საქართველოს XXVIII ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. საჩემპიონო პლეი ოფი. საპასუხო მატჩი
"სამტრედია" საქართველოს ჩემპიონია - გია ცეცაძის გაწვრთნილებმა, რომლებმაც ფინალის პირველი რაუნდი 2:0 მოიგეს, ამჯერადაც მეტოქეზე უკეთესი ფეხბურთი აჩვენეს და ტიტული დამსახურებულად მოიპოვეს!

იხილეთ მატჩის ვიდეო

იხილეთ დაჯილდოების ვიდეო

იხილეთ ფოტოგალერეა

ცივი ამინდი საფეხბურთო გარემოს ვერ ქმნიდა, მაგრამ დასავლეთ ტრიბუნის პირველი იარუსის დიდი ნაწილი შეივსო. დაძაბულობა დიდი იყო, მატჩის მნიშვნელობა კი ოქროთი ფასდებოდა. ეს ყველაფერი მატჩის ხასიათზეც აისახა და ისეთივე სანახაობრივი არ გამოდგა, როგორც - პირველი.

საჩხერელებს 3-ბურთიანი უპირატესობით მოგება სჭირდებოდათ. ამის კვალობაზე,"ჩიხურასგან" შემტევ შემადგენლობას ველოდით, მაგრამ, როცა სოსო ფრუიძემ საყრდენი დენის დობროვოლსკის ნაცვლად, მცველი ლევან კაკუბავა დააყენა, გასაგები გახდა, რომ საჩხერელთა დამრიგებელი ფრთხილ ტაქტიკას არც ამჯერად ღალატობდა და თავიდანვე მეტოქეს თავქუდმოგლეჯილი არ შეუტევდა.

სამტრედიელების ტაქტიკაზე კი გია ცეცაძის რეპლიკებიც მეტყველებდა: "ნუ ჩქარობთ! ბურთი აგორავეთ!" - მათი თამაშით ცხადი გახდა, რომ ბურთის გაგორებით ტემპის დაგდება და მეტოქის კონტრშეტევაზე გამოჭერა სურდათ.

საჩხერელები უტევდნენ, მაგრამ სისწრაფე არ ჰყოფნიდათ და თამაშს ვერ ამწვავებდნენ, ხოლო კარის აღებას შორეული დარტყმებით ცდილობდნენ. ასე ვერაფერს მიაღწიეს. 25-ე წუთზე პენალტის დანიშვნას ითხოვდნენ, როცა თორნიკე მუმლაძის შეტევისას საჯარიმოდან გიორგი დათუნაიშვილმა ბურთი მოიგერია - რეალურად, სამტრედიელთა კაპიტანმა მკერდით ითამაშა და არა ხელით.

საჩხერელებს შტურმი არ გამოუვიდათ, მაგრამ მთელი გუნდით შეუტიეს და დაცვაში ყურადღება მოადუნეს. ამით სტუმრებმა ისარგებლეს და მეტოქე კონტრშეტევაზე დაიჭირეს. ისევ პირველი შეხვედრის გმირმა ბუდუ ზივზივაძემ გაიბრწყინა: საჯარიმოსთან ბურთი დათუნაიშვილმა ჩაჭრა და მოედნის ცენტრში ზივზივაძე შენიშნა, რომელიც საჯარიმოსკენ დიდ სისწრაფეზე დაიძრა, შოთა კაშია ეფექტური ფინტით (ბურთი ფეხებშუა გაუტარა) ჩამოიშორა, ბოლომდე იბრძოლა და"ჩიხურას" კაპიტანი პენალტზე "წამოიკიდა". 11-მეტრიანი ზუსტად შეასრულა ბაჩანა არაბულმა და საჩხერელთა მდგომარეობა, ფაქტობრივად, უიმედო გახადა.

"ჩიხურამ" მაინც შეუტია, მაგრამ აქედანაც არაფერი გამოუვიდა. ყველაზე სახიფათო საბა ლობჟანიძის წამოწყებული იერიში გამოდგა, რომელიც მიხეილ სარდალიშვილმა გააგრძელა და ოდნავ არაზუსტი დარტყმით დაასრულა.

