ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფური ეტაპი. I ტური
B ჯგუფში დაახლოებით თანაბარი ძალის გუნდები არიან შეკრებილნი, თუმცა ფავორიტად მაინც "ნაპოლი" უნდა მივიჩნიოთ და პირველ ტურში, იტალიელებმა სტატუსი გაამართლეს.

მაურიციო სარის გუნდი აგებდა კიევში, თუმცა მალევე შეცვალა მატჩის ბედი, ორი გოლი შეუგდო "დინამოს" და უმნიშვნელოვანესი სამი ქულა მოიპოვა. მატჩის გმირი არკადიუშ მილიკია, რომელმაც დუბლი შეასრულა და ნეაოპოლელთა გამარჯვება განაპირობა. აღსანიშნავია, რომ პოლონელმა ორივე გოლი თავური დარტყმით გაიტანა.

საგულისხმოა, რომ მილიკმა იტალიის ჩემპიონატშიც დუბლით აღნიშნა დებიუტი და თუ ასე გააგრძელა, ნეაპოლელებს შესაძლოა გონსალო იგუაინი მალევე დაავიწყდეთ. კიეველებმა სცადეს მატჩის გადარჩენა, მაგრამ მათ იერიშებს სიმწვავე აკლდა. 68-ე წუთზე კი სიდორჩუკი გააძევეს მოედნიდან და ნათელი გახდა, რომ კაცნაკლული "დინამო" ანგარიშის გათანაბრებას ვერ შეძლებდა. დარჩენილი დრო ნეაპოლელთა შეტევებში გაილია და დრის მერტენსს, რომ მეტი სიზუსტე გამოეჩინა დამაგვირგვინებელ ფაზაში, "ნაპოლი" ფორით მოიგებდა.

იხილეთ ვიდეო

ჯგუფის მეორე შეხვედრაში "ბენფიკამ" "ბეშიქთაში" მიიღო, თითქმის მთელი შეხვედრის განმავლობაში იგებდა და ბოლო წუთზე, საჯარიმო დარტყმიდან გაშვებული გოლით, ორი ქულა დაკარგა.

თურქული გუნდი ტალისკას ბრწყინვალე საჯარიმო დარტყმამ იხსნა. ისიც ვთქვათ, რომ საკადრო პრობლემების გამო, ლისაბონური გუნდი პრაქტიკულად განახევრებული შემადგენლობით დაუხვდა მეტოქეს.

დინამო კ.-ნაპოლი 1:2

გოლები: 1:0 ჰარმაში (26), 1:1 მილიკი (36), 1:2 მილიკი (45)

დინამო კ. (4-5-1): შოვკოვსკი - მაკარენკო, ხაჩერიდი, ვიდა, ანტუნეში - იარმოლენკო, სიდორჩუკი, რიბალკა (81. კოზუნი), ჰარმაში, ცუგანკოვი (73. ჰუსიევი) - მორაეში (87. გლადკი)

ნაპოლი (4-3-3): რეინა - ჰიუსაი, ალბიოლი, კულიბალი, გულამი - ალანი, ჟორჟინიო, ჰამშიკი (62. ზელინსკი) - კალეხონი, მერტენსი (73. ინსინიე), მილიკი (82. გაბიადინი)

გაფრთხილება: ჰარმაში - მილიკი

გაძევება: სიდორჩუკი (68. დინამო)

კუთხური: 8-6; ჯარიმა: 13-17; თამაშგარე: 2-5; კარში დარტყმა: 6-5 (2-2); ბურთის ფლობა: 53%-47%.

მაყურებელი: 50 000

ბენფიკა-ბეშიქთაში 1:1

გოლები: 1:0 ჩერვი (12), 1:1 ტალისკა (90)

ბენფიკა (4-2-3-1): ედერსონი - სემედო, ლოპეში, ლინდელიოფი, გრიმალდო - ფესა (88. ცელსი), ორტა - სალვიო, ჩერვი (70. სამარისი), პიცი - გუედესი

ბეშიქთაში (4-2-3-1): ჟენგინი - ბეკი, მარსელო, ტოშიჩი, კორეია (63. თოსუნი) - ინლერი, ჰატჩინსონი - კვარეჟმა, ოზიაკუპი (46. ტალისკა), ერკინი - აბუბაქარი (81. შაჰანი)

გაფრთხილება: სალვიო, სამარისი - ბეკი, ერკინი

კუთხური: 6-5; ჯარიმა: 17-11; თამაშგარე: 0-8; კარში დარტყმა: 10-9 (6-5); ბურთის ფლობა: 48%-52%.

