ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჩოგბურთი
რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• MMA
• UFC
• ფორმულა 1
ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა

ჯანოს ეს ფაქტი უნდა ახსოვდეს... ინტერვიუ რევაზ ჩელებაძესთან

ჯანოს ეს ფაქტი უნდა ახსოვდეს... ინტერვიუ რევაზ ჩელებაძესთან

ქობულეთის "შუქურას" პრეზიდენტი ორ ბათუმელს "ორენბურგში" უშვებს
სეზონის დასრულების შემდეგ კლუბებში ტრადიციული საკადრო ცვლილებების ხანა იწყება. გამონაკლისი არც ქობულეთის "შუქურაა", რომელმაც პრო ლიგა 1-ში თამაშის უფლება მოიპოვა...

...მაგრამ კლუბის დირექტორ რევაზ ჩელებაძეს "ლელო" მხოლოდ საკლუბო თემაზე არ ელაპარაკა, სხვა მნიშვნელოვან საკითხებზეც ვკითხეთ აზრი. რადგან ის მოთამაშეების ტრანსფერებშიც მონაწილეობს, შესაბამისად, ბათუმის "დინამოს" მოთამაშეთა რუსულ კლუბში წასვლასა და საბა კვირკველიას მომავალზეც გველაპარაკა, თან კომენტარი ჯანო ანანიძის ინტერვიუზეც ვთხოვეთ...

კომახიძის ტრანსფერი

- ჯერ ქობულეთის "შუქურაზე" გკითხავთ. სეზონი დასრულდა და საინტერესოა, რა ცვლილებებს გეგმავთ?

- კონტრაქტი ბევრ ფეხბურთელს უმთავრდება და მალე გადაწყდება, ხელშეკრულება ვისთან გავაგრძელოთ და ვისთან - არა. ალბათ, მოთამაშეთა ნაწილი დაგვტოვებს, თუმცა გაძლიერებაც გვსურს და იმედია, ახალ სეზონს "შუქურა" შარშანდელზე უკეთესი შემადგენლობით შეხვდება.

- ცნობილია, რომ "შუქურას" წევრი, ახალგაზრდული ნაკრების კანდიდატი ირაკლი კომახიძე ბევრი გუნდის ინტერესის სფეროში მოექცა...

- დიახ, ასეა. ირაკლის 12 წლიდან ვიცნობ, ნიჭიერი ბიჭია და შეუძლია, მაღალი დონის ფეხბურთი ითამაშოს.

- ამტკიცებენ, რომ მისით თბილისის "დინამო" და "ლოკომოტივი" დაინტერესდნენ...

- არ დავკონკრეტდები, რომელი კლუბები დაინტერესდნენ, მაგრამ იმას კი გეტყვით, რომ საქართველოში ლამის ყველა ლიდერი იწვევს.

- მართალია, თითქოს უცხოეთშიც იწვევენ?

- პირდაპირ ვიტყვი, რომ რუსეთის პრემიერლიგის გუნდები დაინტერესდნენ და შესაძლოა, მალე ერთ-ერთ მათგანში აღმოჩნდეს და იქვე გადაწყდება, თურქულ შეკრებაზე რომელ გუნდს გაჰყვება. სხვათა შორის, მარცხენა მცველის პოზიცია დეფიციტურია და შრომა თუ არ დაეზარება, დიდ ფეხბურთს ითამაშებს, შანსი აქვს, ტოპ-კლუბში მოხვდეს.

კომახიძის შესაძლებლობები ჯერ კიდევ ასაკობრივ ნაკრებებში გამოჩნდა. შესარჩევ ციკლში, ალბანეთთან, ლამის მთელი გუნდი მოატყუა და ჩვენი 19-წლამდელები ელიტრაუნდში გაიყვანა. სწორედ მაშინ ვიფიქრე, რომ დრო იყო, "შუქურას" ძირითადში ეთამაშა.

ფეხბურთელი მხოლოდ ვარჯიშით ვერ გაიზრდება, მთავარი - სათამაშო პრაქტიკაა. ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ ერთი წელი ითამაშა და ამის მიუხედავად, ძალიან გაიზარდა.

- როგორც გავიგეთ, ბათუმის "დინამოს" მოთამაშეები - ლევან გეგეჭკორი და ელგუჯა ლობჯანიძე რუსეთის პრემიერლიგის კლუბ "ორენბურგში" მიგყავთ...