მეორე ტაიმში ფრუიძემ წინა ხაზის გაძლიერება სცადა, მაგრამ "ჩიხურა" სამტრედიელთა კართან რეალურ საფრთხეს ვერ ქმნიდა, პირიქით, მალე იქით მიიღო მეორე გოლი: არაბულმა კაკუბავას აართვა ბურთი და უცებ მოძებნა ზივზივაძე, რომელმაც ამჯერადაც გაიბრწყინა - ერთი შეხებით დათუნაიშვილი მეკარესთან პირისპირ დატოვა და ჰამზიჩს ბურთმა თავზე გადაუფრინა - 0:2.

ყველაფერი გასაგები გახდა. სამტრედიელებიც მოეშვნენ, სულ უფრო ხშირად გასცქეროდნენ ტაბლოს, დაცვაში კი შეცდომებს უმატეს. მეორე მატჩის მოგება ხელიდან ამიტომაც გაუშვეს. საჩხერელებმა სხვაობა 83-ე წუთზე შეამცირეს: მოედნის ცენტრში გიორგი გაბედავამ გიორგი გამყრელიძეს აართვა ბურთი და საჯარიმომდე ისე მივიდა, ხელი არავინ შეუშალა, მშვენიერი გადაცემით ბესიკ დეკანოიძე დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანა და ამანაც ზუსტად "გაისროლა" - 1:2.

დამატებულ დროში კი საჩხერელებმა წონასწორობაც აღადგინეს: თორნიკე გრიგალაშვილი საჯარიმოში დავით ჯიქიამ მოცელა, ლობჟანიძემ კი ზუსტად შეასრულა პენალტი და საბოლოო შედეგი დააფიქსირა - 2:2.

ამრიგად, "ჩიხურა" ორი მატჩის ჯამში 2:4 დამარცხდა, ცეცაძის გუნდმა კი ჩემპიონობა დამსახურებულად იზეიმა და 2017/18 წლების სეზონში საქართველოს ჩემპიონთა ლიგის კვალიფიკაციაში წარადგენს, ხოლო "ჩიხურა" ევროპალიგაზე ითამაშებს.

მატჩის შემდეგ გამარჯვებულები ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა დააჯილდოვეს. იფეთქა შამპანურმა, რომელიც უფრო რისკიანებმა შესვეს და ფოიერვერკმაც არ დააგვიანა.

"სამტრედია" მე-8 გუნდია, რომელიც თბილისის "დინამოს", ქუთაისის "ტორპედოს", "ვიტ ჯორჯიას", "ზესტაფონის", რუსთავის "მეტალურგის", ბოლნისის "სიონისა" და გორის "დილას" შემდეგ ჩემპიონის ტიტულს დაეპატრონა. ამ ჯილდოსთვის ტარიელ ჩაჩუას მიერ 21 წლის წინათ დაწყებული ბრძოლა უსამართლობამ შეაჩერა. "სამტრედიას" ამჟამინდელმა თავკაცებმა და გუნდმა ამ მიზნის მიღწევა დაგვიანებით, მაგრამ მაინც მოახერხეს - ამ გუნდმა და ამ ქალაქმა ეს ნამდვილად დაიმსახურა. ქართულ ფეხბურთს კი სათავეში მოექცა გუნდი, რომელიც სანახაობრივად თამაშობს, მოაზროვნე მწვრთნელი და პერსპექტიული ფეხბურთელები ჰყავს. იმედია, "სამტრედიის" წინსვლა ამით არ დასრულდება.

უმაღლესი ლიგა. საჩემპიონო პლეი ოფი. საპასუხო მატჩი

11.12. თბილისი. "დინამო არენა"

ჩიხურა-სამტრედია 2:2

პირველი მატჩი 0:2

გოლები: 0:1 არაბული (42-პენ), 0:2 დათუნაიშვილი (59. ზივზივაძის პასით), 1:2 დეკანოიძე (83. გაბედავას პასით), 2:2 ლობჟანიძე (90-პენ)

ჩიხურა: ჰამზიჩი, თორ. გრიგალაშვილი, კაშია, რეხვიაშვილი, კორიფაძე, კაკუბავა, განუგრავა (46. დეკანოიძე), ლექვთაძე, სარდალიშვილი, ს. ლობჟანიძე, მუმლაძე (46. გაბედავა).

