ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჩოგბურთი
რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• MMA
• UFC
• ფორმულა 1
ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა

ისტორიიდან: ქართველი ფეხბურთელების არშემდგარი ტრანსფერები ევროპულ გრანდებში

ისტორიიდან: ქართველი ფეხბურთელების არშემდგარი ტრანსფერები ევროპულ გრანდებში

რატომ ვერ მოხვდა ქინქლაძე "ლივერპულში", შოთა - "ლევერკუზენში", კობიაშვილი - "ინტერში", ქეცბაია - "ბორდოში", ნემსაძე და მუჯირი - "იუვნეტუსში"...

სამწუხაროდ, აგვისტოში საქართველოს ნაკრების ორი წევრის ტრანსფერი ჩაიშალა. რუსული პრემიერლიგიდან გავარდნილი სარანსკის "მორდოვიადან" საქართველოს ნაკრების მეკარე ნუკრი რევიშვილი ისრაელში წავიდა და უმაღლესი ლიგის კლუბ თელ-ავივის "ბნეი იეჰუდასთან" 2-წლიან კონტრაქტს აფორმებდა. მაგრამ ბოლო მომენტში ებრაულმა კლუბმა რევიშვილთან წინასწარ შეთანხმებული პირობები შეცვალა. ამაზე მეკარემ უარი თქვა, საქართველოში დაბრუნდა და კვლავ უგუნდოდაა.

30 აგვისტოს კი ძალიან გულდასაწყვეტი ამბავი შევიტყვეთ: "მარსელში" თორნიკე ოქრიაშვილის ტრანსფერი ჩაიშალა. რა იყო მიზეზი, უკვე ნაკლებად მნიშვნელოვანია - სამედიცინო შემოწმების შედეგები თუ ფეხბურთელის აგენტის, მამუკა ამიროვის მიერ foot01.com-თან ნათქვამი.

"მარსელი" ნამდვილად იყო ოქრიაშვილით დაინტერესებული და კლუბშიც ვიყავით. მაგრამ ოქრიაშვილი ამ გუნდში არ გადავა, რადგან ერთი მხრივ "გენკი" და "მარსელი", ხოლო მეორე მხრივ ფეხბურთელი და კლუბი ვერ შეთანხმდნენ. ასე რომ, ჩვენ მარსელს ვტოვებთ", - თქვა ამიროვმა.

მსგავსი რამ ქართველ ფეხბურთელებს რამდენჯერმე გადახდომიათ. დღეს სწორედ ამ ისტორიებს გავიხსენებთ...

ბორდოია და ჯაკობია

თორნიკე ოქრიაშვილი პირველი ქართველი არაა, რომელსაც ცნობილ ფრანგულ გუნდში გადასვლა ბოლო მომენტში ჩაეშალა. 1991 წლის ზამთარში, ჟენევაში, ტრადიციულ მინი-ტურნირზე, თბილისის "დინამო" "ბორდოს", ზაგრების "დინამოს", შვეიცარიულ "სერვეტსა" და სხვა ცნობილ გუნდებს შეხვდა. ფინალში "დინამომ" ფრანგებთან 4:6 წააგო, მაგრამ საუკეთესო ფეხბურთელი თემურ ქეცბაია გახდა და "ბორდოში" მიიწვიეს კიდეც. მაგრამ "დინამომ" ფრანგებს მილიონი დოლარი მოსთხოვა და გარიგება არ შედგა.

მართალია, ნიჭიერმა მოთამაშემ კარიერა მაინც აიწყო, მაგრამ ამ ტრანსფერის შემთხვევაში გაცილებით უკეთეს დონეზე ითამაშებდა. სხვათა შორის, მომხდარის გამო, ქეცბაიას ხუმრობით "ბორდოია" შეარქვეს.

ლაშა ჯაკობია ბელგიურ "სტანდარდში" თამაშისას დაშავდა და ორი წელი უქმობდა. 2000 წელს მომჯობინდა და ფორმაში რომ შევიდა, მისით "პარი სენ-ჟერმენი" დაინტერესდა და კონტრაქტიც გაუფორმა, მაგრამ... პრაქტიკისთვის ისევ ბელგიაში დააბრუნეს, კერძოდ - "აალსტში", სადაც პირველივე შეხვედრაში საზარდულის ტრავმა მიიღო და 4 თვე მოედანს არ გაჰკარებია. პარიზულ კლუბსაც ისე დაცილდა, მისი ფორმით ერთხელაც არ უთამაშია.

