თბილისის "დინამოს" და საბჭოთა კავშირის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს 10 სექტემბერს ლამაზი იუბილე აქვს - 50 წელი უსრულდება!
ფოტოზე: ახრიკ ცვეიბა, გოჩა გოგრიჭიანი, საიდ თარბა. 1986 წელი

...აფხაზეთის მადლიან მიწაზე არაერთი გამორჩეული ფეხბურთელი აღზრდილა, თბილისის "დინამოს" თითქმის 100-წლიან ისტორიაში მართლაც გამორჩეული კვალი რომ დაუტოვებია: ავთანდილ ღოღობერიძე, ვლადიმერ მარღანია, ვლადიმერ ბარქაია, გიორგი სიჭინავა, გოჩა გავაშელი, აღარაფერს ვამბობთ ვიტალი დარასელიაზე, ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე დიდი გამარჯვების ერთ-ერთ მთავარ შემოქმედზე: 1981 წლის 13 მაისს, თასების მფლობელთა თასის ფინალში, სწორედ ამ ოჩამჩირელმა ბიჭმა გაიტანა ის გადამწყვეტი და ზღაპრული გოლი გერმანული "კარლ ცაისის" კარში და თბილისის "დინამო" ევროტურნირების გამარჯვებული გახდა!

...საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში ასპარეზობის პერიოდში (1936-89) თბილისის "დინამოს" ისტორიაში სეზონი არ ყოფილა, აფხაზეთში აღზრდილ ფეხბურთელს რომ არ ეთამაშა. ეს რიცხვი განსაკუთრებით გაიზარდა 80-იან წლებში, როცა "დინამოში" გამოჩნდნენ გრიგოლ ცაავა, გოჩა გოგრიჭიანი, თემურ ქეცბაია, გიორგი ჩიხრაძე, მიხეილ ჯიშკარიანი, სოსო მალანია, რომლებსაც მოგვიანებით მურთაზ შელია და გელა ინალიშვილიც შეუერთდნენ.

იმავეს თქმა შეიძლება აფხაზ ფეხბურთელებზეც, ასევე 80-იან წლებში რომ იცავდნენ თბილისის "დინამოს" ღირსებას: თემურ ჟიბა, თენგიზ ლოგუა, რომან ხაგბა, საიდ თარბა, ჯემალ გუბაზი და, რაღა თქმა უნდა, ახრიკ ცვეიბა, მართლაც გამორჩეული პიროვნება და არანაკლებ გამორჩეული ფეხბურთელი, აქტიური კარიერის დროსაც და დღესდღეობითაც, ასევე გამორჩეული ურთიერთობა რომ ჰქონდა და აქვს ქართველ ფეხბურთელებთან!

ახრიკ ცვეიბას 10 სექტემბერს ლამაზი იუბილე აქვს - 50 წელი უსრულდება! თბილისის "დინამოს" და საბჭოთა კავშირის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს ამ იუბილეს მისი თბილისელი მეგობრებიც მიულოცავენ, ის მეგობრები, რომლებთანაც ახრიკ ცვეიბას თითქმის 30-წლიანი ურთიერთობა აკავშირებს; თანაც, ამ მართლაც ურთიერთობას ვერც ვერავინ და ვერც ვერაფერმა მიაყენა ჩრდილი, იმიტომ, რომ ახრიკ ცვეიბას კაცურ ურთიერთობაში არც არასდროს შეშლია რაიმე...

...თბილისის "დინამოს" ძირითადი ფეხბურთელი ვიდრე გახდებოდა, ჯერ კიდევ მაშინ დაუმეგობრდა გია ფირცხალავას და მათი გამორჩეული მეგობრობა დღემდე გრძელდება; ისე, როგორც ოთარ კორღალიძესთან და სულ ახლახან გარდაცვლილ ლევან ბარათაშვილთან; ცალკე საუბრის თემაა ახრიკ ცვეიბას განსაკუთრებული დამოკიდებულება ქართული ფეხბურთის ორ ცოცხალ ლეგენდასთან, ალექსანდრე ჩივაძესა და ოთარ გაბელიასთან.

