ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჩოგბურთი
რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• MMA
• UFC
• ფორმულა 1
ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა

სიონი-ზუგდიდი 4:1 - "სიონმა" გაიბრწყინა, ზუგდიდში ისევ კრიზისია

სიონი-ზუგდიდი 4:1 - "სიონმა" გაიბრწყინა, ზუგდიდში ისევ კრიზისია

საქართველოს XXVII ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. "წითელი ჯგუფი". V ტური
ჯერ მხოლოდ 5 ტური ჩატარდა და არავინ უწყის, საბოლოოდ სატურნირო მდგომარეობა როგორ შეიცვლება. მხოლოდ ის არ იყო სადავო, რომ "სიონი"-"ზუგდიდის" დაპირისპირება "ექვსქულიანი" მატჩი გახლდათ - ბოლნისის "თამაზ სტეფანიაზე" დაპირისპირებულ ამ გუნდებს აქამდე არათუ თამაში არ ჰქონდათ მოგებული, ქულაც არ ეწერათ ცხრილში.

ასე რომ, ორივე გუნდს წარმატებისთვის დიდი მოტივაცია ჰქონდა, მაგრამ მოედანზე საკმაოდ უცნაური სურათი ვნახეთ - ზუგდიდელ მოთამაშეებს ყოველთვის გამორჩეული სპორტული ჟინი და თავმოყვარეობა რომ გამოარჩევდათ, ამჯერად ბოლნისში გულგრილი ფეხბურთელების კრებული გამოჩნდა და არა - გუნდი, რაც მაყურებლისთვის გაუგებარი დარჩა.

სხვათა შორის, ზუგდიდელებს ძალიან კარგი მეკარე ჰყავთ - სერგეი ლიტოვჩენკო ბევრ უმაღლესლიგელ კიპერს აჯობებს და სტუმრები უფრო დიდი ანგარიშით რომ არ დამარცხდნენ, სწორედ მისი დამსახურებაა.

ძლიერ გუნდში ბევრად უკეთ გამოჩნდება მარცხენა მცველი აბდულ აზიზ დინ-კონტეჰი, რომელიც სამი წლის განმავლობაში "ჩელსის" განაცხადში იყო...

ურიგოდ არც ცენტრალური მცველი ბამბა ფუსენი გამოიყურებოდა და ტყუილად ჩამოყვანილს არც ალექსანდრ ერმაჩენკო ჰგავს. სუსტი მხოლოდ ესპანელი ედგარ კაპაროსია. ამ ფეხბურთელებს საკმაოდ კარგი ადგილობრივი მოთამაშეები დახვდნენ, მაგრამ ისე ჩანს, თითქოს, ლეგიონერები და ქართველები სხვადასხვა გუნდში თამაშობენ. გამონაკლისი კიევის "დინამოდან" მოწვეული ბადრი აქუბარდია იყო, რომელიც ზუგდიდელია და მოედანზე თავს უცხოდ არ გრძნობდა.

ერთი საინტერესო დეტალიც - თამაში დაწყებული არ იყო, როცა ზუგდიდელმა ფანებმა დაიწყეს სკანდირება - "გადადექი! გადადექი!" მათი შეძახილის ადრესატი სტუმართა მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ლიუტი გახლდათ, რომლის ხელში გუნდი ამჯერადაც დამარცხდა.

..."სიონმა" კი სანაკრებო პაუზა ჩინებულად გამოიყენა და ზუგდიდელებთან საკუთარი პოტენციალი გამოავლინა. მთავარი მწვრთნელის, არმაზ ჯელაძის გვერდით გუნდის დირექტორი ლადო ბურდული იჯდა, რომელმაც ეტყობა, ბოლნისელები დამუხტა და მოედანზე "გამგელებულები" გაიყვანა. წინა ტურებისგან განსხვავებით, "სიონმა" ლამაზი, აგრესიული და სანახაობრივი ფეხბურთი აჩვენა.

ბოლნისელებმა უპირატესობა პირველივე წუთიდან მოიპოვეს. ეს იმის დამსახურება გახლდათ, რომ ცენტრალური ნახევარმცველები - ირაკლი ძარია და გიორგი ჯანელიძე ფორმაში შევიდნენ. მათ გუნდი სწრაფად და დინამიკურად აათამაშეს. აგრესიულები იყვნენ ფლანგები, მცველები და შემტევები.

