წილისყრამ 12 გუნდი რეიტინგის მიხედვით სამ ჯგუფში გადაანაწილა
შარშან წყალბურთელ ვაჟთა მსოფლიო ლიგის გათამაშებაში, ბოლოდროინდელი შედეგებიდან გამომდინარე, ევროპის 12 საუკეთესო გუნდი ჩაება. მათ შორის საქართველოს ნაკრებიც იყო. მართალია, ჩვენებმა ჯგუფში ექვსივე შეხვედრა დათმეს, მაგრამ საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობის უდიდესი გამოცდილება შეიძინეს, რაც ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გამოადგათ.

წყალბურთის ევროპელმა მამებმა საქართველოს ნაკრების წინსვლა გაითვალისწინეს და მსოფლიოს ლიგის ევროპული ეტაპის 2016-17 წლების გათამაშებაშიც ჩართეს.

29 სექტემბერს გაიმართა წილისყრა. 12 გუნდი რეიტინგის მიხედვით სამ ჯგუფში გადანაწილდა:

A ჯგუფი: რუმინეთი, გერმანია, სლოვაკეთი, სერბეთი

B ჯგუფი: ჰოლანდია, ხორვატია, საბერძნეთი, საფრანგეთი

C ჯგუფი: საქართველო, იტალია, თურქეთი, რუსეთი.

საქართველოს ნაკრები პირველი წრის ზედიზედ ორ შეხვედრას შინ გამართავს - 15 ნოემბერს რუსეთს, 6 დეკემბერს კი თურქეთს უმასპინძლებს.

- მსოფლიო ლიგის გათამაშებაში მეორედ ჩართვა ჩვენთვის წახალისება, დიდი პატივი და უდიდესი პასუხისმგებლობაცაა, - გვითხრა საქართველოს საწყლოსნო სახეობათა ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე ბითაძემ. - ევროპის წყალბურთის ფედერაციის მესვეურები ხედავენ, რომ ქართული წყალბურთი ვითარდება, როგორც ეროვნული, ისე ახალგაზრდული ნაკრები გუნდები წარმატებით ასპარეზობენ საერთაშორისო სარბიელზე. მიაჩნიათ, რომ მსოფლიო ლიგის გათამაშებაში მონაწილეობით მეტ გამოცდილებას შევიძენთ და უფრო გავძლიერდებით.

- წილისყრის შედეგებზე რას იტყვით?

- სამდურავი ნამდვილად არ გვეთქმის. მსოფლიო ლიგის ევროპულ ტურნირებში წყალბურთის გრანდები მონაწილეობენ. ერთ-ერთია იტალია, ოლიმპიური თამაშების ორგზის გამარჯვებული, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატების მრავალგზის ჩემპიონი და პრიზიორი. ამდენად, აპენინელები ჩვენი ჯგუფის უპირობო ფავორიტები არიან. მათთან ორჯერ ვითამაშეთ ევროპის ჩემპიონატების ფინალურ ეტაპებზე და დავმარცხდით. ასეთი დონის გუნდთან მსოფლიოს თასის ეტაპზე კიდევ ორჯერ დაპირისპირება გამოცდილების შესაძენად ნამდვილი ფუფუნებაა.

რაც შეეხება დანარჩენ ორ მეტოქეს, მათთან ტოლ-სწორად თამაში შეიძლება. მით უმეტეს, თურქებთან არაერთხელ გვითამაშია და წარმატებითაც. გულშემატკივრებს, იმედია, ახსოვთ, რომ ჩვენს სამხრეთელ მეზობლებს 2014 წლის ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფში ორი მატჩის ჯამში ვაჯობეთ და ფინალურ ეტაპზე გავემგზავრეთ. წლეულს ჯერ სტამბოლის საერთაშორისო ტურნირზე ვძლიეთ, შემდეგ ბელგრადში ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე XIII-XVI ადგილებისთვის ბრძოლაში 12:11 მოვუგეთ. ასე რომ, მათი დამარცხება არც ამჯერად იქნება შეუძლებელი, თუკი ტურნირში მონაწილეობას მიიღებენ. თურქ წყალბურთელებს ფინანსური პრობლემა აწუხებთ და, იმედია, 15 ნოემბრამდე მის მოგვარებას შეძლებენ.

რუსებთან 2014 წლის ევროპის ჩემპიონატზე ორჯერ დავთმეთ შეხვედრა - 12:16 და 8:9. ამდენად, რევანში გვაქვს ასაღები და, ვფიქრობ, ამას შევძლებთ.

- ნაკრებმა ტურნირისთვის მზადება დაიწყო?

- წილისყრას ველოდებოდით. ოქტომბრის პირველ დეკადაში ნაკრები შეიკრიბება მთავარი მწვრთნელის - იოვან პოპოვიჩის ხელმძღვანელობით. ჩვენი ბიჭები კარგა ხანია, საკუთარ გუნდებში ვარჯიშობენ. ოთხმა ჩვენებურმა წლეულს უცხოურ კლუბებთან გააფორმა ხელშეკრულებები, რაც მათ ოსტატობის დონის ამაღლებაში დაეხმარება...

აქვე გთავაზობთ მსოფლიო ლიგის სამივე ჯგუფის შეხვედრათა კალენდარს:

15 ნოემბერი, 2016 წ.

სლოვაკეთი-გერმანია, რუმინეთი-სერბეთი (A), ხორვატია-საბერძნეთი, ჰოლანდია-საფრანგეთი (B), იტალია-თურქეთი. საქართველო-რუსეთი (C).

6 დეკემბერი, 2016 წ.

რუმინეთი-სლოვაკეთი, გერმანია-სერბეთი (A), საბერძნეთი-ჰოლანდია, საფრანგეთი-ხორვატია (B), საქართველო-თურქეთი, იტალია-რუსეთი (C).

