაბიჯი რა თქმა უნდა არა უბრალოდ ერთ რამეს ვიტყვი და დავასრულებ როცა ფეხბურთელს ესეთი ბეგრაუნდი გაქ ჰოლანდიის საშუალო დონის კლუბში შენ თუ იქიდან თუ გადახვალ აუცილებლად უნდა გადახვიდე უფრო ძლიერ ჩემპიონატში და არა ჰოლანდიიდან პოლონეთში აი პირიქით რომ მომხდარიყო აი ეს იქნებოდა წინ გადადგმული ნაბიჯი ხომ მიმიხვდით რასაც ვგულისხმობ კონკრეტული კლუბი ჩემპიონთა ლიგაზე გამოდის და ამის გამო ეს წარმატებაა გათვალისწინებული უნდა იყოს მთლიანად ჩემპიონატის დონე ვერ დავეთანხმები, ვერცერთ მაგალითს ვერ მომიყვანთ და საუბარსაც ამით დავასრულებ ჰოლანდიის ჩემპიონადიან წარმატებული ფეხბურთელი პოლონეთში ან მსგავსი დონის ჩემპიონატში გადასულიყოს და მასზე წარმატებული ეთქვად ესეთი რამ არ არსებობს შეიძლება როცა კარიერას ასრულებს ფეხბურთელი ის გადავიდეს ჰოლანდიიდან პოლონეთში და უფრო დიდი შანსია რომ ისიც არ გადავიდეს რაზეა ლაპარაკი სად ჰოლანდიის ჩემპიონატი და სად პოლონეთის ჩემპიონატი რომელსაც სხვა რომ არაფერი ვთქვათ რუმინეთის და ხორვატიის ჩემპიონატი მთელი ქულებით უსწრებს.

• baxt

კამათი შეიძლება სუყველა აქ მოყვანილ პუნქტზე. მე, მაგალითად არ ვეთანხმები ავტორს, მაგრამ ყველას შეუძლია ქონდეს თავისი მოსაზრება.

• გულშემატკივარი

ლეგია ვიტესს ჯობს, მაგრამ მე-5 პუნქტში ნათქვამი: "შესაძლოა, ვაკო უკვე გადაიზარდა "ვიტესისთვის" და კარიერაში ახალი გამოწვევა სჭირდება." ცოტა ხმამაღალი მგონია. რას ნიშნავს გადაიზარდა? თუ ავტორი მწვრთნელის ადგილზე წარმოიდგენს თავს ასეთ ფეხბურთელს (გადაზრდილს) გუნდიდან არ გაუშვებს.

• gizog

მე მიკვირს ასეთი თითქმის ყოვლისმოცველი ანალიზი ქართულ მედიაში. ყოჩაღ ალეკო გაიხარე, ასეთი ანალიზური სტატიებით უნდა მოხდეს ზოგიერთების მაინც ღრმა ბნელეთიდან გამოყვან, ებრაელის წყევლით რომ არიან დაწყევლილები ''შენ არ იცოდე და სხვისიც არ გესმოდესო''.

• Mishka

თავიდანვე უნდა დაიწყოს გოლების გატანა, ლეგიის ნახევარდაცვითვის სეზონში 8-10 გოლი ნორმაა ასე რომ ვაკოს შეუძლია გახდეს ძირითადის ფეხბურთელი. თავიდან ათამაშებენ 80 წუთს და მერე დასვავენ ზამენაძე თუ ვერაფეერი ქნა.მგონია რო ვერაფერს იზავს

• სოსო

მე მაინც ჰოლანდიის ჩემპიონატი მირჩევნია,მაგრამ მშვენიერი ანალიზიადა სიამოვნებით წავიკითხე.

• daviti

მეც ვეთანხმები ავტორს. ჩემპიონთა ლიგა და თან რა გუნდებთან ჯგუფში :) ეს უკვე ბევრად წინგადადგმული ნაბიჯია. ახლა ვაკომ ძალა არ უნდა დაიშუროს რომ როგორმე ძირითადში დაიმკვიდროს. წარმატებები ვაკოს...

• bebeto

ლეგია ძლიერი კლუბია ვიტეს ბევრად ჯობს.კარგი ტრანსფერია.

