ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჩოგბურთი
რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• MMA
• UFC
• ფორმულა 1
ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა

რატომ გავარდა "გურია" და სად მიგვიყვანს 5 მილიონის საქმე?

რატომ გავარდა "გურია" და სად მიგვიყვანს 5 მილიონის საქმე?

გურული მენეჯმენტის ფიასკო: მწვრთნელებსა და ლეგიონერებში გადაყრილი ფული
ლანჩხუთის რაიონული გაზეთი "ჰო და არა". 7 დეკემბერი, 2016 წელი

ლანჩხუთის "გურია" ქართული ფეხბურთის ელიტიდან ოფიციალურად დაგორდა. გორში გამართულმა შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჩვენს კლუბს "კარგი თვალით" არც ფედერაცია უყურებს - ამ სეზონში თუ "გურიამ" მთავარი ლიგა დატოვა, ამაში წვლილი მსაჯთა შეცდომებსაც მიუძღვის.

თავად განსაჯეთ: "შუქურას" კარში მსაჯმა არ დანიშნა ორი 100%-იანი პენალტი, "დინამოსთან" "გურიას" ფეხბურთელი გასახდელში გააძევეს, უშუალო კონკურენტებთან შეხვედრაში მსაჯები მუდამ მეტოქის სასარგებლოდ სცოდავდნენ. აგერ, პლეი აუტის ორივე შეხვედრაში გაიწირა "გურია" - ლანჩხუთში უეჭველი პენალტი არ დანიშნეს "დილას" კარში, ხოლო გორში - მასპინძელთა კარში გატანილი გოლი გააუქმეს.

რას "ერჩის" სამსაჯო კორპუსი და შესაბამისად, ფეხბურთის ფედერაცია "გურიას"? ეს მაშინ, როცა კლუბი ღიად გამოხატავდა ქართული ფეხბურთის დღევანდელი მესაჭეებისადმი მხარდაჭერას? ეს უპასუხო კითხვებია, თუმცა ფაქტია, ფეხბურთის მმართველ ორგანოში ლანჩხუთური კლუბი დიდად არ ეხატებოდეთ გულზე. ყოველ შემთხვევაში, ასე დაჩაგრულიყოს "გურია" მსაჯების მიერ, ბოლო წლებში არ გვახსოვს.

შესაძლოა, ზვიად სიჭინავას მმართველობა არ იყო წარმატებული ქართული ფეხბურთისთვის, მაგრამ, რაც მის დროს ლანჩხუთის ფეხბურთისთვის გაკეთდა, ალბათ, კარგა ხანს ვერ და არ გაკეთდება: გურიის რეგიონული ფედერაციის ოფისის შეძენა, 800-ათასიანი მინდვრის საფარი, 80 ათასი ლარის ინდივიდუალური სკამები, ულიცენზიო კლუბის უმაღლეს ლიგაში ორჯერ დაშვება და პრეზიდენტად არჩევისას მოცემული სიტყვის ასრულება - "გურია" ჩემი პრიორიტეტია და ეს გუნდი უმაღლეს ლიგაში უნდა იყოსო!

ყოველივეს შემდეგ ლანჩხუთიდან თუნდაც სხვა ყველაფერში "დამნაშავე" სიჭინავას ლანძღვა-გინება მინიმუმ უმადურობა გახლდათ.

მაინც რატომ ვერ იტანს დღევანდელი ფედერაცია "გურიას"? აქ "ვერატანაზე" უფრო ისაა, რომ ლანჩხუთურ კლუბს არ ჰყავს ლობისტი ფედერაციაში! ცნობილი ფაქტია, რომ ქართული ფეხბურთის წამყვანი კლუბები მუდამ გამოხატავდნენ უკმაყოფილებას რეგიონებში არსებული ინფრასტრუქტურის გამო - თითქოს ევროსარბიელზე მათი სირცხვილი ლანჩხუთის მოედნის არასახარბიელო მდგომარეობის ბრალი იყო!