10 იანვარი, 2017 წ.

გერმანია-რუმინეთი, სლოვაკეთი-სერბეთი (A), საბერძნეთი-საფრანგეთი, ჰოლანდია-ხორვატია (B), იტალია-საქართველო, თურქეთი-რუსეთი (C).

14 თებერვალი, 2017 წ.

გერმანია-სლოვაკეთი, სერბეთი-რუმინეთი (A), საბერძნეთი-ხორვატია, საფრანგეთი-ჰოლანდია (B), თურქეთი-იტალია, რუსეთი-საქართველო (C).

14 მარტი, 2017 წ.

სლოვაკეთი-რუმინეთი, სერბეთი-გერმანია (A), ჰოლანდია-გერმანია, ხორვატია-საფრანგეთი (B), თურქეთი-საქართველო, რუსეთი-იტალია (C).

11 აპრილი, 2017 წ.

რუმინეთი-გერმანია, სერბეთი-სლოვაკეთი (A), ხორვატია-ჰოლანდია, საფრანგეთი-საბერძნეთი (B), გერმანია-იტალია, რუსეთი-თურქეთი (C).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

წყალბურთი| სერბეთმა უნგრეთის ნაკრები დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა
ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები საფრანგეთთან დამარცხდა და მეათე ადგილი დაიკავა
[VIDEO] ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრებმა თურქეთი დაამარცხა და მეცხრე ადგილისთვის საფრანგეთს შეხვდება
"ამ პროექტის განხორციელება შეუძლებელი იყო" - ლაპორტა "ბარსელონას" სუპერლიგიდან გასვლაზე
[VIDEO] მიქაუტაძემ "ვილიარეალი" ესპანიოლთან" დააწინაურა
"ბარსელონამ" ნავსი კატალონიურ დერბიში, "ხირონას" დამარცხებით გატეხა
WU17 | საქართველო 4:0 აზერბაიჯანი
კაზემიროს ტონალი შეცვლის? - იტალიელი "მანჩესტერ იუნაიტედის" სამიზნეა
მატჩის გმირი, გურჯაანელი კინგი | დელტამ კსუ-კავკასია ბოლო წამებზე დაამარცხა
[VIDEO] ჰარდენი წავიდა, თუმცა კავაი აქ არის - "კლიპერსმა" "მინესოტა" დაამარცხა
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტომ" "ინდიანა" დაამარცხა
[VIDEO] ხვიჩამ დაბრუნება ლამაზი გოლით აღნიშნა - პსჟ-მ "მარსელი" გაანადგურა
[VIDEO] ბრინჯაომდე სულ ცოტა დაგვაკლდა - საქართველომ საქართველომ ფიგურული ციგურაობის გუნდურ ასპარეზობაში მეოთხე ადგილი დაიკავა
[VIDEO] გუბანოვას შესანიშნავი გამოსვლა - ანასტასიამ გუნდურ ტურნირში მეორე ადგილი დაიკავა
[VIDEO] ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას ბრწყინვალე გამოსვლა ოლიმპიადის თავისუფალ პროგრამაში
ლუის ენრიკემ "მარსელთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
[VIDEO] გიჟური მატჩი "ენფილდზე", სობოსლაის სუპერგოლი და გაძევება, ალისონის აკიდებული პენალტი - "ლივერპული" "მანჩესტერ სიტისთან" დამარცხდა
კიტეიშვილის საგოლე პასი, მამაგეიშვილის დებიუტი და "შტურმის" გამარჯვება
საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი 37 წლის ასაკში გარდაიცვალა
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა შვეიცარია დიდი ანგარიშით დაამარცხა
ლოკატელის პრემიერ ლიგაში ეპატიჟებიან - "იუვენტუსიდან" შესაძლოა, კაპიტანი წავიდეს
11 ფეხბურთელი უკვე შეარჩია - ანჩელოტის სამუნდიალო სიაში ეს მოთამაშეები აუცილებლად იქნებიან
თუ "მანჩესტერ იუნაიტედიდან" გაუშვებენ - კერიკს პრემიერ ლიგიდან უკვე სამი მსურველი ჰყავს
რუსეთი VS საქართველო - ყაზანში რევანშის ასაღებად
საქართველოს წყალბურთელ ვაჟთა ნაკრები რუსეთთან დამარცხდა [VIDEO]
მსოფლიო ლიგა თბილისში - საქართველო-იტალია "ოლიმპიკში"
საქართველოს ნაკრები: ევროპის თასზე უნგრეთთან, ესპანეთთან, საფრანგეთთან და რუმინეთთან
წყალბურთი. რუსეთი-საქართველო [LIVE]
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები რუსეთთან დამარცხდა
ᓐᓚᓔᓥᓡᓐᓜᓓᓠᓔ ᓑᓘᓗᓐᓫᓔ: ᓠᓣᓡᓔᓗᓗᓐᓜ ᓢᓝᓚ-ᓡᓬᓝᓠᓐᓓ ᓗᓐᓛᓐᓨᓘ ᓨᓔᓘᓫᓚᓔᓑᓐ
ალექსანდრე ბითაძე: იტალიას ჩვენი დამარცხება გაუჭირდება
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ევროპის თასზე ითამაშებს
წინაპრის ნაკვალევზე - ინტერვიუ რევაზ იმნაიშვილთან
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები თითქმის ევროპის ჩემპიონატზეა
მსოფლიო ლიგა: საქართველო იტალიასთან დამარცხდა
მსოფლიო ლიგა: საქართველოს წყალბურთელ ვაჟთა ნაკრები ყაზანში გაემგზავრა