"სევილიას" დუბლებში გიორგი აბურჯანიას დებიუტი შედგა
უქმეებზე ქართველებმა ხუთი გოლი გაიტანეს. კვიპროსიდან ისევ შეგვახსენა თავი ნიკა კაჭარავამ, რომელმაც დუბლი შეასრულა. აღსანიშნავია "სევილია ატლეტიკოში" გიორგი აბურჯანიას დებიუტი და გიორგი გოროზიას "სტაბეკის" ელიტაში დარჩენა.

იტალია. სერია A.

თვეზე მეტი იძულებითი უქმობის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა ლევან მჭედლიძე, რომლის "ემპოლიც" უმნიშვნელოვანეს მატჩში სტუმრად "სასუოლოსთან" 0:3 დამარცხდა. ჩვენებური მოედანზე 58-ე წუთზე (უკვე 0:3-ზე) შევიდა.

ლეგა პრო.

ირაკლი შეყილაძის "ტუტოკუოიო" შინ "ლივორნოსთან" დამარცხდა - 0:1. ჩვენებურმა წინა ტურში ტრავმა მიიღო, გამოჯანმრთელდა, სათადარიგოთა შორისაც იყო, მაგრამ თამაში არ მოუწია.

გერმანია. ბუნდესლიგა.

ლუკას ჰუფნაგელი ტრავმირებულია, მისი "ფრაიბურგი" სტუმრად "ლევერკუზენს" დაუზავდა - 1:1.

გერმანია. II ბუნდესლიგა.

აკაკი გოგიას "დინამომ" "მიუნხენთან" 0:1 წააგო. ჩვენებურმა სტუმართა რიგებში შეუცვლელად ითამაშა. "შპორტალმა" გოგიას 3 ბალი დაუწერა, რაც საშუალო შეფასებაა, თუმცა დრეზდენელთა რიგებში მის მსგავსად მხოლოდ ერთი ფეხბურთელის თამაში შეაფასეს, დანარჩენებს კი უარესი ქულები დაუწერეს.

ესპანეთი. ლა ლიგა 1|2|3.

ძალიან დიდხანს ველოდით გიორგი აბურჯანიას დებიუტს "სევილიას" დუბლებში და, როგორც იქნა, ის შედგა - აბურჯანია ბოლოს მინდორზე 6 თვის წინათ, ესპანეთის ნაკრებთან მატჩში ვნახეთ "ხეტაფეს" სტადიონზე და ბედის ირონიით, მისი დაბრუნებაც "კოლისეუმზე" შედგა - "ხეტაფემ" 2:0 მოუგო "სევილია ატლეტიკოს". ჩვენებური 75-ე წუთზე შევიდა და ორ წუთში ყვითელი ბარათი მიიღო.

ოთარ კაკაბაძის "ხიმნასტიკი" სტუმრად "ოვიედოსთან" 0:1 დამარცხდა. ქართველი მცველი განაცხადში არ ყოფილა.

საფრანგეთი. თასი.

ჯაბა კანკავას "რეიმსმა" სტუმრად 7:0 მოუგო "ვილენუევს" და შემდეგ ეტაპზე გავიდა.

პორტუგალია. პრიმეირა ლიგა.

გიორგი მაკარიძის "მორეირენშემ" 3:1 აჯობა მადეირას "ნასიონალს" და ბოლო ადგილიდან წინ რამდენიმე საფეხურით გადაიწია. ქართველმა გოლკიპერმა გოლი 11-მეტრიანი დარტყმით გაუშვა.

პორტუგალია. სეგუნდა ლიგა.

ავთო ებრალიძის (90 წთ) "ჟილ ვისენტე" სტუმრად 0:1 დამარცხდა "კოვა დე პიედადესთან".

ჰოლანდია. ერედივიზიე.

როგორც იქნა, დაასრულა მოუგებელი სერია "ვიტესმა", რომელმაც შინ "ზვოლეს" სძლია - 3:1. გურამ კაშიამ შეუცვლელად ითამაშა.

ბელგია. პროქსიმუს ლიგა.

ლევან შენგელიას (არ უთამაშია) "ტუბიცე" შინ "ლეუვენთან" დამარცხდა - 0:2.

საბერძნეთი. სუპერლიგა.

"ვერია" "პანეთოლიკოსს" დაუზავდა - 1:1. გიორგი ნავალოვსკი განაცხადში არ ყოფილა.

რუსეთი. პრემიერლიგა.

გიორგი ჭანტურიას (ტრავმა) "ურალი" მოსკოვში ცსკა-სთან განადგურდა - 0:4.

უკრაინა. პრემიერლიგა.