სათადარიგოები: სეფიაშვილი, ტატანაშვილი, დობროვოლსკი, გორგიაშვილი

მწვრთნელი: სოსო ფრუიძე

სამტრედია: მიგინეიშვილი, მჭედლიშვილი, გოგიაშვილი, სანდოხაძე (75. იმედაშვილი), შერგელაშვილი, დათუნაიშვილი, მანჯგალაძე, რაჟამაშვილი (65. გამყრელიძე), არაბული (73. მარკოზაშვილი), ჯიქია, ზივზივაძე.

სათადარიგოები: მეშველიანი, ცნობილაძე, მთივლიშვილი, ახალაძე

მწვრთნელი: გია ცეცაძე

გაფრთხილებები: განუგრავა (13), რეხვიაშვილი (34), კაშია (42), დათუნაიშვილი (60), სანდოხაძე (64), კაკუბავა (67), ჯიქია (90)

არბიტრი: ლ. სილაგავა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

bebeto
წარმატებები სამტრედიას.ევროსარბიელზე წარმატებით უნდა გამოვიდენ გაძლიერება აუცილებლად დაჭირდებათ.
Guadua
გოგი ქუთაისელი 12 დეკემბერი 2016 15:08 სამტრედიას ვულოცავ გაჩემპიონებას.ტორპედოს კი სერიოზულ სპონსორს რომელსაც ნამდვილად უყვარს ქუთაისი. მაგრამ ასეთი ადამიანები სანთლით არიან მოსაძებნი.================= გოგი გენაცვალე, უკვე არაერთხელ გითხარით ამ თემაზე თქვენაც და სამტრედიელებსაც. არც სამტრედიას არ ჰყავს სპონსორი, კლუბი სახელმწიფო ფულითაა. ამიტომაც სამტრედიაშიც და ქუთაისშიც უნდა შეაგროვოთ 100-100 კაციანი ხელმოწერა და გადასცეთ შესაბამისად სამტრედიის გამგებელს და ქუთაისის მერს კონკრეტული მოთხოვნა რომ სასწრაფოდ კლუბი გახდეს სააქციო საზოგადოება და თავისუფალ გაყიდვაში გამოვიდეს საინვესტიციო ვალდებულებებით მათი აქციები. უცბად დალაგდბეა ყველაფერი, თუ უარს იტყვიან, მაშინ ვალდბეული არიან დაასაბუთონ ეკონომიკურად და ფინანსურად თუ რატომ ამბობენ უარს. აი ესაა სულ რაც გაქვთ მოსაგვარებელი, შეგეძლებათ ყოველ ქუთაისელს და სამტრედიელს იყიდოთ 100 ლარის და მეტის ღირებულებით რამდნეიც გინდათ აქციები, თუკი საინვესტიციო ვალდებულებას აიღებთ.
გოგი ქუთაისელი
დიდი მადლობა გუგა ფალავანდიშვილს. ვუსურვებ ახალ გუნდში წარმატებებს!
გოგი ქუთაისელი
სამტრედიას ვულოცავ გაჩემპიონებას.ტორპედოს კი სერიოზულ სპონსორს რომელსაც ნამდვილად უყვარს ქუთაისი. მაგრამ ასეთი ადამიანები სანთლით არიან მოსაძებნი.
ultranationalist ს
სოსო იყო სამტრედიის მწვრთნელი და უმაღლესიდან გავარდა მაგის დროს.მაშინ სულ თითოოროლა სამტრედელი ყავდა გუნდში,უმეტესობა ქუთაისელი და ბევრი კაი ბიჭი გაუშვა სახლში დაუმსახურებლად, როგორც რამოდენიმე წლის წინ საჩხერედან.მის სინდისზე იყოს.ასე რომ ჩვენ ეგ აღარ გვჭირდება.
საჩხერელი
სამტრედიელებო, გილოცავთ!
chixuraspireli
შემადგენლობიდან გამომდინარე,ეჭვი მაქვს ფრუიძემ შეგნებულად დათმო თამაში.სამი გოლის გამტანი დატოვა სკამზე და მესამე შეცვლა საერთოდ არ გამოიყენა.ფრუიძე გასაშვებია გუნდიდან, მოიყვანეთ გეგუჩაძე
DDD
