დღეს, 26 ნოემბერს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის ბოლო ტურის შეხვედრები გაიმართა
დღეს, 26 ნოემბერს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის ბოლო, XIV ტურის შეხვედრები გაიმართა და გაირკვა იმ გუნდების ვინაობა, რომლებიც ბრძოლას გარდამავალი ჩემპიონატის პლეი ოფსა და პლეი აუტში გააგრძელებენ. ასევე გამოვლინდა ის ორი გუნდი, რომლებიც პირდაპირ დაქვეითდნენ - "ზუგდიდთან" ერთად ელიტას "ცხინვალიც" დაემშვიდობა.

აქამდეც ცნობილი იყო, რომ საქართველოს ახალი ჩემპიონის ვინაობა "ჩიხურასა" და "სამტრედიას" ორმატჩიან ბრძოლაში (3 და 11 დეკემბერს) გამოვლინდება.

ევროპალიგის პლეი ოფში კი, რომლის მატჩები 30 ნოემბერსა და 4 დეკემბერს გაიმართება, "საბურთალო"-"დინამო" (თბ) და "ტორპედო"-"დინამო" (ბთ) ითამაშებენ. ამ წყვილებში გამარჯვებულები ევროპალიგის საგზურის მფლობელს 10 დეკემბერს, ნეიტრალურ მოედანზე გამართული ერთი მატჩით გამოავლენენ.

პლეი აუტში, რომლის მატჩები 1-ელ და 6 დეკემბერს გაიმართება, უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის ერთმანეთს "სიონი"-"შუქურა" და "გურია"-"დილა" დაუპირისპირდებიან. დამარცხებულები პირველ ლიგაში დაქვეითდებიან.

უმაღლესი ლიგა. XIV ტური

თეთრი ჯგუფი

26.11. თბილისი. დინამო არენა

ჩიხურა-ცხინვალი 4:1

გოლები: 1:0 გიორგი გაბედავა (25), 2:0, 3:0 დიმიტრი ტატანაშვილი (62, 67), 3:1 თამაზ მაქაცარია (68), 4:1 თორნიკე გორგიაშვილი (90).

26.11. თბილისი. მიხეილ მესხი

ლოკომოტივი-შუქურა 1:1

გოლები: 0:1 კობა შალამბერიძე (25), 1:1 რატი არდაზაშვილი (78).

26.11. ქუთაისი. რამაზ შენგელია

ტორპედო-დინამო (თბ) 0:1

გოლი: 0:1 გიორგი ზარია (27).

წითელი ჯგუფი

26.11. მარტვილი. მურთაზ ხურცილავა

ზუგდიდი-სამტრედია 0:5

გოლები: 0:1 ბუდუ ზივზივაძე (3), 0:2 ბაჩანა არაბული (25), 0:3 ჯემალ გოგიაშვილი (49), 0:4 ბაჩანა არაბული (56), 0:5 ბუდუ ზივზივაძე (63).

26.11. ქობულეთი. ჩელე არენა

დინამო (ბთ)-საბურთალო 0:1

გოლი: 0:1 სანტიგო ხარა (67).

26.11. გორი. თენგიზ ბურჯანაძე

დილა-კოლხეთი 1:0

გოლი: 1:0 დავით კაპანაძე (17).

გაძევება: ალექსანდრე კვახაძე (47, დილა), რასიმ რამალდანოვი (47, კოლხეთი).

