ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჩოგბურთი
რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• MMA
• UFC
• ფორმულა 1
ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა

დინამო (თბ)-ჩიხურა 1:2 - დიდი ნაბიჯი [VIDEO]

დინამო (თბ)-ჩიხურა 1:2 - დიდი ნაბიჯი [VIDEO]

საქართველოს XXVIII ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. VIII ტური. "თეთრი ჯგუფი"
სოსო ფრუიძე საჩხერის "ჩიხურას" 2008 წლიდან წვრთნის და პირველი ლიგის გუნდი უმაღლესში არა მხოლოდ დააწინაურა, ქართულ საკლუბო ფეხბურთში ანგარიშგასაწევ ძალადაც აქცია: საჩხერელებმა მოიპოვეს საქართველოს სუპერთასი, ხოლო ორჯერ - ევროთასებზე გამოსვლის უფლება.

ამ 8 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი გუნდი ფრუიძემ სწორედ ახლა ჩამოაყალიბა და პროვინციული კრებული ეროვნული მასშტაბის ლიდერად გაზარდა. ეს ფაქტიც მეტყველებს, რომ გუნდის ფეხზე დასაყენებლად მწვრთნელსა და გუნდს სტაბილური სამუშაო გარემო სჭირდებათ.

საპირისპირო მაგალითია თბილისის "დინამო", რომელიც "ჩიხურაზე" ბევრად სოლიდური კლუბია, უკეთესი სავარჯიშო და ფინანსური პირობები აქვს და ძლიერი შემადგენლობა ჰყავს (რამდენიმე ფეხბურთელი ეროვნული ნაკრების წევრია), მაგრამ ბოლო ორ წელიწადში 4 მწვრთნელი გამოიცვალა და ეს არასტაბილურობა, პირველ რიგში, გუნდზე აისახება.

ფაქტია, რომ ეროვნულ ჩემპიონატში "დინამო" სულ უფრო ცუდად თამაშობს - ბოლო გამარჯვება 21 აგვისტოთი (გასვლაზე "ცხინვალთან" 4:2) თარიღდება. ამის შემდეგ კი თბილისელები სამ მატჩში მხოლოდ 2 ქულას დასჯერდნენ.

რა ხდება "დინამოს" კულისებში, ეს უცნობია, მაგრამ შაბათს კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ გუნდი სერიოზულ კრიზისშია. გუნდი მოედანზე პირველად გაიყვანა მთავარ მწვრთნელად დანიშნულმა თამაზ სამხარაძემ, მაგრამ "დინამოს" ვერც "ახალმა ცოცხმა" უშველა.

მატჩი დინამოელთათვის არასასიამოვნოდ დაიწყო - უკვე მე-4 წუთზე დენის დობროვოლსკის მიერ წამოწყებული შეტევა დიმიტრი ტატანაშვილმა ფლანგზე გიორგი კორიფაძეს გაუგრძელა, რომელმაც ბურთი მეკარის საჯარიმოსთან ერთი შეხებით ჩააწოდა და მცველებისგან გათავისუფლებულმა ირაკლი ლექვთაძემ თავურით გახსნა ანგარიში - 0:1.

ამ ეპიზოდში "დინამოს" ცენტრალურ მცველებს აშკარად ჩაეძინათ.

გოლის შემდეგ მასპინძელი გააქტიურდა და ტერიტორიულ უპირატესობას დაეუფლა, მაგრამ მასპინძლებმა ბევრი რეალური საგოლე მომენტი ვერ შექმნეს, ისინი სტუმრებს მხოლოდ აწუხებდნენ. მაგალითად, გიორგი პაპუნაშვილმა საჯარიმოსთან ორი მცველი ჩამოიტოვა და კარში ძლიერად დაარტყა - ბურთს მეკარე დინო ჰამზიჩი გადაეღობა.

მერე ახლო მანძილიდან გიორგი თევზაძემ "გაისროლა" და მეკარემ ბურთი ამჯერად კუთხურზე მოიგერია. ასევე უშედეგოდ დასრულდა ზაზა ჭელიძის შეტევა.

34-ე წუთზე "დინამომ" ანგარიში მაინც გაათანაბრა, რაშიც მას ხელი საჩხერელთა მცველმა შეუწყო, ამ უკანასკნელს კი - მოედანმა. მარჯვენა ფრთიდან უჩა ლობჟანიძის მიერ ჩაწოდებული ბურთის მოგერიებისას გიორგი რეხვიაშვილს ფეხი დაუსრიალდა და ლადო დვალიშვილმა ახლო მანძილიდან ზუსტი დარტყმით წონასწორობა აღადგინა - 1:1.