დასამალი არავისთვისაა, რომ "დინამოსა" და "ზესტაფონის" მესვეურები ღიად გამოხატავდნენ, რომ ლანჩხუთში თამაში არ სურდათ. ერთხელ ზვიად სიჭინავამ პირადი პასუხისმგებლობით ჩამოიყვანა "დინამო" სათასო შეხვედრაში მაშინ, როცა მართლაც არ იყო სტადიონი ბოლომდე მზადყოფნაში! "ზესტაფონის" პრეზიდენტი ილია კოკაია კი სულ ეწინააღმდეგებოდა "გურიას" უმაღლეს ლიგაში ულიცენზიოდ დაშვებას. თან გასათვალისწინებელია, რომ ულიცენზიო და უინფრასტრუქტურო "გურია" შინ და გარეთ ახერხებდა ფუფუნებაში მყოფი გუნდების "გამწარებას" და რა გასაკვირია, ეს არ მოსწონდათ მათ მეპატრონეებს.

ახლა, როცა "დინამოს", ფაქტობრივად, მონოპოლიზებული აქვს სფფ-ის აღმასკომი და ამ დროს კი, გურიას და ზოგადად, რეგიონებს, მთავარ ორგანოში ხმაც არ აქვთ, არც უნდა გაგვიკვირდეს, თუ "ვერ აგვიტანენ".

ერთი საინტერესო დეტალიც: ლამის გურული ჯანყი მოეწყო გურიის რეგიონული ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებზე და როცა ერთ წელზე მეტია, პოსტი ვაკანტურია, არათუ ამბის მომკითხავი, ფედერაციის კარის გამღებიც არავინაა! აქედან ნათლად ჩანს, რომ გრფფ-ის პრეზიდენტობისთვის ბრძოლა მხოლოდ სფფ-ის პრეზიდენტის არჩევნებისთვის სჭირდებათ!

არადა, გრფფ-ის პრეზიდენტი მუდამ გახლდათ ლობისტი ფეხბურთის ფედერაციაში. როცა კახა ებრალიძის მხარდაჭერილმა რევაზ არველაძემ არჩევნები წააგო, გრფფ-ის თავკაცისთვის სახლში წასვლა არავის მოუთხოვია (ყველა რეგიონული ფედერაციის თავკაცი დღემდე პოსტზეა), მაგრამ ებრალიძემ ჩათვალა, რომ სფფ-ის ახალ მმართველებთან გურიისა და ზოგადად, რეგიონ(ებ)ის ლობისტობას ვერ შეძლებდა და ვადის ამოწურვამდე ორი წლით ადრე გრფფ-ის თავკაცის პოსტი გაათავისუფლა.

როგორც ვთქვით, დღემდე ეს პოსტი ვაკანტურია და შესაბამისად, მმართველ ორგანოში გურიას ლობისტი აღარ ჰყავს. მეტიც, გავრცელებული, მაგრამ ოფიციალურად დაუდასტურებელი ინფორმაციით, გურიის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაცია აჭარის რეგიონულ ფედერაციას გაუერთიანდება და მთავარი ოფისი ბათუმში იქნება.

დღეს კი იმ რეალობის წინაშე ვართ, რომ გრფფ-ის თავკაცის პოსტს ასრულებს ჩოხატაურელი ვიცე-პრეზიდენტი ბენია თავბერიძე, რომელიც "გურიას" კი არა, თავისი თავის დაცვას ვერ ახერხებს, როცა საარჩევნო ბატალიებში ამა თუ იმ დავალების შესრულებას აიძულებენ.

რა თქმა უნდა, მხოლოდ ზემოთქმულს ვერ დავაბრალებთ "გურიას" უმაღლესი ლიგიდან გავარდნას - მით უფრო, ეს ჩემპიონატი არ იყო ისეთი ძლიერი, რომ კლუბს მთავარ ლიგაში ადგილი ვერ შეენარჩუნებინა.

გადავხედოთ წლევანდელ სიტუაციას - ფეხბურთის განვითარების ფონდის მონაცემებით, "გურიამ" წელს სრულად დახარჯა 1,4 მილიონი. აქედან, ალბათ, 400-500 ათასის ფარგლებში ძველი დავალიანების დაფარვას მოხმარდა, თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ ამდენი დავალიანება კლუბს კვლავ დარჩა, მარტივი მათემატიკაა, რომ მიმდინარე წელი "გურიას" შენახვა ლანჩხუთს 1,4 მილიონის ფარგლებში დაუჯდა.