- დიახ, დიდი ალბათობით, ასეც მოხდება. კლუბის წარმომადგენლებს ველაპარაკე, ორშაბათს თურქეთში ბილეთებს აუღებენ და 11 იანვარს "ორენბურგს" ანტალიაში გაჰყვებიან.

კვირკველიას და ხოჭოლავას მომავალზე

- ახლა დიდი მოთხოვნაა დავით ხოჭოლავაზე, რომელიც 2014 წლის ზაფხულში ფოთის "კოლხეთიდან" "შუქურაში" სეზონის დაწყებამდე საჩქარო წესით აიყვანეთ. არადა, მაშინ ხოჭოლავაზე ჩვენი ჩემპიონატის ლიდერები უარს ამბობდნენ...

- ნიჭიერი ბიჭი რომ იყო, აშკარად ჩანდა. ახლა მისით დონეცკის "შახტარი" დაინტერესდა. მასთან ახლა მხოლოდ მეგობრული ურთიერთობა მაქვს და ვგულშემატკივრობ, რადგან ძალიან კარგი ადამიანი და ნიჭიერი მცველია.

- საბა კვირკველიას ამბებიც გეცოდინებათ, ისიც ხომ თქვენ წაიყვანეთ რუსეთში...

- რაც ვიცი, საბას საკითხი მალე გადაწყდება. ამაზე ჩემი ახლო მეგობრები მუშაობენ. "რუბინში" თუ დარჩება, ძალიან კარგად იქნება და პრობლემები მოეხსნება, ან ძალიან ძლიერ და კარგ კლუბში გადავა. რუსეთის პრემიერლიგის ტოპ-კლუბები მისით რეალურად დაინტერესდნენ.

სხვათა შორის, მასზე, როგორც პიროვნებაზე, უნდა ვთქვა - რთულ პერიოდში დამიდგა გვერდში. მეუღლე ცუდად მყავდა და ძვირად ღირებული ოპერაცია დასჭირდა, მე კი ამ თანხას ვერ ვშოულობდი. საბამ ეს ხარჯი საკუთარ თავზე აიღო და მეუღლე გადამირჩინა. ამას არასოდეს დავუვიწყებ. საბა შვილივით მიყვარს და მჯერა, დიდ გუნდში ითამაშებს.

პოლემიკას არ ვაპირებ

- რუსულ მედიაში ანანიძემ თქვენზე საკმაოდ მწვავედ ილაპარაკა და გვერდს ამ თემასაც ვერ ავუქცევთ...

- ამ ინტერვიუმ გამაოგნა! ჯანოსთან პოლემიკას არ ვაპირებ, ღმერთმა გაუმარჯოს და წარმატებებს ვუსურვებ! მაგრამ მიკვირს, საიდან ასეთი უმადურობა?

ჯანომ თავადაც კარგად იცის, რომ აგენტივით კი არ მსურდა წილში ჩაჯდომა, არამედ კარიერის აწყობაში დავეხმარე. ეს კი ორი სხვადასხვა რამაა. მამამისმა მთხოვა, რომ მიმეხედა, სხვა არაფერი მაინტერესებსო და მეც შვილივით ვექცეოდი. ძმები სურკისები ჩემი მეგობრები არიან და ჯერ კიევში ჩავიყვანე, მაგრამ 17-წლამდელების მაშინდელმა მწვრთნელმა ცანკერმა უნგრეთში ათამაშა და კიევის "დინამოდან" გამოუშვეს, რადგან უკრაინულ პასპორტზე უარი ვათქმევინე.

მართალს ამბობს, უნგრეთში, ჩვენი ნაკრების თამაშებს მოსკოვის "სპარტაკის" წარმომადგენლები ესწრებოდნენ და ჯანო მოეწონათ. მაგრამ კიევის აკადემიიდან გამოშვებულს, კარლო მჭედლიძის შვილმა, გიორგიმ "ემპოლიში" გასინჯვა შესთავაზა და იტალიაში მე ვახლდი, სადაც თავი ვერ გამოიჩინა.