თბილისელებმა გააგრძელეს ზეწოლა და ჰამზიჩის შეცდომით სარგებლობაც შეეძლოთ: საჩხერელთა მეკარემ საკუთარ საჯარიმოში ოთარ კიტეიშვილის მოტყუება გადაწყვიტა და ბურთი დაკარგა, მაგრამ დინამოელმა მახვილი კუთხიდან გატანა ვერ მოახერხა.

შედეგი ვერც თევზაძის მორიგმა შორეულმა დარტყმამ გამოიღო. საჩხერელები დაცვიდან თამაშობდნენ, კონტრშეტევებს საკმაოდ სწრაფად ავითარებდნენ და მასპინძელთა მცველებს ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევდნენ.

ტაიმის ბოლოს "ჩიხურა" ისევ დაწინაურდა: მარჯვენა ფლანგზე მიხეილ სარდალიშვილი ორ მცველს გასცდა და საჯარიმოს ხაზთან ბურთი გიორგი ივანიშვილს გადააწოდა, რომელმაც ძლიერად და ზუსტად დაარტყა - 1:2.

მეორე ნახევარი ისევ თბილისელთა შეტევებით დაიწყო, მაგრამ კარის აღება ვერა და ვერ მოახერხეს: ახლო მანძილიდან პაპუნაშვილმა არაზუსტად დაარტყა, ისევ შორიდან სცადა ბედი თევზაძემ...

საჩხერელები კი არ ჩერდებოდნენ. საჯარიმოს ხაზიდან ტატანაშვილმა მიზანს მცირე მანძილით ააცილა. ერთ წუთში ლექვთაძემ ფლანგიდან საჯარიმოში მცველებისგან გათავისუფლებული ივანიშვილი მოძებნა, რომელსაც მეკარე გიორგი ლომაია გადაეღობა და გუნდი აშკარა გოლისგან იხსნა.

გავიდა რამდენიმე წუთი და კორიფაძის გადაცემას ძელთან რეხვიაშვილი კეტავდა, მაგრამ ბურთს ვერ მიუსწრო.

დრო იწურებოდა, "დინამო" უფრო მონდომებით ათამაშდა, მაგრამ უკბილოდ უტევდა და რეალურად მწვავე მომენტამდე საქმე ვერ მიჰყავდა. უშედეგოდ დასრულდა ვახტანგ ჭანტურიშვილისა და ლაშა პარუნაშვილის შეტევებიც.

თავის მხრივ, ლომაია თამაშში კიდევ ერთხელ ჩაერთო, როცა შორიდან გიორგი განუგრავამ დაურტყა და ბურთი კუთხურზე მოიგერია. ბოლო წუთებში, დინამოელებმა საჩხერელთა კარზე შტურმის მოწყობაც ვერ მოახერხეს და ლოგიკურიც არის, რომ დამარცხდნენ.

სასიხარულოა, რომ მიმდინარე ჩემპიონატში "ჩიხურა" გაძლიერდა, რაც სხვა რეგიონების გუნდებისთვისაც მაგალითი გახდება - ქართულ ფეხბურთს კი სწორედ ეს სჭირდება. ამ მოგებით კი საჩხერელებმა უშუალო კონკურენტთან უპირატესობა 6 ქულამდე გაზარდეს და ტურნირის დასრულებამდე 5 ტურით ადრე საჩემპიონო პლეი ოფში თამაშის შანსი საგრძნობლად გაიზარდეს.

მეორე მხრივ, "დინამო" ოქროს მედლებისთვის მებრძოლთა რიგებს უფრო და უფრო ჩამოშორდა - საწყენი ისაა, საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბი უფერულად რომ გამოიყურება - გუნდი, რომელსაც, ერთი შეხედვით, წარმატებისთვის ყველაფერი აქვს.

მატჩის შემდეგ

სოსო ფრუიძე ("ჩიხურას" მწვრთნელი):

"თამაშის წინ ბიჭებს გარკვევით ვუთხარი - ამ სეზონში წარმატების მიღწევას თუ ვაპირებთ, მაშინ უშუალო კონკურენტთან მატჩი უნდა მოვიგოთ-მეთქი. მათ დავალებები ჩინებულად შეასრულეს და, რაც მთავარია, თავდადებით ითამაშეს, ყველა ბურთისთვის იბრძოდნენ და ამისთვის მათ მადლობა უნდა ვუთხრა.

