როცა "ბაიერნი"-"ატლეტიკო" მეორე პლანზე გადადის...
ჯგუფური ეტაპიდან მერვედფინალში 12 გუნდი უკვე გასულია. დარჩენილ 4 საგზურზე კი 7 გუნდი აცხადებს პრეტენზიას.

დღეს ორი საგზურის ბედი წყდება და ორივე B ჯგუფში.

რა შეიძლება მოხდეს დღეს?

A ჯგუფი

* პსჟ და "არსენალი" უკვე გასულები არიან. გადასაწყვეტია, ვინ იქნება პირველი ჯგუფში. პსჟ-ს ურთიერთშეხვედრებში მეტი საგარეო გოლის წყალობით, უპირატესობა აქვს. ამიტომაც ფრანგები გამარჯვებით პირველ ადგილზე გავლენ. პსჟ პირველი იქნება იმ შემთხვევაშიც, თუ ბოლო ტურში "არსენალზე" ნაკლებ ქულას არ დააგროვებს.

* "ლუდოგორეცს" "ბაზელთან" შედარებით ურთიერთშეხვედრებში უპირატესობა აქვს (ისევ სტუმრად გატანილი გოლის წესი). ამიტომაც ბულგარელები თუ პარიზში პსჟ-ს დაამარცხებენ, მეორე თამაშის ანგარიშის გაგებაც არ დასჭირდებათ. თანაბარი ქულების შემთხვევაში "ლუდოგორეცი" წინაა.

B ჯგუფი

* თუ "ნაპოლი" ლისაბონში არ წააგებს, მერვედფინალში გავა. ვინც არ უნდა მოიგოს ამ თამაშში, ის გუნდი ჯგუფს პირველ ადგილზე დაასრულებს. და ორივე გავა, თუკი "ბეშიქთაში" თავის მატჩს დათმობს.

* თუ ლისაბონში ფრე იქნება, "ბეშიქთაში" მოგებით პირველ ადგილზე გადის. თუ "ბეშიქთაში" "დინამოს" დაუზავდება, მერვედფინალში მხოლოდ "ნაპოლის" მარცხის შემთხვევაში გავა.

* რაც არ უნდა მოხდეს, კიევის "დინამო" ამ სეზონში უკანასკნელ მატჩს თამაშობს ევროთასებზე.

C ჯგუფი

* ჯგუფში ყველაფერი გარკვეულია - "ბარსელონა" პირველია, "სიტი" - მეორე, "გლადბახი" ევროპალიგის პლეი ოფშია, "სელტიკი" ევროთასებს ემშვიდობება.

D ჯგუფი

* "ატლეტიკომ" პირველი ადგილი გაინაღდა, "ბაიერნმა" - მეორე.

* გასარკვევია მხოლოდ ევროპალიგის საგზურის ბედი - პსვ-ს მხოლოდ მოგება აწყობს ხელს "როსტოვთან". სხვა ყველა შემთხვევაში რუსული კლუბი აგრძელებს ბრძოლას.

გამორჩეული მატჩი: ოღონდ ბაიერნი-ატლეტიკო არა...

სხვა სიტუაციაში, რა თქმა უნდა, "ალიანც არენაზე" გასამართავ მატჩს გამოვარჩევდით, სადაც კარლო ანჩელოტისა და დიეგო სიმეონეს მორიგი დუელი გველის, მაგრამ სამწუხაროდ, სატურნირო მნიშვნელობა ამ მატჩს არ აქვს. ამიტომაც სიმეონე ტიაგოს, ფილიპე ლუიშსა და სხვებს ასვენებს.

"ატლეტიკომ" შესაძლოა, ტორესისა და კორეას წყვილით შეუტიოს. თუმცა, ბუნებრივია, "ბაიერნისა" და "ატლეტიკოს" დაპირისპირება უყურადღებოდ არ უნდა დაგვრჩეს. "ატლეტიკოს" აქვს შანსი, ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში მეშვიდე გუნდი გახდეს, ვინც ჯგუფური ეტაპის გრანდ სლემის მიღწევას შეძლებს, ამისთვის კი ბოლო მატჩშიც გამარჯვება ესაჭიროება. ანჩელოტის კი გერმანიაში სულ უფრო თამამად აკრიტიკებენ, თანაც "ბაიერნს" 0:1-ისთვის შური აქვს საძიებელი.