ოპერაციისა და რეაბილიტაციის შემდეგ მაინც მომჯობინდა და მენეჯერმა როჯერ ანგოტემ მეორედ წაიყვანა "პარი სენ-ჟერმენში", სადაც მწვრთნელი ლუის ფერნანდესი იყო და რონალდინიო, ოკოჩა და ანელკა თამაშობდნენ. მაგრამ ამხანაგურ შეხვედრაში ისევ საზარდულმა უმტყუნა.

ხანგრძლივი ჩავარდნის შემდეგ, ჯაკობიას უკრაინაში "მეორე სუნთქვა" გაეხსნა და ხარკოვის "მეტალისტის"კაპიტანიც გახდა. 2007 წლის ბოლოს მას ანგოტე ისევ დაუკავშირდა და "ნანტში" გადასვლა შესთავაზა. მაგრამ საფრანგეთის ნაცვლად, უკრაინულ პოლტავის "ვორსკლაში" ჩაირიცხა - თურმე, კლუბის მეპატრონის, გაზის მაგნატ ალექსანდრ ჟივაგოს 7 წლის ვაჟი ლაშას ფანი ყოფილა და მამიკოს გუნდში საყვარელი ფეხბურთელის მიყვანა მოსთხოვა, მანაც გული არ დასწყვიტა და ჯაკობიას ზღაპრული პირობები შესთავაზა.

საბოლოოდ, ჯაკობიამ "ვორსკლა" ისე დატოვა, მისი ფორმა ერთხელაც არ მოურგია და სინანულით იხსენებდა - ეს ჩემს კარიერაში ყველაზე დიდი შეცდომა იყოო.

იტალიელთა ქართული ექვსეული

1997 წელს, იტალიასთან თბილისში ბრწყინვალედ ჩატარებული მატჩის შემდეგ, ჩვენი ნაკრების მეკარე ნიკა ტოგონიძეს "იუვენტუსის" მენეჯერმა კონტრაქტის გაფორმება შესთავაზა. მას ერთწლიანი გეგმა ჰქონდა - ტოგონიძე 6 თვე არგენტინაში განათხოვრებით ითამაშებდა, შემდეგ ჯერ სერია A-ს "ბრეშაში", ბოლოს კი "იუვენტუსში" გადაიყვანდა. მაგრამ მენეჯერი ავარიაში მოხვდა, მძიმედ დაშავდა და, ცხადია, მოლაპარაკებაც შეწყდა.

"იუვენტუსში" ტრანსფერი დავით მუჯირსაც ჩაუშალეს. 1999 წელს იტალიელებმა თბილისის "დინამოს" მასზე ოფიციალური მოთხოვნა გამოუგზავნეს და მუჯირის სანაცვლოდ 300 ათასი დოლარი შესთავაზეს. მაგრამ იტალიელთა გენერალურმა დირექტორმა ლუჩანო მოჯიმ მოლაპარაკება შეწყვიტა, რადგან თბილისელებმა მუჯირის შემდგომი ტრანსფერიდან 25 პროცენტიც მოითხოვეს (როგორც კიევის "დინამოში" კახა კალაძის ტრანსფერის შემთხვევაში), მუჯირი კი იტალიური გრანდის ნაცვლად, ტირასპოლის (მოლდოვა) "შერიფში" აღმოჩნდა.

"იუვენტუსში" მოხვედრის შანსი გიორგი ნემსაძესაც ჰქონდა. მაშინ ის შოტლანდიური "დანდის" კაპიტანი გახლდათ და საუკეთესო ფორმაშიც იყო. ტურინში გადასვლაში მას გუნდის იტალიელი მთავარი მწვრთნელი ივანო ბონეტი შუამავლობდა. იმავე პერიოდში, ნემსაძეს გლაზგოს "სელტიკიც" იწვევდა, მაგრამ... მძიმე ტრავმა მიიღო და ნახევარი წელი გაუცდა.

ზაზა ჯანაშია მოსკოვის "ლოკომოტივში" თამაშობდა, როცა ევროპაში მიიწვიეს. 1999 წელს მისით "შტუტგარტი", "ინტერი" და "ლაციო" დაინტერესდნენ. განსაკუთრებით "ლაციოს" მწვრთნელი სვენ-გორან ერიქსონი აქტიურობდა, რომლის გუნდიც მაშინ თასების თასის და ევროპის სუპერთასის გამარჯვებული იყო. ჯანაშია იხსენებდა, რომ იტალიელები 4,5 თუ 5,5 მილიონ დოლარს იხდიდნენ, მოსკოველებთან კი კონტრაქტის ვადა ამოეწურა, მაგრამ... მაინც "ლოკომოტივში" დარჩა.