დღეს ჩვენ ეპიზოდურად კარგი ფეხბურთი ვაჩვენეთ და არც ისაა დასამალი, რომ უხეში შეცდომებით ვისარგებლეთ. საბოლოოდ, მიმაჩნია, რომ დამსახურებულად გავიმარჯვეთ და ძალიან გახარებული ვარ".

თამაზ სამხარაძე ("დინამოს" მწვრთნელი):

"მეტოქეს დამსახურებულ გამარჯვებას ვულოცავ, "დინამოს" გულშემატკივარს კი ბოდიშს ვუხდი. ამის შემდეგ 2-კვირიანი პაუზა გვაქვს და ვეცდებით, ეს დრო მაქსიმალურად ნაყოფიერად გამოვიყენოთ. ჩემპიონატში 5 შეხვედრა დაგვრჩა და შემადგენლობაში რადიკალურ ცვლილებებს ვერ განვახორციელებთ, მაგრამ ვეცდებით, ყველა ამ შეხვედრაში მაქსიმალური თავდადებით ვიბრძოლოთ".

უმაღლესი ლიგა. VIII ტური. "თეთრი ჯგუფი"

01.10. თბილისი. "დინამო არენა"

დინამო (თბ)-ჩიხურა 1:2

გოლები: 0:1 ლექვთაძე (4. კორიფაძის პასით), 1:1 დვალიშვილი (34), 1:2 ივანიშვილი (40. სარდალიშვილის პასით)

დინამო: ლომაია, უ. ლობჟანიძე, ამისულაშვილი, ჭელიძე, გ. თევზაძე, მ. ცინცაძე (66. ველევი), პარუნაშვილი, ჭანტურიშვილი, პაპუნაშვილი, კიტეიშვილი (64. ჯიღაური), დვალიშვილი (73. ლილუაშვილი).

სათადარიგოები: ისიანი, ზარია, კირკიტაძე, ხუბუტია

მწვრთნელი: თამაზ სამხარაძე

ჩიხურა: ჰამზიჩი, გრიგალაშვილი, კაშია, რეხვიაშვილი, განუგრავა, სარდალიშვილი (87. დეკანოიძე), კორიფაძე, დობროვოლსკი, ლექვთაძე (77. გაბედავა), ტატანაშვილი, ივანიშვილი (82. გორგიაშვილი).

სათადარიგოები: სეფიაშვილი, დეკანოიძე, გვალია, კაკუბავა

მწვრთნელი: სოსო ფრუიძე

გაფრთხილებები: უ. ლობჟანიძე (65), ჭანტურიშვილი (68), რეხვიაშვილი (68), პაპუნაშვილი (90)

არბიტრი: ლ. სილაგავა.

მომტევნო ტური

"თეთრი ჯგუფი"

15 ოქტომბერი

ჩიხურა-შუქურა

გურია-დინამო (თბ)

ტორპედო-ლოკომოტივი

"წითელი ჯგუფი"

15 ოქტომბერი

სიონი-სამტრედია

დინამო (ბთ)-კოლხეთი

16 ოქტომბერი

ზუგდიდი-დილა

ბომბარდირები:

ჯ. დვალი (ცხინვალი) 7

ს. ლობჟანიძე (ჩიხურა) 6

თ. შონია (დინამო, ბთ) 5

ზივზივაძე (სამტრედია) 5.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• giga

ფიფია დააგციე დინამო წადი პუტინტან იკედან ხომ მოდი აკცევ დინამოს. არ გაპატიებენ წადი

• vepxvia

ამას ცინად მტლად უცნაური ამბავი გავიგე დასავლეტ საკარტველოსჰი ერტი სელეკციონერი კოლიად სხვატა სჰორის კარგი სპეციალისტი კოპილა კარგი ბავსჰვებიც მოკავდა ისიც სჰეუმცირებიად ისე რამდენად გავიგე ცუდი სიტუაცია მტლიანობასჰი პრეზიდენტმაც უნდა იცოდეს პეგბურტი

• dato

აკადემიასჰი ატკვილებენ მოდის ტაობაო და ესეც უცდის ხომ ნახედ რა ტაობა მოდის ალმატასტან დასავლეტსჰი უნდა ედზებონ და ესენი ტავის პანდჯრის იკედ არ იკურებიან

• Levani

ამდენი ხანია ვამბობ, რომ თვითონ ფეხბურთის არმცოდნე ფიფიაა მოსაშორებელი, მაგრამ გუნდი მისია და... ყოველ წელს ცრუ იმედებს აჩენს და ეს ხალხიც ცხვრის აღტკინებით ეხმიანება...