გამორჩეული თამაში კი B ჯგუფიდან გვაქვს, რომელიც შორეულ ლისაბონში გაიმართება - ჯგუფში, სადაც პირველმა ხუთმა ტურმა თითქმის ვერაფერი გაარკვია, "ბენფიკა" იტალიურ "ნაპოლის" მასპინძლობს.

ჯგუფური ეტაპის განმავლობაში B ჯგუფის ფავორიტებმა ქულები ანიავეს და თუ ერთ-ერთი მათგანი პლეი ოფში ვერ გააღწევს, მხოლოდ საკუთარ თავს უნდა დააბრალოს. "ნაპოლიმ" დიდებულად დაიწყო, მაგრამ რაც ცენტრფორვარდი არკადიუშ მილიკი დაკარგა, გეგმები აერია. ნეაპოლში მოგებული მაურიციო სარის გუნდს ახლაც დიდ საქმეს უკეთებს - იტალიელებს მერვედფინალში გასასვლელად ფრეც ჰყოფნის, რადგან ამ შემთხვევაში, უშუალო შეხვედრებში სჯობნიან "და ლუშის" მკვიდრთ.

რუი ვიტორია (ბენფიკა): "ფეხბურთელები მზად არიან. მათ კარგად იციან, რა "ღირს" ეს მატჩი. თუ გასვლა გვინდა, უნდა მოვიგოთ. მოკლედ, მხოლოდ საკუთარ თამაშზე ვართ დამოკიდებულები. ჩვენ ხვალ ისე გავალთ, როგორც ფინალზე. ვფიქრობ, ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე სათქმელი ჯერ არ გვითქვამს ბოლომდე. გუნდი დარწმუნებულია, რომ შემდეგ ეტაპზე გასვლა შესაძლებელია. როცა ნეაპოლში წავაგეთ და უკან ვბრუნდებოდით, ჩვენ ჯგუფში უკანასკნელ ადგილზე ვიმყოფებოდით. ხვალ კი გავალთ, რათა მოვიგოთ და პირველ ადგილზე გავიდეთ. ჩვენი მეტოქე ძალიან ძლიერი გუნდია, ის იტალიის კლუბების სამეულში შედის. ჩვენ კარგად ვიცნობთ "ნაპოლის".

მაურიციო სარი (ნაპოლი): "ეს იქნება გადამწყვეტი მატჩი. ჩვენ ვთამაშობთ დიდებულ სტადიონზე, დიდებული მაყურებელის თვალწინ. "ბენფიკას" ძლიერი შემადგენლობა ჰყავს, რომელიც ძალიან სახიფათოდ უტევს. აუცილებლად ყველა ჩვენი საუკეთესო თვისება უნდა გამოვავლინოთ, თუკი მერვედფინალში გასვლა გვსურს. ეს მატჩი ჩვენს წინა დაპირისპირებას არ ჰგავს, ამჯერად, ეს ფინალია. უნდა ვაჩვენოთ ხასიათის სიმტკიცე და მოვიგოთ ეს ფინალი".

ამავე ჯგუფის მეორე მატჩი კიევში გაიმართება, რომელიც სტუმარი "ბეშიქთაშისთვის" არის გადამწყვეტი. თურქული კლუბი "ბენფიკასა" და "ნაპოლის" მერვედფინალის საგზურისთვის დაუსწრებლად ებრძვის.

ყველაფერი თურქთა ხელშია, თუ ისინი უმოტივაციო "დინამოს" დაამარცხებენ, მერვედფინალში გავლენ.

შენოლ გიუნეში (ბეშიქთაში): "ასეთი მატჩები ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩვენ უფრო დიდი მოტივაცია გვამოძრავებს. გამარჯვება არა მარტო "ბეშიქთაშს" წაადგება, არამედ თურქულ ფეხბურთს. ახლა ჩვენ მხოლოდ ამ ისტორიულ შანსზე და მისი მიღწევის გეგმებზე ვფიქრობთ. ჩემი აზრით, წლეულს ამაზე მნიშვნელოვანი თამაში არ გვქონია".