• ანდრი

სწორ გზაზეა და დიდ წარმატებას ვუსურვებ. სამაგალითო ტრანსფერი და წინსვლა დღეის ქართველებში.

• საღოლ ადმინ

მე და შენ ადმინ ერთი აზრი გვქონია,ზუსტადაც მაგიტომ არაა უკან გადადგმული ნაბიჯი,რომ მუდამ საქმის კურსში იქნება ვაკოო და ბოლობოლო ევროტურნირებზე მაინც ითამაშებს ყოველთვის...

• Walkabout

ძალიან სუბიექტური ანალიზია, აი მაგ ექვსივე პუნქტზე კამათისას ექვსივეში თავისუფლად გავუცამტვერებდი იმ არგუმენტებს რაც მოჰყავს...

• kio

ძაან მაგარი ანალიზია. თითქოს ჩემიდან წაიღო ავტორმა აზრები

პსჟ-ის გზა მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე - მეტოქეები, თარიღი და ტურნირის ახალი ფორმატი

დავითაშვილიც პარიზში? - ზურიკოთი ლიგა 1-ის კიდევ ორი კლუბი დაინტერესდა

"ამის გამო გველესიანი "პერსოპოლისიდან" განაწყენებული წავიდა" - ირანული კლუბის წარმომადგენელმა ინციდენტის მიზეზი განმარტა

ტური 16: დაძაბულობა, ერთი გოლის ფასი

ლუის ენრიკემ "ოქროს ბუცის" პრეტენდენტის დამატება არ ისურვა

ბასილაშვილმა როლან გაროსზე პირველი მატჩი მოიგო

დავითაშვილიც პარიზში? - ზურიკოთი ლიგა 1-ის კიდევ ორი კლუბი დაინტერესდა

მიქაუტაძის თანაგუნდელს ტოპ-კლუბები ეპატიჟებიან

მამარდაშვილმა ბექაურს აჯობა - პრიზი ვალენსიაში

კონტეს და "ნაპოლის" გზები იყოფა - დე ლაურენტისმა ახალი მწვრთნელი უკვე შეარჩია

IFFHS-მა მესი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა - რონალდო მხოლოდ მეოთხეა

"ამის გამო გველესიანი "პერსოპოლისიდან" განაწყენებული წავიდა" - ირანული კლუბის წარმომადგენელმა ინციდენტის მიზეზი განმარტა

"მერაბი ნახევრად მკვდარი იყო, არავინ იცით, მას რა სჭირდა..." - დვალიშვილის მწვრთნელმა ნურმაგომედოვთან ბრძოლამდე ქართველის ჯანმრთელობის პრობლემებზე ისაუბრა

დრო და ადგილი ცნობილია - როდის და სად ვიხილავთ კვარაცხელიას "ოქროს ბურთის" დაჯილდოვებაზე

ახლა ფავორიტი "ბაიერნია" - "სიტი" ვირცისთვის ბრძოლას ჩაეხსნა

ფინალის შედეგის მიუხედავად მიდის? - ინძაგიმ ახალ კლუბთან შეთანხმებას მიაღწია

ფარიოლი წავიდა - "აიაქსმა" მთავარ მწვრთნელად შესაძლოა, ყოფილი დამრიგებელი დააბრუნოს

თანამშრომლობა გრძელდება - "ბარსელონა" ფლიკს კონტრაქტს უხანგრძლივებს

La Stampa: კლოპმა შეთანხმმებას მიაღწია და სერია A-ს კლუბს ჩაიბარებს

ევრო 2026 | საქართველოს ნაკრების კალენდარი ევროპის ჩემპიონატზე

კელეჰერი მიდის - მამარდაშვილს "ლივერპულში" მხოლოდ ალისონი დახვდება

ნეაპოლში საგიჟეთია - ქალაქი სკუდეტოს საზეიმოდ ემზადება

7-ქალა | მესამე ადგილი და საჭირო გამოცდილება ბონში

"ვიტესი" საქართველოსა და მაკედონიის მატჩს გამოეხმაურა [PHOTO]

რამ შეიძლება შეუშალოს ხელი საქართველოს ნაკრების "აჩქარებას" - ვინ არ იქნება შემდეგ მატჩში და რა პრობლემას შექმნის ეს...

