ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჩოგბურთი
რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• MMA
• UFC
• ფორმულა 1
ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა

პრობლემა: სად ხართ, ვასილ მაისურაძის ბიჭებო?

პრობლემა: სად ხართ, ვასილ მაისურაძის ბიჭებო?

საწყენია, ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატზე მესამე ადგილზე გასული გუნდის უმრავლესობა დღემდე პოტენციალს სანახევროდაც რომ ვერ ავლენს
ფოტზე:

ქვედა რიგში (მარცხნიდან): დარციმელია, გაბაძე, ჭანტურია, მაისურაძე, აბურჯანია, წილოსანი,დვალი;

მეორე რიგში: ჯიქია, სამხარაძე, ადამია, შერმადინი, კაკაბაძე, მზევაშვილი;

ზედა რიგში: ჭეჭელაშვილი, გოროზია, პაპუნაშვილი, მესხი, ცინცაძე, ახვლედიანი.

მცირე ხნის წინ, გლდანში, "ამერის" სტადიონზე, მეორე ლიგის გუნდების თამაშით დავინტერესდი: ერთ-ერთ ზონაში ლიდერები - თბილისის "შევარდენი 1906" და "რეალ ვარკეთილი" ხვდებოდნენ ერთმანეთს.

დონის რა გითხრათ, მაგრამ რამდენიმე საინტერესო მოთამაშე კი იყო მოედანზე: მაგალითად, ლაშა ქებაძე, რომელიც რუსთავის "ოლიმპთან" თავის დროზე საქართველოს ჩემპიონი გახდა, "ვარკეთილს" კაპიტნობდა, ხოლო თბილისის "დინამოსა" და ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი ვაჟა ნემსაძე - "შევარდენი 1906-ს". არადა, უმაღლეს ლიგაში ორივე საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა და გასაკვირი იყო, მათით უფრო ძლიერი გუნდები რომ არ დაინტერესდნენ...

ბრინჯაოს მედლებით მეორე ლიგაში

ახლა მთავარზე: "შევარდენი 1906-ში" კიდევ ორი 21 წლის ნიჭიერი ახალწვეული ჰყავთ - 2012 წელს 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე მესამე ადგილზე გასული ვასილ მაისურაძის გუნდის მთავარი მეკარე ალეკო ადამია და ამავე გუნდის თავდამსხმელი არჩილ მესხი. პირველი - დასრულებულ სეზონში ტყიბულის "მეშახტეში" (პირველი ლიგა) თამაშობდა, მაგრამ წლეულს უგუნდოდ დარჩა და მეორე ლიგაში თამაში ამიტომაც გადაწყვიტა.

მაისურაძის გუნდის ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშე იყო თბილისის "დინამოს" ყოფილი თავდამსხმელი მესხიც, რომელიც 2015 წელს "სიონში" გადავიდა, 2016-ში კი "ბორჯომში" ითამაშა, მაგრამ ტრავმებმა გააწამა და ფორმის აღდგენას ახლა მეორე ლიგაში ცდილობს.

"ზაფხულში პოლონეთში წასვლის შანსი გამიჩნდა, მაგრამ საბუთების შეგროვება ვერ მოვასწარი, ზამთრამდე უგუნდოდ დავრჩი და ინდივიდუალურად ვარჯიშს მეორე ლიგაში თამაში ვამჯობინე. ფორმას ასე უფრო აღვიდგენდი. თანაც, ნემსაძეების ფაქტორმაც იმოქმედა. გიორგი ნემსაძე "შევარდენის" პრეზიდენტია, მისი შვილი ვაჟა კი, გუნდის ლიდერი და როცა დამირეკეს, ბევრი არ მიფიქრია, ისე დავთანხმდი", - ამბობს მესხი და იქვე დასძენს დაბალ ლიგაში მოხვედრის მიზეზებზეც:

"არც ვიცი, რითი ავხსნა, მხოლოდ მესამე ლიგის გუნდში რომ ვთამაშობ. მაგრამ არავის არაფერს არ ვაბრალებ, რაც მოხდა, ყველაფერი ჩემი ბრალია.

ევროპის ჩემპიონატზე მესამე ადგილი საქართველოს ნაკრებისთვის და გუნდის თითოეული მოთამაშისთვის დიდი მიღწევა იყო. არ დავმალავ - დრო რომ გავიდა, მერე და მერე გავაანალიზე, რომ მეტ შრომასა და მეტ წარმატებაზე ზრუნვის ნაცვლად, ცოტა მოვეშვი. ისეთი მონდომებული აღარ ვიყავი, როგორიც სლოვენიაში გამგზავრებამდე.