• gizog

გრცხვენოდეს ბატონო რომან, სასწრაფოდ მოძებნე ფეხბურთის კარგი მენეჯერი და ჩააბარე გუნდი, რომ თქვენც მოგებული იყოთ და დინამოს ქომაგიც, თუ რაიმე სპეცდავალებას არ ასრულებ. სხვა შემთხვევაში გაუგებარი ამბიციურობა მწარედ დამთავრდება.

• ტორპედო

ჩვენ ვართ ტორპედო შა ლა ლა ლა ლა ჩვენ ვართ ტორპედო შა ლა ლა ლა ლა ლა ძალიან კარგი ამბავია, სპორტალლ, მეტი ასეთი კარგი ინფოები. ლანჩხუთშიც წააგებს дИНАМО. ბუუუუუუ ჰაააა ჰააააა ჰა

• Guadua

დინამო 1-ლ ლიგაში 5 წლიანი მივლინებით და ნახავთ როგორ გარდაიქმნება სიტუაცია უმაღლეს ლიგაში.

• levani kaxeti

ვულოცავ ფიფიას, რომ თავისი უპრინციპობით, უვიცობით და უგუნურობით დასცა და დაამარცხა "დინამო". ამას ქართველი კაცი არ გაპატიებს და მოვა დრო და კუდამოძუებული მოშორდები აქაურობას; თუმცა დაქცეულ და გაუბედურებულ გუნდს რა ხეირი?!..........

• Merabi

ამისულაშვილი ლობჟანიძე აღარ უნდა გახვიდეთ პენსიაზეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე

• Mamuka

მიდი ფიფია გაახალგაზრდავე გუნდი ის ბიჭები დააყენე ძირითადში ყაზახებთან 0 -3 რო განადგურდნენ საკუთარ მოედანძე და დინამოს აღმაფრენა გარდაუვალია ამ კაცმა თავისი უგუნური გადაწყვეტილებებით და ტრანსფერებით სულ დაშალა ეს გუნდი კობიაშვილი პარლამენტში ფიფია ფედერაციის პრეზიდენტათ და მერე ნახეთ ჩვენი წინსვლა

• Davit

ერთმა მკვდარმა მეორე მკვდარს მოუგო და ისევ მკვდრებად დარჩნენ,, რაო გადასანსლა მკვდარმა ქართულმა ფეხბურთმა 250 მილიონი?

• ggg

დინამო უკვე იმ დონეზე დაიყვანეს, საქართველოს ჩემპიონატში საკუთარ მოედანზეც აგებს. მართლა ზედმეტია რაიმე კომენტარი.

სამი ფრე და "დილას" მოგება ბათუმში

ტური 14: დაძაბულობა, ბოლო წუთების დრამა, სადებიუტო გოლები

"იბერია 1999" და "ტორპედო" კვლავ იგებენ

20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან

თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები

"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე

ხვიჩას დაჯილდოება, მიქაუტაძისა და დავითაშვილის გადამწყვეტი მატჩი და სხვა ამბები

[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი

[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა

ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა

მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ

მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს

"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა

პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს

"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი

სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან

ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს

"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა

"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ

"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი

უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა

დაბრუნებაც, დებიუტიც... "იბერია 1999"-მა და "დინამო ბათუმმა" მოიგეს, ერთი მატჩი ფრედ დასრულდა

ირაკლი ლექვთაძე: აქ იმისთვის ვარ, რათა კლუბს ძველი სიმაღლეების დაბრუნებაში დავეხმარო

ეროვნული ლიგა. I ტური. "დინამო" (ბთ) - "დინამო" (თბ) [LIVE]

ფრუიძე: ეს იქნება ერთგვარი ილუსტრაცია იმ რეალობის, რომელიც დღეს საქართველოში დგას

ზედიზედ სამჯერ! - ვაკო გვილია საგოლე გადაცემების დიდოსტატია

გურია-დინამო (თბ) 0:2 - ეს "დინამოა"! [VIDEO]

ეროვნული ლიგა. XVII ტური. "ჩიხურა"-"დინამო თბ" [LIVE]