"ბარსელონა" დისკვალიფიცირებულ ნეიმარსა და ივან რაკიტიჩს მოისაკლისებს და "კამპ ნოუზე" აბსოლუტურად უმოტივაციო მატჩში, "გლადბახს" უმასპინძლებს. ერთი ეგაა, გერმანელებმა შესაძლოა, კატალონიელებისგან კლასიკოზე ხელიდან გაშვებული გამარჯვების რისხვა დაიტეხონ თავს და ამისთვის მზად უნდა იყვნენ. ამას მიანიშნებს ისიც, რომ უკვე გამოცხადდა, რომ ლიონელ მესი არ დაისვენებს და ის გერმანელების წინააღმდეგ მატჩში სასტარტო 11-ეულში იქნება.

"სიტის" თავკაცი ხოსეპ გვარდიოლა კი დაცვის ხაზში სულაც ექსპერიმენტებს მიმართავს ასევე უმოტივაციო დაპირისპირებაში "სელტიკის" წინააღმდეგ.

A და D ჯგუფებში მხოლოდ ლოკალური მნიშვნელობის საკითხები წყდება, რაზეც ყურადღებას აღარ გავამახვილებთ.

ჩემპიონთა ლიგა. ბოლო ტური

სამშაბათი. 6 დეკემბერი

A ჯგუფი

პსჟ-ლუდოგორეცი 23:45

დისკვალიფიკაცია: ვერატი (პსჟ)

ტრავმა: პასტორე, რაბიო - ვიტინია

სავარაუდო შემადგენლობები

პსჟ (4-3-3): არეოლა - ორიე, მარკინიოსი, ტ. სილვა, მაქსველი - ტ. მოტა, კრიხოვიაკი, მატუიდი - ლუკასი, კავანი, დი მარია

ლუდოგორეცი (4-2-3-1): სტოიანოვი - სისინიო, მოცი, პალომინო, ნათანიელი - დიაკოვი, ანისე - მერსელინიო, ვანდერსონი, კაფუ - კეშერიუ

მსაჯი: ტასოს სიდიროპულოსი (საბერძნეთი)

ბაზელი-არსენალი 23:45

დისკვალიფიკაცია: კოკლენი (არსენალი)

ტრავმა: შპორარი - დებიუში, ბელერინი, კასორლა, მერტეზაკერი, უელბეკი

სავარაუდო შემადგენლობები

ბაზელი (4-2-3-1): ვაცლიკი - ლანგი, სუხი, ბალანტა, ტრაორე - ჯაკა, ზუფი - ბიარნასონი, დელგადო, შტეფენი - დუმბია

არსენალი (4-2-3-1): ოსპინა - გაბრიელი, კოსიელნი, მუსტაფი, გიბსი - ელნენი, ჯაკა - რემზი, იოზილი, ა. სანჩესი - ჟირუ

მსაჯი: მანუელ დე სოუზა (პორტუგალია)

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. არსენალი 5 3 2 0 14-5 11

2. პსჟ 5 3 2 0 11-5 11

3. ბაზელი 5 0 2 3 2-8 2

4. ლუდოგორეცი 5 0 2 3 4-13 2

B ჯგუფი

დინამო-ბეშიქთაში 23:45

დისკვალიფიკაცია: ტიმჩუკი (დინამო)

ტრავმა: დანილო სილვა, ფედორჩუკი - ერკინი, როდოლფო, ტალისკა

სავარაუდო შემადგენლობები

დინამო კ. (4-1-4-1): რუდკო - მოროზიუკი, ხაჩერიდი, ვიდა, მაკარენკო - რიბალკა - იარმოლენკო, სიდორჩუკი, გარმაში, ციგანკოვი - ჟ. მორაეში

ბეშიქთაში (4-2-3-1): ფაბრი - გიონული, მარსელო, ტოშიჩი, ბეკი - არსლანი, ჰატჩინსონი - კვარეჟმა, იოზიაკუპი, ადრიანო - აბუბაკარი

მსაჯი: კრეიგ თომსონი (შოტლანდია)

ბენფიკა-ნაპოლი 23:45

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: გრიმალდო, ელიზეუ, ორტა, ჟონასი - მილიკი

სავარაუდო შემადგენლობები

ბენფიკა (4-4-2): მორაეში - ნელსინიო, ლუიზაო, ლინდელიოფი, ალმეიდა - სალვიო, პიცი, ფეიშა, სერვი - გუედესი, მიტროღლუ