ამას დაემატა ისიც, რომ თიაქარის ოპერაცია გავიკეთე და 6 თვე გამიცდა. მერე ფორმის აღდგენას დრო დასჭირდა და ამასობაში მთელი სეზონი გავიდა. უთამაშებელ ფეხბურთელს კი დიდად არ ენდობიან.

მაგრამ იმედი მაინც არ გადამიწურავს, პირიქით - მჯერა, დაკარგული არაფერია. ახლა ბევრად მონდომებული ვარ და ასეთ დროს მეტის მიღწევაც შეიძლება".

წარმატებულები

ყველაფერი ცუდად არ არის: ვასილ მაისურაძის ნაკრების რამდენიმე მოთამაშე გაიზარდა და დაწინაურდა. მაგალითად, გიორგი აბურჯანია ესპანური ლა ლიგის ერთ-ერთ გამორჩეულ კლუბ "სევილიაში" ჩაირიცხა და ეროვნულ ნაკრებშიც მოსინჯა ძალები.

"ჯვაროსნებში" უკვე სისტემატურად იწვევენ ოთარ კაკაბაძესაც, რომელიც წლეულს ლა ლიგა 2-ის ბინადარ ტარაგონას "ხიმნასტიკში" ჩაირიცხა.

ვლადიმირ ვაისის (მანამდე - კახა ცხადაძისაც) ინტერესის სფეროში ლაშა დვალიც მოექცა, რომელმაც ვროცლავის (პოლონეთი) "შლიონსკში" დაიმკვიდრა ადგილი და კლუბის ფანებისგან აღიარება არ აკლია, მთავარი ლიგის სიმბოლურ ნაკრებშიც რამდენჯერმე მოხვდა.

ეროვნული გუნდის შეკრებაზე ხშირად იწვევენ გიორგი პაპუნაშვილს, რომელმაც ბრემენის "ვერდერის" 23-წლამდელებში ფეხი ვერ მოიკიდა, მაგრამ თბილისის "დინამოს" ლიდერია.

მის მხარდამხარ თამაშობს 17-წლამდელთა კიდევ ერთი ყოფილი ლიდერი - მათე ცინცაძე, რომელსაც დიდ იმედებს ვუკავშირებდით. მისგან წინა სეზონშიც მეტ პროგრესს ველოდით...

საყრდენი ნახევარმცველი გიორგი გოროზია ნორვეგიულ "სტაბეკში" სისტემატურად თამაშობს და პრაქტიკა ახალგაზრდულ ნაკრებშიც აქვს.

მაგრამ, მესხის მსგავსად, ამ გუნდის წევრთა უმრავლესობა "მზის ქვეშ" ადგილს ჯერ კიდევ ეძებს.

ბრძოლა გადარჩენისთვის

ალეკო ადამიაზე უკვე გითხარით. მეორე მეკარე ნიკა შერმადინია, რომელიც პირველი ლიგის კლუბ "ჭიათურას" კარს იცავს.

გიორგი გაბაძე და ალეკო მზევაშვილი თბილისის "ლოკომოტივში" გამოდიან, მაგრამ მათგანაც ასევე მეტს ველოდით.

2015 წელს, მარცხენა მცველი გიგა სამხარაძე "დინამო 2-ს" დაემშვიდობა და გორის "დილას" შემადგენლობაში დამკვიდრება მხოლოდ გასულ სეზონში მოახერხა.

ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, ცენტრალურმა მცველმა ნიკა ჭანტურიამ ლონდონის "არსენალის" ყურადღება მიიპყრო. მაგრამ "მეთოფეებში" ვერ ჩაირიცხა და მას შემდეგ რამდენიმე გუნდი შეიცვალა: თბილისის "ლოკომოტივიდან" ქუთაისის "ტორპედოში" წავიდა, მაგრამ მალე თბილისურ გუნდს დაუბრუნდა. მერე კონტრაქტი თბილისის "დინამომ" შესთავაზა და გუნდის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა (20 წლის) კაპიტანი გახდა.

მაგრამ შარშან ჭანტურია ისევ "ლოკომოტივს" დაუბრუნდა. მას არც შრომისმოყვარეობა აკლია და არც - კეთილგონიერება, მაგრამ ტრავმებმა ძალიან გააწამა.

