ფორმულა 1-ის საინტერესო ციფრები სეზონის მიწურულს
უახლოეს უქმეებზე ფორმულა 1 მექსიკაში ბრუნდება. ოსტინში ლუის ჰემილტონის გამარჯვების შემდეგ, ეპიცენტრი მეხიკოში ძმები როდრიგესების სახელობის ავტოდრომზე გადაინაცვლებს.

ერთი წლის წინ, ეს ტრასა კალენდარში დაბრუნდა და პრომოუტერებს სეზონის საუკეთესო გრანპრის თასი მოუტანა - რბოლამ წარმატებით ჩაიარა, ტრიბუნებზე კი 135 ათასი მაყურებელი შეიკრიბა.

გასულ წელს, მექსიკაში დამაჯერებლად მოიგო ნიკო როსბერგმა. იმ მომენტისთვის, ლუის ჰემილტონს უკვე განაღდებული ჰქონდა ჩემპიონობა და ტრასაზე დიდად თავს არ იკლავდა. ამჯერად, ყველაფერი სხვანაირად არის: უკვე ჰემილტონია მდევრის როლში. მან მხოლოდ შეტევაზე უნდა იფიქროს, თან იმის იმედად უნდა იყოს, რომ როსბერგი სადღაც წაიფორხილებს.

ასე რომ, ლუისი ისევ წნეხის ქვეშ არის, იმ დროს, როცა როსბერგი რბოლებს უშეცდომოდ ატარებს და საკმარის ქულებს აგროვებს, რათა უშუალოდ ტრასაზე არ იბრძოლოს ჰემილტონთან. მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ, რომ გერმანელიც პრესინგის ქვეშ იმყოფება და ერთმა უმცირესმა შეცდომამ, შესაძლოა, ყველანაირი უპირატესობა გამოაცალოს ხელიდან.

უახლოეს უქმეებზე, პრესინგი კიდევ უფრო გაიზრდება: მოვლენათა წარმატებული განვითარების შემთხვევაში, როსბერგმა, შესაძლოა, უკვე კვირას გაიფორმოს ჩემპიონობა. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ნიკო რბოლას მოიგებს, ხოლო ჰემილტონი მეათე ადგილზე ზემოთ ვერ ავა.

მეხიკოს ტრასა

სიგრძე: 4304 მეტრი

წრეების რიცხვი: 71

რბოლის დისტანცია: 305,584 კილომეტრი

ტრასის რეკორდი: 1:20.521 (როსბერგი, "მერსედესი", 2015)

უქმეების განრიგი

28 ოქტომბერი, 19:00 - I პრაქტიკა

28 ოქტომბერი, 23:00 - II პრაქტიკა

29 ოქტომბერი, 19:00 - III პრაქტიკა

29 ოქტომბერი, 22:00 - კვალიფიკაცია

30 ოქტომბერი, 23:00 - რბოლა

საერთო ჩათვლა

1. ნიკო როსბერგი 331 (9)

2. ლუის ჰემილტონი 305 (7)

3. დანიელ რიკარდო 227 (1)

4. სებასტიან ფეტელი 177

5. კიმი რაიკონენი 170

6. მაქს ფერსტაპენი 165 (1)

7. სერხიო პერესი 84

8. ვალტერი ბოტასი 81

საინტერესო სტატისტიკა

მსოფლიოს ჩემპიონატის მე-18 ეტაპის შემდეგ, ცნობილმა ექსპერტმა მიკელე მერლინომ რამდენიმე საინტერესო სტატისტიკური მონაცემი გამოაქვეყნა...

კვალიფიკაცია

- ოსტინში აღებული პოული 58-ე იყო ლუის ჰემილტონის კარიერაში. ყველა მოპოვებულია "მერსედესის" ძრავებით. ამდენივე პოული ჰქონდა მიხაელ შუმახერს "ფერარის" ძრავებით.

- ოსტინის ტრასა 23-ეა ჰემილტონის კარიერაში, სადაც მან კვალიფიკაცია მოიგო. ბრიტანელი აბსოლუტური ლიდერია ფორმულა 1-ის ისტორიაში ამ მაჩვენებლით. ალენ პროსტს 22 სხვადასხვა ტრასაზე აქვს აღებული პოული, აირტონ სენას - ოცზე.

- ჰემილტონმა გაათანაბრა ანგარიში საკვალიფიკაციო დაპირისპირებებში თანაგუნდელთან - 18 ეტაპის შემდეგ, მასსა და ნიკო როსბერგს შორის 9:9 არის ანგარიში.

- კიმი რაიკონენის მეხუთე ადგილი სტარტზე - საუკეთესო შედეგია კვალიფიკაციაში "ფერარისთვის" ამ ტრასაზე.

რბოლა

- ოსტინში რბოლის მოგებით, ლუის ჰემილტონი მესამე პილოტი გახდა ფორმულა 1-ის ისტორიაში, ვისაც კარიერაში მინიმუმ 50 ეტაპი აქვს მოგებული. მასზე წინ არიან მიხაელ შუმახერი (91 მოგება) და ალენ პროსტი (51 მოგება).

- ჰემილტონს ოსტინში ჩატარებული ხუთი რბოლიდან ოთხი აქვს მოგებული.

- ჰემილტონმა კარიერაში 29-ე რბოლა მოიგო პოულიდან სტარტის შემდეგ. ასეთივე შედეგი ჰქონდა აირტონ სენას.

- "მერსედესმა" მეხუთე დუბლი შეასრულა ამ სეზონში და 33-ე ისტორიაში. ამით, გერმანული საჯინიბო გაუთანაბრდა "უილიამსს". ზედიზედ სამი წელია, "მერსედესი" ოსტინში დუბლს ასრულებს.

- კარიერაში პოდიუმზე 54-ედ ასვლის შემდეგ, ნიკო როსბერგი დაეწია ნიკი ლაუდას და მასთან მე-12 ადგილს იკავებს საერთო რეიტინგში.

- დანიელ რიკარდომ კარიერაში მე-17 პოდიუმი მოიპოვა და გაუთანაბრდა ალბერტო ასკარისა და კეკე როსბერგს.

- სებასტიან ფეტელმა მეოთხე ადგილი დაიკავა და ხუთამდე გააგრძელა უპოდიუმო რბოლების სერია. ბოლო 10 გრანპრიში გერმანელს მხოლოდ ერთ პოდიუმი აქვს მოპოვებული - ეს მისი ყველაზე ცუდი სტატისტიკაა 2008 წლის შემდეგ, როცა დებიუტი ჰქონდა ფორმულა 1-ში.

- მეხუთე ადგილზე გასვლით, ფერნანდო ალონსომ გაიმეორა თავისი საუკეთესო შედეგი ამ სეზონში, რომელიც მონაკოში ჰქონდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ვისოლის“ გუნდის წევრი გიორგი კოდუა King of Drift 2026-ის ჩემპიონი გახდა
როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
დარჩება ფორმულა 1-ის ჩემპიონი "მერსედესთან" შემდეგ სეზონში?
ფორმულა 1. აშშ-ის გრანპრი: ლუისის ბოლო შანსი
"სამწუხაროდ, ცოტამ თუ იცის, რომ ასეთი ტექნოლოგიები უკვე არსებობს" - ინტერვიუ ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონთან
რუსი მოდელი, რომელმაც კრიშტიანო რონალდო დააიგნორა [PHOTO]
ფორმულა 1. ესპანეთის გრანპრი: აი, ასეთი უნდა იყოს რბოლები
Forbes: ბოლო 10 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებად სპორტსმენთა სიას აქვეყნებს, ლიდერი არც რონალდოა, არც მესი...
ფორმულა 1: ჩვეული დუბლი და გინება მეხიკოში
მონაკოში წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელეს
რა უნდა ვიცოდეთ ფორმულა 1-ის ახალი სეზონის შესახებ
ფორმულა 1: 2016 წლის სეზონი ციფრებში
ფორმულა 1. აშშ-ის გრანპრის შემდეგ: ლუისის შანსი თუ ნაბიჯი ტიტულისკენ?
ფორმულა 1. იაპონიის გრანპრი: იაპონია ჰემილტონის უნდა იყოს
ფორმულა 1: ყველაზე მაღალანაზღაურებადი პილოტები
სენსაცია ბაქოში: სამეულში ერთი ლიდერიც კი ვერ მოხვდა
ფორმულა 1. ნიკო როსბერგი: მე წავედი!
ლუის ჰემილტონი "ფერარიში" გადადის?! - ბრიტანელი იტალიელებს შეხვდა
ფორმულა 1-ის სკანდალი: 3-გზის ჩემპიონის არაეთიკური ინტერვიუ [VIDEO]
ფორმულა 1. ნიკო როსბერგი: მე წავედი!