ნაპოლი (4-3-3): რეინა - ჰიუსაი, კირიკეში, კულიბალი, გულამი - ჰამშიკი, ჟორჟინიო, ალანი - კალეხონი, მერტენსი, ინსინიე

მსაჯი: მატეუ ლაოსი (ესპანეთი)

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. ნაპოლი 5 2 2 1 9-7 8

2. ბენფიკა 5 2 2 1 9-8 8

3. ბეშიქთაში 5 1 4 0 9-8 7

4. დინამო კ. 5 0 2 3 2-6 2

C ჯგუფი

ბარსელონა-გლადბახი 23:45

დისკვალიფიკაცია: ნეიმარი, რაკიტიჩი - შტინდლი

ტრავმა: მატიო - ჰერმანი, ტრაორე, დომინგესი, შულცი, დუკურე, დრმიჩი

სავარაუდო შემადგენლობები

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - ს. რობერტო, მასკერანო, უმტიტი, ალბა - დ. სუარესი, ანდრე გომეში, ინიესტა - მესი, ლ. სუარესი, პ. ალკასერი

გლადბახი (3-2-3-2): ზომერი - ელვედი, კრისტენსენი, შტრიობლი - კორბი, ვენდტი - კრამერი, დაუდი, ჯონსონი - აზარი, რაფაელი

მსაჯი: სერგეი კარასევი (რუსეთი)

სიტი-სელტიკი 23:45

დისკვალიფიკაცია: ფერნანდინიო (სიტი)

ტრავმა: კომპანი, სტერლინგი (?) - სინკლერი, გრიფიტსი (?)

სავარაუდო შემადგენლობები

სიტი (4-2-3-1): კაბალიერო - მაფეო, საბალეტა, ადარაბიო, კლიში - ფერნანდო, დელფი - ნოლიტო, იჰეანაჩო, სანე - აგუერო

სელტიკი (4-4-2): გორდონი - ლუსტიგი, სვიატჩენკო, შიმუნოვიჩი, ისაგირე - რობერტსი, ბრაუნი, არმსტრონი, ფორესტი - როგიჩი, დემბელე

მსაჯი: სლავკო ვინჩიჩი (სლოვენია)

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. ბარსელონა 5 4 0 1 16-4 12

2. სიტი 5 2 2 1 11-9 8

3. გლადბახი 5 1 2 2 5-8 5

4. სელტიკი 5 0 2 3 4-15 2

D ჯგუფი

ბაიერნი-ატლეტიკო 23:45

დისკვალიფიკაცია: გიოტცე (ბაიერნი)

ტრავმა: ბოატენგი - ტიაგო, ფილიპე ლუიში, ა. ფერნანდესი, ჩერჩი

სავარაუდო შემადგენლობები

ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - რაფინია, მარტინესი, ჰუმელსი, ბერნატი - ლამი, სანჩესი - დ. კოშტა, მიულერი, რობენი - ლევანდოვსკი

ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - ვრსალიკო, ხიმენესი, სავიჩი, ლ. ერნანდესი - გაიტანი, ს. ნიგესი, კოკე, ფერეირა-კარასკო - ა. კორეა, ფ. ტორესი

მსაჯი: კლემან ტურპენი (საფრანგეთი)

პსვ-როსტოვი 23:45

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: ვილემსი, გუარდადო, ჰენდრიკსი, ლოკადია - ჯანაევი (?), ერიოხინი (?)

სავარაუდო შემადგენლობები

პსვ (4-4-2): ზოეტი - არიასი, მორენო, ისიმატ-მარინი, ბრენეტი - პრიოპერი, ს. დე იონგი, რამსელაარი - ლ. დე იონგი, ზინჩენკო

როსტოვი (5-3-2): ჯანაევი - კალაჩევი, მევლია, ნავასი, გრანატი, კუდრიაშოვი - გაცკანი, ნობოა, ერიოხინი - პოლოზი, აზმუნი

მსაჯი: დენიზ აიტეკინი (გერმანია)