ეროვნული ლიგის VI ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით (+გამოკითხვა)

"სოსნოვიეცი" მეორე ქართველმაც დატოვა - გიორგი ივანიშვილი "სიონში" ჩაირიცხა

"ვოცნებობ, ბათუმის "დინამო" ჩემპიონთა ლიგაზე ვიხილო და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ" - არჩილ ბერიძე ევროტურნირების გეგმებზე

ვიაჩესლავ გროზნიმ საქართველო უკვე დატოვა - რას ფიქრობენ თბილისის "დინამოში"

მხოლოდ 2 მატჩი გუნდის სათავეში - სოსო ფრუიძემ "ლოკომოტივი" დატოვა

უმაღლესი ლიგის X ტურის წინ: ყოველმხრივ არაპროგნოზირებადი...

[ექსკლუზივი] თბილისის "დინამოს" მთავარი მწვრთნელობის ორი სავარაუდო კანდიდატი

სოსო ფრუიძე ფეხბურთში დაბრუნდა და უმაღლესი ლიგის გუნდს ჩაიბარებს

ეროვნული ლიგა. VIII ტური: საჩხერის "ჩიხურამ" ფოთის "კოლხეთი" დაამარცხა

ითამაშებს კვარაცხელია "სლოვანთან"? - ბათუმის "დინამოს" სპორტული დირექტორის ექსკლუზიური კომენტარი

ეროვნული ლიგა. V ტური. "დინამო" (თბ) - "გარეჯი" [LIVE]

გიორგი გაბედავამ ვატო არველაძის "კორონას" გაუტანა [VIDEO]

უმაღლესი ლიგის VIII ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები

ირაკლი ლექვთაძე: ღირსება - ეს ის სიტყვაა, რასაც "აბერდინთან" მატჩის წინ ერთმანეთს ვეტყვით

"საქართველო არაჩვეულებრივი ქვეყანაა" - ჰამზიჩი ეროვნულ ლიგას უბრუნდება

ეროვნული ლიგა. IV ტური. "თელავი" - "დინამო" (თბ) [LIVE]

სოსო ფრუიძე: 6 ქულა კარგია, მაგრამ ყველაფერი თავიდან დასაწყებია

თბილისის "დინამომ" ახალი სეზონისთვის მზადება ვიაჩესლავ გროზნის გარეშე დაიწყო

აზაროვზე ერთ კლუბს უარი უთხრეს, ინტერესი სხვებსაც აქვთ - ინტერვიუ ლადო დვალიშვილთან

"სოსო ფრუიძის მწვრთნელად მოსვლას არ დავუშვებთ" - "ტორპედოს" გულშემატკივრის განცხადება

ლუკა ზარანდიამ პოლონეთში თანამემამულეები არ დაინდო [VIDEO]

"იბერია 1999"-მა და "დილამ" მოიგეს, ფოთში ფრე დაფიქსირდა

"სიონი" გიორგი ივანიშვილით გაძლიერდა

ეროვნული ლიგა. პლეი-ოფი: "ჩიხურა" - "სამგურალი" [LIVE]

ეროვნული ლიგა. XVI ტური. "მერანი" - "ჩიხურა" [LIVE]

"დილამ" სტუმრად "ტორპედოს" მოუგო; ორი მატჩი ფრედ დასრულდა

"ტორპედომ" ეროვნულ ლიგაში დასარჩენად დიდი ნაბიჯი გადადგა [VIDEO]

"დინამოს" მწვრთნელობის კანდიდატი ვიაჩესლავ გროზნი დღეს სათასო მატჩს დაესწრება

"ჩიხურამ" ძალიან ლამაზი გოლითა და მეკარის სასწაული "სეივებით" მოიგო [VIDEO]

საჩხერის "ჩიხურას" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს!

კვარაცხელიასა და ჯუღელის საჩუქარი ქართველებს - როცა ქვეყანა ფეხბურთზე მეტს ნიშნავს

ცვლილება ევროტურნირებამდე - ლადო დვალიშვილმა ბათუმის "დინამოს" სპორტული დირექტორის თანამდებობა დატოვა

კუპერიდან ქეცბაიამდე, წარსულზე, მომავალზე - ინტერვიუ ლადო დვალიშვილთან

ირაკლი ლექვთაძე: მაგარი ფინალი იქნება!

სოსო ფრუიძე: მოსაგებად ძალა აღარ გვეყო