სხვა უამრავი მაგალითის მოყვანაც შეიძლება, გნებავთ, გელა ინალიშვილთან მეგობრობა თუ კახა ცხადაძესთან, მით უმეტეს, რომ დაცვის ცენტრში ცვეიბა და ცხადაძე ჯერ თბილისის "დინამოში" თამაშობდნენ გვერდიგვერდ, მერე საბჭოთა კავშირისა თუ დსთ-ის ნაკრებში, ბოლოს კი - ვლადიკავკაზის "ალანიაში".

სხვათა შორის, 1997 წლის სეზონში, "ალანიას" შემადგენლობაში უმრავლესობას... ქართული ფეხბურთის აღზრდილები შეადგენდნენ: ახრიკ ცვეიბასა და კახა ცხადაძის გარდა, იქ იყვნენ მურთაზ შელია, გოგა გახოკიძე, მიხეილ აშვეთია, ბახვა თედეევი, ინალ ჯიოევი და იმ დროისთვის 19 წლის ლევან კობიაშვილი, რომელიც იმ სეზონის დასრულების შემდეგ რუსეთის ჩემპიონატის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად და საუკეთესო ლეგიონერად დაასახელეს! "ალანიას" მთავარი მწვრთნელი კი ქართული ფეხბურთის დიდი დამფასებელი ვალერი გაზაევი გახლდათ...

...გუდაუთაში დაბადებული ახრიკ ცვეიბა თავდაპირველად მეორე ლიგაში მოასპარეზე სოხუმის "დინამოში" გამოჩნდა, მცირე ხნით ხაბაროვსკის სკა-ში თამაშობდა, 1984 წელს კი თბილისის "დინამოში" მიიწვიეს; თავდაპირველად, საყრდენი ნახევარმცველი გახლდათ, მერე და მერე კი ცენტრალური მცველის პოზიციაზე თამაშობდა კარიერის დასრულებამდე.

კარიერა კი, იცოცხლეთ, ჩინებული ჰქონდა, თუმცა, თავდაპირველად დიდი მოთმინება დასჭირდა, თბილისის "დინამოს" ძირითადში ადგილი რომ დაემკვიდრებინა: თითქმის ორწელიწად-ნახევარი ელოდა თავის შანსს და აი, 1987 წლიდან "დინამოს" შეუცვლელი და წამყვანი ფეხბურთელიც გახდა.

ის წელი სტაჟიან ქომაგებს კარგად ემახსოვრებათ: შემოდგომაზე "დინამომ" ბულგარეთის "ლოკომოტივთან", რუმინულ "ვიქტორიასთან" და გერმანულ "ვერდერთან" დაუვიწყარი მატჩები ჩაატარა უეფას თასზე და ამ ექვსივე შეხვედრაში ახრიკ ცვეიბა ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ ჩვენს გუნდში.

სამი სეზონის (1987-89 წლები) განმავლობაში ახრიკ ცვეიბა თბილისის "დინამოს" შეუცვლელი ფეხბურთელი იყო; მერე, 1990 წლის დასაწყისში, ქართულმა ფეხბურთმა დამოუკიდებლად არსებობა რომ გადაწყვიტა, არავის გაჰკვირვებია ცვეიბას არჩევანი...

...თანაც, ამ ათლეტურ და გონიერ მცველს ხომ კიევის "დინამოში" იწვევდნენ, კერძოდ კი, ამ გუნდისა და საბჭოთა კავშირის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვალერი ლობანოვსკი! ცვეიბა ჯერ კიდევ თბილისის "დინამოში" თამაშისას მიიჩნეოდა საბჭოთა კავშირის ნაკრების კანდიდატად, კიევის "დინამოში" გადასვლის შემდეგ კი უკრაინული ტიტულებიც მოიგო, ჩემპიონთა ლიგაზეც იასპარეზა და 1990 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზეც უნდა გვეხილა, მაგრამ იტალიის მუნდიალამდე რამდენიმე დღით ადრე, ნაკრების ვარჯიშზე ორმხრივი თამაშისას თანაგუნდელთან შეჯახების შემდეგ ისე დაშავდა, რომ ეს უმნიშვნელოვანესი ტურნირი გაუცდა.