საქმე ისაა, რომ ჯანაშიამ "ლაციოს" ინტერესზე არაფერი იცოდა და ეს რამდენიმე თვის შემდეგ რკინიგზელთა გუნდის უფროსმა გაუმხილა - მას მიწვევებს "ლოკომოტივის" მთავარი მწვრთნელი იური სიომინიც უმალავდა - ისე ვუყვარდი, ჩემი გშავება არ სურდაო, იხსენებს ჯანაშია.

2003 წელს, "რეინჯერსში" გადასვლამდე, "რომა" ზურაბ ხიზანიშვილს 5-წლიან კონტრაქტს სთავაზობდა. მაგრამ მალევე იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ არაევროკავშიერელებზე ლიმიტი დააწესა და ხიზანიშვილმა იფიქრა, რომ ამ შეზღუდვის გამო, თამაში აღარ მოუწევდა, კონტრაქტზე უარი თქვა და კვლავ "რეინჯერსის" წინადადებას დათანხმდა.

საინტერესოა, რომ მილანის "ინტერისგან" შეთავაზება ჰქონდა სფფ-ის ამჟამინდელ პრეზიდენტ ლევან კობიაშვილს, მაგრამ უარი თქვა - "ფრაიბურგში" სათამაშო პრაქტიკა ამჯობინა.

მეკარეთა უიღბლობა

ეროვნული ნაკრების ყოფილი მეკარე ნიკა ტოგონიძე არშემდგარი ტრანსფერების მხრივ რეკორდსმენია. ბრაზილიურ "კორინთიანსთან" წინასწარ გაფორმებული კონტრაქტი ამ სამხრეთამერიკულ ქვეყანაში დაწყებული ფინანსური კრიზისის გამო გააუქმა. კლუბს საბანკო ანგარიში გაუყინეს და ტრანსფერები რამდენიმე თვით აუკრძალეს.

მაშინ ნიკას შეთავაზებები არ აკლდა და "პერუჯას" პრეზიდენტმა ფრანგულ "ნანტზე" უარი ათქმევინა. მაგრამ მალე ის კლუბის დირექტორთა საბჭომ პრეზიდენტის პოსტიდან გადააყენა.

მერე მოსკოვის "ტორპედოს" მთავარმა მწვრთნელმა ვალენტინ ივანოვმა მიიწვია. მაგრამ მეორე დღეს შეიტყო, რომ ივანოვი მოხსნეს.

საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი პირველი მეკარე აკაკი დევაძე "როსტოვში" თამაშობდა, მოსკოვის "დინამოსა" და მადრიდის "ატლეტიკოს" ვარიანტები რომ გაუმხილეს. ესპანეთში სინჯებზე უნდა ჩასულიყო. მაშინ "ატლეტიკოს" მეკარე ესპანეთის ნაკრების წევრობის კანდიდატი უნსუე გახლდათ.

დევაძე იხსენებდა, კონკურენციის არ შემშინებია, მაგრამ "როსტოვის" პირველი მეკარე ვიყავი, ფინანსურადაც არაფერი მიჭირდა და სინჯებზე წასვლა ვიუკადრისეო. არადა, წლების შემდეგ ნანობდა, უფრო მაღალ დონეზე თამაშის შანსი რომ დაკარგა.

ამ სიას გიორგი ლორია დაემატა, რომლითაც წლეულს ინგლისში დაინტერესდნენ. მაგრამ, როგორც გიორგი ქინქლაძემ გვითხრა, ტრანსფერზე სერიოზული მოლაპარაკება არც დაწყებულა, რადგან ფიფას რეიტინგში 70-ე ადგილზე დაბლა მყოფი ნაკრების წევრის თამაში დიდ ბრიტანეთში აკრძალულია. ჩვენ კი ვიცით, სადაც ვართ...

გერმანული ვარიანტები

მამუკა წერეთელის კარიერა ქვეყანაში არსებულმა განუკითხაობამ შეიწირა. 21 წლის იყო, როცა ვლადიკავკაზის "ალანიასა" და საქართველოს ნაკრების ცენტრალურ მცველს მიონხენგლადბახის "ბორუსიამ" 4-წლიანი კონტრაქტი გაუფორმა.