რა შედეგი მივიღეთ? კლუბი ლამის ორჯერ გავარდა ლიგიდან - მაისში საქმე ბოლო ტურამდე მივიყვანეთ და გადავრჩით, თუმცა შეცდომებზე ვერ ვისწავლეთ, რისი ლოგიკური დასასრული გახლდათ ბოლოსწინა ადგილზე გასვლა, რაც წინდაწინვე გვიქადდა, რომ პლეი აუტს "დილასთან" არავინ მოგვაგებინებდა".

რა თქმა უნდა, 1,4 მილიონი უმაღლესი ლიგის გუნდისთვის არაა დიდი ფუფუნება, მაგრამ იმავე ყბადაღებული ფონდის მონაცემებით, ყველა კლუბმა წელს 1,4-მილიონიანი დაფინანსება მიიღო. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თუ ეს თანხა "ტორპედოს" თასის ასაღებად ეყო, ბათუმის "დინამოს" ევროსაგზურისთვის საბრძოლველად, ჩვენ რატომ არ გვეყო (გა)დასარჩენად?

ანუ გამოდის, რომ გურული მენეჯმენტი ვერ გამოდგა შედეგიანი - ფული დავხარჯეთ იქ, სადაც საჭირო თურმე არ ყოფილა!

ასე მაგალითად: რა მოგვიტანა ლეგიონერების სიმრავლემ? მხოლოდ ფინანსური ფიასკო! სამ ლეგიონერს ზემოთ ყოველი ლეგიონერის დამტკიცებისთვის ფედერაციაში ვიხადეთ 15 000 ლარი! ამ წლის დასაწყისში, 150 000 ლარზე მეტი ლეგიონერების რეგისტრაციაში გადავიხადეთ, მათგან 2-3 მუდამ სათადარიგოთა სკამზე იჯდა, ამდენივე საერთოდ განაცხადს მიღმა რჩებოდა, ზოგმა ერთი-ორი თამაში ითამაშა, გადამწყვეტი თამაშების წინ კი ერთდროულად ოთხი წამყვანი ლეგიონერი ბაზიდან გაგვეპარა!

ბაქიბუქი გამოდგა მათი "ფიფას დონეზე" დასჯის დაპირებაც და ისიც, რომ თითქოს სპონსორს უნდა გადაეხადა ლეგიონერთა დამტკიცების თანხა და თუნდაც ნახევარი. ეს სპონსორიც თავისი დაპირებიანად ლეგიონერებივით "გაგვეპარა".

ყველაფერი წესრიგში რომ არ იყო, ახლაც გამოჩნდა - პლეი აუტის წინ "გურია" ორმა წამყვანმა მოთამაშემ და მწვრთნელმა მიატოვა!

ზოგადად, მწვრთნელის საქმე "გურიაში" უკვე კომიკურ სახეს იღებს. თავად განსაჯეთ: "გურიამ" უმაღლეს ლიგაში დაჰყო ოთხი სეზონი, აქედან ერთი - გარდამავალი, ანუ 3,5 წელი. თუ წმინდა საფეხბურთო თვეებს დავიანგარიშებთ, ეს 30 თვეა და "გურიას" ამ დროში მწვრთნელი 15-ჯერ შეეცვალა, ანუ ორ თვეში ერთხელ, რაც მსოფლიო რეკორდიც იქნება - გვყავდა ერთმატჩიანი მწვრთნელიც, რომელმაც ვისთანაც წააგო, იმ გუნდში გადავიდა; ზოგს ფეხბურთელები სცემდნენ; რამდენიმე მათგანი რამდენჯერმე დაინიშნა; უცხოელი მწვრთნელებიდან ასე თუ ისე წარმატებული კარიერა ერთს თუ ჰქონდა და რა გასაკვირია, ლანჩხუთის ციდანაც რომ ვერ მოეწყვიტათ ვარსკვლავები: ერთს თამაშის გაყიდვა დაბრალდა, მეორე - ქომაგებმა გააგდეს, მესამეც არ იყო ჩამოსაყვანი, მაგრამ იქით მიგვატოვა.

ამ მწვრთნელთა და ფეხბურთელთა რია-რიაში ფულიც დაიხარჯა და შედეგიც ვერ მივიღეთ. ვისაც შედეგი ჰქონდა და გუნდი უმაღლეს ლიგაში გადაიყვანა, ადგილობრივი თემურ ლორია იყო, მაგრამ ვინ დაუფასა? მერე დააბრუნეს და გაუშვეს იმიტომ, რომ სეზონის ბოლოს პირველად წააგო საშინაო შეხვედრა!