დიდი ნახტომი ვერ გააკეთა გუნდის საყრდენმა ნახევარმცველმა ჭიაბერ ჭეჭელაშვილმაც: კარიერის საწყობად თბილისის "დინამო 2-დან" "ცხინვალში" აღმოჩნდა, მერე გორის "დილასა" და საჩხერის "ჩიხურაში" გადავიდა, წლეულს კი "გურიაშია" და შვიდივე ტურში ითამაშა.

17-წლამდელთა იმ თაობის ერთ-ერთი ყველაზე არაორდინარული ნახევარმცველი - ნიკა ახვლედიანი ზუგდიდის "ბაიადან" ქუთაისის "ტორპედოში მიიწვიეს, შემდეგ "ცხინვალში" აღმოჩნდა, მაგრამ თამაში მხოლოდ ამ სეზონში, პირველი ლიგის ბინადარ წალენჯიხას "სქურში" ეღირსა.

ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ორ წელიწადში ვანო წილოსანი თბილისის "დინამოდან" წავიდა და "გურიაში" გამოიჩინა თავი. იქიდან ქუთაისის "ტორპედოში" მიიწვიეს და თავიდან კარგადაც დაიწყო, მაგრამ მიმდინარე ჩემპიონატში მხოლოდ ერთი მატჩი ჩაატარა.

ევრო 2012-ის შემდეგ თავდამსხმელმა დავით ჯიქიამ მესამე გუნდი შეიცვალა - "ლოკომოტივიდან" "დინამოში" გადასული, "საბურთალოში" ჩარიცხა, მაგრამ მხოლოდ "სამტრედიაში" გაიხსნა. თუმცა წლეულს სათამაშო პრაქტიკა მასაც აკლია.

საკუთარი ადგილის საძებნელად ბევრი იმოგზაურა დავით დარციმელიამაც, რომელიც "ლოკომოტივიდან" მარნეულის "ალგეთში" მოხვდა, შემდეგ უკრაინის პრემიერლიგის კლუბ "სევასტოპოლში" სცადა თავის დამკვიდრება, მაგრამ ცნობილი მოვლენების გამო გუნდმა რუსეთის ჩემპიონატში გადასვლა გადაწყვიტა, ხოლო ახალგაზრდა ქართველი ფორვარდი უნგრულ "ნირედიაზა სპარტაკუსში" აღმოჩნდა, საიდანაც ისევ "ლოკომოტივს" დაუბრუნდა. სამწუხაროდ, ტრავმებმა ეს ნიჭიერი თავდამსხმელიც საგრძნობლად დააბრკოლა.

საერთოდ, ამ ბიჭებისგან ბევრად მეტს ველოდით. იმედი ჯერ კიდევ არ გადაწურულა. გასაგებია, რომ წარმატებული ასაკობრივი ნაკრების ყველა მოთამაშე დიდ ფეხბურთს ვერ ითამაშებს, მაგრამ მაისურაძის ხელში ეს ბიჭები გვაიმედებდნენ და საწყენია, მათი უმრავლესობა დღემდე პოტენციალს სანახევროდაც რომ ვერ ავლენს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• pako

35 წლის და ზევით ფეხბურთელებს ათამაშებენ სანამ სტადიონზე სულს არ დაღაფავენ არ მიდიან გზა დაუთმონ ახალგაზრდა ბავშვებს გადახედეთ უმაღლესის შემადგნლობებს და ყველაფერი ნათელია

• ჩემბერლენა

გუბაზას გაზრდილი ბიჭებია ეგინი სანახევროდ !

• isco

მესხის ადგილი არ არის 2 ლიგის გუნდში, ის ბევრად კაგ გუნდს იმსახურებს ძალიან მომწონდა მაგ ბიჟის თამაში

• სანდრო

დიეგო, მაგ ბიჭების უმეტესობა ლოკომოტივში იყო სწორედ მაგ მწვრტნელის ხელმძღვანელობით.ნაკრებშიც თვითონ იყომაგ დროს 19წლამდელებში. ტუ არ იცი რა ხდებოდაა ნუ იტყვი მეც გავუმდები, მაინც აღარაფერი ეშველება.უსახელოვ ვინც იშრომა რა დაუფასდა? რამდენიმეს გაუჩალიჩეს საზღვარგარეთული კლუბიდა ბეგრაუნდი ნაკრებშიჯერ 19–წლამდელებში