ამის მერე დამიკავშირდა მოსკოველების ტექნიკური დირექტორი ევგენი სმოლენცევი. წესით, ჯანოს ეს ფაქტი უნდა ახსოვდეს. "სპარტაკის" დუბლებში რომ სინჯავდნენ, იქ მწვრთნელი კეჩინოვი იყო, რომელმაც მითხრა - 15 წუთი დავაკვირდებითო. ვთხოვე, ეს საკმარისი დრო არაა და იქნებ ტაიმი მაინც ათამაშო-მეთქი. ასეც მოხდა და ჯანომ "იფრინა" - ორი გოლი გაიტანა და ორიც საგოლე პასი გააკეთა.

მაინტერესებს - მარტო რომ მისულიყო, 15 წუთზე მეტს ათამაშებდნენ და ამ დროში თავს გამოიჩენდა?

- როგორც ინტერვიუდან ირკვევა, ანანიძის უმაყოფილება თქვენმა ფინანსურმა მოთხოვნებმა გამოიწვია...

- საქმე რომ გამოსულიყო, ჩემი თანხის ნაწილზე ვთქვი უარი და არა 300 ათასზე, არამედ 250 ათასზე შევთანხმდით, ოჯახმა კი 30-ის ნაცვლად, 100 ათასი მიიღო. გაითვალისწინეთ, რომ ლაპარაკი 15 წლის ბიჭზე იყო, "სპარტაკს" კი ამხელა თანხა მისი ასაკის ფეხბურთელში არასოდეს გადაეხადა.

ჯანოსთან კონტრაქტის გაფორმებაზე არც მიფიქრია, ერთმანეთთან იმდენად ახლო ურთიერთობა გვქონდა - აგენტივით რომ მოვქცეულიყავი, კონტრაქტს გავუფორმებდი და ვერსად გამექცეოდა. მაგრამ ის ჩემთვის შვილივით იყო, ორი წლის განმავლობაში კიევში მის წასვლა-წამოსვლას და დაბინავებას ვახერხებდი.

არ ვიცი, ხელფასის წილზე ვინ რა უთხრა, მაგრამ მსგავსი არაფერი მომითხოვია. სხვათა შორის, თავად კი არ დამშორდა, ურთიერთობაზე უარი ჩემი ნებით ვთქვი, რადგან აშკარად ვგრძნობდი, რაღაც კარგად აღარ იყო. გული მწყდება და მისი ასეთი საქციელი ვერ ამიხსნია.

ბოდიშს ვიხდი, რომ დავეხმარე ნიჭიერ ბიჭს, რომელსაც საფეხბურთო სამყაროში მარტოს გაუჭირდებოდა - გვერდში მდგომი თუ არ გყავს, ცნობილ კლუბებთან ურთიერთობა ძნელია. სხვაგვარად, 13 წლის ბიჭს კიევის "დინამოსა" და მოსკოვის "სპარტაკში" გზა ასე იოლად არ გაეხსნებოდა.

იმისთვისაც ბოდიშს ვიხდი, რომ 16 წლის ბიჭს 100 ათასი ავაღებინე და ეტყობა, იმაშიც დამნაშავე ვარ, რომ მის ამბავში ჩავერიე და მოსკოვის "სპარტაკის" დუბლების მწვრთნელმა გასინჯვაზე მეტი ათამაშა. მისი მომავლის გამო კიევის "დინამოსთან" მისასვლელი დავკარგე და ამისთვისაც ბოდიში მე უნდა მოვიხადო!..

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• ჯუდო დარსაძე

"ცისფერი მტები ანუ დაუჯერებელი ამბავი". გაიტანეთ, გაიტანეთ, გაიტანეთ ჩელეეეეეეეეეეეეე“!!!!!!!

• giorgi

შენ რამდენი აიღე ის თქვი, ჯანომ ამდენი თანხა აიღო სპარტაკიდანო რო ამბობ. შენ რამდენი გამოართვი "მეგობრულად"? ესეთი ხალხია ქართულ ფეხბურთში და მერე გვიკვირს რატო ვართ ასეთ დღეში

• vakho

საბასთვისაც გამოურთმევია "მამა--შვილურად", დოლარიჩია მართლა ))

• maxo

აგერ ციტატა და თვითონ თარგმნე:Хотел "сесть" мне на зарплату – и получать как агент свой процент. Папа возмутился: "С какой стати? Мы дали тебе пятьдесят тысяч. К зарплате ребенка даже я не прикасаюсь, это его деньги. Вот подпишет большой контракт, будут подъемные, бонусы – мы тебя не обидим". Немножко они поругались, и наши дороги разошлись. После смерти отца Челе снова предложил свои услуги. Я ответил: "Извините, у меня другой агент". Вот и вся история.