[ოთხშაბათის საკითხავი] ოქრის დაბრუნება

კაშიამ "ატლეტიკოსთან" შეუცვლელად ითამაშა - "სლოვანმა" მორიგი მარცხი განიცადა [VIDEO]

"14 სანტიმეტრით დაბალი გრიზმანი თავზე გადაახტა" - სლოვაკურმა გამოცემამ "ატლეტიკოსთან" "სლოვანიდან" ყველაზე სუსტად კაშია მიიჩნია, მაგრამ ამას სხვები არ ეთანხმებიან...

legionisci.com: ვაკო გვილია თანაგუნდელის ზურგსუკან "იმალებოდა", ორთაბრძოლებს აგებდა

ხვიჩას პსჟ VS "სიტი" - L'EQUIPE-ს სავარაუდო შემადგენლობა

ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები

[ოთხშაბათის საკითხავი] ლუკას ამბავი

დღეიდან მბაპე ჩემპიონთა ლიგის მოგებას "რეალთან" ერთად ეცდება - ქართველების მატჩები, ვაკო და არაბიძე აზიაში...

ჩემპიონთა ლიგა. VII ტური: "ბარსელონას" ფანტასტიკური ქამბექი ლისაბონში - "ლივერპულმა" ისევ მოიგო [VIDEO]

48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა

საქართველოს ნაკრების ორი ლიდერის პორტფოლიო - უნდათ ევროპულ კლუბებს ასეთი ფეხბურთელები?

გურამ კაშიამ და ნიკა კვეკვესკირმა ფეხბურთის ფედერაციას თხოვნით მიმართეს

[ოთხშაბათის საკითხავი] ხომ არ ვჩქარობთ?

[ოთხშაბათის საკითხავი] რომ არ ვიყოთ მხოლოდ ლანდი...

"კრილია სოვეტოვის" დირექტორი ჯანო ანანიძეზე: გვესმის, ადამიანს ევროპაში სურს თამაში...

ვაკოს დუბლი და იშვიათი ამბავი ჩემპიონთა ლიგაზე - მსაჯმა ჯერ ტაიმი დაასრულა, შემდეგ გუნდები ისევ დააბრუნა... [VIDEO]

[ოთხშაბათის საკითხავი] ჩვენი ბიჭობის ამბავი

როგორ შეიცვლებოდა ჯანოს ხელფასი "ვიტესში" - ანანიძის აგენტი არშემდგარი ტრანსფერის დეტალებზე საუბრობს

РИА Новости: ანანიძე "ვიტესში" ამ დღეებში გადავა

ყაზაიშვილის 2 საგოლე პასი - მისი გუნდი აზიის ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში გავიდა [VIDEO]

"ოკლაჰომა-სიტი" მონსტრი ხდება: კარმელო უესტბრუკთან და ჯორჯთან წავიდა

[ოთხშაბათის საკითხავი] ვისია ეს სია? რბილად რომ ვთქვათ, უცნაურია...

ვაკო გვილია გიბრალტარულ ფრეს თვითკრიტიკულად აფასებს: ასე თამაში არ შეიძლება

ვაკო გვილიამ გაიტანა - "ლეგიამ" გაიმარჯვა

პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს

"ვიტესის" ექსპრეზიდენტი კორონავირუსის შედეგად გარდაიცვალა

ვაკო გვილიამ "ლეგიას" გამარჯვება 90+4-ე წუთზე მოუპოვა [VIDEO]

გვილიას საჩემპიონო მატჩის ელის: შეიძლება მთელი პოლონეთი ჩვენ წინააღმდეგაა, მაგრამ...

ვაკო გვილია: შეცვლაზე შესვლისას ჩემი ამოცანა გოლის გატანა იყო

ვაკო ყაზაიშვილის გოლი და საგოლე პასი ჩინეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში [VIDEO]

ყაზაიშვილის ულამაზესი გოლი და შედეგიანი გადაცემა ჩინეთის ჩემპიონატში - ქართველი ფეხბურთელი კარგ ფორმაშია [VIDEO]

მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა

დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია

[VIDEO] ყაზაიშვილის ჰეთ-თრიქი ჩინეთის სუპერლიგაში