• სანდრო

დიეგო, ვინ სხვა გაუშვეს მწვრთნელად ,ისევ მაისურაძე იყო და ელიტრაუნდში სადაც იისრაელთან ფრეც ყოფნიდა საქარტველოს ნაკრებს საერთოდ წააგო. და კარგდ ნახეთ იმ შემადგენლობაში ვინ იყო და ვინ არ იყოაწაყვანილი ამ ბიჭებიდანარადა ისევ ევროპაზე გადიოდნენ ისრაელი რა გუნდია როცა ამ ბიჭებმა ესპანეტი ინგლისი და უკრაინა ჩატოვეს. ჯგუფში შმდეგ წელს კი ევროპის ჩემპიონი ჰოლანდიაც დაამარცხეს თბილისში, ევროპაზე საფრანგეთსაც გაასწრეს და ნახევარფინალი ითამაშესთქვენი ნაქები მწვრთნელი კი შემდეგ ლოკომოტივს წვრთნიდა სხვა 17–წლამდელთა ნაკრებსაც და შედეგი 0 ასე რომ მწვრთნელი კი არაა საქები არამედ ამ ბიჭების საფეხბურთო ზრდის შეჩერება სწორედაც ვაი მწვრთნელების ბრალია და ნაცნობ მეგობრობით ნაკრებში გამოძახება.ესაა ქართული ფეხბურთის ავადმყოფობა. სიმართლე ესაა და თავს ნუ მოვიტყუებთ

• დიეგოს

მაისურაძე ნაკრების მრწვთნელია და როგორ გაყვეოდათ ბოლომდე, სახლში ხოარ დაისვამდა ყველას... კლუბში უნდა განვითარდეს ფეხბურთელი და მოემზადოს ნაკრებისთვის და არა პირიქით

• დიეგო.

ა, გაინტერესებთ რა მოხდა? რა მოხდა და ის მოხდა, რომ მორჩა თუ არა ევროპის ჩემპიონატი რომელზეც მე-3 ადგილი დაიკავეს, ნაკრებს ბიჭებს ეგრევე ჩამოაშორეს ვასილ მაისურაძე და 19 წლამდელებში სულ სხვა მწვრთნელით გაუშვეს, აი ასე შეაჩერეს გუნდი და პროგრესი. ისინი მაისურაძის ხელში კიდევ უფრო გაიზრდებოდნენ და უფრო მეტ წარმატებას მიაღწევდნენ.

• Gorgi

არჩილ მესხი!!! რა უნდა მაგ ბავშვს მანდ

ვინც იშრომა დაუფასდა! დამნაშავე ყველამ თავისთავში ეძებოს. ღმერთი სამართლიანია!

• llcl

პრობლემა ისაა, რომ არა გვყავს შესაბამისი დონის მწვრთნელები ყველაზე მგრძნობიარე ეტაპზე, როცა იუნიორებიდან დიდებში გადადიან, არ ხდება ინდივიდუალური მიდგომა ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური დატვირთვის კუთხით, რაც იწვევს შემდეგ ტრავმებს და მენტალურ პრობლემებს

საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ნაკრების წარმატება

"ლივერპულს" კვლავ განადგურების შეეშინდა - უცხოური მედია "დინამოს" ტრიუმფს იხსენებს

მიზანი ერთია, დიადი ნათელი - ცნობილი გახდა ანჩელოტის ამოცანა და ხელფასი

[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი

მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ

"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა

"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი

სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან

ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს

"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა

"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ

"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი

უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა

[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" პლეი-ოფს გამოეთიშა - "მინესოტა" კონფერენციის ფინალშია

[VIDEO] ლობჟანიძემ MLS-ში საგოლე პასი შეასრულა

[VIDEO] ოსიმენის ისტორიული რეკორდი - ნიგერიელმა "გალათასარაის" თასი მოაგებინა

სკანდალი. "მსაჯი რეციდივისტი და მძარცველია - მამარდაშვილის მომენტის გამო პენალტი არ უნდა დანიშნულიყო" - ესპანური მედია

[VIDEO] მამარდაშვილის მოგერიებები, "აკიდებული" პენალტი და "ვალენსიას" ათმატჩიანი წაუგებელი სერიის შეწყვეტა