• Vasili

ეს ჟურნალისტები სხვა ფანტაზია არ გააქვთ? / ესეთ პირადულ თემებს არ უნდა ასაჯაროებდეთ. იმან ეს თქვა , ამან. ეს თქვა, ჭორაობაა ეს და მეტი არაფერი, / ეგ ორი ადამიანი შეხვდებიან ერთმანეთს , ბოლოვოლო ერთი ქალაქიდან არიან და გაერკვევიან ერთმანეთში, და ტყულად კიდე ნუ ალანძღინებთ ხალხს ,ამათ თავებს..../

• domenti

ზოგადად თარგმანი კიდე ცალკე თემაა, რა უბედურებაა, რა გჭირთ, რუსულიდან ადეკვატური თარგმანი როგორღა გახდა პრობლემა, სხვას კითხეთ რჩევა, თქვენ თუ არ იცით (ჯანოს ინტერვიუს ვგულისხმობ)

• გარინჩა

მთელი ინტრვიუ წაიკითხეთ ორიგინალში და არა მარტო ეს ფრაგმენტი (თანაც შეცდომებით ნათარგმნი). არაფერი შეურაწყოფა ჯანოს არ მიუყენებია ჩელესთვის და ჩელეზე ცუდი არ უთქვამს! ჟურნალისებმა გააჩალიჩეთ ეს კონფლიქტი და გააღვვეთ ემოციები. ჯანო ჩელეს მადლიერია, აღიარა რომ უკრაინაში ჯანოს გამო იზარალა ჩელემ და ჩელეს გარეშე სპარტაკში გაუჭირდებოდა. აგენტობაზე უთხრა უარი და მორჩა-გათავდა. რატომ აღვივებთ სიტუაციას?

• kobuleteli

ქობულეთი პატარა ქალაქია, ყველამ იცის ვინ ვინარის ვინ ვისი შვილია ვის რა უკეთებია თავისი კუთხისთვის, გამგები გამიგებს....

• givi -s

კი მარა რაღან ვეტერანია თუ რამეს მიქარავს არ უნდა ითქვას? მე არაფერს ვაბრალი მარა თუ მიქარა უნდა ითქვას, თორემ ფულის გამო რამდენი ნიჭიერი ფეხბურთელი დაღუპეს ამ ე.წ. აკენტებმა, ჩელეს არაფერს ვაბრალი ზოგადად ვამბობ.

• givi

ამ ცხვირმოუხოცავმა ბავშვებმა იმდენი გააკეთონ რამდენიც ამ ვეტერნებმა და მერე შეეხონ მათ, მაგრამ ვინც იმდენს გააკეთებს ქვეყნისთვის, ფეხბურთისთვის და გულშემატკივრებისთვის მერე მიხვდებიან რომ ესე ჭორიკნობა ფეხბურთელის საქმე არ არის და არც კაცის. ამდენ ლაპარალს დაგვანახონ თუ რამე შეუძლიათ და იმ ვეტერნების სახელით რომ ვიქებთ კიდევ თავს 1981 წლის წარმატებით. აწი თქვენ განსაღვრეთ............

• dato

ვის რა გაგიკეთებიათ ცხოვრებაში, ჯორაობის და დაფარული სახელით სხვისი ლანძლვის გარდა

• dsadsadasd

kozenca რომელ ცნობილ და უფრო მაღალ დონი ფეღბურთელს ჩაუდია ფული თავისი ქალაქის საცოდავ გუნდში?რა სისულელეს ამბობ?

• 444

კოკა-ს ასი და ორასი ათასის არება მეცენატობა გგონია?

• 111

kozenca-ს თქვენი ქალაქის გუნდის მესვეურებმა ფულები ჭამონ და ჯანომ ბურთი გიყიდოთ? უკეთესია თქვენი ქალაქის გუნდებმა საკუტარი ჩემპიონატი გახსნან და იქ ითამაშონ

• ჯანოს

ცალკერძ შენა ხარ, და შენს პირდაპირ - მეორე სახე მე მეხატება. თუ ვერ ვიგუებთ, ვერ შევიფერებთ - კარგი შვილები რად გვებადება?