მისი ასისტენტთან ერთად გაშვება გუნდს 40 ათასი ლარი დაუჯდა, ლიცენზირების ვერ თუ არგავლა - 50-ათასიან ჯარიმად. არ დავუფასეთ დახარჯული ფული კობა მირზაშვილის ოჯახსაც, ვის დროსაც "გურია" ერთ ხანს ლიდერებშიც გაერია...

ვინ აიღებს პასუხისმგებელობას ამ ყველაფერზე? რა თქმა უნდა, მთავარი "დარტყმა" ლანჩხუთის გამგებელზე იქნება. მერე რა, რომ ზაზა ურუშაძემ ძალიან ბევრი გააკეთა "გურიასთვის", ფულიც ბევრი მოიზიდა, რომ კლუბი ფინანსურად არ დაჩაგრულიყო, ახლა ყველა ხელს მისკენ გაიშვერს! მას აშკარად გაექცა კლუბის მართვის სადავეები და შესაძლოა, პოლიტიკურ ზეწოლასაც ვერ გაუძლო.

თავის წილ, თუნდაც მორალურ პასუხიმგებლობას ვერც ყოფილი მაჟორიტარი თემურ ჩხაიძე გაექცევა! "არ ვერევი" - ლეგენდარული კაპიტნისგან "გურიას" თემაზე მიუღებელია. მით უმეტეს, რომ გადამწყვეტ მომენტებში ჩაერია! მას საკრებულოს სხდომაზე წამოაძახეს, კლუბში "დეპუტატოვიჩები" გვყავსო...

როგორც ამბობენ, ის კაბინეტ-კაბინეტ დადიოდა, კახა ებრალიძე და თემურ ლორია გუნდში არ დააბრუნოთო. "ასაგორებელი" თემა პოლიტიკა იყო, არადა, რა გასაკვირია, რომ კლუბის წარმომადგენლები იმ გამგებელს დაუჭერენ მხარს, ვინც გუნდს გვერდში უდგას - ადრე გია გოგუაძე იყო ასეთი, ახლა - ზაზა ურუშაძე.

უკვე არავისთვისაა დასამალი, რომ თვით თემურ ჩხაიძემ ითხოვა გია გოგუაძის კლუბში დასაქმება, შესაბამისად, მისი დამსახურება აღიარა. თუმც იგივე "გურიას" წარმატებული მმართველების წინააღმდეგ "მშვენივრად" გამოიყენეს. ზაზა ურუშაძემ ერთხელ დააბრუნა ებრალიძე-ლორიას გუნდი, მაგრამ ბოლომდე ვეღარ გაიტანა - საქმეში კვლავ პოლიტიკა, ჭორები და ენის მიტან-მოტანა "ჩაერთო". არადა, ოთხი თვე უხელფასოდ, "პოსლეზე" ათამაშეს ფეხბურთელები და შედეგიც კარგი იყო...

ალბათ, მორალურ პასუხისმგებლობას ლანჩხუთის საკრებულოც ვერ ასცდება, ბოლო 4 წლის მანძილზე "გურიასთვის" თითქმის 5 მილიონის გამოყოფას რომ დაუჭირა მხარი.

სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ამ ფულს ლანჩხუთის ინფრასტრუქტურისთვის ან სხვა კეთილდღეობისთვის არავინ დაგვიმატებდა და მის მოძიებაში, როგორც ვთქვით, დიდია ზაზა ურუშაძის წვლილი.

თუმცა ამ ფულის არაეფექტურმა ხარჯვამ თუ წმინდა საფეხბურთო საკითხებში ჩაჭრამ ყველაფერი წყალში ჩაგვიყარა...

• სოსო

მაპატიეთ მეგობრებო,მაგრამ ასეთ გუნდს უმაღლეს ლიგაში რა უნდა?პირველ რიგში გუნდის მართვა უნდა გაჯანსაღდეს,შემდეგ გურიის ფედერაციის და უკვე შედეგ გუნდის გაძლიერებაზე იფიქროთ,მაგრამ ესეც მეტწილად ადგილობრივი ნიჭიერი ბიჭების ხარჯზე.ვერავინ დამარწმუნებს,რომ გურიაში ნიჭიერი ახალგაზრდები არ არიან,უბრალოდ მათ გაზრდა და დრო უნდათ,მაგრამ გულშემატკივარს მოთმინება არ ჰყოფნის,გუნდის მესვეურებს კი ეტყობა დიდი მადა აქვთ და ურჩევნიათ ვიღაცეები მოიყვანონ და წილში ჩაუსხდნენ.ამას რომ ვწერ,შეიძლება არა ვარ მართალი,რადგან ადგილზე რა სიტუეციაა არ ვიცი,მაგრამ შორიდან დანახული ასე ან რაღაც ამის მსგავსად სჩანს.