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. ატლეტიკო 5 5 0 0 7-1 15

2. ბაიერნი 5 3 0 2 13-6 9

3. როსტოვი 5 1 1 3 6-12 4

4. პსვ 5 0 1 4 4-11 1

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ჩემპიონთა ლიგის ფინალი ბარსელონაში - ახლადგარემონტებულ "კამპ ნოუს" ერთი კონკურენტი ეყოლება
ისევ ტრუბინი და მოურინიო - "რეალს" კენჭისყრაზე არ გაუმართლა?
რატომ ათამაშეს "ნიუკასლთან" შევალიეს ნაცვლად საფონოვი - ფრანგი ჟურნალისტი განმარტავს
ტერ შტეგენის ტრავმის გამო "ჟირონამ" მეკარე დაიმატა
მსაჯთა სამი გუნდით რაგბი ევროპის ჩემპიონატსა და 20-წლამდელთა ექვს ერზე
ინტერესი სერიოზულია - ლევანდოვკის MLS-ში ეპატიჟებიან და 2-წლიან კონტრაქტს სთავაზობენ
"მილანი" "ფიორენტინას" ფორვარდის სამსახურით ინტერესდება
ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი - "ჩელსიმ" ხულიან ალვარესის ტრანსფერზე მუშაობა დაიწყო
ჯონ დურანი კარიერას "ზენიტში" განაგრძობს
[VIDEO] ლა ლიგისკენ. გულიაშვილს მეკარემ არადა არ გაატანინა - "რასინგმა" მოიგო და ისევ ლიდერია
როგორი შეფასებები მიიღო მიქაუტაძემ "ესპანიოლთან" მატჩში?
[VIDEO] მიქაუტაძემ "ვილიარეალი" ესპანიოლთან" დააწინაურა
პსჟ-ს ნახევარმცველს გული "რეალისკენ" მიუწევს
"ბარსელონამ" ნავსი კატალონიურ დერბიში, "ხირონას" დამარცხებით გატეხა
17 წლის ხარებაშვილმა თურქულ კლუბთან გააფორმა კონტრაქტი
[VIDEO] სპალეტიმ ჟურნალისტ ქალს აკოცა და მოეფერა - ასე განუმარტა მსაჯის გადაწყვეტილების არამართებულობა
WU17 | საქართველო 4:0 აზერბაიჯანი
[PHOTO] იამალის მამამ მისი შვილი მარადონას შეადარა
"მარსელთან" მატჩის შემდეგ ლუის ენრიკე პსჟ-ს ფეხბურთელებს გაეხუმრა
კაზემიროს ტონალი შეცვლის? - იტალიელი "მანჩესტერ იუნაიტედის" სამიზნეა
მატჩის გმირი, გურჯაანელი კინგი | დელტამ კსუ-კავკასია ბოლო წამებზე დაამარცხა
"მეორე გოლი მის გამო გავუშვით და ეს თავადაც იცის" - კერკეზმა მედიასთან ალისონი გააკრიტიკა
[VIDEO] ჰარდენი წავიდა, თუმცა კავაი აქ არის - "კლიპერსმა" "მინესოტა" დაამარცხა
შეხვედრის გაგრძელება შეუძლებელი იყო - საოცარი ამბავი "ბენფიკას" მატჩში - გახსენება [VIDEO]
"ნაპოლი" თასიდან "კომომ" გამოაგდო
ჩემპიონთა ლიგა. III ტური. B ჯგუფი: სენსაცია ნეაპოლში [VIDEO]
ჩემპიონთა ლიგა. III ტური. D ჯგუფი: "ატლეტიკო" და "ბაიერნი" მერვედფინალსკენ [VIDEO]
[VIDEO] ეს უკვე საგანგაშოა - "ლივერპული" შინ პსვ-სთან 1:4 განადგურდა
"ელექტრულად მოძრავი, მეტოქის კოშმარი" - უცხოური სპორტული მედია ხვიჩა კვარაცხელიაზე
"ბეშიქთაშის" ახალ სტადიონზე, რომელიც 100 მლნ დაჯდა, ყველა სავარძელს მონიტორი აქვს
დი ლორენცოს ოპერაციის გაკეთება მოუწევს
"კონტესთან კარგი ურთიერთობა არ მქონდა" - "ახალ კვარად" წოდებულმა ლანგმა "ნაპოლის" დატოვების მიზეზი განმარტა