მასპინძლებს დაწინაურება თავიდანვე შეეძლოთ, როცა საჯარიმოში მარჯვენა ფრთიდან დავით ხურცილავას მიერ ჩაწოდებული ბურთი ვიაჩესლავ სუშკინმა ახლო მანძილიდან კარში თავით ძლიერად გადაამისამართა - მეკარე ლიტოვჩენკომ საოცარი რეაქცია გამოავლინა და გუნდი გადაარჩინა. ეს მცირე რუსულ-უკრაინული დაპირისპირება შემდეგაც გაგრძელდა და "სიონის" ახალწვეულმა სადებიუტო შეხვედრაში თავი ჩინებულად გამოავლინა. ისე ჩანს, ეს აგრესიული, სწრაფი და მოძრავი თავდამსხმელი პრობლემებს უფრო ძლიერ გუნდებსაც შეუქმნის.

რამდენიმე შეტევის ორგანიზება სტუმრებმაც მოახერხეს, მაგრამ ნიკა დაუშვილმა (რომელიც ორი კვირის წინ სწორედ "ზუგდიდიდან" წამოვიდა) ლევან წურწუმიასა და ერმაჩენკოს შეტევებისას საიმედოდ ითამაშა. უკრაინელმა კიდევ რამდენჯერმე შეუტია, მაგრამ თანაგუნდელების უკმაყოფილება დაიმსახურა - პასებს რატომ არ იძლევიო?..

ამ მცირე მონაკვეთს თუ არ ჩავთვლით, მოედანზე "სიონი" დომინირებდა. ძალიან სახიფათო გამოდგა ძარიას დარტყმა, როცა ლიტოვჩენკომ ბურთი "ცხრიანიდან" მოხსნა. მაგრამ მცველთა მორიგი შეცდომა უკრაინელმა მეკარემაც ვეღარ გამოასწორა: კუთხური ჯანელიძემ შეასრულა, კარის ბადე კი ძარიამ შეარხია - 1:0.

ბოლნისელები არ გაჩერდნენ და შესვენებაზე კომფორტული ანგარიშით გავიდნენ: კუთხური ისევ ჯანელიძემ შეასრულა, დავით ვოლკოვის თავურს მეკარე გადაეღობა, მაგრამ დამატებაზე სუშკინმა ივარგა - 2:0.

მეორე ტაიმში ლიუტიმ თამაშის გამოსწორება შეცვლებითა და გადაადგილებებით სცადა - ცენტრალური მცველი ნიკა ნარმანია თავდასხმაში გურამ სამუშიას ნაცვლად გადასწია (?!), ხოლო მის ნაცვლად ნახევარდაცვაში მარჯვენა მცველი ბადრი აქუბარდია განაწესა. მაგრამ "სიონი" ამანაც ვერ შეაჩერა და სხვაობა კიდევ უფრო გაზარდა: გაფრინდაშვილი-სუშკინის შეტევა კობახიძემ გააგრძელა, საჯარიმოში ბურთი მცველს მოჭრილი დარტყმით შემოატარა და მეკარეს შანსი არ დაუტოვა - 3:0.

თავის გამოჩენა გაფრინდაშვილსაც შეეძლო, მაგრამ ზუგდიდელთა მეკარემ ბურთი მასაც "ცხრიანიდან" მოუხსნა და გუნდი კიდევ ერთი გოლისგან იხსნა. სტუმართა ერთადერთი ნორმალური შეტევა კი გოლით დასრულდა: გოდერძი მაჩაიძის, ოთარ ჯავაშვილისა და წურწუმიას ფლანგური შეტევა ნარმანიამ გოლით დააგვირგვინა - 3:1.

ზუგდიდელები დიდი ანგარიშით მარცხს მაინც ვერ გადაურჩნენ - გაფრინდაშვილმა ბურთი ჯანელიძეს გააყოლა, რომელმაც ბამბა ფუსენი ცრუ მოძრაობაზე წამოაგო და არბიტრის მიერ დანიშნული პენალტი თავადვე უნაკლოდ შეასრულა - 4:1.

"წითელ ჯგუფში" "სიონმა" პირველად მოიგო, ხოლო "ზუგდიდმა" ისევ წააგო და კატასტროფულ მდგომარეობაშია.

საქართველოს XXVII ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. "წითელი ჯგუფი". V ტური

10.09. ბოლნისი. "თამაზ სტეფანია"

სიონი-ზუგდიდი 4:1

გოლები: 1:0 ძარია (30. ჯანელიძის პასით), 2:0 სუშკინი (45+2. ვოლკოვის პასით), 3:0 კობახიძე (59. სუშკინის პასით), 3:1 ნარმანია (75. წურწუმიას პასით), 4:1 ჯანელიძე (90+2-პენ)

სიონი: დაუშვილი, დ. ფოფხაძე, კასრაძე, თოთაძე, გაფრინდაშვილი, ძარია, ჯანელიძე, ხურცილავა (67. გიორბელიძე), სუშკინი (71. სანტოს ფერნანდესი), კობახიძე, ვოლკოვი (88. კალონასი).