SAGOL samtredias ati tavit magla idga sachxereze. iseti shtabechtileba damrcha roca undoda mashin sheutevda samtredia da gautandaa... es pruidzemac agiara dzaaan dlieriao samtrediao saqartvelos pirobazeo//.. gushin erti tbilisiseli ar movida stadionzee ... ro kitxo am xalxs pexburti uyvart.. ramndeni sapexburto skolaaa ramdeni pexburteli izdeba tbilisshi nutu arcert mwtvnels ar daainteresa es tamashii/.. es pederaciis bralia agitacias roar uwevs. tu ar gindat mashin shevqmnat dasavlet saqartvelos chempionatiii.. dasavletshii stadionebis shevseba ar ari problema da yvela tamashze titqmis savseaaa...
ultranationalist
სამტრედიელები გილოცავთ დამსახურებულ ჩემპიონობას, აქ კიდე ბევრი სამტრედიელია ვისაც სოსო მოწონს ძაან და თუ გინდათ გაგიცვლით ცეცაძეში არ არი პრობლემა
სამი ფრე და "დილას" მოგება ბათუმში
ტური 14: დაძაბულობა, ბოლო წუთების დრამა, სადებიუტო გოლები
"იბერია 1999" და "ტორპედო" კვლავ იგებენ
20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან
თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
ხვიჩას დაჯილდოება, მიქაუტაძისა და დავითაშვილის გადამწყვეტი მატჩი და სხვა ამბები
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა
ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს
"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა
პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან
ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს
"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი
უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა
არაბულმა ისევ გაიტანა - მისი გუნდი მარცხს გადაურჩა
"ნიუკასლის" ფეხბურთელი ლობჟანიძის თანაგუნდელი გახდება
"თელავი" პლეი-ოფში ითამაშებს; "სამტრედია" გავარდა
ალტახი VS ჩიხურა - დაუფასებლობა არ იქნება
თბილისის "დინამომ" "სამტედიადან" ორი ფეხბურთელი დაიმატა
"ტორპედომ" ცეცაძის გადადგომის შესახებ დაწერილი განცხადება არ დააკმაყოფილა
ეროვნული ლიგა. XVII ტური. "ჩიხურა"-"დინამო თბ" [LIVE]
ტორპედო-ჩიხურა 0:3 - "ჩიხურა" გალიდერდა, "ტორპედო" გოლზე ოცნებობს [VIDEO]
ბაჩანა არაბული კარიერას რუმინეთის ჩემპიონატში განაგრძობს
არაბულის გოლმა "ლამია" "პანათინაიკოსთან" მარცხისგან ვერ იხსნა
ვინ რამდენ კილომეტრს დარბის? პოლარის სისტემის საინტერესო მონაცემები
"ფაქტი ფაქტად რჩება - მეორე მატჩში "სამტრედია" "ყარაბაღზე" უკეთესი იყო!"
ეროვნული ლიგა. XXXIV ტური. "სამტრედია" - "დილა" [LIVE]
კვარაცხელიას სვლა ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად და მიქაუტაძის დიდი დაპირისპირება "მანჩესტერთან" - მთავარი ამბები ზაფხულამდე
უდრამატულეს შეხვედრაში მესის გუნდი დამარცხებულია - ლობჟანიძეს ლეგენდარულ არგენტინელთა დაპირისპირება უკვე გადამწყვეტ მატჩში მოუწევს [VIDEO]