კონტრაქტის გაფორმების შემდეგ თბილისში ჩამოსულ ფეხბურთელს სადარბაზოში იარაღი დაადეს და ახალი BMW-ს გასაღები მოსთხოვეს. წერეთელმა ნიღბიან ყაჩაღებს წინააღმდეგობა გაუწია, რის გამოც ფეხში დაჭრეს. შედეგი სავალალო აღმოჩნდა - დიდი მონდომებისა და მცდელობის მიუხედავად, 21 წლის ნიჭიერმა მცველმა ნატყვიარი ფეხით ვეღარ ითამაშა, "ბორუსიასთან" კონტრაქტიც გაწყდა და რეალურად, კარიერაც დაასრულა.

1994 წელს გოჩა ჯამარაულს გერმანულ "კიოლნში" გადასვლის რეალური შანსი ჰქონდა. მაგრამ დღემდე არ ამბობს, რატომ ჩაიშალა მაშინ მოლაპარაკება.

შოთა არველაძემ კი გერმანული ფეხბურთის იმდროინდელ გრანდ "ლევერკუზენზე" საკუთარი ნებით თქვა უარი. შოთა მაშინ "ტრაბზონსფორის" ლიდერი იყო. "ლევერკუზენის" მაშინდელი თავკაცი კრისტოფ დაუმი მანამდე თურქულ "ბეშიქთაშს" წვრთნიდა და ქართველს კარგად იცნობდა. არველაძეს ტყუპისცალ არჩილთან ერთად სურდა წასვლა, რაზეც ლევერკუზენელებს ვერ შეუთანხმდა და ამსტერდამის "აიაქსში" გადავიდა.

"ცხინვალის" ამჟამინდელი დამრიგებელი, კახა კაჭარავა გერმანიის რეგიონული ლიგის "ტენის ბორუსიაში" თამაშოდა, როცა პოპულარულ კლუბ ფრანკფურტის "აინტრახტში" გადასვლა შესთავაზეს. მაგრამ "ტენის ბორუსიამ" იმხელა თანხა მოითხოვა, "აინტრახტმა" ტრანსფერზე უარი განაცხადა.

"ზესტაფონის" ამჟამინდელი პრეზიდენტი ილია კოკაია საფეხბურთო სამყარომ 1997 წელს, ლევან კობიაშვილის ჩაშლილი ტრანსფერიდან გაიცნო. მაშინ ფიფას აგენტი კოკაია 19 წლის ფეხბურთელის დორტმუნდის "ბორუსიაში" გადაყვანას ცდილობდა, რომელმაც იმ წელს ჩემპიონთა ლიგა მოიგო და საკონტინენტთაშორისო თასსაც დაეუფლა. მაგრამ "დინამომ" კობიაშვილი იჯარით ჯერ ვლადიკავკაზის "ალანიაში" გაუშვა, შემდეგ - გაცილებით მოკრძალებულ "ფრაიბურგში" გაყიდა.

კარიერის დასრულების შემდეგ კობიაშვილმა სხვა უცნობი მოლაპარაკებებიც გაიხსენა. თურმე, მიუნხენის "ბაიერნში" ორჯერ იწვევდა. პირველად - "ფრაიბურგში" თამაშის დროს. მაშინ ქართველს "ბაიერნის" მარცხენა მცველის, საფრანგეთის ნაკრების წევრის, ბიქსენტ ლიზარაზუს შემცვლელად ამზადებდნენ. მაგრამ ტრანსფერი "ბაიერნის" დირექტორატის ერთ-ერთმა წევრმა ჩაშალა.

მეორედ კობიაშვილს "შალკეში" თამაშის დროს დაუკავშირდნენ და კონტრაქტის დეტალები შეუთანხმეს, მაგრამ საბოლოოდ, "შალკეში" დარჩენა ამჯობინა.

ბრიტანული ვარიანტები

ზურაბ ხიზანიშვილის უიღბლობა "რომაში" ჩაშლილი ტრანსფერით არ დაწყებულა. თბილისის "ლოკომოტივის" მცველი 18 წლის იყო, ეროვნულ ნაკრებში რომ მიიწვიეს, იმდენად შთამბეჭდავად გამოიყურებოდა. ამ დროს მისით "არსენალის" მწვრთნელი არსენ ვენგერი დაინტერესდა.