სანდრო კობახიძის "ვორსკლა" შინ კიევის "დინამოს" დაუზავდა - 2:2. ჩვენებურმა შეუცვლელად ითამაშა.

"ჩერნომორეცმა" "ვოლინს" ვერ მოუგო - 0:0. ოდესელთა რიგებში 90 წუთი ითამაშა დავით ხოჭოლავამ, რომელიც გააფრთხილეს.

ჯაბა ლიპარტიას "ზორია" შინ 2:3 დამარცხდა "დნიპროსთან". ჩვენებური 25-ე წუთზე შევიდა მოედანზე.

უკრაინია. დუბლები.

"შახტარის" დუბლებმა 3:0 მოუგეს "სტალს". გიორგი არაბიძე 92-ე წუთზე შეცვალეს. მან 89-ე წუთზე პენალტი მოიპოვა და თავადვე ზუსტად შეასრულა.

იხილეთ ვიდეო

პოლონეთი. ექსტრაკლასა.

ვაკო ყაზაიშვილისა და გიორგი მერებაშვილის გუნდების დუელში (2:2) ქართველთა დაპირისპირება არ შედგა. ვაკო მხოლოდ 84-ე წუთზე გამოჩნდა, ხოლო მერებაშვილი განაცხადში არ ყოფილა.

ლაშა დვალის "შლიონსკი" 1:1 დაუზავდა "პოგონს". ჩვენებურმა შეუცვლელად ითამაშა.

ნიკა ძალამიძე 79-ე წუთზე გამოჩნდა "ლენჩნას" შემადგენლობაში, რომელმაც სტუმრად "კრაკოვიასთან" 1:1 ითამაშა. "ლენჩნა" კვლავ უკანასკნელ ადგილზეა.

ავსტრია. ბუნდესლიგა.

გიორგი ქვილითაიას "რაპიდმა" 1:0 დაამარცხა "ზანკტ პოლტენი". ჩვენებური 65-ე წუთზე შეცვალეს.

ჩეხეთი. ლიგა 1.

ლევან ყენიას (ამ სეზონში ტრავმის გამო საერთოდ არ უთამაშია) "სლავიამ" სტუმრად "ზლინი" 4:0 გაანადგურა.

ზურაბ ცისკარიძეს არ უთამაშია "ტეპლიცეს" შემადგენლობაში, რომელიც პრაღაში "სპარტასთან" 1:2 დამარცხდა.

ნორვეგია. ტიპელიგენი. პლეი აუტი.

ძალზე მნიშვნელოვანი მატჩი მოიგო გიორგი გოროზიას "სტაბეკმა", რომელმაც პლეი აუტში 2:0 აჯობა "იერვს" და რადგან პირველი მატჩი 0:1 ჰქონდა წაგებული, ელიტაში დარჩა. გოროზია სათადარიგო იყო.

უნგრეთი. OTP ბანკ ლიგა.

ბუბა დაუშვილის (90 წთ) "დიოშდიორი" სტუმრად "ვაშაშთან" დამარცხდა - 0:3.

ისრაელი. ლიგატ ჰა'ალი.

შოთა არველაძის "მაკაბი" შინ 0:0 დაუზავდა აუტსაიდერ "აშკელონს".

"ეს ჩემი სამწვრთნელო კარიერის ერთ-ერთი უმძიმესი საღამო იყო. აქ ვიქნები, ვიდრე კლუბის ხელმძღვანელობა არ მეტყვის, რომ გათავისუფლებული ვარ", - განაცხადა არველაძემ მატჩის მერე.

კვიპროსი. I დივიზიონი.

კვიპროსზე კვლავ შეგვახსენა თავი ნიკა კაჭარავამ, რომელმაც "არისთან" დუბლი შეასრულა, "ახნასმა" კი მისი გოლების წყალობით 2:0 იმარჯვა. მატჩის გმირი მოედნიდან 84-ე წუთზე გაიყვანეს, ნიკა ყიფიანი 76-ე წუთზე შეცვალეს, გიორგი ილურიძე 66-ე წუთზე გამოჩნდა, ხოლო გია გრიგალავამ შეუცვლელად ითამაშა გამარჯვებულთა რიგებში.

იხილეთ ვიდეო

ირაკლი მაისურაძე სათადარიგო იყო, მისი "ერმისი" კი შინ აელ-თან დამარცხდა - 0:1.

აზერბაიჯანი. თასი.

ზაურ სვანაძის "ინტერი" იოლად გავიდა მეოთხედფინალში. ბაქოელებმა "ლოკბატანს" 5:1 მოუგეს. გამარჯვებულთა შორის სასტარტო შემადგენლობაში იყო ზურაბ ხიზანიშვილი.