საფრანგეთში რეფორმა იგეგმება, რათა პსჟ ვადამდე არ გახდეს ჩემპიონი

პსჟ ორი ფეხბურთელის შეძენას აპირებს და დაცვის ეკვადორული ცენტრი ეყოლება

"შახტარს" "ნაპოლის" მიერ სუდაკოვში შეთავაზებული თანხა ეცოტავა

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა შეიძლება ესპანური კლუბი დატოვოს

„შავი ლომის“ ბრიტანული ტურნე: მატჩები შოტლანდიაში და შემადგენლობაში ცვლილებები

ორნი იქა, აქა... ანუ შერმადინი - გერმანიაში, ბარათაშვილი - მეიჯორლიგაში

სად არიან დღეს საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელები, რომლებიც ევროპის საუკეთესო ოთხეულში შევიდნენ

გიორგი პაპუნაშვილმა და კიდევ ოთხმა ფეხბურთელმა "ტორპედო" დატოვა

საიდან შეიჭრა და როგორ გაიტანა - კაკაბაძის გოლით "კრაკოვიამ" გამარჯვება მოიპოვა [VIDEO]

გიორგი პაპუნაშვილი: "ტორპედოს" შეუძლია ჩემპიონობისთვის იბრძოლოს

ბოლნისის "სიონი: ახალგაზრდებიც და გამოცდილებიც

შვილო, შენ აქ რა გინდა?!. დაღმართი ევროპის ჩემპიონატის შემდეგ

ოთარ კაკაბაძე "კრაკოვიას" კაპიტანი გახდა

ლაშა დვალი: შეგვიძლია ჩვენი გულშემატკივრების გახარება

გოჩოლეიშვილი და დვალი კონფერენს ლიგაზე შეცვლაზე შევიდნენ

ეროვნული ლიგის XIII ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით (+გამოკითხვა)

"ნაპოლი"-"ჰათაისპორი" - კვარაცხელია, აბურჯანია და ლობჟანიძე სასტარტო შემადგენლობაში არიან

ხვიჩა ახალ როლში, მისი საგოლე პასი და ოსიმენისა და სიმეონეს დუბლი [VIDEO]

ᓛᓐᓥ

ᓔᓡ ᓑᓘᓭᓔᓑᓘ ᓐᓠ ᓣᓜᓓᓐ ᓓᓐᓘᓙᓐᓠᓒᓝᓜ! - ᓭᓐᓑᓣᓙᓛᓐ ᓓᓘᓜᓐᓛᓝᓔᓚᓔᓑᓛᓐ ᓠᓣᓠᓘᓡ ᓗᓐᓡᓘ ᓛᓝᓘᓒეᓡ

კონფერენს ლიგაზე დვალის და გოჩოლეიშვილის გუნდების მეტოქეები გაირკვა

ეროვნული ლიგა. XIX ტური: "სამტრედია" "შუქურას" ადვილად გაუმკლავდა

ქართული კლუბები ევროტურნირების გზაზე - კონკურენცია, პრობლემები და ნაკრების კანდიდატები

ᓐᓚᓔᓙᓝ ᓐᓓᓐᓛᓘᓐ "ᓢᓝᓠᓞᓔᓓᓝᓓᓐᓜ" ᓬᓐᓕᓘᓓᓐ, ᓫᓝᓫᓣᓐᓨᓕᓘᓚᓡ ᓐᓮᓐᓚᓘ ᓛᓔᓙᓐᓠᓘᓡ ᓛᓝᓫᓔᓑᓜᓐ ᓛᓝᓣᓬᓔᓕᓡ

"რეალ ვარკეთილის" გეგმები - რატომ შეხვდა ერაყელი ბიზნესმენი ლევან კობიაშვილს?

U19. ᓡᓐᓥᓐᓠᕗᓕ

ᓛᓘᓮᓐᓚ ᓑᓘᓚᓔᓙᓛᓐ ᓰᓝᓚᓐᓜᓓᓘᓣᓠ ᓨᓔᓙᓠᓔᓑᓐᓖᓔ ᓐᓮᓐᓚᓘ ᓔᓡᓞᓐᓜᓔᓚᓘ ᓬᓐᓘᓧᓕᓐᓜᓐ, ᓣᓙᓠᓐᓘᓜᓔᓚᓘ - ᓐᓠᓐ

"გამეღიმა, როცა ეს ამბავი გავიგე" - "კრაკოვიას" პრეზიდენტმა კაკაბაძეზე ისაუბრა

აბურჯანიამ "ჰათაისპორში" სამედიცინო შემოწმება გაიარა

ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის ლიდერები, აუტსაიდერები, ორი ქართველი დღეს და მთავარი ინტერესი "რეალის" მიმართ

ფოთის "კოლხეთი" მოსკოვის "ტორპედოს" მეკარე სტეპან სიკაჩს იმატებს

"სირცხვილია, მისგან პასი აღარ მიიღოთ!" - გია ჭანტურიამ კაკაბაძის განცხადების შემდეგ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს მიმართა

პრო ლიგა 2. ტყიბულის "მეშახტე": სიურპრიზებს კიდევ უნდა ველოდოთ?