[VIDEO] "მანჩესტერ სიტიმ" "ნიუკასლს" ისევ მოუგო და ფინალში გავიდა
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდა - "ჰამბურგი" "გლადბახს" დაუზავდა
გვარდიოლა "მანჩესტერ სიტის" დაემშვიდობება - "ქალაქელები" სამ კანდიდატურას განიხილავენ
"ბაიერნმა" ნოიერის შემცვლელს კონტრაქტი გაუფორმა
იმედები ვერ გაამართლა - "ატლეტიკო" სორლოტის გაყიდვას ეცდება
ახლა სტერლინგი? - კონტე "ნაპოლის" პრემიერლიგის ყოფილი ფეხბურთელებით აკომპლექტებს
რასპადორი მალე შეიძლება "რომაში" გადავიდეს
"არც მესია, არც რონალდო და არც მარადონა, მაგრამ..." - არშავინმა კვარაცხელიაზე ისაუბრა
ზივზივაძე შეცვლაზე შევიდა - "ჰაიდენჰაიმმა" სახლში მარცხი განიცადა
"არსენალმა" "ტოტენჰემს" მთავარი სატრანსფერო სამიზნე წაართვა - ეზეს მომავალი გაირკვა
"გადაცემის შემდეგ ჩემს ნომერს გამოგიგზავნი" - ტიერი ანრიმ ვიქტორ იოკერეშს მიმართა
[VIDEO] "ბარსელონამ" კუნდეს დუბლით "აინტრახტს" მოუგო - "ატალანტამ" "ჩელსის" სძლია
მადრიდის "რეალი" ფილ ფოდენის სანაცვლოდ 180 მილიონი ევროს გადახდას გეგმავს
ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი კარიერას "სელტიკში" გააგრძელებს
"ნაპოლი" მაკტომინეის გასამრჯელოს ერთ შემთხვევაში მოუმატებს
სიყვარულიდან სიძულვილამდე - "ბაიერნის" ფანები მათი ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელისთვის კონტრაქტის გაწყვეტას ითხოვენ
რატომ დაჩქარდა ქოჩორაშვილის ტრანსფერი "სპორტინგში" და რის გამო აიწია მისმა ფასმა - ცნობილია, რომელ კლუბს მოუგეს ლისაბონელებმა ქართველისთვის ბრძოლა
ჰარი კეინმა "ბაიერნთან" კონტრაქტის შესაძლო გახანგრძლივებაზე ისაუბრა
ბრენდან როჯერსის სახლი მაშინ გაქურდეს, როდესაც შინ მისი მეუღლე და ქალიშვილი იყვნენ
ლიბერიის პრეზიდენტის შვილი პსჟ-დან "სელტიკში" გადავა
"გვიანობამდე ტელეფონში იყურება და მეორე დღეს გამოუძინებელია" - რაფინიამ იამალზე ისაუბრა
"დორტმუნდმა" იულიან ვაიგლი 20 მილიონად გაყიდა
დიდი ალბათობით, სეზონის ბოლოს სიმეონე "ატლეტიკოს" დატოვებს
B ჯგუფი: ფავორიტმა რიხით დაიწყო [VIDEO]
"ბენფიკას" მწვრთნელი: 20 მილიონი რომ ვღირდე, ცოლი გასაყიდად გამომიტანდა
[VIDEO] ლევანდოვსკის და იამალის ბრწყინვალე გოლები - "ბარსელონამ" "მალიორკა" მარტივად დაამარცხა
თურქული კლუბი მაკარიძეს ემუქრება: არ ჩამოვა და...
კაცნაკლულმა "ნაპოლიმ" "ჯენოას" მატჩის ბოლოს გატანილი გოლით სძლია
ზურიკოსთან ერთად ლისაბონურ გრანდში? - მოურინიო შეტევის გაძლიერებაზე სერიოზულად ფიქრობს
"თუ გორდონი 100 მილიონი ღირს, მაშინ ჩემი ფასი 200 მილიონი იქნებოდა"- ანდრეი არშავინი
ntvspor.net: თორნიკე ოქრიაშვილი "ბეშიქთაშთან" სასტარტოში იქნება
პეპის დარწმუნებას ამ ორი ტრანსფერით შეეცდებიან - გვარდიოლა შესაძლოა, "სიტიში" დარჩეს
"სელტიკისთვის" ლევან შენგელია იდეალური ვარიანტი იქნება - გლაზგოურ გრანდს ქართველი შემტევის დამატება ურჩიეს