gizog
ბატონებო, ყველას დიდ მადლობას მოგახსენებთ ვინც ჩემ სუბიექტურ აზრს გამოეხმაურა დადებითად უარყოფითად. გაიხარეთ.
ბერიკა შუკაკიძე
მე ვარ საჩხერის "ჩიხურას" დირექტორი. ძალიან კარგია, რომ ყველას გვაქვს გამოვთქვათ აზრი საჯაროდ. ყველას მოსაზრება ღირებული და საპატივსაცემლოა! რაც არ უნდა მიკერძოებულად გვიყვარდეს (რაც ბუნებრივია) რომელიმე გუნდი, ჩვენ ყველას ერთი რამ გვაერთიანებს- ქართული ფეხბურთის წარმატება. ამ გზაზე კი სამართლიანი თამაშის პრინციპების დაცვა ერთ-ერთი უმთავრესი შემადგენელია.
bacho
გაუმარჯოს კალაძეს და სამტრედიას :P
gura
იმედია ტელევიზორში იქნება დინამოს თამაში პირველ არხზე რატომ არ უშვებენ
Gotfree
გიზო რა მნიშვნელობა აქვს ანგარიშს.. რაც შეგიძლია და არ აკეთებ იგივე დაწოლაა.. რომ არ ითამაშო გულშემატკივრის უპატივცემულობაში დადებ ბრალს და უნიათოებს დაუძახებ... სპორტს თავის წესები აქვს. თან სპარტაკს არც თუ ცუდი შემადგენლობა ყავს საქარველოს პირობაზე.. შენი ლოგიკით სხვებსაც არ უნდა მოეგოთ სპრტაკისთვის დიდი ანგარიშით. 1:0 ისედაც ხო 3 ქულაა
ჯემალი
სამტრედიას გაუმარჯოს. ის მართლა საუკეთესო გუნდია საქართველოში და ღირსია იმის რომ ჩემპიონი გახდეს.
gizog
გურია ჩემი უსაყვარლესი გუნდია, ეს ის გუნდია, რომელმაც 80-იან წლებში სასწაული მოახდინა და მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერს ლიგაში აღზევდა და ქართველები სიამაყის გრძნობით აღგვავსო. ეს მას მრავალმხრივი მუშაობის და ფინანსების ფასად დაუჯდა, მაგრამ როგორც კი საქარველოს ფეხბურთის ფედერაციამ გადაწყვიტა გამოსულიყო იმ ძლიერ, იმ დროისთვის სანუკვარ ლიგიდან, ერთ-ერთი პირველი მხარდამჭერი სწორედ საკლუბო გუნდი გურია მის მხურვალე გულშემატკივარი გურულები იყვნენ, გაუმარჯოს გურის. ახლა შემდეგი ჩემთვის სამარცხვინო გუნდს დევნილთა გუნდისთვის 1;0, 2;0 3;1 ან 2;1, რომ მოეგო ვითომ გურია გავარდებოდ ამით. და საერთოდ სამტრედიაში მხოლოდ გავლით ვარ ნამყოფი, როცა გურიაში, აჭარაში, აფხაზეთში ან სამეგრელოში მივდიოდი. ისე კაცს, თუ ის კაცია კორექტულობა უფრო უხდება, ვიდრე მოჭორავე დედაკაცივით რაღაც იარლიყების მიკერება.
კახა ქირია
როგორ შეიძლება მასე მსჯელობა რა შუაშია აქ ლტოლვილობით სპეკულირე ა ჯერ ერთი რომელია ლტოლვილი მაგ გუნდში მეორე ეს სპორტია მაგ პრინციპით მაშინ გურიასთანაც უნდა გაეგო მესამე ცხინვალი კი არა იუვენტუს მანჩ.იუნაიტედის მოსკოვის სპარტაკს და ა.შ. უთამაშიათ 1ლიგაში ასე რომ...გურიას ქომაგი არ გეგონოთ 9წელია ამერიკაში ვცხოვრობ უბრალოდ ქართული ფეხბურთის გულშემატკივარი ვარ...ისე ცნობისთვის არავინ თქვას რო ამერიკაში ფეხბურთი(სოკერი ესე ეძახიან აქ)არ უყვართ საშ.დასწრება არის 15-17 ათასი სამხრეთში ხო საერთოდ ასე რომ დასკვნები თქვენ გამოიტანეთ.პ.ს.N.Y.citi აშენებს ნიუ იორკში დზალიან მაგარ სტადიონს
gizog
შენ როგორ გინდოდა???უნდა დაწოლოდა ჩიხურა და ფეხბურთი არ ეთამაშა.მაგარი ლოგიკა გაქვს.გაგრამ რა დააშავა სოხუმის ცხუმმაც
Jango