ლონდონელები მილიონ დოლარს იხდიდნენ. ფეხბურთელის მამა, ვეტერანი დინამოელი ნოდარ ხიზანიშვილი იხსენებდა - მერე შემოგვითვალეს, დაინტერსებულები აღარ ვართ, რადგან "ლოკომოტივმა" დიდი თანხა (როგორც ამტკიცებენ, ქართულმა მხარემ ტრანსფერის საფასურად 6,5 მილიონი დოლარი დაასახელა) მოითხოვაო.

1989 წელს, თბილისის "დინამომ" ბრიტანული ტურნეს დროს შოტლანდიურ "ჰართსს" 2:0 მოუგო. თავი კახი გოგიჩაიშვილმა და კახა კაჭარავამ გამოიჩინეს. შოტლანდიელებმა მათი დატოვება მოისურვეს. მაგრამ მაშინ საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი იწყებოდა და არ გაუშვეს.

გოგიჩაიშვილს ბრიტანეთში 1996 წელსაც იწვევდნენ - ის და გოჩა ჯამარაული "საუთჰემპტონში" გასინჯეს კიდეც და დატოვებაც სურდათ, მაგრამ ინგლისელებმა "დინამოსთან" თანხაზე ვერ მოილაპარაკეს.

1994 წელს კახა ცხადაძემ ბუნდესლიგაში ჩინებული სეზონი ჩაატარა და "კიკერმა" "ჰაერის მეფედ" მოიხსენია. "მეორე სართულზე" კარგად მებრძოლი ცენტრალური მცველის გადაყვანა "ლივერპულმა" მოინდომა. მაგრამ ცხადაძე მძიმედ დაშავდა და ინგლისური ვარიანტი გამოირიცხა...

1997 წელს, ცხადაძეს კიდევ ერთი შანსი მიეცა, "ვესტ ჰემთან" წინასწარი კონტრაქტიც შეათანხმა, მაგრამ კატოვიცეში პოლონეთთან საქართველოს ნაკრების მიერ განცდილი მარცხის (1:4) შემდეგ, ფეხბურთის ფედერაცია ფეხბურთელებს დაერია. როგორც ამბობენ, ინგლისელებს ცხადაძეზე ცუდი დახასიათება გაუგზავნეს და ლონდონელებმა "ჯვაროსნების" ერთ-ერთ ყველაზე ღირსეულ კაპიტანთან კონტრაქტის გაოფიციალურება აღარ ისურვეს.

2012 წელს კი ინგლისურ გრანდში ქართველი მოსკოვის "სპარტაკმა" არ გაუშვა - ჯანო ანანიძეს "არსენალში" არსენ ვენგერი იწვევდა, რაც პირადად აქვს ნათქვამი.

1996 წელს "მანჩესტერ სიტი" ინგლისის პრემიერლიგას დაემშვიდობა და გიორგი ქინქლაძით "ლივერპული" დაინტერესდა. მაგრამ ქართველმა კლუბს და მის ფანებს ვერ უღალატა, გუნდს ჩემპიონშიფში გაჰყვა და ბევრად მაღალ რანგში თავის გამოჩენის შანსი დაკარგა.

ჩვენ და პირენეელები

ქინქლაძეს კარგი ვარიანტები მხოლოდ ინგლისში არა ჰქონია. 1994 წელს მან "ბოკა ხუნიორსში" 3 შეხვედრაც ჩაატარა. საერთაშორისო ცნობარებში მითითებულია, რომ "ქართველი მარადონა" არგენტინულ გრანდში თბილისის "დინამომ" გაანათხოვრა. სხვათა შორის, მაშინ ამბობდნენ კიდეც - ქინქლაძემ თვით მარადონაც მოხიბლაო...

მაგრამ გიორგიმ კლუბი დატოვა - არგენტინელები "დინამოს" სასურველ თანხას ვერ გადაუხდიდნენ. ერთი წლის შემდეგ ქინქლაძე უკვე მადრიდის "ატლეტიკოში" ვარჯიშობდა. მაგრამ იქიდანაც წამოვიდა, როცა "მანჩესტერ სიტი" დაინტერესდა და თბილისურ კლუბს 3,2 მილიონი დოლარი გადაუხადა.

მიხეილ აშვეთია 18 წლის იყო, მენეჯერმა კაპიტან ნემოს რომ დაამსგავსა და ლამის მთელი ევროპა შემოატარა. აშვეთია 5 თვე მოსკოვის "სპარტაკში" ვარჯიშობდა და აგენტი კლუბს ფულზე ვერ მოელაპარაკა. იქიდან იტალიურ "ბრეშაში" გადაიყვანა, ბედი ვარშავის "ლეგიაშიც" სცადა, "მოგზაურობა" კი პორტუგალიურ "ბოავიშტაში" დაასრულა, სადაც იმ დროს პორტუგალიის ნაკრების თავდამსხმელი ნუნუ გომეში თამაშობდა.

მისი საკითხი წყდებოდა, როცა უთხრეს, რომ მოსკოვის "სპარტაკი" კონტრაქტს უფორმებდა და მეტ თანხას იხდიდა. მენეჯერი "ბოავიშტას" პასუხს არ დაელოდა და ახალგაზრდა ფორვარდი რუსეთში გადააფრინა. მაგრამ მოსკოველებს ფულზე ვერც ამჯერად შეუთანხმდა და ამ ვოიაჟების შემდეგ აშვეთია კვლავ ქუთაისის "ტორპედოში" აღმოჩნდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• rud gulit

ჰენრიკ მხითარიანის ნაკრები ნეტა რომელია რეიტინგით:) კაი რა ზღაპრებს ნუ ჰყვებით,ბებიას...რო ჰქონოდეს ბაბუა იქნებოდაააა

• Kaxa

ეს მსუნაგები, ჯერ კალაძეს რომ ძმა მოსტაცეს რამდენი ტყუილ წერილს უგზავნიდა ფულის გამოძალვის მიზნით კახა თარგამაძე იყო მაგათი მეფე!!!

• გგგ

ქართული ფეხბურთის რეალობაა - ნიჭიერი იყო მაგრამ დიდი ფეხბურთი ვერ ითამაშა. დღესაც რომ იწერება ქინქლაძეზე, კაცს თავისი პირით აქვს ნათქვამი, ნაკრების თამაშებზე თითქმის ერთი კვირის უვარჯიშებელი გავდიოდიო. ვინც დიდი ფეხბურთი ითამაშა, დარწმუნებული ვარ ასე არ მოიქცეოდა

• seroja

"ასე რომ ყოფილიყო... ისე რომ არ ყოფილიყო.." მორჩით რა ამ უაზრო ბაქიბუქს! კლუბი თუ მართლა დაინტერესებულია ფეხბურთელით ის ყველა პრობლემას მოაგვარებს... აგერ ამ ზაფხულს საფრანგეთის მეორე ლიგის პატარა კლუბმა 11წლის ინდოელი ჩამოიყვანა მშობლებთან ერთად და ბავშვს ხომ ყველა პირობა შეუქმნეს ადაპტაციისთვის მშობლებიც დაასაქმეს მიუხედავად ენის არ ცოდნისა... თქვენ კიდევ "სამუშაო ვიზა და 70ე ადგილი რეიტინგში..." და ასეთი ზღაპრებით გინდათ დააბოლოთ ხალხი,90იანი წლები კი აღარ არის... "მარადონას" ვეთანხმები დიდი ფეხბურთი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მარტო კალაძემ ითამაშა

• mamuka kikabize

maradona ასიანი ხარ...

• maradona

პეტრე კუპრს... ბატონო ჩემო,რას ეძახით თქვენ დიდ ფეხბურთს,საინტერესოა... დიდი ფეხბურთი რასაც ქვია,მხოლოდ კახა კალაძეს აქვს ნათამაშები,სხვას არცერთს...

• პეტრე კუპრი

საქართველოში დიდი ფეხბურთი ითამაშეს კალაძემ,არველაძემ, ქეცბაიამ, კობიაშვილმა, დანარჩენმა თავიანთი ნიჭი წყალს გაატანეს.

• kakula

არველადზე ვინ არისსს??

• mateusa

ამხელა სტატიას რომ აქვეყნებთ არ ჯობია ჯერ ინფო გადაამოწმოთ? მხოლოდ ქინქლაძეზე შეგისწორებთ: მადრიდის ატლეტიკოში კი არა ზაარბრუკენში ჩაატარა ერთი ვარჯიში და იქიდან დაბრუნებული გადავიდა სიტიში არა 3.2 მილიონ დოლარად, არამედ 3.6 მილიონ ფუნტი სტერლინგი

• saba

მე როგორც ვიცი არველაძის წაყვანა ლევერკუზენს კი არა დეპორივოს უნდოდა და რახან მარტო შოთაზე იყო ლაპარაკი უარი თქვა. არველაძის ავტობიოგრაფილ წინგში მაქ წაკითხული