• ფეოლა

ჩელე კეთლი და ალალი კაცია, ღმერთმა ჯარმთელობა და დღეგრძელობა ისცეს და კიდევ ბევრ ბიჭებს დაეხმარება დიდი ფეხბურთის გზის გაკვლევაში. ბატონო რევაზ გაიხარე გილოცავთ დამდეგ შობა ახალ წელს

• khvicha

მთლად მასე არაა საქმე. ჩელებაძეს მარტო ანანიძე ყავდა წაყვანილი და მარტო მაგით აპირებდა ფულის კეთებას? ათეულობით ფეხბერთელი წაიყვანა რუსეთში და კაცად დააყენა. ყველაფერში ცუდის დანახვა კარგი გამოსავალი არ არის. ანანიძეს კიდე მადლობა ეთქვა სჯობდა.

• ხუხუ

გაღორდნეენ ეს ვეტერანები განსაკუთრებით ჩელებაძე,ქობულეთელ ბიჭებს წაართვა ფეხბურთი.

• mafioza

ზაზა 1000%- იანი ხარ,,უეჭველი ფულის სუნი ეცა,თორე სხვისთვის ვინ იკლავს თავს

• kozenca

ზოგიერთEბის კომენტარებს რო ვკითხულობ ასე მგონია ეს ხალხი სხვა პლანეტაზე ცხოვრობს.ბოღმა აღღჩHობს მგონი ბევრს. ზოგს ეტკობა პირადული პრობლემები აქვს. იმ ჯანო ანანიძEს როგორ უნდა დაუჯერო რომელსაც საკუთარი ქალაქის გუნდისათვის ერთი ბურთი ვერ გაუმეტებია, ალბათ უჭIრს საცოდავს ძალიან,

• nika

არც ერთის მჯერა და არც მეორის. ამათ იმხელა ფულებთან აქვთ შეხება თავისი ცხვირის იქეთ ვეღარ იყურებიან. ყველა სათავისოდ ჭიკჭიკებს. ალბათ ამათ ადგილზე ყველაც ესე იქმებოდა

• მერაბი

დანებეთ ანანიძის ლანძღვას თავი და სხვა საქმეებს მიხედეთ ბატონო რევაზ ფულის ჭამის მეტს რო რამეს არ აკეთებთ.

• gg

და რომელი არ იფიქრებდით საკუთარ თავზე? მოეხმარა და თავისი წილიც მოითხოვა.ამას მართლა აქვს ავტორიტეტი, ისე 15 წლის ჯანოს არც შეხედავდნენ,ჯობდა რო ისე მოელაპარაკათ რო მერე სალაპარაკო არ გამხდარიყო...

• ბუხუტიჩი

ჩელეს თავი დაანებეთ, ეს კაცი ქართულ ფეხბურთშია და მის საქმეს აკეთებს, ჩელე მაგარი ხარ და გვჯერა რო კიდევ ბევრ ნიჭიერ ბიჭებს დაეხმარები

• კოკა

ჩვენ დროში მეცენატობა და უანგაროდ სიკეთის კეთება უკვე სირცხვილად ითვლება

• svan

ზედმეტი ირონია ხომ არ მოგდით ბ-ნო დოლარიჩ)) შენ რომ ათქმევინე უარი უკრაინულ პასპორტზე მაშინ რატომ გააკეთა იგივე რუსულ პასპორტზე?!)))))))მითუმეტეს უკვე დალაგებული იყო რუსეთში!))

• Zaza

კარგი რა ჩელე რა... ფულის სუნი გეცა და იმიტომ დაეხმარე.შენს ადგილზე ყველა ეგრე მოიქცეოდა.საქმე გამიგივიდა და ღმერთმა ხელი მოგიმართოს.შენმა გავლენამაც ითამაშა დიდი როლი,შენმა გამოცდილებამაც,მაგრამ მას ნუ ამადლი დაგეხმარეო.შენ შენს თავზე ფიქრობდი პირველ რიგში.