ᓔᓚᓒᓣᓯᓐ ᓒᓠᓘᓒᓐᓚᓐᓨᓕᓘᓚᓘ - ᓘᓡᓔᓕ ᓗᓑᓘᓚᓘᓡᓘᓡ "ᓓᓘᓜᓐᓛᓝ"?

ᓓᓐᓕᓘᓗ ᓙᓕᓘᓠᓙᓕᓔᓚᓘᓐ: ᓓᓔᓙᓔᓛᓑრᓐᓛᓓᓔ "ᓡᓐᓛᓢᓠᓔᓓᓘᓐᓨᓘ" ᓕᓘᓗᓐᓛᓐᓨეᓑ

დავით ოდიკაძე: კარიერის დასრულება ამ გუნდში მსურს

ფოთის "კოლხეთი": ნიკა შერმადინი მოვიდა, პაპუნა მოსემღვდლიშვილი წავიდა

თბილისის "ლოკომოტივი" 5-მა ფეხბურთელმა დატოვა

საინტერესო ამბავი: ერაყელები ქართულ კლუბს დააფინანსებენ?!

აბურჯანია ლობჟანიძის გუნდში გადავა

U19. ᓡᓐᕥᓐ

Geo Team: გიორგი პაპუნაშვილი კარიერას სერბეთში გააგრძელებს

ᓡᓙ "ᓡᓐᓛᓢᓠᓔᓓᓘᓐᓡ" ᓙᓐᓮᓐ ᓙᓐᓚᓐᓫᓘᓡ ᓛᓐᓛᓐ ᓙᓐᓠᓚᓝ ᓙᓐᓚᓐᓫᓔ ᓣᓮᓔᓚᓛᓫᓦᓕᓐᓜᓔᓚᓔᓑᓡ

დვალის მორიგი ტიტული კვიპროსში - "აპოელმა" ქვეყნის სუპერთასი მოიგო

"მონათმფლობელი ხომ არ ვარ, ჩემი საქმე მათი ჯანმრთელობის ხარჯზე გავაკეთო?!"

ᓒᓔლᓐ ᓡᓐᓜᓐᓘᓐ: ...ᓛᓐᓗᓘ ᓛᓝᓡᓕᓚᓘᓗ "ᓡᓐᓛᓢᓠᓔᓓᓘᓐ" ᓡᓣლ ᓡᓮᓕᓐ ᓒᓣᓜᓓᓘ ᓘᓥნᓔᓑᓐ

"ძალა ჩვენშია, რომელიც ერთიანობაშია" - "ჯვაროსნების" მატჩისწინა ვარჯიში და კომენტარები

ქუთაისის "ტორპედოში" ცსკა-ს ყოფილი ფეხბურთელის დარჩენა ფინანსებზეა დამოკიდებული

ვოლკოვის და პაპუნაშვილის "ზირამ" "ომონიას" მოუგო, მაგრამ ევროტურნირებს გამოეთიშა

შოთას გუნდი "ჰათაისპორთან" დამარცხდა

გოჩოლეიშვილის და დვალის გუნდების წარუმატებელი მატჩები კონფერენს ლიგაზე

დავით ჯიქია თბილისის "ლოკომოტივში" დაბრუნდა

შუქურა-სამტრედია 0:2 - სტუმრად, როგორც შინ... [VIDEO]

"საქართველოს ნაკრების მიზანი ახლა ესაა! რაც შეეხება ჩემს მომავალს..." - განვლილი ევრო, ნაკრების მიზნები და სამომავლო გეგმები... ინტერვიუ ოთარ კაკაბაძესთან

გიორგი აბურჯანია პორტუგალიაში დაბრუნდა

"ტორპედოს" მძლეველმა "ომონიამ" ვოლკოვის "ზირა" გაანადგურა