მაყურებელი: 55 000

მომდევნო ტური

28 სექტემბერი:

ბეშიქთაში-დინამო, ნაპოლი-ბენფიკა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] კაბო-ვერდე ეძახე და ესპანეთს ფრე გაუგორა
[VIDEO] აკრძალვის მიუხედავად - საფონოვის ცოლმა ჩემპიონთა ლიგის ფინალზე რუსეთის დროშა მაინც შექმნა
[VIDEO] მბაპე მეძავის შვილია - სკანდირებდნენ პსჟ-ს გულშემატკივრები. კომენტარი ანრიმ გააკეთა
ჩელენჯ თასი | "შავი ლომის" მეტოქეები - "ტულონი", "ჰარლიქვინსი", "ედინბურგი", "ოსფრიზი" და "ვანი"
ქართველი დელეგატი რიგაში - მერაბ რატიშვილი ისრაელისა და გერმანიის მატჩს მოემსახურება
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა აშშ-ში გუნდი გამოიცვალა
20 წ. | ხუთი ცვლილებით მსოფლიოს ჩემპიონთან
7-კაცა ჰამბურგში გაემგზავრა
იამალმა ალვარესს "ბარსელონაში" გადასვლა ურჩია და მის ტრანსფერს მიესალმება
ნიდერლანდების ნაკრებს "ლივერპულიდან" დათხოვნილ სლოტს ჩააბარებენ
"დინამო თბილისის" 17 წლის ნახევარმცველი ლიგა 1-ის ბინადარ "პარიზში" გადავიდა
თუ ნაგელსმანს დაითხოვენ - კლოპი გერმანიის ნაკრების ჩასაბარებლად მზადაა
მუნდიალიდან გავარდნის შემდეგ: კუმანი გადადგა, თურქეთმა მონტელა არ გაუშვა
[VIDEO] კინიონესის და ხიმენესის ეფექტური გოლებით - მექსიკა მერვედფინალშია
საქართველოს ნაკრებმა რიგაში ივარჯიშა - გუნდს მამუკელაშვილი ვერ დაეხმარება
[VIDEO] საფრანგეთმა შვედეთი გააბითურა - ვინ შეაჩერებს დეშამის გუნდს?
ოფიციალურად - რამუში პსჟ-დან "მილანში" გადავიდა
[VIDEO] ჰოლანის გოლით ნორვეგიამ კოტ-დ'ივუარს სძლია და 1/8-ფინალში ბრაზილიას შეხვდება
ისტორია დაიწერა - მარიამ ბოლქვაძემ უიმბლდონის ძირითად ბადეში პირველი მატჩი მოიგო!
ოფიციალურად: ლებრონ ჯეიმსმა "ლოს ანჯელეს ლეიკერსი" დატოვა
უხეშობით და წნეხით ქართველებთან - უკრაინელმა კალათბურთელმა საქართველოს ნაკრების გატეხვის გეგმა გაამჟღავნა
პსჟ ბარკოლას 116 მილიონზე ნაკლებად არ გაყიდის
7-ქალა მოლდოვიდან ბრინჯაოთი ბრუნდება
შეხვედრის გაგრძელება შეუძლებელი იყო - საოცარი ამბავი "ბენფიკას" მატჩში - გახსენება [VIDEO]
"ბედნიერი ვარ, რომ "ნაპოლის" კონტე აღარ გაწვრთნის" - კევინ დე ბრუინი
ჩემპიონთა ლიგა. III ტური. B ჯგუფი: სენსაცია ნეაპოლში [VIDEO]
“ნაპოლი” “ბენფიკას” ნახევარმცველის ტრანსფერით ინტერესდება
"დორტმუნდმა" იულიან ვაიგლი 20 მილიონად გაყიდა
გადაწყდა - "ნაპოლის" ახალი მწვრთნელი ალეგრი იქნება
"ბენფიკას" მწვრთნელი: 20 მილიონი რომ ვღირდე, ცოლი გასაყიდად გამომიტანდა
თურქული კლუბი მაკარიძეს ემუქრება: არ ჩამოვა და...
ელმასს "ნაპოლის" დატოვება ისევ მოუწევს
ზურიკოსთან ერთად ლისაბონურ გრანდში? - მოურინიო შეტევის გაძლიერებაზე სერიოზულად ფიქრობს
ntvspor.net: თორნიკე ოქრიაშვილი "ბეშიქთაშთან" სასტარტოში იქნება
"გაზაევი ულვაშა ჰომოსექსუალია" - კიევის "დინამოს ყოფილი" ფეხბურთელი
A bola: "სპორტინგსა" და "ბენფიკას" მაკარიძე სურთ - "ვიტორიამ" ქართველს ფასი დაადო
"მას ეს არ ეშლება"- პირლომ კვარაცხელიაზე ისაუბრა
ჩემპიონთა ლიგა. ბოლო ტურის წინ: ომი "ეშტადიუ და ლუშზე"
"ჟირონა" უკრაინელი თავდამსხმელის შეძენას ცდილობს
ევროპალიგა. 1/4-ფინალი: მუქარა "ლიონს" - ჩვენი სტადიონი თავზე დაგემხობათ
ევროპალიგა. 1/4-ფინალი. I მატჩები: ომი ლიონში, მშვიდობა ბრიუსელში [VIDEO]
"ეს რა დაბრკოლება იქნება?!" - დე ლაურენტისმა დე ბრუინისა და ლუკაკუს მომავალზე საინტერესო განცხადება გააკეთა
გიორგი წიტაიშვილი კარიერას ლიგა 1-ში გააგრძელებს
ზაბარნის პსჟ-ში გადასვლა ისევ ყოვნდება
მესამე უკრაინელი "ჟირონაში" - ვანატი 20 მილიონად გამოისყიდეს
მობილიზაცია შეეხო - უკრაინის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს ფრონტის ხაზზე გააგზავნიან
"ბეშიქთაშის" ახალ სტადიონზე, რომელიც 100 მლნ დაჯდა, ყველა სავარძელს მონიტორი აქვს