• lua lua

სანამ ქართულ ფეხბურთში ესეთი ( ვეტერანები ) მრავლად არიან არაფერი გვეშველება, ჩელე, ძოძუაშვილი, ჩივაძე, მოაშორეთ ქართულ ფეხბურთს, რა ვერ იკმარეტ და რა ვვერ გაძეხით, შეგვეშვიიიიიიიით.. ჯერ თქვენი დიადი ვეტერანობა არ გაიშვას და მერეე პულის მონები ხართ.

ორ ნაბიჯში ლა ლიგასთან - ქოჩორაშვილის "ლევანტემ" ისევ გაიმარჯვა

იქნება თუ არა კვარაცხელია "ოსერთან" სასტარტოში? - "პარიზიენის" პროგნოზი

"კვარას" მედლის გარეშე დატოვება უსამართლობა იქნება - მან "ნაპოლიში" წარუშლელი კვალი დატოვა" - იტალიელი ჟურნალისტი

20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან

თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები

"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე

ხვიჩას დაჯილდოება, მიქაუტაძისა და დავითაშვილის გადამწყვეტი მატჩი და სხვა ამბები

[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი

[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა

ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა

მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ

მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს

"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა

პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს

"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი

სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან

ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს

"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა

"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ

"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი

უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებში ორი ცვლილება მოხდა

"1980 წელს "მარაკანაზე" სსრკ-ის ნაკრები ბრაზილიას ვუპირისპირდებოდით და ვფიქრობდით..." - ჩელებაძემ საქართველო-პორტუგალიის მატჩის წინ სსრკ-ბრაზილიის თამაში გაიხსენა

ოფიციალურად: ბათუმის "დინამომ" "ტორპედოდან" ლევან გეგეჭკორი დაიმატა

გიორგი დემეტრაძე ქართულ ფეხბურთს სპორტულ დირექტორად დაუბრუნდა

ლობჯანიძე ჩინეთის სუპერლიგის გუნდში გადავიდა

"შეუძლებელია, სპორტი რუსეთის გარეშე არსებობდეს, ევროპელებს ერთი სული აქვთ, როდის დავბრუნდებით საერთაშორისო არენაზე" - ანანიძის ყოფილი თანაგუნდელი

"გაუწევს თუ არა მამარდაშვილი კონკურენციას "ლივერპულის" მეკარეებს?" - ჩელებაძის ინტერვიუ რუსულ მედიასთან

ბუდუ ზივზივაძემ კონფერენს ლიგაზე გაიტანა [VIDEO]

ეროვნული ლიგა. XXXV ტური. "შუქურა" - "საბურთალო" [LIVE]

"კვარაცხელიამ რონალდოს ყველა ასპექტში აჯობა, კვირკველიას ამბავიც ძალიან მახარებს..." - სიომინმა საქართველოსა და პორტუგალიის მატჩი შეაფასა

ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები

სენეგალელი და 3 ქართველი - "ტორპედო" ფეხბურთელების დამატებაზე მუშაობს

ეროვნულ ლიგაში ახლად აღზევებული ქობულეთის "შუქურა" დაშლის პირასაა

ქობულეთის "შუქურა": რევაზ ჩელებაძეს ზურაბ არზიანის შენარჩუნებაც სურს

48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა

"შუქურას" ფანებმა ბოთლი მსაჯს ესროლეს, სიგუას მოარტყეს და ბოდიშს იხდიან [VIDEO]

9 გასროლა საგურამოში - თბილისის "ლოკომოტივმა" სოხუმის "დინამოსთან" ისპარინგა

რატომ ადარებს რევაზ ჩელებაძე ანანიძეს პირლოს და რის გამო გარიცხეს ჯანო კიევის "დინამოს" აკადემიიდან

"საქართველოს ნაკრების დონე ნამდვილი ცირკია! კვარაცხელიას ასეთი თამაში ჯუღელის დამსახურებაა, ის საშუალო დონის ფეხბურთელია" - რუსმა სელექციონერმა საქართველოს ნაკრებზე დამამცირებლად ისაუბრა

[მკითხველთა ფორუმი] ნაკრების პრობლემა - ვინ დაგვიცავს მარჯვენა ფლანგზე?

