"მაკაბი" კლუბის მეპატრონის ჩამოსვლას ელის
შოთა არველაძის "მაკაბი", ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტი კრიზისშია. ებრაული მედიის ცნობით, ქართველი მწვრთნელის მოხსნა მხოლოდ დროის ამბავია.

ბოლოს "მაკაბიმ" აუტსაიდერ "აშკელონს" ვერ მოუგო და ახლა ისრაელის ჩემპიონატში "ბეერ შევას" უკვე 10 ქულით ჩამორჩება. მატჩის შემდეგ არველაძეს "მაკაბის" ფანებმა ობსტრუქცია მოუწყვეს, ისინი ჩვენებურის დაუყოვნებლივ მოხსნას ითხოვდნენ.

გულშემატკივრებმა შოთა არველაძეს ობსტრუქცია მოუწყვეს [VIDEO]

ბოლო 8 თამაშში ქართველი სპეციალისტის გუნდმა მხოლოდ ერთი მოიგო და 8-დან 6 თამაშში გოლის გატანა ვერ მოახერხა.

ებრაული მედიის ვარაუდით, შოთა არველაძეს ევროპალიგის მატჩის მერე მოხსნიან.

Ynet წერდა, რომ არველაძეს უახლოეს საათებში მოხსნიან, უბრალოდ, ისრაელში გუნდის მფლობელის ჩამოსვლას ელოდნენ.

"მაკაბის" მფლობელი კანადელი მილიარდერი მიჩ გოლდჰარია. Ynet-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, მისი განკარგულებით, ისრაელში ჩაფრინდა გოლდჰარის წარმომადგენელი ჯეკ ანგლიდისი. ხუთშაბათს "დანდალკთან" თამაშისთვის თავად კლუბის მფლობელს ელიან. გადაწყვეტილია, რომ ევროპალიგის მატჩში "მაკაბის" ისევ არველაძე გაიყვანს მინდორზე.

ანგლიდისის მისიაა, კლუბში არსებული კრიზისი შეისწავლოს და მოახსენოს მფლობელს, რომელიც საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. შესაძლოა, არველაძე კიდევ რამდენიმე კვირით დარჩეს მწვრთნელად, თუმცა, თუ გადაწყვეტილებას დაუყოვნებლივ მიიღებენ, შოთას დროებით პატრიკ ვან ლეუვენი ჩაანაცვლებს.

ხორდი კრუიფმა განაცხადა, რომ იანვარში "მაკაბის" "რევოლუცია" ელის, თუმცა ჰოლანდიელს სეზონის ბოლოს უსრულდება კონტრაქტი და ებრაული მედიის ცნობით, მისი ნდობის მანდატიც ამოიწურა, სერიოზული თანხის ინვესტიციის მიუხედავად, "მაკაბი" წარუმატებელია. ასე რომ, კრუიფს აღარ გაუგრძელებენ კონტრაქტს სპორტული დირექტორის პოზიციაზე.

Ynet წერს, რომ არველაძეს 900-ათასევროიანი კონტრაქტი აქვს ამ სეზონში და კლუბის მეპატრონე ამ კონტრაქტის შეწყვეტის თაობაზე გამოიტანს საბოლოო განაჩენს ადგილზე.