• გგგ

Elguja მაგარი კაცი ხარ

• Mamuka

თავი ბოლო ქინქლაძეზეა აქ სრული სიმართლე და არა სრული ქინქი რეალშიც იყო და მეორე გუნდში 6 თვით თამაშს თავაზობდნენ პირველ გუნდში დაწინაურების პერსპექტივით მაგრამ ამბიციებმა და დინამოს მესვეურთა უგუნურობამ იმ დროისთვის არაფრით გამორჩეულ მანჩესტერ სიტიში ამოაყოფინა თავი საქართველოს ყველა დროის უნიჭიერეს ფეხბურთელს

• chipo

Dges evro trenerebad rom moaqvt tavi vin gazardes evropis w gundebshi rom garbian datavi fexburtelebi goniat zemot chamotvlili xalxi fiskulturis intitutუტ damtavrebulebma mwvrtnelebma gazardes naxet ra sastavia

• elguja

ჭირია იქა, ლხინი აქა, ქატო იქა, ფქვილი აქა.

• irakli

ღორები ვართ!!!!!!!!!

• Levan

სომხეთის ნაკრები 102-ე ადგილზეა ფიფას რეიტინგში, მაგრამ მხითარიანი იუნაიტედშია

• jondo

ქართული ხალხური ზღაპრები

• chele

კოკაიამ ბევრ სხვასაც ჩაუშალა ტრანსფერი.

• ika

ეს იუვენტუსი რა გადარეული ყოფილა ქართველ ფეხბურთელებზე :D:D:D მერე რა რომ მაგ დროს ზიდანი თამაშობდა გუნდში :D:D:DD:D: ნუ წერთ უაზრო სისულელეებს :D

დღეს საფრანგეთის ჩემპიონატი დასრულდება - ხვიჩას ოქრო და სხვა ქართველების ამბები...

ორ ნაბიჯში ლა ლიგასთან - ქოჩორაშვილის "ლევანტემ" ისევ გაიმარჯვა

იქნება თუ არა კვარაცხელია "ოსერთან" სასტარტოში? - "პარიზიენის" პროგნოზი

"ვილა პარკზე" ბოლო მატჩი ჩაატარა და ცრემლები ვერ შეიკავა - მარტინესი "ასტონ ვილას" ტოვებს

იქნება თუ არა კვარაცხელია "ოსერთან" სასტარტოში? - "პარიზიენის" პროგნოზი

დე ძერბი: პსჟ - "ინტერის" მატჩისას კინოს ვუყურებ

20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან

თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები

"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე

"შედარება მესისთან?" - რა თქვა ლამინ იამალმა

"იცი ჩვენს შორის რა განსხვავებაა?" - თოფურიამ მახაჩევს უპასუხა

დღეს საფრანგეთის ჩემპიონატი დასრულდება - ხვიჩას ოქრო და სხვა ქართველების ამბები...

[VIDEO] სერიამ კულმინაციას მიაღწია - იოკიჩს მხარი მარიმ აუბა და "დენვერმა" "ოკლაჰომა" დაამარცხა

[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი

[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა

ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა

მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ

მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს

"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა

პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს

"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი

კვლავ ფორმაშია! - შოთა არველაძემ მადრიდის "რეალს" გაუტანა [VIDEO]

ქართველი ტალანტი ჩაკვეტაძის სტილითა და ტოპჩემპიონატის პერსპექტივით - რა აახლოებს ხვიჩას "ოქროს ბურთთან" - ნუკრი რევიშვილი ბევრ თემაზე

"გიოს და "კვარას "ვუსურვებ, რომ ნაკრებში, გოლების რეკორდი წელსვე გააუმჯობესონ" - შოთა არველაძე

"არველაძე "ტრაბზონსპორში" ბრუნდება, თუმცა არა მწვრთნელის რანგში" - რას წერს თურქი ჟურნალისტი

“გავედი ოთახში, არჩევნებიდან რამდენიმე საათში რეკავს ტელეფონი და სააკაშვილი მეუბნება…” - ნემსაძემ სფფ-ის პრეზიდენტობის სკანდალური არჩევნები გაიხსენა

ქეცბაიას წასვლა რომ საქმეს შველოდეს - კვიპროსმა ისევ წააგო

"მჯერა, რომ ნეაპოლის შემდეგ, პარიზსაც განსაკუთრებული სიხარული ელის!" - გიორგი ქინქლაძე ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ში ტრანსფერს გამოეხმაურა

ცხადაძემ თბილისის "დინამო" ჩაიბარა და საქმეს შეუდგა

ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები

"მე საერთოდ ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება, ირაკლი 11-კაციან განაცხადში ვერ მოხვდეს" - რევიშვილმა აზაროვზე ისაუბრა

ვინ მოვა "დინამოში" და წავა გუნდიდან - გიორგი ნემსაძემ სატრანსფერო გეგმებზე ისაუბრა

ოფიციალურად: თორნიკე ოქრიაშვილი ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა

"ხვიჩას ბევრი საუბარი არ უყვარს... გუნდურად უფრო გაზრდილია... სიყვარული ხელს ვერ შეგიშლის" - ნუკრი რევიშვილი

48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა

საქართველოს ნაკრების ლეგენდები ბათუმში "ინტერის" ლეგენდებს დაუპირისპირდებიან

"ვეცდები, სანიოლი დავარწმუნო, რომ ეროვნულ ნაკრებში თამაშის ღირსი ვარ" - თორნიკე ოქრიაშვილი

ქეცბაიამ შეიძლება მუშაობა შოტლანდიაში გააგრძელოს

"ასეთი ტრანსფერები და ამ დონეზე თამაში გვჭირდება, რადგან..." - თემურ ქეცბაია ვახტანგ სალიას "ნიუკასლში" ტრანსფერს გამოეხმაურა

გიორგი ქინქლაძემ მისი აზრით, ევროპის საუკეთესო გუნდი და ყველა დროის საუკეთესო მწვრთნელი დაასახელა

გიორგი ნემსაძე: კაშიას პირობები ვერ დავაკმაყოფილეთ, სისოკო აღარ გამოჩნდა...

თემურ ქეცბაია შოტლანდიური გუნდის მწვრთნელად არ დანიშნეს

"მე რომ "გენკში" მივედი, ტროსარი გუნდიდან გაუშვეს, ახლა კი..." - რა განაცხადა ოქრიაშვილმა "არსენალის" შემტევზე?

"ოკლაჰომა-სიტი" მონსტრი ხდება: კარმელო უესტბრუკთან და ჯორჯთან წავიდა

ქეცბაია ტრიბუნაზე, ჩვეული კანკავა, ნაკლებად დასამახსოვრებელი ოქრიაშვილი - 19 წლის ბრაზილიელის ლამაზი გოლი... [VIDEO]

თბილისის "დინამოს" მთავარი მწვრთნელი "სპორტალში" [VIDEO]

"გახსოვდეთ უთვალავი ახალგაზრდა ბიჭი და გოგო, რომლებიც გიყურებენ და ოცნებობენ, რომ ერთ დღეს თქვენს კვალზე გაიარონ" - გიორგი ქინქლაძემ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს მიმართა

"ჟორჟი, ჩვენი ახალი ქართველი" - რა ვიდეოთი წარადგინა "აიაქსმა" მიქაუტაძე [VIDEO]

პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს

ცნობილია, იმუშავებს თუ არა შოთა არველაძე "ტრაბზონსპორში"

"კვარაცხელია დღეს ესპანეთს დაამარცხებს და გუტის ამ მაისურს გაუგზავნის" - რევიშვილი ესპანეთთან დაპირისპირებაზე

განიხილება ორი კანდიდატურა - ქეცბაია სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება?

შოთა არველაძე: მამარდაშვილის "ლივერპულში" წასვლა კოსმოსში გაფრენას ჰგავს

გიორგი ნემსაძეც პოლიტიკაში წავიდა

"ვაჩვენეთ, რომ ქართული ფეხბურთი უნიკალურია, ის არ ჰგავს რაიმეს სხვას" - ქინქლაძე "ჯვაროსნების" ევრო 2024-ზე ასპარეზობას გამოეხმაურა

კვარაცხელია - ზაფხულამდე დარჩენა, "მანჩესტერი" თუ მაინც პსჟ - "გადამწყვეტი თავად ფეხბურთელის სურვილი იქნება"

მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა

დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია

"ყოვლად მიუღებელია ის რეალობა, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება!" - თორნიკე ოქრიაშვილი [PHOTO]

"სანიოლი საპრესკონფერენციო ოთახში ვნახე და ასეთი რამ მითხრა" - რა განაცხადა თორნიკე ოქრიაშვილმა?

კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...

"მადლობა იმ სიამაყისთვის, რომელიც მოგვანიჭეთ" - შოთა არველაძე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების გამოსვლას ეხმაურება

ნუკრი რევიშვილი: ქართველი ფეხბურთელები რუსებზე ნიჭიერები არიან