პლეი-ოფში ეროვნული ლიგის მომავალი მონაწილე გაირკვა [VIDEO]

"ანანიძეს იმდენად შეეშინდა, ლოცვა დაიწყო; რაღაც მომენტში, მეგონა, ტიროდა" - სპარტაკის" ყოფილი ფეხბურთელი ჯანოს შესახებ

სანიოლი შემადგენლობას ამ კვირაში დაასახელებს - ჯერ უკრაინასთან პოლონეთში, შემდეგ ალბანეთთან თბილისში...

საბა კვირკველია თბილისის "დინამოს" ფეხბურთელი გახდა

"ტორპედო" უმძიმეს ვითარებაშია - ევროპა ლიგამდე 2 კვირით ადრე გუნდი 7-მა ფეხბურთელმა დატოვა

დაუცხრომელი ზივზივაძე და კვირკველიას გუნდის გასაოცარი ქამბექი [VIDEO]

ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი: "ლაიფციგს" გოლი არ ჩაუთვალეს, "რეალმა" გაიმარჯვა - "სიტი" ცალი ფეხით მეოთხედფინალშია [VIDEO]

"ტორპედომ" ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა

კიდევ ერთი ქართველი იტალიაში? - ნაკრების ფეხბურთელები გუნდის გარეშე არიან...

სომხური დრამა ჩემპიონთა ლიგაზე, ქალი პრეზიდენტი და ანანიძის ექსმწვრთნელი...

დაცვის ფლანგები - როგორ დაალაგებს სიტუაციას ვლადიმირ ვაისი?

"ოკლაჰომა-სიტი" მონსტრი ხდება: კარმელო უესტბრუკთან და ჯორჯთან წავიდა

ლოკომოტივი-დინამო (თბ) 1:0 - ნავსი გატყდა!.. [VIDEO]

10-ბალიანი სისტემა: საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების შეფასებები მალტასთან მატჩში

"სლოვანის" საბერძნეთში ხელიდან გაშვებული გამარჯვება, ზივზივაძის გოლი და "ლეხის" მორიგი მარცხი [VIDEO]

ახალი სქემით და ორი გოლით - თბილისის "ლოკომოტივი" თურქულ შეკრებაზე

პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს

Breaking: დავით ხოჭოლავამ ფეხბურთელის კარიერა დაასრულა

"ნაპოლიში" მონასავით იყენებენ... არ ვფიქრობ, რომ პსჟ საუკეთესო ვარიანტია" - რევაზ ჩელებაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა

თბილისის "ლოკომოტივი" 5-მა ფეხბურთელმა დატოვა

"მისნაირი ადამიანებისთვის ჯოჯოხეთში ცალკე ქვაბია" - ანანიძის ყოფილი თანაგუნდელის ხუმრობა ჯანოს შესახებ

"ვინც კი ოდესმე მინახავს, ყველაზე ჭკვიანი და ტექნიკური ფეხბურთელია" - ანანიძეზე ყოფილმა თანაგუნდელმა ისაუბრა

18 დეკემბერს მერვედფინალების წილისყრაა - კვარაცხელიას და ხოჭოლავას გუნდების სავარაუდო მეტოქეები გაირკვა

"თავისი ტალანტის მხოლოდ 50% გამოიყენა" - მალხაზ ასათიანმა ერთმანეთს კვარაცხელია და ანანიძე შეადარა

რევაზ ჩელებაძემ ქობულეთის "შუქურას" დირექტორის თანამდებობა დატოვა

"საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ეს დღეს პირველად შეგვიძლია ვთქვათ" - ჩელებაძე უკრაინა საქართველოს მატჩზე

ჩაკვეტაძემ გადამწყვეტი პენალტი ვერ გაიტანა - "სლოვანი" და "ნეფთჩი" გამოვარდნენ, "ლეხი" გავიდა [VIDEO]

ქობულეთის "შუქურას" განცხადება

ხოჭოლავას მესამე ოპერაციის გაკეთება დასჭირდება

მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა

დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია

ხოჭოლავა ექსთვიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა - ითამაშებს "ოლდ ტრაფორდზე"

ხოჭოლავა ექვსთვიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა - ითამაშებს "ოლდ ტრაფორდზე"?

ელგუჯა ლობჯანიძე ბათუმის "დინამოს" ტოვებს