სათადარიგოები: მერლანი, უგულავა, ვასაძე, სვანიძე

მწვრთნელი: არმაზ ჯელაძე

ზუგდიდი: ლიტოვჩენკო, აქუბარდია, აფაქიძე, ბამბა ფუსენი, დინ-კონტეჰი, ბეჭვაია, ტყემალაძე, წურწუმია, კაპაროსი (30. ნარმანია), ერმაჩენკო (46. ჯავაშვილი), გ. სამუშია (58. მაჩაიძე).

სათადარიგოები: ზარქუა, სიხარულია, იოსელიანი

მწვრთნელი: ვლადიმირ ლიუტი

გაფრთხილებები: დინ-კონტეჰი (57), ბამბა ფუსენი (67), ნარმანია (73)

არბიტრი: ა. ნონიკაშვილი.

მომდევნო ტური. 17 სექტემბერი

"წითელი ჯგუფი"

დილა-სამტრედია

დინამო (ბთ)-სიონი

ზუგდიდი-საბურთალო.

"თეთრი ჯგუფი"

ჩიხურა-გურია

ლოკომოტივი-დინამო (თბ)

ტორპედო-ცხინვალი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

სამი ფრე და "დილას" მოგება ბათუმში

ტური 14: დაძაბულობა, ბოლო წუთების დრამა, სადებიუტო გოლები

"იბერია 1999" და "ტორპედო" კვლავ იგებენ

20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან

თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები

"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე

ხვიჩას დაჯილდოება, მიქაუტაძისა და დავითაშვილის გადამწყვეტი მატჩი და სხვა ამბები

[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი

[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა

ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა

მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ

მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს

"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა

პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს

"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი

სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან

ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს

"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა

"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ

"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი

უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა

გიორგი პაპუნაშვილმა და კიდევ ოთხმა ფეხბურთელმა "ტორპედო" დატოვა

"დინამო" გაძლიერებას განაგრძობს - თბილისურ კლუბს უკრაინელი მეკარე შეუერთდა

განჯას "ქიაპაზმა" მანჯგალაძე და ლიტოვჩენკო დაიმატა

სიონი-დინამო (ბთ) 0:3 - ელგუჯას თამაში [VIDEO]

"სამტედიამ" მელქისედეკ ცვალე დაიმატა

სერგეი ლიტოვჩენკო: ასეთ რამეს როგორ ვიტყოდი?!.

"ბიჭებს უკვე ყელში ამოუვიდათ და აღარც ვარჯიშობენ..." - ქუთაისის "ტორპედო" შესაძლოა დაიშალოს, გუნდში უმძიმესი კრიზისია

[სპეციალისტის აზრით] "ჩიხურამ" და "ბათუმმა" კარი როგორმე "მშრალად" უნდა შეინახონ

ლადო ბურდული: ძალიან არ მსიამოვნებს ამის თქმა, მაგრამ "ყარაბაღი" ფავორიტია...

ოთარ კობახიძე - "ჩელე-არენის" მორიგი მსხვერპლი

ქართველები ვარსკვლავთა მატჩში - სავარაუდო შემადგენლობა

ბოლნისის "სიონში" მთავარ მწვრთნელად კობა ჟორჟიკაშვილს უხმეს?

თბილისის "დინამო": კიტეიშვილის ოპერაცია, ლიტოვჩენკოს მაჯა და ირანელი

ზუგდიდი-დინამო (ბთ) 0:2 - ბათუმი ახალ ტალღაზე

სიონი-სამტრედია 0:3 - "სამტრედიამ" "სიონი" დააქვეითა [VIDEO]

მალტის ჩემპიონს ირაკლი ძარიას გადაბირება სურს

"ზუგდიდი": სიროტა წავიდა, რას აპირებენ უკრაინელი ინვესტორები?