გაუჭირდა ნიკა კვეკვესკირის "გაბალას", რომელმაც "ზაქათალასთან" 2:2 ითამაშა და მეტოქეს მხოლოდ პენალტების სერიაში აჯობა. ჩვენებური სასტარტო შემადგენლობაში იყო.

დავით ჯანელიძე აზალ-ის შემადგენლობაში შეცვლაზე შევიდა და მე-80 და 85-ე წუთებზე გოლები გაიტანა. ქართველის გუნდმა 4:0 აჯობა "რავანს" და ასევე მეოთხედფინალშია.

კვეკვესკირის გუნდი ჯანელიძისა და კვირტიას აზალ-ს ხვდება, ხოლო სვანაძის "ინტერის" მეტოქე მეოთხედფინალში "ქიაფაზია".

სომხეთი. პრემიერლიგა.

სომხეთში ერთი ლეგიონერით ნაკლები გვყავს - "განძასარის" რიგები დატოვა გოგიტა გოგატიშვილმა. მასთან კონტრაქტი გაწყდა. ამ სეზონში ქართველმა 13 თამაშში 1 გოლი გაიტანა. სულ კი "განძასარის" მაისურით ორ სეზონში ჩვენებურმა 4 გოლი გაიტანა ჩემპიონატში.

ირაკლი კვეკვესკირის (90 წთ) "ალაშკერტი" შინ "პიუნიკს" დაუზავდა - 0:0.

დღეს

დანიაში დავით სხირტლაძის "სილკებორგი" "სონდერისკეს" მასპინძლობს.

ჩვენთვის საინტერესო ორი მატჩია რუსეთის პრემიერლიგაში - თორნიკე ოქრიაშვილის "კრასნოდარი" გიორგი ლორიას "კრილია სოვეტოვს" დაუხვდება, ხოლო ჯანო ანანიძის "სპარტაკი" საბა კვირკველიას "რუბინს" მიიღებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

