ოთხი ერის გათამაშება, როგორც მოსალოდნელი იყო, ახალი ზელანდიის ნაკრების გამარჯვებით დასრულდა
ოთხი ერის გათამაშება, როგორც მოსალოდნელი იყო, ახალი ზელანდიის ნაკრების გამარჯვებით დასრულდა. ბოლო ტურში მხოლოდ მეორე ადგილის მფლობელის ვინაობა იყო გასარკვევი. ოღონდ, პრეტენდენტები ერთმანეთს არ ეთამაშებოდნენ.

სამხრეთ აფრიკა შინ ეთამაშა ახალ ზელანდიას. მატჩისთვის "ბოკე" განსაკუთრებით ემზადებოდა. უნდოდა "ოლ ბლექსისთვის" საგრძნობი წინააღმდეგობა გაეწია, თუმცა ამისგან არაფერი გამოვიდა.

ახალი ზელანდიის ნაკრებმა მასპინძლებს ცხრა ლელო გაუტანა და 57:15 მოუგო. "ბოკემ" მეტოქის ლელოში ერთხელაც ვერ შეაღწია. "ოლ ბლექსიდან" ორ-ორი ლელო ბოდენ ბარეტმა, თი ჯეი პერენარამ და ისრაელ დაგმა მიითვალეს. კვლავ გამორჩეული იყო გასული წლის მსოფლიოს საუკეთესო მორაგბე, მეორეხაზელი ბროდი რეტალიკი.

სამხრეთაფრიკელებს სატურნირო ცხრილში ავსტრალიამ გადაუსწრო, რომელმაც ლონდონში, "თვიქნემზე" სძლია არგენტინის ეროვნულ გუნდს - 33:21. ამ შეხვედრაში ორი ლელო სამუ კერევიმ გაიტანა.

ტურნირის სიმბოლური ნაკრები

15. ბენ სმითი (ახალი ზელანდია), 14. ისრაელ დაგი (ახალი ზელანდია), 13. ენტონი ლინერტ-ბრაუნი, 12. რაიან კროტი (ახალი ზელანდია), 11. ჯულიან სავეა, 10. ბოდენ ბარეტი (ახალი ზელანდია), 9. ვილი გენია (ავსტრალია). 1. ნოელ ჩაპარო (არგენტინა), 2. დენ კოლი (ახალი ზელანდია), 3. ვინსენტ კოხი (სამხრეთ აფრიკა), 4. ბროდი რეტალიკი (ახალი ზელანდია), 5. პიტერ-სტეფ დუ ტუა (სამხრეთ აფრიკა), 6. ჯერომ კაინო (ახალი ზელანდია), 7. მაიკლ ჰუპერი (ავსტრალია), 8. ფაკუნდო ისა (არგენტინა).

ოთხი ერი. VI ტური

სამ.აფრიკა-ახ.ზელანდია 15:57

სამ.აფრიკა: 5ს - მ.სტეინი

ახ.ზელანდია: 9ლ - დაგი (2), პერენარა (2), ბარეტი (2), ბ.სმითი, ტეილორი, სქუაირი. 6გ - ბარეტი (3), სოპოაგა (3)

არგენტინა-ავსტრალია 21:33

არგენტინა: 2ლ - ალემანო, დე ლა ფუენტე. 3ს,გ - გონსალეს იგლესიასი.

ავსტრალია: 4ლ - კერევი (2), კოლემანი, მამი. 3ს,2გ - ფოლი.

სატურნირო მდგომარეობა

1. ახალი ზელანდია - 30 ქულა, 2. ავსტრალია - 14, 3. სამხრეთ აფრიკა - 10, 4. არგენტინა - 5.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

18-წლამდე 7-კაცა - დიდი უპირატესობით ჯგუფურ ეტაპზე
ჩელენჯ თასი | ბრიტანელებთან თბილისში, ტოპ 14-ის გუნდებთან საფრანგეთში
"შავი ლომი" 12 მოთამაშით გაძლიერდა - მათგან ორი ლეგიონერია
პაატა ღუდუშაურმა "იბერია 1999" დატოვა
დავით ნინიაშვილი: მიზანი სამი მოგებაა
ქვიშის ფეხბურთის ევროპის ლიგა | საქართველოს ნაკრები ნახევარფინალშია
ესპანეთის მეორე თუ არგენტინა ოთხიანთა კლუბში? - ფინალის PREVIEW
მსოფლიო რაგბისა და ჩილეს რაგბის კავშირის განცხადება
18-წლამდე 7-კაცა - დიდი უპირატესობით ჯგუფურ ეტაპზე
"ორივე შეხვედრა ერთმანეთზე უფრო სამარცხვინო სანახავი იყო" - გულშემატკივართა გაერთიანებამ "ტორპედოს" ულტიმატუმი წაუყენა
ოუენი: ესპანეთი არგენტინაზე გაცილებით უკეთესია - ინგლისელები ევროპის და მსოფლიო ჩემპიონობასთან ერთ ნაბიჯში ვიყავით
20 წ. | ფიჯისთან დამწყებებში ექვსი ცვლილებაა
ტერი: როგორ შეაჩერონ მესი? პასუხი მარტივია
"ბორჯღალოსნები" | 21 წლის შემდეგ ჩილესთან - თითქმის უცვლელი შემადგენლობით
20-წლამდელთა ნაკრებისთვის ესტონეთთან შეხვედრა წარუმატებელი გამოდგა
ნეიმარმა 23+ მილიონად იახტა შეიძინა
კოულს არ მოსწონს, რომ ინგლისის ნაკრების მწვრთნელი გერმანელია
The Telegraph: ტუხელს უკან არ დაუხევია
რონალდომ მუნდიალის ყველა დროის ანტი-რეკორდი დაამყარა
[PHOTO] ჯილდო ამერიკულ სტილში - ცნობილია, რას მიიღებს მუნდიალის გამარჯვებული ნაკრები
ესპანეთი VS არგენტინა: ეპოქების გადაკვეთა ნიუ-ჯერსიში
"კლუბის ლეგენდად დარჩება" - იკარდი "გალათასარაიდან" წავიდა
სალაჰი შეიძლება პრემიერლიგიდან არ წავიდეს