gizog შენ ვაჟკაც, ის გიზო ხომ არა ხარ სამტრედიელი,ცენტრალური ტრიბუნის სიახლოვეს რომ იყრით თავს ამხანაგებთან ერთად , მუდამ რომ ...და მატჩის დაწყების წუთებიდან მის დამთავრებამდე ყველას და ყველაფერს დედას აგინებ, სამტრედიის მთავარ....რომ ხარ ქცეული ? რაც შეეხება ჩიხურას,ცუდი იყო რომ წააგეს მოლდოვურ კლუბთან მაგრამ ყველაფერი ხდება. და რა უნდა ექნათ ამის გამო ყველაფერზე ხელი მოაწერონ?დაუთმონ ცხინვალს თამაში და გურია ხელოვნურად გააგდონ?ითამაშა ჩიხურამ და მოიგო, ეთამაშა ცხინვალს და მოეგო,რაა ეს რა იდიოტური ლოგიკაა? ცხინვალი რა იშლება? გადავა 1-ლ ლიგაში, მოიკრეფს ძალებს და დაბრუნდება უკან თუ შეიძლებს. არც გაგრა,არც გალის მზიური, არც ოჩამჩირის ამირანი, არც სოხუმის დინამო ან ცხუმი არ თამაშობენ უმაღლეს ლიგაში, ჰოდა რა ვქნათ? პოლიტიკურად 26 კლუბიანი უმაღლესი ლიგა შევქმნათ?
gizog
სამარცხვინოდ მიმაჩნია, როცა გუნდი მოლდოვის რბილად რომ ვთქვათ საშუალო გუნდთან საკუთარ მინდორზე მარცხდება, როცა მოგება ჰაერივით სჭირდება, რათა ევროპაში მინიმალურ დონეზე მაინც გამოაჩინოს საკუთარი ქვეყანა და როცა ამის არაფერი საჭიროება არ აქვს დევნილთა გუნდს დიდი ანგარიშით ამარცხებს. ასეთი არც მწვრთნელი და არც ფეხბურთელი ელემენტარული პატივისცემის ღირსადაც არ მიმაჩნია. უეფაზე სამარცხვინო და უგვანო გამოსვლის შემდეგ ამ გუნდის, რომლის დიდი გულშემატკივარი ვიყავი, მხოლდ მის ქართული ფეხბურთიდან გაქრობას ვგულემატკივრობ. გაუმარჯოს სამტრედიას.
fff
მოიცა ტორპედომ ხო მოიპოვა საგზური უკვე თასის მოგებით? ევროპა ლიგაზე რაღას იბრძვის? 2 საგზური უნდა ?
Jango
სამარცხვინო თვისება აქვთ იმერულ კლუბებს,რაიმე ტიტულს ან ახალ დონეს მიაღწევენ და ბოლო ტურებით აფუჭებენ ყველაფერს. გასულ სეზონში სამტრედიამ "ვიცე-ჩემპიონობა იზეიმა სიონთან წაგებით" ახლაა და ბოლო საშინაო მატჩი წააგო დილასთნ. ამას დაემატა კიდევ რომ ტორპედომ მერანთან ძლივს მოიგო თასი და მესამეჯერ გაიხარა და უცბად აგერ ეს ტიტული "აღნიშნა ბოლო საშინაო მატჩში წაგებით" დინამოსთან ახლა კი კითხვა - თუკი ტორპედო გახდა მესამეადგილოსანი პლეი ოფების შედეგად, რადგან ის თასის მფლობელიცაა ევროაპლიგაზე თასისი ფინალისტი გავა თუ პლეი -ოფის ფინალისტი?
სარეკორდო ტრანსფერი - "ტორპედომ" მამუჩაშვილი დაიმატა და გიგაური გაუშვა
"იბერია 1999"-მა კოტ-დ'ივუარის ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
"დილას" იტალიელი მწვრთნელი ჩაუდგა სათავეში
ტრანსფერზე თანხმობა განაცხადა - კიმი პრემიერ ლიგას უახლოვდება
გუგეშაშვილი "პაოკში" წარადგინეს - ძირითადი მეკარე გუნდს ტოვებს
38 წლის ჟირუ MLS-დან ლიგა 1-ში ბრუნდება - ცნობილია სად ითამაშებს ვეტერანი
უიმბლდონის პირველ წრეში ბასილაშვილის მეტოქე ცნობილია
ილია თოფურიამ სასურველი მეტოქე დაასახელა
"ამ ფეხბურთელს ვაღმერთებ" - ბრედ პიტი
[VIDEO] "რეალის" ლამაზი გოლები "ზალსბურგთან" - ალონსოს გუნდმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და "იუვენტუსს" შეხვდება
"ლივერპულმა" "ნაპოლის" თავდამსხმელი ძვირად დაუფასა
"დილა" სუპერთასის პირველი ფინალისტია
Tutto Juve: ეს შანსი გამოსაყენებელია - მიქაუტაძის შეძენის სურვილი იტალიურ გრანდსაც აქვს
ლუნინი "რეალს" მხოლოდ ერთ შემთხვევაში დატოვებს
ფედელე: კვარაცხელიას შეცვლა? - მხოლოდ ღმერთის იმედი უნდა გვქონდეს
2022 წლის შემდეგ პირველად - ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის ძირითად ბადეში ითამაშებს
რონალდომ "ალ ნასრთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
ისტორიული დაპირისპირება: საქართველო ირლანდიის წინააღმდეგ მიხეილ მესხის სტადიონზე - ემოციები და მოლოდინები
კასანომ "ნაპოლის" კვარაცხელიას შემცვლელი ურჩია
"ალ ნასრმა" სტეფანო პიოლი გაათავისუფლა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" და "ჩელსიმ" შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ
ზაზა ფაჩულიას აკადემია 14-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია | მენსანა ვერცხლს დასჯერდა
თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები
ირაკლი სიხარულიძე: "სლოვაცკოში" გადასვლა ვლადიმირ ვაისმა მირჩია
არაბულმა ისევ გაიტანა - მისი გუნდი მარცხს გადაურჩა
ტატანაშვილი, თარგამაძე და იაშვილი "საბურთალოს" დაემშვიდობნენ
ეროვნული ლიგა. XVII ტური. "ჩიხურა"-"დინამო თბ" [LIVE]
ბაჩანა არაბული კარიერას რუმინეთის ჩემპიონატში განაგრძობს
არაბულის გოლმა "ლამია" "პანათინაიკოსთან" მარცხისგან ვერ იხსნა
ლანჩხუთის "გურია" რუსი მცველით გაძლიერდა
ეროვნული ლიგა 2. IX ტური: "თელავმა" "ზუგდიდს" მოუგო და ლიდერ "მერანს" 2 ქულით ჩამორჩება
ეროვნული ლიგა 2. VII ტური: "ქამბექი", რომელიც "მანჩესტერ იუნატედსაც" შეშურდებოდა
კვარაცხელიას სვლა ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად და მიქაუტაძის დიდი დაპირისპირება "მანჩესტერთან" - მთავარი ამბები ზაფხულამდე
ყველაზე გამოცდილი ქართველი ფეხბურთელი ეროვნულ ლიგა 3-ში ითამაშებს
მარტოდმარტო, ბინძურ ბინაში მოკვდა - ლანჩხუთის "გურიას" ექს-ფეხბურთელის ტრაგიკული ისტორია
Geo Team: ზივზივაძეს ორი კვირა მოუწევს უქმობა
დიმიტრი ტატანაშვილი კარიერას "თელავის" რიგებში გააგრძელებს
რას ვნახავთ აღდგომის დღეებში? ქართული დუელი საფრანგეთში და ბუდუს "ბაიერნთან" დაბრუნება
ბაჩანა არაბული დუაიტ იორკთან - ავსტრალიაში კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი ითამაშებს
უმაღლესი ლიგა. XI ტური: ბათუმის "დინამომ" "ზუგდიდი" გაანადგურა
არაბული ბერძნული გრანდების რისხვაა - მისი გუნდი ისევ დამარცხდა [VIDEO]
2023 წლის შემდეგ პირველად - სანიოლმა ეროვნულ ნაკრებში ვოლკოვს უხმო
ლანჩხუთის "გურია" აუქციონზე 34 000 ლარად იყიდება
დიმიტრი ტატანაშვილი "საბურთალოს" ფეხბურთელი გახდა
სფფ-ის აღმასკომზე "ცხინვალის" შესახებ იმსჯელეს
"ჰაიდენჰაიმი" "აინტრახტთან" განადგურდა და "ბაიერნთან" შეხვედრა ელის
"საქართველო არაჩვეულებრივი ქვეყანაა" - ჰამზიჩი ეროვნულ ლიგას უბრუნდება
უმაღლესი ლიგა. XIII ტური: "ტორპედო" მესამე ადგილზე გადავიდა [VIDEO]
არაბულმა თავის გუნდს ქულა მოუპოვა
"ცხინვალი" მესამე ლიგაშიც კი ვეღარ იასპარეზებს
ეროვნული ლიგა 2. III ტური: ორი მატჩი და ორი ფრე
დღეს საფრანგეთის ჩემპიონატი დასრულდება - ხვიჩას ოქრო და სხვა ქართველების ამბები...
ეროვნული ლიგა. პლეი-ოფი: "ჩიხურა" - "სამგურალი" [LIVE]
ეროვნული ლიგა. XVI ტური. "მერანი" - "ჩიხურა" [LIVE]
"ჩიხურამ" ძალიან ლამაზი გოლითა და მეკარის სასწაული "სეივებით" მოიგო [VIDEO]
გულვერდ თომაშვილი "გურიაში" - კიდევ ერთი გამოცდილი ფეხბურთელი
საჩხერის "ჩიხურას" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს!
ჩემპიონატის ფინიში გაწერილია - საჩემპიონო ფინალი 3 და 11 დეკემბერს
"გურია" - ფონდი "ქართუს" დაფინანსების მოლოდინითა და დიდი გეგმებით...
ეროვნული ლიგა 2. V ტური: "სამტრედია" და "თელავი" წაუგებლად წინ მიიწევენ
თემურ შალამბერიძე: ყველას არ შეუძლია, ფული გადაიხადოს და ფეხბურთზე იაროს
კოლხეთი-სიონი 1:0 [VIDEO]
სამტრედია-საბურთალო 3:0 - დამაჯერებელი ლიდერი, წარუმატებელი დაბრუნება
დილა-დინამო (ბთ) 0:0 - ზავის ზღვისპირული სიყვარული [VIDEO]
დიმიტრი ტატანაშვილი "სიონისთვის" გაიტანს