ზუგდიდი-დილა 1:1 [VIDEO]

ეროვნული ლიგა 2. IX ტური: "თელავმა" "ზუგდიდს" მოუგო და ლიდერ "მერანს" 2 ქულით ჩამორჩება

ეროვნული ლიგა. XXX ტური. "სიონი" - "დინამო" თბ [LIVE]

ეროვნული ლიგა 2. VII ტური: "ქამბექი", რომელიც "მანჩესტერ იუნატედსაც" შეშურდებოდა

საქართველოს ორი ჩემპიონი ერთმანეთის პირისპირ - შესამჩნევი იაპონელი და განელებზე კარგი შთაბეჭდილებით

სერგეი ლიტოვჩენკო: ქართველები საფეხბურთო პიარზე არასაკმარისად მუშაობენ

ეროვნული ლიგის XVI ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით

"სამტრედიამ" ამხანაგურ მატჩში ბოლნისის "სიონი" დაამარცხა

უმაღლესი ლიგა. IX ტური: "სიონს" პირველი მარცხი ჩემპიონმა აგემა

ლადო ბურდული: შეიძლება, ფეხბურთელებს ეს აღარც ახსოვდეთ...

უმაღლესი ლიგა. XXV ტური: ორივე "დინამო" დამარცხდა [VIDEO]

გელა ინალიშვილმა და ბესიკ შეროზიამ "ზუგდიდის" ახალწვეულები წარადგინეს

უმაღლესი ლიგა. IX ტური: "დილამ" და თბილისის "დინამომ" მოიგეს [VIDEO]

"ზუგდიდიდან" ლიუტი გაუშვეს, ახალ მწვრთნელს ვიცე-პრეზიდენტიც დაეხმარება

უმაღლესი ლიგის X ტურის წინ: ყოველმხრივ არაპროგნოზირებადი...

დილა-კოლხეთი 1:1 - ზესტაფონში სოსიაშვილი ახსენეს... [VIDEO]

"გაგრამ " "ტორპედო" მინიმალური ანგარიშით დაამარცხა [VIDEO]

ბოლნისის "სიონმა" "საბურთალო" დაამარცხა [VIDEO]

უმაღლესი ლიგის VI ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები

უმაღლესი ლიგა. VI ტური: "ზუგდიდმა" ნარმანიას გოლით მოიგო

თბილისის "დინამო" სამმა ლეგიონერმა დატოვა

ეროვნული ლიგა 2. V ტური. "მერანმა" ლიდერობა შეინარჩუნა, "შუქურამ" "ზუგდიდს" სძლია

ეროვნული ლიგა. XIV ტური. "სიონი" - "დილა" [LIVE]

ლეგიონის უქმეები: ჯანოს დებიუტი და გოლები რუსეთში, ირანში, ალბანეთსა და ლიეტუვაში [VIDEO]

ბათუმის "დინამო" ვიცე-კაპიტანმა დატოვა

ეროვნული ლიგა: რა ხდება ფოთის "კოლხეთში"?

[ერთი თავი დაუწერელი წიგნიდან] "მწვანე მთვარის" ფავორიტები

ეროვნული ლიგა 2. III ტური: ორი მატჩი და ორი ფრე

ზუგდიდი-საბურთალო 1:0 [VIDEO]

"ძალიან სარისკოა იქ თამაში, ჩემს შემდეგ "ჩელე არენაზე" ოთარ კობახიძემ მიიღო მძიმე ტრავმა"

უმაღლესი ლიგის VIII ტურის წინ: ლიდერთა ჯახი "წითელ ჯგუფში"

"ისეთები გვითხრა, მზად ვიყავით რუსეთის ნაკრები შეგვეჭამა!" - ლადო ბურდულმა მოჰყვა, როგორ აუმაღლა ივო შუშაკმა მოტივაცია საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს რუსეთთან მატჩამდე

ირაკლი ძარია: ევროპიდან და აზიიდან კონკრეტული შეთავაზებები მაქვს

"საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები ვერ ახდენენ საკუთარი თავის 100 %-ით რეალიზებას"

ეროვნული ლიგა. XVII ტური. "ტორპედო" - "სიონი" [LIVE]

ლადო ბურდული: ბოლნისის "სიონი" არ გავარდება!

600 ათასიდან დარჩა 85 ათასი, ინვესტორი კი წავიდა? ორი ვერსია "ზუგდიდის" ამბებზე

ირაკლი ძარია "ვალეტას" ფეხბურთელი გახდა

სანდრო გურეშიძე: ფეხბურთს ძალიან დიდი მოტივაციით ვუბრუნდები

"თელავი" ორმა ფეხბურთელმა დატოვა

წარმოუდგენია თუ არა გიორგი ჯანელიძეს კვარაცხელია "ბაიერნში"?! 10 შეკითხვა ჯანელასთან

ფოთის ცენტრალურ სტადიონზე შვიდი წლის შემდეგ პირველი მატჩი ჩატარდა