სხვათა შორის, იგივე გამეორდა 4 წლის შემდეგაც, როცა მაშინაც ზედ მუნდიალის წინ მიიღო ტრავმა. სამაგიეროდ, მონაწილეობა მიიღო 1992 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე, როცა დსთ-ის ნაკრებში გამოდიოდა.

...ახრიკ ცვეიბას უნიკალურ მიღწევაზეც უნდა ვთქვათ: ჯერ საბჭოთა კავშირის ნაკრებში გამოდიოდა, მერე დსთ-ის ნაკრებში, ევრო 1992-ის დასრულების შემდეგ ერთი მატჩი...უკრაინის ნაკრებშიც ჩაატარა! თუმცა, ხვალინდელი იუბილარის სანაკრებო კარიერა ამით არ დასრულებულა: საკუთარი ძალები უცხოეთშიც მოსინჯა (სამი წელი ცნობილ იაპონურ გუნდში, "გამბა ოსაკაში" გამოდიოდა) და 1997 წელს ვალერი გაზაევმა ქართველებით "გაძეძგილ" "ალანიაში" რომ მიიწვია, ამჯერად უკვე რუსეთის ნაკრებში უხმეს!

ეს იყო ცვეიბას მესამე ცდა, მუნდიალზე ეასპარეზა, მაგრამ 1997 წლის გვიან შემოდგომაზე, რუსეთის ნაკრები ორრაუნდიან პლეი ოფში დამარცხდა იტალიის ნაკრებთან...

...თბილისის "დინამო", კიევის "დინამო", ნაბერეჟნიე ჩელნის "კამაზი", იაპონური "გამბა ოსაკა", "ალანია", ჩინური "ციანვაი", ელისტის "ურალანი", დაბოლოს, მოსკოვის "დინამო", სადაც 2001 წელს კვლავაც ვალერი გაზაევმა მიიწვია და სწორედ ამ კლუბში დაასრულა კიდეც ახრიკ ცვეიბამ თავისი კარიერა.

სამაგიეროდ, ცვეიბას საფეხბურთო დინასტია გრძელდება: მისი ვაჟი სანდრო ცვეიბა მამის მსგავსად, ამპლუით მცველია და დღესდღეობით ყაზახეთის ჩემპიონატში, "აქტობეში" თამაშობს.

ახრიკ ცვეიბას ლამაზ იუბილეს "ლელოც" ულოცავს!..

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Vბep1963
გულით ქართველი და კაცური კაცია გრიშა ცაავა.როცა საქართველოს დასჭირდა კაცურად იბრძოლა.არა ისე აქ ზოგიერთი რომ წერს.ეს იმიტომ რომ იგი თავის ქალაქს ,თავის ძმებს იცავდა პირველ რიგში,ხოლო აქედან გამომდინარე კი მთლიანად ქართულ მიწას.სხვებს რაც შეეხებათ ისე არის საქმე რუსების დაკრულზე მოცეკვავე ქართველებმა,რომ ვინ გმირი იყო და ვინ ყაჩაღი ეხლა ყველაფერი ერთმანეთში არეული.და სწორედ ეს არის ჩვენი დიდი უბედურება.
Vep1963
აბა ქართველები ,,აფხაზებთან,,გმირულად მებრძოლები კარგად ... ბატონ ცვეობას.ის კია აფხაზი და თქვენც კი ხართ ქართველები მაგრამ ისეთი რუსმა რომ გამოიყენა.ეხლა ის აფხაზრუსულ საქმეს იცავს თქვენ კი ქართველები .....ცვეობა კაცია თქვენ კი თქვენივე ჯიშისა და სისხლის ......კი ბატონო მივულოცოთ მაგრამ მთლად ისე ნუ იზამთ რომ უსისხლოები გამოვიდეთ
gaza
გილოცავტ მტელისაკარტველო.აკ კველას უკვარხარ
немой
იურიჯან,არც მესი და რონალდუ ქართველობენ და მათზე რათა სწერამენ სტატიებსა,ცავატანემ?