ზივზივაძის ერთი ტაიმი და "ჰაიდენჰაიმის" მარცხი "გლადბახთან"
Nuovo Kvara - "ნაპოლიმ" ქართველის შემცვლელი შეიძინა
მადრიდის "რეალს" უპამეკანოს დამატება სურს
[VIDEO] გიჟური მატჩი "ენფილდზე", სობოსლაის სუპერგოლი და გაძევება, ალისონის აკიდებული პენალტი - "ლივერპული" "მანჩესტერ სიტისთან" დამარცხდა
"მანჩესტერ სიტი" პრემიერლიგას ვერ მოიგებს" - მაიკლ ოუენი
A bola: "სპორტინგსა" და "ბენფიკას" მაკარიძე სურთ - "ვიტორიამ" ქართველს ფასი დაადო
გოჩოლეიშვილის დებიუტი ბუნდესლიგაში - "ჰამბურგი" "გლადბახს" ფრედ ეთამაშა
"მეორე გოლი მის გამო გავუშვით და ეს თავადაც იცის" - კერკეზმა მედიასთან ალისონი გააკრიტიკა
"გალათასარაიმ" და "ატლეტიკომ" ფრედ ითამაშეს - "ყარაბაღმა" "აინტრახტს" სძლია
"პორტოს" "არსენალის" მცველების დამატება სურს - რას ითხოვენ "მეთოფეები"?
[PHOTO] იამალის მამამ მისი შვილი მარადონას შეადარა
მარკ ვან ბომელმა "პსვ ეინდჰოვენი" ჩაიბარა
"მეტოქეს პატივს ვცემთ, თუმცა ჩვენი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ, რაც შეეხება მბაპეს..." - კვარაცხელიამ "რეალთან" მატჩის წინ კომენტარი გააკეთა
"იცოდა, რომ პსჟ-ზე ჰკითხავდნენ და დაიმალა" - როტენმა მბაპე გააკრიტიკა
"უპამეკანოსთან კონტრაქტის გახანგრძლივებას ვცდილობთ" - "ბაიერნის" სპორტული დირექტორი
ჩემპიონთა ლიგა. IV ტურის წინ: შედგება პეპის შურისძიება "ბარსელონაზე"?
[PHOTO] ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ ვანდამ საღამო პსჟ-ს ვარსკვლავთან გაატარა
მაკგრეგორი საფეხბურთო კლუბის ყიდვას გეგმავს - კონორს ორი გუნდი მოსწონს
ევროპალიგა. 1/4-ფინალი: მუქარა "ლიონს" - ჩვენი სტადიონი თავზე დაგემხობათ
"არსენალს" პრემიერლიგაში საუკეთესო შემადგენლობა ჰყავს, მაგრამ მნიშვნელოვან დროს, არტეტა უკან იხევს" - კარაგერმა "მეთოფეების" მთავარი მწვრთნელი გააკრიტიკა
"წინ დიდი გამოცდა გველოდება" - ალონსო პსჟ-სთან მატჩის წინ
"ამ პროექტის განხორციელება შეუძლებელი იყო" - ლაპორტა "ბარსელონას" სუპერლიგიდან გასვლაზე
მბაპეს რეკორდი მოხსნილია - იამალმა ტოპ 5 ლიგაში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა
[VIDEO] "პერესი გაგაგდებს, ჩემი სიტყვები დაიმახსოვრე" - სიმეონესა და ვინისიუსის დაპირისპირება მატჩის დროს
ჩემპიონთა ლიგა. V ტური: "ბარსა" და "სიტი" მერვედფინალში [VIDEO]
ევროპალიგა. 1/4-ფინალი. I მატჩები: ომი ლიონში, მშვიდობა ბრიუსელში [VIDEO]
ინტერესი სერიოზულია - ლევანდოვკის MLS-ში ეპატიჟებიან და 2-წლიან კონტრაქტს სთავაზობენ
[VIDEO] "ბაიერნის" 16-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყდა - "რეკორდმაისტერმა" "უნიონ ბერლინი" ვერ დაამარცხა
"უნდა ვაღიაროთ, რომ "ბაიერნი" ევროპაში საუკეთესო კლუბია
"გლადბახმა" ისწავლა, როგორ უნდა სძლიოს "ბაიერნს" - ამ სეზონში მეორედ დაამარცხა [VIDEO]