• მამუკა

რომელი ლეგიონერებისთვის დახარჯა ფული ზაზა ურუშაზემ? იმათმა გადაარჩინეს გუნდი შარშან, იმიტომ რომ არ უყვირიათ? აუდიტი მიუკვანეთ კლუბს და საჯაროდ მოთხოვეთ დეპუტატებს ხალხს გააცნოს შედეგები. ხალხისტვის ხელფასიც არ მიუცია.

• dave

სიონი,ზუგდიდი, ცხინვალლი რომ გავარდა და მიჰყვა გურია, ეს არაა ტრაგედია, საკუთარი ქვეყნის ჩეპიონატების უმაღლესი ლიგები დაუტოვიათ არართგზის ჩემპიონებს და ბევრად სეხელოვან კლუბებს როგორებიცაა იუვე, კაიზერი, სიტი და სხვა. ტრაგედია ისაა რომ საფეხბურთო კლუბების უმრავლესობაში არის დასაქმებული ისეთი ხალხი, რომელთა უმრავლესობას საფებურთო მენეჯმენტთან კავშირი არ ქონია და უბრალოდ დააასაქმეს გუნდში იმიტომ რომ გაგებელს სურდა მასე ან რაღაც მანამდე გაწეული ღვაწლისათვის, ხოლო როგორ უნდა იმართოს კლუბი მაგის წარმოდგენაც კი არ აქვთ. მივდივართ იქმდე რომ სპეციალური განათლების უკმარისობაა, რისი ამაღლების გარეშეც წარმოუდგენელია ამაღლდეს ჩემპიონატის დონე. გუნდში ფეხბურთლების გარდა საჭიროა იყვნენ სხვა თავისი საქმის პროფესიონალებიც, დაწყებული კლუბის დირექტორიდან დამთავრებული გულშემატკივართან მეკავშირით. მილიონიდან რომ 150,000 გაურვეველი ჯიშის გამოუსადეგარ ფეხბურთელებში დახარჯავ და ამ დროს სახელფასო და სხვა მიმდინარე დავალინეებს ვერ ისტუმრებ, რაზეა საერთო ლაპარაკი. მოკლედ ის ხალხი ვინც კლუბს ჩაიბარებს სასურველია იყოს შესაბამის განათლებით, თუ არადა უნდა ჩაუტარდეს გადამზადება და ამაზე უნდა დაიხარჯოს თანხა და არა უაზრო ლეგიონერებზე. ესაა ჩემი კომენტარი :) ;)

• buta

zaza urushadzem mougo bolo gurias, sheazula xalxs fexburti guriashi, mag kazs fexburti saertod ar esmis da mis irgvliv mkof xalxs, shechames biujetis fulebi.

• barca

რატო გავარდააა? რატო და ჩიაბერას რო ატამაშებთ და დზააან გამოუცდელ იმნადზეს მეორე ლიგაში არ უთამაშია ნორმალურად უმაგლესსშჰი როგორ უნდა ეტამაშა?

• არჩილ ხოფერია

რატომ დაბლოკეთ ჩემი პოსტი, რა არ მოგეწონათ?!

• tazo

es nepotizmi,araprofesionalizmi dagupavs saqartvelos kvela sferohi igive mdgomareobaa torpedohi.ubralod axalma mcvrtnelma hxetianma moaxerxa da hedzlo fexburtelebis mobilizeba.

• გივი გაგნიძე

მეგობრებო შემეცოდა გურია,მაგრამ რა შუაშია დილა . ჩვენ ნურაფერს დაგვაბრალებთ, ორივე თამაშში გორელები თავის საქმეს აკეთებდნენ და ღირსეულად დარჩნენ იქ სადაც არიან.