Zaza
შედეგი მხოლოდ კაისერიში ჰქონდა...
dato
როგორც ფეხბურთელს არაფერი დაეწუნებოდა, მაგრამ სადაც არ მივიდა მწვრთნელად, შედეგი ვერსად აჩვენა, ბოლო 2 ტურში ბოლო და ბოლოსწინა ადგილოსანთან 1 ქულა აიღო და გოლიც ვერ გაიტანა, მაკაბი კი ისრაელის ყველაზე ტიტულოვანი გუნდია. გასაშვებია სამწუხაროდ.
vaxvax
ადმინ! საინტერესოა ჩემს კომენტარებს რატომ ბლოკავ აგერ უკვე კვირაზე მეტია? ამიხსენი ორი სიტყვით და საერთოდ აღარ გავაკეთებ,ისედაც გეყოფათ უაზრო,გაუმართავი და სამარცხვინო კომენტარები კოლექციისთვის
ბაჯო
ფეხბურტელი კარგი იყო აიაქსე ზემოტ ვერ გაქაჰა მაგრამ მისმა დზმებმა .... ქარტულ ფეხბურტს.ეს კიარა მარადონა არ დაინდო ხალხმა და ნაკრებიდა გარიცხეს.
dato
არველაძეს რომ ფეხბურთელობას დაუწუნებენ მათზე რა უნდა თქვა კაცმა...მის კარიერას მაინც გადახედონ სად უთამაშია და როგორ..ანუ ყველა ის გუნდი აიაქსის ჩათვლით პროფანები იყვნენ ხომ?...:)
effe
ზაზა და რა ფეხბურთელი იყო არ იცი?? შოთაზე თუ ვინმეს რამე ცუდი აქ სათქმელი საქართველოში არ ვიცი კალაძე კობიაშვილი და არველაძე ყველაზე წარმატებულები... შენი აზრით დღევანდელი საქართველოს ნაკრების პრობლემა რა არის? გოლის გამტანი არ გვყავს როგორიც შოთა იყო
zazas
აბა მაგარი ნიცჰიერიაოო?? რა პეხბურტელიც იკო ის მცვრტნელიააა.
ეს უკვე კონკრეტიკაა - მამარდაშვილმა და დავითაშვილმა შეიძლება ერთ გუნდში ითამაშონ
ალისონი "ლივერპულში" დარჩა - ცნობილია, მუშაობს თუ არა "იუვენტუსი" მამარდაშვილის ტრანსფერზე
foot01: მოურინიომ ზეეფექტური კვარაცხელიას ტრანსფერის აუცილებლობა "რეალის" ხელმძღვანელობას დაუდასტურა
პორტუგალიამ მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ნიგერიას მოუგო
"მანჩესტერ სიტიმ" "ნოტინგემს" ნახევარმცველში 121 მილიონი შესთავაზა
სუპერთასი 2026 | მატჩების თარიღები ცნობილია
„აი, რატომ მიყვარს FIFA-ს მსოფლიო თასი“ - McDonald’s საქართველომ FIFA World Cup 2026-ის კამპანია დაიწყო
20 წ. | ვარსკვლავთცვენა თბილისისა და ქუთაისის სარაგბო სტადიონებზე
აზარი: ფავორიტად რომ არ მიგვიჩნევენ, უფრო მშვიდად თამაშის საშუალებას მოგვცემს
კიდევ ერთი ქართველი UFC-ში - ჩოხელი სადებიუტო ბრძოლას 21 ივნისს გამართავს
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - შოტლანდია
საქართველოს ქალთა ნაკრებმა მეოთხე მატჩის წააგო. ხუთივე გოლი ბერძნებმა გაიტანეს - ორი საკუთარ კარში
[VIDEO] ახალგაზრდულმაც წააგო, თან მოლდოვასთან 3 გოლი გაუშვა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ფიჯი
"შავი ლომი" | შეცვლილი შემადგენლობით "სუზუკი გრიქასთან"
მოურინიოს "რეალის" მწვრთნელად 10 ივნისს წარადგენენ
კაზემირო და მესი ერთად - ბრაზილიელი მაიამის "ინტერში" გადადის
3 წელი საუდის არაბეთში ყოფნის შემდეგ - კესი სავარაუდოდ, იტალიაში დაბრუნდება
ზაბარნი შესაძლოა, პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს - უკრაინელით ყოფილი მწვრთნელი ინტერესდება
კიდევ 1 სეზონი დარჩა - ჟირუ მომავალ სეზონშიც "ლილში" ითამაშებს
თოფურია "რეალის" მწვრთნელად მოურინიოს დანიშვნას მოუთმენლად ელის
ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი? - ამ ზაფხულს შესაძლოა, რეკორდი მოიხსნას
შეთანხმება აქედანვე სურთ - "ბარსელონაში" მომავალ მწვრთნელად ფაბრეგასის ხილვა უნდათ
კვლავ ფორმაშია! - შოთა არველაძემ მადრიდის "რეალს" გაუტანა [VIDEO]
ქართული კლუბების სავარაუდო მეტოქეები ევროპალიგაზე
შოთა არველაძემ ნავსი "დანდალკთან" უნდა გატეხოს, თუ არა და...
შოთა არველაძე "ქასიმფაშას" აღარ გაწვრთნის
[ოთხშაბათის საკითხავი] სად არის შოთას ადგილი?
ynet.co.il: შოთა არველაძის მდგომარეობა "მაკაბიში" კვლავ გაურკვეველია
შოთა არველაძე: ეს უკვე ის "მაკაბია", რომლის ნახვაც მსურდა
"ქასიმფაშას" მწვრთნელად არველაძის ნაცვლად ემრე ბეროზოღლუ დანიშნეს
შოთა არველაძე: ისრაელი და "მაკაბი" იყო შესანიშნავი გამოცდილება
"გულიაშვილის შეძენა ლეგენდარულმა ქართველმა ფეხბურთელმა შესთავაზა" - გიორგი ახალ გუნდში გადასვლას უახლოვდება
"გიოს და "კვარას "ვუსურვებ, რომ ნაკრებში, გოლების რეკორდი წელსვე გააუმჯობესონ" - შოთა არველაძე
თურქულ კლუბთან შეთანხმება შედგა - არველაძე სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება