ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჩოგბურთი
რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• MMA
• UFC
• ფორმულა 1
ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა

ლევან სალუქვაძე: თბილისის "დინამო" არჩეულ გზას არ გადაუხვევს!

ლევან სალუქვაძე: თბილისის "დინამო" არჩეულ გზას არ გადაუხვევს!

რომან ფიფიას მრჩეველი "დინამოს" დღევანდელობასა და მომავალზე საუბრობს
თბილისის "დინამო" ევროსაგზურის გარეშე დარჩა. ქართული საკლუბო ფეხბურთის ფლაგმანი მომავალ სეზონში მხოლოდ საშინაო ასპარეზზე ითამაშებს. ფაქტია, დასრულებული სეზონი სახელოვანი კლუბისთვის რთული და წინააღმდეგობებით სავსე გამოდგა.

"დინამოს" დღევანდელობასა და მომავალზე ინტერვიუ ვთხოვეთ კლუბის პრეზიდენტ რომან ფიფიას მრჩეველს, ლევან სალუქვაძეს, ვინც ჩვენი ცნობისმოყვარეობა ბოლომდე დააკმაყოფილა...

- თავდაპირველად, აწ უკვე გასული სეზონი შევაფასოთ. ფაქტია, ის წარმატებული ვერ გამოდგა თბილისური გრანდისთვის...

- თბილისის "დინამო" დიდი გუნდია და, ამის გათვალისწინებით, დამაკმაყოფილებლად ვერ ჩაითვლება ის შედეგი, რაც გუნდმა დასრულებულ სეზონში აჩვენა. ამის მიუხედავად, ჩვენ ოპტიმისტურად ვუყურებთ მომავალს. აქცენტი გაკეთდება ახალგაზრდა ფეხბურთელებზე და დიდი იმედი გვაქვს, საქმისადმი ასეთი მიდგომა შედეგს გამოიღებს.

ევროთასებზე "დინამოს" წარუმატებელი გამოსვლის შემდეგ, კლუბის პრეზიდენტმა რომან ფიფიამ თავად გაგაცნოთ სამომავლო პრიორიტეტები. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ამ გზას არ გადავუხვევთ. გუნდის ახალი სამწვრთნელო შტაბი ვიაჩესლავ გროზნის მეთაურობით, დიდ ნდობას უცხადებს ახალგაზრდა ფეხბურთელებს. ზოგიერთმა მათგანმა უკვე მოიკიდა ფეხი ძირითად შემადგენლობაში, უფრო მეტი კი ძირითად გუნდში ვარჯიშობს.

ჩვენ შეგნებულად წავედით ასეთ ნაბიჯზე. თუნდაც მიგვეღო ის, რაც მივიღეთ. ბოლო მატჩებში "დინამოს" შემადგენლობაში სისტემატურად თამაშობდა 5-6 ახალგაზრდა ფეხბურთელი. ეს მათთვის ფასდაუდებელი გამოცდილება იყო. ახალი სეზონიდან ის ახალგაზრდები, ვინც უკვე იხილა ქომაგმა და ვინც ვარჯიშობენ გუნდთან ერთად, მიიღებენ ძალიან დიდ ნდობას.

ჩვენ ვიცით, რომ ეს არ არის იოლი გზა და ისიც ვიცით, რომ შეიძლება ამას მოჰყვეს კრიტიკა, მაგრამ დარწმუნებულები ვართ იმაში, რომ "დინამოსთვის" ასე უკეთესი იქნება. ტრაგედია არც იმისგან შეგვიქმნია, ევროტურნირების გარეშე რომ დავრჩით. ჩვენ ვუშვებდით, რომ შედეგი, შეიძლებოდა, სწორედ ასეთი ყოფილიყო. მიუხედავად ამისა, წავედით გუნდის მკვეთრად გაახალგაზრდავების გზით.

- კლუბსა და რამდენიმე ფეხბურთელს შორის კონტრაქტი დასრულდა. საფეხბურთო კულუარებში ამბობენ, რომ შესაძლოა "დინამო" დატოვონ რენე ფერეირამ, გიორგი პაპუნაშვილმა, ჯაბა ჯიღაურმა...

- ჩვენი მთავარი ამოცანაა, ძირითად შემადგენლობაში დაწინაურდნენ აკადემიის საუკეთესო აღზრდილები. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ეს არის პირველი თაობა, რომელიც აღიზარდა კლუბის აკადემიაში და მან უნდა შეავსოს "დინამოს" რიგები. ახლო მომავალში ვაპირებთ, საზოგადოებას წარვუდგინოთ აკადემიის აღზრდილები, რომლებიც "დინამოს" ძირითად გუნდში დაწინაურდებიან. მათთან გაფორმდება ხელშეკრულებები იმ ვადით, რაც საჭიროა იმისთვის, რომ "დინამოში" ბოლომდე წარმოაჩინონ თავი...

რაც შეეხება დასრულებულ კონტრაქტებს. ზოგი ფეხბურთელის კარიერა შედარებით წარმატებული იყო "დინამოში", ზოგის - შედარებით ნაკლებად. მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ "დინამო" არავის უშვებს. თუ ფეხბურთელი გადაწყვეტს, რომ უკეთესი შეთავაზება აქვს და დათანხმდება მას, ჩვენგან დაბრკოლება არ ექნება. ფეხბურთელის სურვილს ნებისმიერ შემთხვევაში გავითვალისწინებთ.

არიან ისეთი მოთამაშეებიც, რომლებმაც დიდი დრო გაატარეს "დინამოში" და მიიჩნევენ, რომ აქ საკუთარი თავი ამოწურეს...

- ამბობენ, კარგი მეკარე ნახევარი გუნდიაო. დარჩება "დინამოში" ნუკრი რევიშვილი, ვისთანაც სეზონის ბოლომდე იყო კონტრაქტი გაფორმებული?

- ნუკრი რევიშვილის მიმართ მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის. როცა გვჭირდებოდა საიმედო და გამოცდილი მეკარე, ის ძალიან მალე დათანხმდა ჩვენს შეთავაზებას. თავადაც დამეთანხმებით, რომ ძალიან კარგად ითამაშა. ჯერ მარტო რამდენი მატჩი ჩაატარა "მშრალად"...

რევიშვილსა და "დინამოს" შორის გაფორმებულ კონტრაქტში არის პუნქტი, რომლის მიხედვითაც, თუ მას გამოუჩნდება კარგი ვარიანტი უცხოური გუნდიდან, არ შევუშლით ხელს, პირიქით - ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობას გადავუხდით. იმ შემთხვევაში, თუ რევიშვილი გადაწყვეტს "დინამოში" დარჩენას, მხოლოდ მივესალმებით ამას.

- როგორც ვიცით, სეზონის დასრულების შემდეგ ვიაჩესლავ გროზნი უკრაინაში არ წასულა და ბაზაზე ვარჯიშებს ატარებს...

- მართალი ხართ, გროზნი თბილისშია და იმ ახალგაზრდა ფეხბურთელებს ავარჯიშებს, რომლებიც სამომავლოდ ძირითად გუნდში მოიაზრებიან. ის კიდევ 10 დღის განმავლობაში იქნება თბილისში. ფეხბურთელებისთვის სასარგებლოა ეს ყოველდღიური ვარჯიშები.

მალე "დინამოში" ივარჯიშებენ სხვადასხვა კლუბში განათხოვრებული ის ფეხბურთელებიც, რომლებმაც თავი კარგად წარმოაჩინეს. წვრთნაში მონაწილეობა მიიღეს "დინამოს" 17-წლამდელებმაც, რომლებმაც "შერიფის თასზე" მესამე ადგილი დაიკავეს და რომ არა ძალიან დასანანი მარცხი კიევი "დინამოსთან", მეტსაც შეძლებდნენ.

ეს არის ჩვენი იმედი, ჩვენი მომავალი. მესამე ადგილისთვის მატჩში მათ ძალიან ლამაზად მოიგეს. თუ ამ ასაკში ასე უგებენ "ზენიტს", რატომ არ შეიძლება, საქმისადმი სწორად მიდგომის შემთხვევაში, ორი წლის შემდეგაც მოუგონ და მაშინაც, როცა ზრდასრული ფეხბურთელები იქნებიან? კლუბის პრეზიდენტი რომან ფიფია შვილივით ზრუნავს აკადემიის აღსაზრდელებზე. დღე არ გავა, არ მოინახულოს, არ მოიკითხოს, მათი მდგომარეობით არ დაინტერესდეს...

- "დინამო" ევროსაგზურის გარეშე დარჩა. ხომ არ იმოქმედებს ეს კლუბის პოტენციური ახალწვეულების, თუნდაც უკრაინელი ლეგიონერების არჩევანზე?

- ჩვენი აქცენტი ასეთია: თუ "დინამოში" ვინმე მოვა, ეს იქნება ახალგაზრდა, პერსპექტიული ფეხბურთელი. ეს ეხებათ როგორც ქართველებს, ისე უცხოელებს. თუ, ვთქვათ, კიევის "დინამოს" ძირითად გუნდში არ აქვს ფეხბურთელს სათამაშო პრაქტიკა და ეს პრაქტიკა მას ექნება თბილისის "დინამოში", რატომ უნდა იყოს მისთვის მიუღებელი საქართველოს ჩემპიონატში თამაში?

შემდეგი სეზონი, ეს არის ახალი "დინამოს" ჩამოყალიბების სეზონი. სიმართლე უნდა ვუთხრათ ერთმანეთს და არ შევაყაროთ თვალებში ნაცარი: ასეთი ახალგაზრდული გუნდით უახლოეს ევროთასებზე გაჭირდებოდა წარმატებით თამაში. აი, ამის შემდგომ ევროთასებზე კი "დინამო" იქნება ის გუნდი, რომელიც უკვე ძალიან მყარად იდგება ფეხზე.

- რა თქმა უნდა, გუნდს დასჭირდება გამოცდილი ფეხბურთელებიც. ახალგაზრდები ხომ სწორედ ასეთი თანაგუნდელების გვერდით უნდა გაიზარდონ?..

- თავისთავად. ჩვენ ასაკობრივი წმენდა ნამდვილად არ გამოგვიცხადებია. "დინამოში" არიან ფეხბურთელები, რომელთაც სანაკრებო გამოცდილებაც აქვთ და საკლუბოც, როგორც საქართველოს ჩემპიონატში, ისე - ევროთასებზე. ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის მართლაც დიდი სკოლა იქნება მათ გვერდით თამაში.

- აკადემიის თემას აუცილებლად უნდა შევეხოთ, მით უმეტეს, ის კლუბისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სეგმენტია...

- მინდა სიამაყით ვთქვა, რომ არაერთი სტუმარი იყო აკადემიაში და ყველა აღტაცებული დარჩა. ბოლოს "ვოლფსბურგიდან" იყვნენ ჩამოსულები და პირდაპირ თქვეს - ასეთი პირობები გერმანიაში მხოლოდ "ბაიერნს" თუ აქვსო...

უნდა გითხრათ, რომ ამიერიდან აკადემიაში განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა ფეხბურთელების ფიზიკურ მომზადებას. ჩვენ ვნახეთ, რომ ფიზმომზადების ის დონე, რაც საკმარისია საქართველოს ჩემპიონატში, არ არის საკმარისი საერთაშორისო ასპარეზზე.

- ხომ არ არის მოსალოდნელი, რომ ფიზმომზადების მწვრთნელი უცხოეთიდან ჩამოიყვანოთ?

- ვნახოთ, არ არის გამორიცხული.

- აკადემიის მთავარი მწვრთნელის პოსტი ვაკანტურია?

- ვაკანტურია და ეს ისეთი მნიშვნელობის საკითხია, აჩქარება არ შეიძლება, მით უმეტეს ახლა, როცა არდადეგები მოდის...

- ხომ არ გაირკვა ის გუნდები, რომელთაც "დინამო" თურქულ შეკრებაზე დაუპირისპირდება?

- "დინამო" ორ თურქულ შეკრებას გაივლის. თითოეული იქნება 20-დღიანი და ჩავატარებთ 9 ამხანაგურ მატჩს. პირველ შეკრებაზე 4 სპარინგი გვექნება, რადგან აქცენტი უფრო ფეხბურთელების ფიზმომზადებაზე გაკეთდება. კონტრაქტი უახლოეს მომავალში გაფორმდება. ამ ეტაპზე ჩვენ არ გვაქვს უფლება, დავასახელოთ მეტოქეები. ამასაც მალე გაიგებთ. მანამდე კი მინდა დაგარწმუნოთ, რომ ვითამაშებთ საფეხბურთო ქვეყნების წამყვან გუნდებთან.

- ითქვა, რომ შესაძლოა, რამდენიმე დინამოელმა კარიერა კიევის "დინამოში" გააგრძელოს...

- აქ ასე არ დგას საკითხი, თითქოს გადაწყვეტილია, რომ ამა და ამ დღეს ესა თუ ის ფეხბურთელი უნდა წავიდეს კიევის "დინამოში". ჩვენ კარგად გვესმის, რომ წარმოვადგენთ პატარა ქვეყანას და ასეთი კლუბი ორიენტირებული უნდა იყოს იმ ფეხბურთელის კარგი პირობებით გასხვისებაზე, რომელიც აქ ამოწურავს საკუთარ თავს. ამის მაგალითია ზაგრების "დინამო". 20 და 25 მილიონად ჩვეულებრივად ყიდიან ფეხბურთელებს. ჩვენი მიზანია, "დინამოდან" წასული ფეხბურთელი უმტკივნეულოდ დამკვიდრდეს ახალ გუნდში. ეს განაპირობებს ნდობას, ამყარებს კლუბის რეპუტაციას...

თქვენ ხედავთ, როგორ გაამართლა "რაპიდში" გიორგი ქვილითაიამ, რომელიც სწორედ "დინამოში" ჩამოყალიბდა ამ დონის ფეხბურთელად...

ერთი რამ მინდა ვთქვა: მოვუწოდებ ჟურნალისტებს, სპეციალისტებს, ქომაგებს - ჩვენთან ერთად მოთმინებით დაელოდეთ შედეგს, რომელსაც მოიტანს ჩვენ მიერ არჩეული გზა. რამდენიმე წლის წინათ "ფეიენოორდმა" 0:10 წააგო "ეინდჰოვენთან". მერე ის გუნდი დაშალეს და ახალგაზრდა ბიჭები დააწინაურეს. თავიდან განსაკუთრებული შედეგი არ ჰქონდათ და ის არც არავის მოუთხოვია. დღეს კი "ფეიენოორდი" ჰოლანდიის ჩემპიონატის ლიდერია...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• Manoni

პიარიტ გუნდს ვერ აასჰენებტ ხალხოოოოო.რაც გინდატ ის გიქნიატ ოგონდ გრანდს ნუ ეახიტ დინამოს ყულაბა დაარქვიტ ქემაინც.

• lekoha

qartlos getanxmebi dzma.torbedos u 19 msajebma gauhalihes dinamostan. magitom heazizgda dinamo danarhen saqartvelos.

• მამუკა

აი თქვენ ნახავთ თუ გაისად დინამო ადგილის შესანარჩუნებლად არ იბრძოლებს.

• მ.მ

ერთი შევარდნაძეს აბოლებდა გარემოცვა, მერე სააკაშვილს და ახლა ფიფიას აბოლებენ :დ

• გურამი

ვეთანხმები აზრს რომ ადრედ გადაწყვიტეს გაახალგაზრდავება და შემდეგ ისევ პენსიონერები შეტენეს. ეხლა ის მახარებს, რომ აშკარად "გაახალგაზრდავება" გადაწყვიტეს. ის რომ ახალგაზრდულში ტორპედოს წააგებინეს, ძალიან მცდარი აზრია. იუთუბში არის ეგ თამაში და დაინტერესებული ნახავს. ვინ ვის რა წააგებინა ვუყურე მაგ იგრას თავიდან ბოლომდე. ჯერ მთელი თამაში მსაჯს აგინებდნენ ცოცხალსა და მკვდარს. მოკლედ ვისაც უნდა ნახავს და ესე ვისაც არ უნახავს მცდარ აზრს ნუ უყალიბებთ. ისედაც რომ ჯობია მაგ ასაკში დინამო ტორპედოს მაგას რათ უნდა საუბარი

• guja

didi tbilisis dinamo imito iko didi da zlieri rom kovel sam tveshi ar ishleboda da ar aketebdnen axal gunds.axalgazrdebi erti da ori sheemateboda kovel cels da izrdebodnen gamocdil fexburtelebtan.dges ki gamocdili da ramis gamketebeli fexburteli aravinaa dinamoshi da axalgazrdebic ras iscavlian matgan.amitom tu gindat normaluri gundi chamoikvanet zlieri 3 tu 4 legioneri mainc da ar gaushvat is fexburtelebi vinc ragaca sheuzlia mindore.aseve mixedet regionebs da ikedan camoikvanet bavshvebi.

• შოკირებული გულშემატკივარი

გულშემატკივრები ისე ვლაპარაკობთ ქართული ფეხბურთის გადარჩენაზე, თითქოს ვინმე რამეს გვეკითხებოდეს:)))

• ქართლო განრისხებული .

ეს ძალიან კარგი აზრია ,მაგრამ შედეგს როგორ მოიტანს, როცა ამ პატარა ბავშვებმაც იციან რომ „17„ან „19„წლიანებშიც როცა ნახევარფინალამდე მივა საქმე,იქ მაინც მათ რადგან „დინამოა„ მოაგებინებენ,და ზუსტად ამ მავნებლურმა ჩაწყობებმა მიიყვანეს საქმე აქამდე. „„ წელსაც იყო ამის ანალოგი,როცა ნახევარ ფინალში „ქუთაისის ტორპედოს „19„წლიანებს ძალად აი ისე როგორც პუტინი ართმევს საქართველოს მიწებს,ზუსტად ისე წააგებიეს ტორპედოს და მოაგებინეს სირცხვილის დარად „დიდი თბილისის დინამოს ახალგაზრდებს,თქვენ ეხლავე ურღვევთ ამ ბავშვებს ფსიკიკას და მიტომ ვერ თამაშობენ შემდეგ, რადგან დიდებში მათ ასე ვერ დაეხმარებიან.ძალად დამარცხებული ანგარიშით„1-2-ზე დაწყებული მწვრთვნელი „რეზო კვერნაძე და მისი ბავშვები მოთქვამდნენ ამ საქციელის გამო..,რადგან ისინი დამარჯვების მაგივრად მსაჯების გამო დამარცხებულია.

• status quo

რომან ფიფიას ეს ბიჭი--სალუქვაძე აბოლებს მაგრად,ძნელია მისი მოშორება და საბოლოოდ დაღუპავს დინამოს,მოაშორეთ ეს კაცი...

• zaza

ყოველ წელს ერთი და იგივე მეორდება და ერთი და იგივეს გაიძახიან "ხორენა იყო იშტოიანი ჩამოსული და ასეთი ბაზა არსად მინახავსო", "დინამო აქცენტს ახალგაზრდებზე გააკეთებს"... გავა სამი თვე და მოიყვანენ პენსიონერ ლეგიონერებს, კიდევ სამი თვის მერე გაუშვებენ და ასე გრძელდება ფიფიას ეპოქა Dინამოში და გაგრძელდება კიდევ დიდხანს სანამ საქმის მცოდნე ხალხს არ მოიყვანს ფიფია! შეხედეთ წარმატებულ კლუბებს ვინ მართავს ევროპაში და ვინ ჩვენთან?!

• jiji

სალუქვაცე ფულის გამო მივიდა ,ტქვა კიდევაც ერტ-ერტ სუფრზე,პიარის ნაცვლად დიდი ხელფასიო,,აი ასეტი არსებები ვნებენ ფეხბურტს

• levani

dinamo rom gviyvars imitom vambobt, rom ertia gaaxalgazrdaveba da meore sabavshvo bagi. rapidshi gasxviseba tu didi ambavia, ras carmoadgens rapidi evropashi? ise chans, rom dinamos shedegi arc momavalshi eqneba tundac evropa ligis jgufshi, rom shevides da arc aravin fiqrobs amaze

• გურამი

დინამოს გაუმარჯოს. ბიჭო რა გაახურეთ, თუ არ გევასებათ დინამო მიდი რა საბალელშიკო არა გყავთ? გადაწყვიტეს საბოლოოდ და რასაც მე ვხედავ მართლა რომ გაახალგაზრდაონ გუნდი და ეგრეა რა. შედეგს მოიტანს ალბათ. ამ ძვირადღირებულ ტრანსფერებს ვერ აკეთებს გუნდი და ვიღაც ყოფილი იგროკი ჯიგრებისთვის ფულის გადახდას ისევ ახალგაზრდები არზარდონ არ ჯობია. იტოგში დინამოს გაუმარჯოს

• svan

თუ ამ ახალგაზრდების იმედზე ხართ რატომ გაუშვით მაშინ ქვილითაია 1 მილიონი კარგი ფულია რომან?! რა აზრი აქვს თუ ასე რაღაც ვარიანტები რომ გამოუჩნდებათ ფეხბურთელებს გაუშვებთ, ასე დინამო იმ ადგილზე იქნება რაც ეხლა არის))))

• დათო

არჩეულ გზას არ გადაუხვევ - ეს ნიშნავს იმას რომ ისევ არასწორი გზით მიდის ეს სოციალისტური გუნდი

• roma

სალუქვაძისნაირები,რომ არიან დინამოში და რჩევებს,რომ იძლევიან,იმიტომაა საქმე კარგად,ან ფიფია ვინ არის,რა საერთო აქვს ფეხბურთან და დინამოსთან ვერ ვხვდები.ფეხბურთი საქართველოში განვითარდება მაშინ,როცა ჩვენ შეუერთდებით,რომელიმე სხვა ქვეყნის ჩემპიონატს,ან ჩამოყალიბდება ახალი ლიგა და იქ ვიასპარეზებთ,ასევე უნდა მოვიდნენ ფეხბურთში სპეციალისტები,ნამდვილი და ნაღდი ხალხი,სირცხვილი არაა ხალხო სალუქვაძე,ფიფია,კოკაია და ძმანნი მისნი იყვნენ ფეხბურთში და ხურცილავა,ძოძუაშვილი,ჩივაძე,სულაქველიძე,ქინქლაძე,ნემსაძე და სხვები არ იყვნენ ფეხბურთში დასაქმებულები,ეს სადაური სამართალია და მერე გიკვირთ ეს ყველაფერი,რაც დღეს ფეხბურთში ხდება,პური მეპურემ უნდა გამოაცხოს,გაიგეთ ბოლო,ბოლო.

• mamuka kikabize

მაგარი არჩევანია - ისე რომ იცოდეთ ერევნის "არარატმა" აირჩია ეს გზა საბჭოთა პერიოდში.... მერე გვიკვირს სომხები, რომ გვეუბნებიან ყველაფერი ჩვენიაო. ფეხბურთზე ვერ ახურებდნენ და აი ესეც ისა სად პოულობს ფიფია ასეთ კონტიგენტს საოცარია

• zesta fan

ახალგაზრდები კარგია გახალგაზრდაებაო როამბობტ კი მაგრამ ზომიერად გუნდსჰი გამოცდილიც უნდა იყოს და ახალგაზრდაც იმ გამოცდილისგან უნდა სიწავლოს ფეგბურტელმა ტამასჰი ახალგაზრდები რომიყავიტ წელს მიტო დარჰიტ ევრო საგზურის გარეშე გყავდატ მერებასშვილი კვირკვეილა ჩისკო ხმალადზე დზარია ლორაია ეს ფებბურტელები უკეესად ტამასჰობდენ ვიდრე ეხანდელები პერსპექტივა დიდია სჰედეგი არაფერი

• oTari

და ვინ იყო რომ ბებერი?!? გაახალგაზრდავება რო დაჭირდა გუნდს ?

• Lasha

მოიცა... ლორია, მერებაშვილი და კიდევ რამდენიმე კაცი რომ გაუშვეს მწვრთნელიანად, მაშინ არ იყო გაახალგაზრდავებაზე ლაპარაკი?! ხომ არ გეჩვენებათ, რომ ერთსა და იმავე ტალახიან წრეზე მოძრაობთ?

• ბაჯო

ვაი ...,ახალი ტყუილი მაინც მოიფიქრეტ,ეს გაახალგაზდავება მოზველდა ბიჰო.ქეცბა უნდა მოვიდეს სატავესჰი მაგრამ დიამოს.... ვერ მოერია საცოდავი მარტო.

• გოგა

გაახალგაზრდაბეთ მაგრამ ვიღაცა რაღაცას წაიბაკუნებს და გააქანებთ გასაყიდად.როგორ იქნება გუნდი ისეთი ძლიერი რომ ლიგაზე გავიდეს.ყოველი 3 თვისერე ახალი გუნდი იქმნება და ასე ვერასოდეს ჩამოყალიბდება ის გუნდი რაზეც ბატონი სალუქვაძე გვეუბნება.17 წლის ბიჭები გინდათ გასაყიდად.ეხლა ათამაშებენ ერთო სეზონი და გააქანებენ ისევ გასაყიდად.აბა ფიფიას სადა აქვს დასაკარგი ფული.ასე უნდა ამოიღოს ხარჯი.

• მ მ

ისეთი სწორი გზით მიდის დინამო ღმერთი არ გაგისყრეთ არ გადაუხვიოთ¡!!

სამი ფრე და "დილას" მოგება ბათუმში

ტური 14: დაძაბულობა, ბოლო წუთების დრამა, სადებიუტო გოლები

"იბერია 1999" და "ტორპედო" კვლავ იგებენ

20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან

თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები

"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე

ხვიჩას დაჯილდოება, მიქაუტაძისა და დავითაშვილის გადამწყვეტი მატჩი და სხვა ამბები

[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი

[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა

ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა

მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ

მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს

"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა

პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს

"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი

სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან

ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს

"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა

"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ

"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი

უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა

ქვილითაია შეცვლაზე შევიდა და გამარჯვების გოლი გაიტანა [VIDEO]

ქართველი ტალანტი ჩაკვეტაძის სტილითა და ტოპჩემპიონატის პერსპექტივით - რა აახლოებს ხვიჩას "ოქროს ბურთთან" - ნუკრი რევიშვილი ბევრ თემაზე

გიორგი პაპუნაშვილმა და კიდევ ოთხმა ფეხბურთელმა "ტორპედო" დატოვა

"ბაიერნს" გიორგის შეძენა ძალიან უნდოდა, კონტრაქტი დამიდეს და ამ თანხებს გვიხდიდნენ, რუმენიგემ კი პირადად მითხრა, რომ..." - სალუქვაძემ ახსნა, რატომ არ გადავიდა ჩაკვეტაძე მიუნხენურ გრანდში

"ეგეთი ნაბიჯები პირველად მოხდება, რაც 11 წელია "დინამოს" პრეზიდენტი ვარ" - რომან ფიფიამ გასულ სეზონსა და სამომავლო მიზნებზე ისაუბრა [VIDEO]

დაბრუნებაც, დებიუტიც... "იბერია 1999"-მა და "დინამო ბათუმმა" მოიგეს, ერთი მატჩი ფრედ დასრულდა

გიორგი პაპუნაშვილი: "ტორპედოს" შეუძლია ჩემპიონობისთვის იბრძოლოს

"როგორც ვიცი, ამის გამო კანკავა ნაკრებიდან გულდაწყვეტილი და ნაწყენი წავიდა... აზაროვის გამოუძახებლობის მიზეზზე ეს ჭორი გავიგე..." - სალუქვაძე საქართველოს ნაკრების შემადგენლობაზე

ეროვნული ლიგა. I ტური. "დინამო" (ბთ) - "დინამო" (თბ) [LIVE]

ქართველი ფეხბურთელების ყველაზე ცნობილი ჩხუბები [VIDEO]

ბათუმის "დინამომ" ჯიღაურისა და კუჩინსკის პრეზენტაცია მოაწყო

როგორი იქნება ახალი თბილისის "დინამო"?

დვალის და ქვილითაიას "აპოელი" კვიპროსის ჩემპიონი გახდა [VIDEO]

ცხადაძეს "ორდაბასიში", სავარაუდოდ, თბილისის "დინამოს" ყოფილი მწვრთნელი შეცვლის

"მე საერთოდ ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება, ირაკლი 11-კაციან განაცხადში ვერ მოხვდეს" - რევიშვილმა აზაროვზე ისაუბრა

"არისმა" "ომონიას" ქვილითაიას დუბლით მოუგო

"ხვიჩას ბევრი საუბარი არ უყვარს... გუნდურად უფრო გაზრდილია... სიყვარული ხელს ვერ შეგიშლის" - ნუკრი რევიშვილი

ჯიღაურის დუბლი აზიის ჩემპიონთა ლიგაზე - ორი ქართველის გუნდი პლეი-ოფში გავიდა, მესამეს კარგი შანსი აქვს [VIDEO]

ქართული კლუბები ევროტურნირების გზაზე - კონკურენცია, პრობლემები და ნაკრების კანდიდატები

"აზრი არ აქვს ვინ იქნება ნაკრების მწვრთნელი და სფფ-ის ხელმძღვანელი, მანამ სანამ..." - ლევან სალუქვაძე ნაკრების მორიგ მარცხს ეხმაურება

"მომავალი წლიდან ძირითადი აქცენტი აკადემიის აღზრდილებზე გაკეთდება, მწვრთნელი კი ეს ადამიანი იქნება..." - რომან ფიფია განცხადებას ავრცელებს

ქვილითაია "აპოელს" გულთბილად დაემშვიდობა

თბილისის "დინამოს" ექსთავკაცი ვიაჩესლავ გროზნი ყაზახეთში დასაქმდა

"როგორც ფეხბურთში ერკვევა, ისე ერკვევა პოლიტიკაშიც" - რას აცხადებს ირაკლი კობახიძე რომან ფიფიაზე?

[მკითხველთა ფორუმი] ნაკრების პრობლემა - ვინ დაგვიცავს მარჯვენა ფლანგზე?