• guruli

ძალიან გამიხარდა გურიას გავარდა ლანჩხუთელი ვარ და გამიხარდა რო გავარდა.დუბლები შარშან წინ მეორე ადგილას გავიდა და იქედან ერთი კაციც კი არაუყვანიათ და პირველ გუნდში არუთამაშიატ იმიტო რო პატრონი არყავდათ.რაც ეკუთვნოდათ ის მიიღენ გაედო გურიასს

• თემო

სად მივყავართ და ტოტალიზატორამდე, მათ სუ არ აინტერესებთ ქართული ფეხბურთი მთავარია ფული ფუფლი ფული

• შოთა გუგეშაშვილი

ტამასს უყურე გორტან პენალტი არა კვახი ლანXხუტსი მომენტი არ სეაქმნევინა გორმა ბურტს რომ დაკარგავდენ კოტრიალებდენ დაციწხული გოცებივიტ

• kai bichi

mtavari mizezi ratomaz guria gavrda urushadze da misi stafia, anu araprofesionalizmi, fexburtis gagebashi ar arian eg xalxi da amdeni fuli shechames, gurias hkavda kargi gundi 2 tlis tin, romeliz xalxs ukvarda damagatma dashales. magis mere samjer zades gundis gaketeba da samivejer ar gamouvidat, daamtkizes rom fexburtisgan zalian shors arian.

• Da

ეხლა ისიც არ თქვათ გორის დილა არ იმსახურებდა უმაღლესში დარჩენასო, გურია დაღუპა იდიოტების მმართველობამ და ნურც კობიაშვილისკენ გაიშვერტენ ხელს ნურც მსაჯებისკენ

• guga

შარშან რომ თამაშები გააკეთეს და 2 პატიოსნად მოთამაშე გუნდი გააგდეს უმაღლესი ლიგიდან მაშინ არავინ საუბრობდა ფედერაციის მიერ ,,გაწირვაზე". გურიამ და ზუგდიდმა მიიღეს ის რაც ეკუთვნოდათ, წინა სეზონიდან ,,სუფთად მუშაობის" გამო. გაუმარჯოს სიმართლეს!

• tbiliseli23

kikvidzis nairi finansuri direqtori rom gyavt da gundshi gaurkveveli tanamdebobebze dasaqmebuli pirebi kide kargad gadzelit

• ჩიხურა

სტატია მომეწონ.ესაა შედეგი სულ ძალით რომ ყავდათ უმაღლესში რამოდენიმე კლუბი ჩამოსათვლელი ნამდვილათ არის...

• gurias

მე ლანჩხუთელი ვარ და გული ძალიან მწყდება მაგრამ გურიამ ზუსტად ის მიიღო რაც დაიმსახურა...ბატონმა ურუშაძემ რაც დათესა ის მოიმკო,თვითონ და მისმა ბანდამ ათასები ჩაიჯიბეს და ჩვენ რა შეგვრჩა ხელში? გუნდი ქვედა ლიგაში დაქვეითდა მაშინ როცა წინა ხელმძღვანელობის დროს სამეულისთვის იბრძოდა...აქ დამნაშავე მხოლოდ ერთია.ურუშაძე და მისი სტაფი...

სამი ფრე და "დილას" მოგება ბათუმში

ტური 14: დაძაბულობა, ბოლო წუთების დრამა, სადებიუტო გოლები

"იბერია 1999" და "ტორპედო" კვლავ იგებენ

20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან

თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები

"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე

ხვიჩას დაჯილდოება, მიქაუტაძისა და დავითაშვილის გადამწყვეტი მატჩი და სხვა ამბები

[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი

[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა

ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა

მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ

მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს

"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა

პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს

"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი

სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან

ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს

"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა

"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ

"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი

უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა

რევოლუცია გრძელდება - ლანჩხუთის "გურია" ევროთასებს უმიზნებს!

მოგვეცით დრო! ვისთვისაა სფფ-ის ლიცენზირების მკაცრი მარყუჟი?

[დღის თემა] მამუკა კვარაცხელია: ეს არ არის სამართლიანი კამპანია!

ფეხბურთის გამო, შესაძლოა, საქართველოს პარლამენტის სხდომა ჩაიშალოს

კახა გოგიჩაიშვილი ლანჩხუთის "გურიის" ახალი მთავარი მწვრთნელია

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

[ლელოს სტუმარი] გია ცეცაძე წარსულზე, კარიერაზე, ჩემპიონობაზე, ნაკრებზე...