და რატომ უნდა ქართველობდეს ის აფხაზია. მთავარია რომ მეგობარია და არა მტერი. სხვათაშორის იურიც არ არის ქართული სახელი და მერე რა მოხდა.
jiji
დიდებული ფეხბურთელი და კიდევ უფრო კარგი კაცი! არ ქართველობსო(???)იურიმ! ნაღდი აბხაზი, რომ არის, იმიტომ არის კაცი (მეც ვიბრძოდი)!ვულოცავ!
გია
ერთი გადაცემა იყო იმედზე.დათო ქლიბაძეც იყო და ცვეიბა ჩართეს უცხოეთიდან.ყველა ქართველი ფეხბურთელი ჩამოთვალა და გულით მოიკითხა.მერე ქლიბაძემ მისი ონტერვიუ გაიხსენა და მადლობაც გადაუხადა.რუსი ჟურნალუსტი იღებდა ინტერვიუს და ბოლოს კითხა რა გესიზმრება ხოლმეო და ცვეიბამ უპასუხა მე სულ თბილისი მესიზმრებაო...მე ძაან მესიამოვნა მისი პასუხი და კიდევ უფრო დავაფასე....
იური
ახრიკ ცვაიბა არ ქართველობს სხვათა შორის და ეს სტატია მარაზმია
soxumeli
გილოცავ ახრიკ !!! მაგარი კაცი ხარ !!!
გრიშა ცაავასტან დაკავშირებით /"უშეცდომო არავინაა" / რა არ მოგეწონათ?!
რუსულ НТВ -ზე მე თვითონ ვნახე და როცა, გრიშა ცაავას "ბოევიკობაზე" და მასთან ურთიერთობაზე ჰკითხეს, ღირსეული პასუხი გასცა, თუმცა, იყო სხვა მომენტებიც, რაც არ(ც) აღგვინიშნავს... ჰოდა, რა საჭიროა ამდენი ცარიზმისდროინდელივით ცენზურა? არ ვარგა ქ ა რ რ თ ვ ე ლ ი (!) მკითხველის "დაკიდება", რასაც, ბევრის აზრია- სამწუხაროდ, ძალიან უმატეთ!
შეუმცდარი არავინაა, თუმცა...)))
კაი ფეხბურთელი იყო და მახსოვს, გრიშა ცაავასთან დაკავშირებით რუსი ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვაზე (დაახლოებით ასეთი შინაარსის: როგორ ურთიერთობ კაცთან, რომელმაც იბრძოლა აფხაზეთის წინააღმდეგ და ა.შ.) ღირსეული პასუხი გასცა. ვ უ ლ ო ც ა ვ !
temur
ახრიკ გვახსოვხარ, გვიყვარხართ საქართველოში, თუ ჩამოხვალთ კაცურად დაგვხვდებით და მოგეფერებით
koba gagrinski
Поздравляем, Ахрик!
soxumeli giorgi
Поздравляем, Ахрик! Помним и любим тебя твои земляки, друзья, разбросанные по всему миру... Оставайся всегда таким каким ты был и есть! Успехов, радости и абхазского долголетия!
საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ნაკრების წარმატება
"ლივერპულს" კვლავ განადგურების შეეშინდა - უცხოური მედია "დინამოს" ტრიუმფს იხსენებს
მიზანი ერთია, დიადი ნათელი - ცნობილი გახდა ანჩელოტის ამოცანა და ხელფასი
20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან
თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
ხვიჩას დაჯილდოება, მიქაუტაძისა და დავითაშვილის გადამწყვეტი მატჩი და სხვა ამბები
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა
ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს
"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა
პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან
ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს
"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი
უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა
დიდი დაბრუნებები ქართულ ფეხბურთში - ლევან ყენიას წინამორბედები
ახრიკ ცვეიბა: არაფერია კრიმინალური, მარადიშვილი საქართველოს ნაკრებში უნდა წავიდეს
...ეს იქნება რევოლუცია ქართულ ფეხბურთში! რევაზ არველაძე "ლელოს" სტუმარია
დაბრუნებაც, დებიუტიც... "იბერია 1999"-მა და "დინამო ბათუმმა" მოიგეს, ერთი მატჩი ფრედ დასრულდა
[ტრანსფერი] ლევან მაჭარაშვილმა უკრაინის პირველ ლიგას ლიტვის ჩემპიონატი ამჯობინა
ეროვნული ლიგა. I ტური. "დინამო" (ბთ) - "დინამო" (თბ) [LIVE]
38 წელი ისტორიული გამარჯვებიდან: 1981 წლის 13 მაისი, "დინამო" – "კარლ ცაისი" 2:1 [VIDEO]
"ვიცი, რომ "რეალის" ფანია, მაგრამ ამ ორ გუნდს უფრო მოუხდებოდა" - კახა ცხადაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
აღმასაკომმა ილია კოკაიას ფეხბურთში საქმიანობა აუკრძალა
ნერვიულობის მეტყობა რამე?!. ლევან კობიაშვილი "ლელოს" სტუმარია
ქეცბაიას წასვლა რომ საქმეს შველოდეს - კვიპროსმა ისევ წააგო
ლაშა ლომიძე და ანა შელია დაინიშნენ
ილია კოკაია: ჩივაძე არის იუდა! ეს ბანდიტური დაჯგუფება ყელშია ამოსული
მამუკა კვარაცხელია: ეს აღმასკომი კი არა, დაღმასკომია!
ნიკა ქუთათელაძე - ფრანგული "ლილიდან" საქართველოს ნაკრებში
ცვლილებები დაიწყო: გია ფირცხალავა გაუშვეს, კახა ებრალიძე წავიდა
აზერბაიჯანელებმა მთავარი მწვრთნელის პოსტი ოლეგ ბლოხინს შესთავაზეს - უკრაინელის პასუხი ცნობილია
დიდი შფოთი აღმასკომზე - ილია კოკაია ქართული ფეხბურთიდან მოკვეთეს
"ვაჩვენეთ ყველაფერი საუკეთესო, რაც კი ქართულ ფეხბურთს ჰქონდა..."
"ზუგდიდის" მთავარ მწვრთნელად უკრაინელი ვლადიმირ ლიუტი დაინიშნა
ლევან კუტალია: გული მწყდება, რომ ბოსნიის მოქალაქეობაზე ვთქვი უარი
"ბეტონის შემოღობვა ხიფათს შექმნის, თუკი ფეხბურთელი ახლო მანძილიდან შეეჯახა"
გაბელია: ესპანელები მუდამ ჩვენთან არიან - ცხოვრება მოულოდნელობებითაა სავსე
"ზუგდიდიდან" ლიუტი გაუშვეს, ახალ მწვრთნელს ვიცე-პრეზიდენტიც დაეხმარება
ქეცბაიამ შეიძლება მუშაობა შოტლანდიაში გააგრძელოს
"ასეთი ტრანსფერები და ამ დონეზე თამაში გვჭირდება, რადგან..." - თემურ ქეცბაია ვახტანგ სალიას "ნიუკასლში" ტრანსფერს გამოეხმაურა
ოფიციალურად: ცხადაძე აზერბაიჯანულ გუნდს გაწვრთნის
ალექსანდრე ჩივაძე 65 წლის გახდა!