თბილისის "დინამო" სახალხო კლუბია, რომელიც მუდმივად დგას ქართველ ხალხთან ერთად" - ფიფიას პასუხი კობახიძეს

"როდესაც წნეხს ნაკლებად ვგრძნობთ, უკეთესად ვთამაშობთ ხოლმე, იმედი მაქვს, პორტუგალიასთანაც ასე იქნება" - გიორგი ქვილითაია

"ცხინვალში" კაჭარავა გოჩა ჩიქოვანმა შეცვალა - სელექცია გრძელდება შეიძლება, ლეგიონერებიც მოვიდნენ...

არასაკმარისი ხალხი ქართულ ფეხბურთში, ცოდნის არასწორად გადაცემა და რესურსი, რომელიც იკარგება...

ტაბატაძემ გაიტანა, ნეიმარი მსაჯმა დაინდო - გველესიანი რონალდოს დაუპირისპირდება [VIDEO]

გროზნი: თბილისის "ლოკომოტივი" თავს ზემოთ გადახტომას მოინდომებს

ეროვნული ლიგა. V ტური. "დინამო" (თბ) - "გარეჯი" [LIVE]

ეროვნული ლიგა. IV ტური. "თელავი" - "დინამო" (თბ) [LIVE]

კოხრეიძე საფრანგეთის ლიგა 2-ში? გიორგი ერთ-ერთ ლიდერს აინტერესებს

"ზესტაფონისა" და თბილისის "დინამოს" ყოფილი მცველი რენე ფერეირა ბრაზილიაში ითამაშებს

"კვარაცხელია დღეს ესპანეთს დაამარცხებს და გუტის ამ მაისურს გაუგზავნის" - რევიშვილი ესპანეთთან დაპირისპირებაზე

"იბერია 1999"-მა და "დილამ" მოიგეს, ფოთში ფრე დაფიქსირდა

"სირცხვილია! კუპატაძის ბრალია ყველაფერი?! 30 წელია რაღაცას არასწორად ვაკეთებთ, სანამ არ დავიწყებთ ჩვენს შეცდომებზე საუბარს..." - ლევან სალუქვაძე ქართული გუნდების ევროტურნირებზე გამოსვლას ეხმაურება

Geo Team: გიორგი პაპუნაშვილი კარიერას სერბეთში გააგრძელებს

"ძალიან სარისკოა იქ თამაში, ჩემს შემდეგ "ჩელე არენაზე" ოთარ კობახიძემ მიიღო მძიმე ტრავმა"

"დილამ" სტუმრად "ტორპედოს" მოუგო; ორი მატჩი ფრედ დასრულდა

"არ შეიძლება ყველაფერი მწვრთნელს დავაბრალოთ, კაცმა დაგაყენა „ალმერესთან“ 10 ნომერზე, მთელი პირველი ტაიმი კარში არ დაურტყამს, მწვავე პასი არ გაუკეთებია..." - ლევან სალუქვაძემ გიორგი მიქაუტაძეზე ისაუბრა

თბილისის "დინამო" - ახალი გუნდის კონტურები

ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელები საქართველოს ჩემპიონატში

კვარაცხელია - ზაფხულამდე დარჩენა, "მანჩესტერი" თუ მაინც პსჟ - "გადამწყვეტი თავად ფეხბურთელის სურვილი იქნება"

ვოლკოვის და პაპუნაშვილის "ზირამ" "ომონიას" მოუგო, მაგრამ ევროტურნირებს გამოეთიშა

"ფიფია უთავმოყვარეო კაცია, მის ხელში "დინამო" სირცხვილთან და თავის მოჭრასთან ასოცირდება" - ნიკოლოზ მჟავანაძის მწვავე შეფასება ქართული გუნდის "ასტანასთან" მარცხის შემდეგ [VIDEO]

"აცადეთ რა ამ ბიჭს თამაში! რომ იწყებთ, "ნაპოლი" ამდენს იხდის, "არსენალი" ამდენს, გეტყვით, რომ..." - სალუქვაძე კვარაცხელიაზე

ლუკა ლოჩოშვილი: მინდა, კახა კალაძის გზა გავიარო

ოფიციალურად: გიორგი ქვილითაია ახალ გუნდში გადავიდა

გვინდა თუ არა ჯოვინო ფლამარიონი საქართველოს ნაკრებში და როგორია წარსული გამოცდილება? [+გამოკითხვა]

მარუსიჩმა თბილისის "დინამო" დატოვა და უკვე ახალ გუნდშიც წარადგინეს

"ტორპედოს" მძლეველმა "ომონიამ" ვოლკოვის "ზირა" გაანადგურა

ნუკრი რევიშვილი: ქართველი ფეხბურთელები რუსებზე ნიჭიერები არიან