ლანჩხუთის "გურიამ", არსებობის ისტორიაში პირველად, ეროვნული ლიცენზია მიიღო!

ლანჩხუთის "გურია" რუსი მცველით გაძლიერდა

Gurianews: ლანჩხუთის "გურიიდან" სამი ლეგიონერი გაიპარა

სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა

ცვლილებები დაიწყო: გია ფირცხალავა გაუშვეს, კახა ებრალიძე წავიდა

გრიგოლეთის ახალი სიცოცხლე - როგორი იქნება "გურიის" განახლებული ბაზა?

ყველაზე გამოცდილი ქართველი ფეხბურთელი ეროვნულ ლიგა 3-ში ითამაშებს

მოგვეცით ხმა! ლანჩხუთის "გურია" არჩევნების წინ ფედერაციას უპირისპირდება

რატომ გაიპარნენ და რა სასჯელი ელით "გურიის" ლეგიონერებს?

მარტოდმარტო, ბინძურ ბინაში მოკვდა - ლანჩხუთის "გურიას" ექს-ფეხბურთელის ტრაგიკული ისტორია

ლანჩხუთის "გურია" ვარლამ კილასონიას კანდიდატურას განიხილავს

კახა ებრალიძე: მეგონა, არჩევნების შემდეგ ზეწოლა დასრულდებოდა

სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს

ქრონოლოგია: რა მოხდა ქართულ ფეხბურთში ლევან კობიაშვილის მოსვლის შემდეგ

სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა

ზემოდან არ უთქვამთ - გრფფ-ის ვიცე-პრეზიდენტის სკანდალური ინტერვიუ

"რატომ უნდა ითამაშოს საქართველოს ნაკრებმა შემტევი ფეხბურთი?!" - რევაზ არველაძე

სფფ-ის საპრეზიდენტო არჩევნები: აყალმაყალი გურიაში

ლანჩხუთის "გურია" აუქციონზე 34 000 ლარად იყიდება

ლანჩხუთის "გურიაში" მთავარ მწვრთნელად ცხადაძის ასისტენტი გია ცეცაძე სურთ?

ნოდარ ახალკაცი: პრეზიდენტობიდან გადადგომის მიზეზი მხოლოდ ეს არ ყოფილა...

სფფ-ის საპრეზიდენტო არჩევნები: ლანჩხუთიდან არველაძის წარდგენა სირცხვილიაო...

ლანჩხუთის "გურიას" პრეზიდენტი: ჩაწყობილი თამაშები? ყველა წაგებულ მატჩზე ეს ეჭვი მქონდა...

კახა ებრალიძე: ამ ბრალდებას ვერ მივიღებ!..

ესიენი, დეკო, არველაძე - ბაქოში "ვარსკვლავების ფინალი" გაიმართა

სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით

"აღარ მიკვირს, ივანიშვილს ქართული ფეხბურთის დახმარებაზე უარი რომ უთხრეს"

[ექსკლუზივი] გურიაში ფეხბურთს დავით მუჯირი-უფროსი მიხედავს!

ლანჩხუთის "გურიაში" ოთხი ბრაზილიელი და ერთიც კოტდივუარელი მოიყვანეს

"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება

შესაძლოა, ტაიმის შუაში საცეკვაო ნომრები დადგან - რევაზ არველაძე სუპერლიგაზე

"მახსოვს, რაც ხდებოდა მაშინ, მაგრამ პრეზიდენტობა არასდროს მინანია"

გულვერდ თომაშვილი "გურიაში" - კიდევ ერთი გამოცდილი ფეხბურთელი

რევაზ არველაძე: იმედი მაქვს, ეს მატჩები საქართველოს ნაკრებისთვის წარმატებული იქნება

"გურია" - ფონდი "ქართუს" დაფინანსების მოლოდინითა და დიდი გეგმებით...

რევაზ არველაძე: ამ ფეხბურთელებით და ამ ჯგუფში, პლეი ოფში მოსახვედრად უნდა გვებრძოლა

ბეტონის ჯებირი და უეფას სტანდარტი - აჟიოტაჟი ზუგდიდის სტადიონის გამო

თემურ ლორია: კონტრაქტში არ არის პირობა, რომ "გურია" ევროთასებზე უნდა გამეყვანა

ვინ არის ფეხბურთის განვითარების ერთიანი ფონდის ხელმძღვანელი?