საქართველოს პრეზიდენტმა ვიტალი დარასელია სიკვდილის შემდეგ ღირსების ორდენით დააჯილდოვა
თბილისში ვიტალი დარასელიას საცხოვრებელ სახლზე მემორიალური დაფა გაიხსნა
ეროვნული ლიგა. V ტური. "დინამო" (თბ) - "გარეჯი" [LIVE]
თემურ ქეცბაია შოტლანდიური გუნდის მწვრთნელად არ დანიშნეს
ვიტალი დარასელიას თასი: კიეველთა ტრიუმფი, მასპინძელი ბოლო ადგილს ასცდა
"ყინული დაიძრა, დარწმუნებული ვარ, რომ ახლო მომავალში ბევრი ქართველი ითამაშებს ევროპაში" - კახა ცხადაძე
ახრიკ ცვეიბას ისტორიები ჩელებაძეზე: რეზო ფიქრობდა, თბილისში ჩავალ, "ვოლგას" მაჩუქებენ და ხელისგულზე მატარებენო, მაგრამ...
კახა ებრალიძე: ამ ბრალდებას ვერ მივიღებ!..
ეროვნული ლიგა. IV ტური. "თელავი" - "დინამო" (თბ) [LIVE]
უცნობი ისტორიები: რატომ არ გადასცეს მერაბ მეგრელაძეს ევროპის "ოქროს ბურთი"?
15 ფეხბურთელი, რომლითაც კავკასია ამაყობს
განიხილება ორი კანდიდატურა - ქეცბაია სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება?
"იბერია 1999"-მა და "დილამ" მოიგეს, ფოთში ფრე დაფიქსირდა
"როდესაც გადაწყვიტეს, რომ გამხდარიყვნენ მწვრთნელები, თავიანთ განვითარებაზე უნდა ეზრუნათ...მათ დიდი წვლილი, პასუხისმგებლობა მიუძღვით, აი, იმ თაობის სათანადოდ ვერგამოყენებაში..." - რა განაცხადა გიორგი გველესიანმა ალექსანდრე ჩივაძესა და დავით ყიფიანზე?
არმაზ ჯელაძე: ბოლნისის "სიონს" შეუძლია ევროსაგზურის მოპოვება
ისტორია: ვის აწყობდა საქართველო-რუსეთის მატჩის ჩაშლა?
"დილამ" სტუმრად "ტორპედოს" მოუგო; ორი მატჩი ფრედ დასრულდა
ᓠᓣᕡᕔᓑᓘ ᕡᕐᓑᓐ ᓙᕕᕘ
ყველა დროის 10 საუკეთესო ქართველი ლეგიონერი რუსეთის ჩემპიონატში
სამარცხვინო ფაქტი - ვიტალი დარასელიას სამახსოვრო ქვა დააზიანეს [PHOTO]
"დინამო არენას" სამხრეთ ტრიბუნის პირველ იარუსს ალქესანდრე ჩივაძის სახელი ეწოდა
მურთაზ შელიას ქალიშვილი პარიზის მოდის კვირეულზე გამოვიდა [PHOTO]
"დინამო არენის" სამხრეთ ტრიბუნის პირველ იარუსს ალექსანდრე ჩივაძის სახელი ეწოდა
"მგონია, რომ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე კვარაცხელიას უთამაშებლობის მიზეზი ეს ზეწოლა იყო" - ცხადაძე ხვიჩასა და U21 ნაკრებზე
კახა ცხადაძე ყაზახეთის პრემიერლიგაში დაბრუნდა
საბჭოთა კავშირის საუკეთესო ნაკრები 5 ქართველით - და როგორ გაწირა ბესკოვმა ყიფიანი...
ალექსანდრე ჩივაძე: გული მხოლოდ იმაზე მწყდება...
ახრიკ ცვეიბა: ეს ქართველი ფეხბურთელების მხრიდან ამაზრზენი აქცია იყო
კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...
კახა კაჭარავა: ჩემი აზრით, კახა ცხადაძის გათავისუფლება არის შეცდომა