Geo Team: ზივზივაძეს ორი კვირა მოუწევს უქმობა
გია ცეცაძე "თელავის" მწვრთნელად დანიშნეს
რას ვნახავთ აღდგომის დღეებში? ქართული დუელი საფრანგეთში და ბუდუს "ბაიერნთან" დაბრუნება
ბაჩანა არაბული დუაიტ იორკთან - ავსტრალიაში კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი ითამაშებს
34-ე ტური: ჯერ ყველაფერი გასარკვევი რჩება
"ტორპედოს" ცეცაძე აღარ გაწვრთნის, "დილასთან" გუნდს ანალიტიკოსი გაიყვანს
არაბული ბერძნული გრანდების რისხვაა - მისი გუნდი ისევ დამარცხდა [VIDEO]
"ფეხბურთი არ არის ის სპორტი, სადაც ერთმანეთს გინებაში ეჯიბრებიან" - კერესელიძემ ცეცაძესა და ფანებს შორის მომხდარ კონფლიქტზე ვრცლად ისაუბრა
სიახლე: პოლარის სისტემა - ვინ რამდენს დარბის ეროვნულ ლიგაში
"ჰაიდენჰაიმი" "აინტრახტთან" განადგურდა და "ბაიერნთან" შეხვედრა ელის
"ჩიხურა" მზადებას შეუდგა - შეძლებს ფრუიძე წასული ლიდერების გარეშე ბრძოლისუნარიანი გუნდის შექმნას?
[VIDEO] ლობჟანიძემ MLS-ში საგოლე პასი შეასრულა
"საქართველო არაჩვეულებრივი ქვეყანაა" - ჰამზიჩი ეროვნულ ლიგას უბრუნდება
არაბულმა თავის გუნდს ქულა მოუპოვა
საქართველოს 2015/16 წლების თასის გათამაშების ფინალისტები ცნობილია
სამტრედია VS ყარაბაღი - დაამტკიცეთ, რომ არ ხართ ნული!
ხვიჩას დაჯილდოება, მიქაუტაძისა და დავითაშვილის გადამწყვეტი მატჩი და სხვა ამბები
ეროვნული ლიგა. პლეი-ოფი: "ჩიხურა" - "სამგურალი" [LIVE]
ბუდუმ ტრავმა მიიღო - "ჰაიდენჰაიმმა" ისევ გაიმარჯვა
ეროვნული ლიგა. XVI ტური. "მერანი" - "ჩიხურა" [LIVE]
ჩიხურა-დინამო (თბ) 1:2 - გასვლა სჯობდა თუ გაუსვლელობა? [VIDEO]
ლობჟანიძის საგოლე პასი - საბა MLS-ის ახალ სეზონს შედეგიანად იწყებს [VIDEO]
2024 წლის სეზონი დასრულებულია! "იბერია 1999"-მა ჩემპიონის ფარი აღმართა
"ჩიხურამ" ძალიან ლამაზი გოლითა და მეკარის სასწაული "სეივებით" მოიგო [VIDEO]
"ვის აგინებ, შე ნაბო***რო" - "ტორპედოს" თამაშის მიმდინარეობისას, ცეცაძესა და გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება მოხდა [VIDEO]
ლობჟანიძის საგოლე პასი - "ატლანტამ" და "ცინცინატიმ" ფრედ ითამაშეს [VIDEO]
საჩხერის "ჩიხურას" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს!
საჩხერის "ჩიხურამ" თურქულ შეკრებაზე რუმინულ "იასისა" და ""ტიმიშოარას" მოუგო
"ერთმანეთს ვეკითხებოდით - ბოლოს როდის ვითამაშეთ ასეთ მოედანზე?"
სამტრედია-დილა 3:2 - ბრძოლას აზრი ყოველთვის აქვს [VIDEO]
უმაღლესი ლიგა. IV ტური: "ტორპედო" ქუთაისში შერცხვა
ეროვნული ლიგა. XXXV ტური. "თელავი" - "სამტრედია" [LIVE]
ლობჟანიძის გუნდის უდიდესი სენსაცია - "ატლანტამ" ლიონელ მესის მაიამის "ინტერი" პლეი-ოფიდან გამოთიშა [VIDEO]
"პროტესტი იქამდე გაგრძელდება სანამ ცეცაძე გუნდს არ დატოვებს" - "ტორპედოს" ფან-კლუბი "ჯუნგლები" განცხადებას ავრცელებს