georgian
სტატიის ავტორო იქნებ დაწერო კანკავამ რამდენი წუთი ითამაშა რეიმსის შემადგენლობაში.
nika
ეს კაჭარავა აყლაყუდა კი არის მაგრამ სისწრაფე აქ. ყოველ შემთხვევაში ამ იქაურ მცველებს ჯობნის. უნდა სცადონ ნაკრებში უკეთესი მაინც არავინ ჩანს
levani
ბატონო ნიკოლოზ თხოვნით მოგმართავთ სანამ სტატიას დაწერთ ინფორმაცია გადაამოწმოთ!!! გიორგი მერებაშვილი განახცადს მიღმა კი არ დარჩენილა, არამედ ტრამვირებულია და ორი თამაშის გამოტოვება სწორედ მაგიტომ მოუწია.
bacho
ra schirs am hufnagels aseti mourcheneli is mainc tu icis vinmem an tu interesdeba vinme?
Dyablo
არ უთამაშია არ უთამაშია განაცხადში არ იყო ესენი ფეხბურთელები არიან თუ საქართველოს საპატიო ელჩები ამ ქვეყნებში დდ: აი სწორედ ეს არის ნაკრების ძალიან სუსტი ასპარეზობის გამოძახილიი ფეხბურთელს რომელსაც რიგ შემთხვევებში საერთოდ არ უწევს მწვანე მოედანზე გასვლა ხოლო უფრო მეტად რამოდენიმე წუთს უთმობენ და ის ფეხბურთელი ნაკრების ძირითადში რომ მოიაზრება სწორედ ეს არის ერთერთი უმნიშვნელოვანესი კაზუსი ნაკრების სტაბილურობის კატასტროფული შედეგისა ჯერ რა გუნდებში ასპარეზობენ თითქმის აბსოლიტური უმრავლესობა და იქაც ვერ აწონებენ მწვრთნელებს თავს რამოდენიმე მატში გადაბმულად მაინც რომ ათამაშონ და თავის გამოჩენის საშუალება მოგეცეს. ფეხბურთი მაინც სამართლიანი სპორტია შედეგს საბოლოო ჯამში კლასი განაპირობებს რაც ჩვენი ფეხბურთელების რამოდენიმეს გამოკლებით უბრალოდ არ გააჩნია და კლასი 1-2 ზუსტი პასის მიცემა და 1 ადამიანის მოტყუება სრულებით არაა კლასი ფეხბურთელის ყველა მოქმედებაში უნდა იგრძნობოდეს გუნდისთვის 90 წუთი ყველა შეხვედრაში სტაბილურად და არა ეპიზოდურ ფრაგმენტებად.
ორ ნაბიჯში ლა ლიგასთან - ქოჩორაშვილის "ლევანტემ" ისევ გაიმარჯვა
იქნება თუ არა კვარაცხელია "ოსერთან" სასტარტოში? - "პარიზიენის" პროგნოზი
"კვარას" მედლის გარეშე დატოვება უსამართლობა იქნება - მან "ნაპოლიში" წარუშლელი კვალი დატოვა" - იტალიელი ჟურნალისტი
20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან
თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა
ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს
"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა
პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან
ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს
"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი
უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა
[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" პლეი-ოფს გამოეთიშა - "მინესოტა" კონფერენციის ფინალშია
ქართველი ფეხბურთელები, რომლებმაც ევროპაში ხვიჩამდე გაიბრწყინეს - კალაძიდან "მანჩესტერ სიტის" ლეგენდამდე და "აიაქსის" ბომბარდირამდე
შეტევაში ბალოტელისთან ერთად - "ჯეონამ დრაგონსმა" კაჭარავა წარადგინა
მჭედლიძესთან ერთად 2 ფეხბურთელი წავიდა, არის შევსებაც - ქუთაისის "ტორპედოში" სიახლეებია
არაბიძის ბრწყინვალე მატჩი - ქართველმა შემტევმა სამხრეთ კორეის ჩემპიონატში დუბლი შეასრულა [VIDEO]
Geo Team: გიორგი არაბიძე კარიერას სამხრეთ კორეის ჩემპიონატში გააგრძელებს
ლეგიონი გუშინ: შოთა არველაძის მარცხი და ქართული გოლი სამეზობლოში
კლასი და უკლასობა, შიში თბილისის "დინამოს" მიმართ და მთავარი სიახლე სახო - ქართული კლუბები ევროტურნირებზე
"ნაპოლი"-"ჰათაისპორი" - კვარაცხელია, აბურჯანია და ლობჟანიძე სასტარტო შემადგენლობაში არიან
ხვიჩა ახალ როლში, მისი საგოლე პასი და ოსიმენისა და სიმეონეს დუბლი [VIDEO]
ზაურ სვანაძის "ინტერის" გამარჯვება, ნუგზარ კვირტიას გოლი
ზურაბ ხიზანიშვილი საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში იმუშავებს
დღეიდან მბაპე ჩემპიონთა ლიგის მოგებას "რეალთან" ერთად ეცდება - ქართველების მატჩები, ვაკო და არაბიძე აზიაში...
ქართული კლუბები ევროტურნირების გზაზე - კონკურენცია, პრობლემები და ნაკრების კანდიდატები
გიორგი გოროზია: საქართველოში ანაზღაურება უფრო მეტი მქონდა, ვიდრე მალტაში, თუმცა...
გიორგი გოროზია ფინური "როპსიდან" თბილისის "ლოკომოტივში" გადავიდა
ნიკა კაჭარავა ლიეტუვის "პანევეჟისში" გადავიდა
ლევან მჭედლიძე ისევ ეროვნულ ლიგაში ითამაშებს
აბურჯანიამ "ჰათაისპორში" სამედიცინო შემოწმება გაიარა
[ლეგიონის უქმეები] მშრალი დღეები ქართველებისთვის
საქართველოს ნაკრების ფორვარდი აზიის თასების მფლობელთა თასის გამარჯვებულში ითამაშებს
ლეგიონი გუშინ: ქართველები აზერბაიჯანის თასის 1/2-ფინალში გავიდნენ
ავტოგრაფი ლევან მჭედლიძისგან [VIDEO]
ქეცბაიამ კაჭარავას შემცვლელი შეიძინა - "ნაპოლის" ექსფორვარდი გერმანიიდან
გიორგი გოროზია ფინეთის უმაღლეს ლიგაში გადავიდა
ნიკა კაჭარავა "ტორპედოს" ფეხბურთელი გახდა
თბილისის "ლოკომოტივი" 5-მა ფეხბურთელმა დატოვა
აბურჯანია ლობჟანიძის გუნდში გადავა
ლეგიონი: არაბულის გოლი და კიტეიშვილის საგოლე გადაცემა
ნიკა კაჭარავამ "ტორპედო" დატოვა
ლეგიონის უქმეები: მჭედლიძის დუბლი იტალიაში, ვაკოს პასი პოლონეთში [VIDEO]
საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ
შოთას გუნდი "ჰათაისპორთან" დამარცხდა
არაბიძე: რამ შემიშალა ხელი დიდი ფეხბურთის თამაშში - "უფრო ცხოვრებისეულ პრობლემებზე ვფიქრობდი"
გიორგი აბურჯანია პორტუგალიაში დაბრუნდა
გიორგი გოროზიამ თბილისის "ლოკომოტივი" დატოვა
ოფიციალურად: არაბიძე "ულსან ჰიუნდაის" ფეხბურთელია