გრანდები არ არიან, მაგრამ არც იმის უფლება გვაქვს, აგდებით შევხედოთ

წარმატებით დასრულდა საქართველოსა და იორდანიის ფეხბურთის ფედერაციებს შორის მოლაპარაკება და გადაწყდა, რომ 25 იანვარს ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილი გუნდი კიდევ ერთ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს და ამჯერად იორდანიის უპირველეს გუნდს დაუპირისპირდება.

მანამდე კი, 23 იანვარს, უკვე იცით, რომ "ჯვაროსნები" დუბაიშივე უზბეკეთის ნაკრებს გაეჯიბრებიან. ამ მატჩებში ნაკრების სამწვრთნელო შტაბი თავის გამოჩენის საშუალებას მისცემს საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე იმ ფეხბურთელებსა და ასევე ლეგიონერებს, რომელთაც ეროვნულ გუნდში თამაშის ნაკლები გამოცდილება აქვთ.

ალბათ, უპრიანი იქნება, ორიოდე სიტყვა ვთქვათ იორდანიის ნაკრებზე. გულშემატკივარს ემახსოვრება, რომ ამ გუნდს ერთხელ უკვე შევხვდით გაიოზ დარსაძის მწვრთნელობის დროს, როცა თბილისში მეტოქე დრამატულ მატჩში 3:2 დავამარცხეთ.

რაც შეეხება იორდანიის თანამედროვე ნაკრებს, მას ფიფას რეიტინგში 105-ე ადგილი უჭირავს და ამ მაჩვენებლით საქართველოზე წინაა. გუნდის მთავარი მწვრთნელია 54 წლის აბდულა მესფერი. ის არაბთა გაერთიანებული საამიროებიდანაა და ამ ქვეყნის 19 და 23-წლამდელთა ნაკრებებს წვრთნიდა. მუშაობდა საამიროების ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტად. მესფერი იორდანიის ნაკრებს 2016 წლიდან ავარჯიშებს.

იორდანიის ნაკრები ძირითადად ამ ქვეყანაში მოთამაშე ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული. რამდენიმე მათგანი ყატარის ლიგაში თამაშობს. გუნდის მთავარ კოზირი მოკლე პასები და ტექნიკური ფეხბურთია.

იორდანია ვეღარ აგრძელებს ბრძოლას მსოფლიოს ჩემპიონატზე მოსახვედრად, მაგრამ ბოლო ორი წლის განმავლობაში გუნდმა რამდენიმე ხმაურიანი გამარჯვება მაინც მოიპოვა. მაგალითად, აღსანიშნავია ავსტრალიის ნაკრებთან მოპოვებული გამარჯვება მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში.

რა თქმა უნდა, იორდანია გრანდი არ არის, მაგრამ არც იმის უფლება გვაქვს, მას და კიდევ ერთ ჩვენს მომავალ მოწინააღმდეგე გუნდს, უზბეკეთს, აგდებით შევხედოთ. ჯერ ერთი, ფიფას რეიტინგში ორივე ნაკრები გვისწრებს, და მეორეც - უზბეკეთი აზიურ ფეხბურთში სოლიდურ ძალას წარმოადგენს და არც ის უნდა გაგვიკვირდეს, თუ გუნდი 2018 წელს პირველად ითამაშებს მსოფლიოს ჩემპიონატზე.

ვაისისთვის ეს ორი მატჩი ძალიან სასარგებლო უნდა იყოს. სლოვაკ სპეციალისტს მიეცემა საშუალება, საქმეში ნახოს უახლოესი რეზერვი და ეგებ, მისთვის საინტერესო ახალი ფეხბურთელებიც აღმოაჩინოს.

ჩვენ ხშირად ვყოფილვართ ასეთი სურათის მოწმენი: საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელები ოფიციალურ სანაკრებო შეხვედრებში თავს ვერ ავლენენ. მეტიც, მათ ასეთ შეხვედრებში ფეხებიც კი უკანკალებთ...

სწორედ ამიტომაა უპრიანი, ფეხბურთელი ჯერ ამხანაგურ შეხვედრაში გამოიცადოს, მეტ-ნაკლებად შეეჩვიოს სანაკრებო დატვირთვებს და ამის შემდეგ ითამაშოს მან ოფიციალური მატჩი. რა თქმა უნდა, საქართველოს ჩემპიონატი არ არის იმ დონის ტურნირი, სანაკრებო ბირთვი აქედან გვყავდეს, მაგრამ ჩვენს პირველობაზე მაინც შეიძლება რამდენიმე ისეთი მოთამაშის მოძიება, რომელიც ნაკრებს რეალურად გამოადგება.

რაღა შორს მივდივართ? - თვალწინ გვაქვს ჯაბა ჯიღაურის მაგალითი. სწორედ მისი შესანიშნავი გარღვევის შემდეგ გაუტანა თორნიკე ოქრიაშვილმა ერთადერთი და ისტორიული გოლი ესპანეთის ნაკრებს...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დიტო
რეიტინგზე არ იმოქმედებს ეს მატჩები რადგან 23 და 25 თებერვალი არ არის ფიფას დღე
ქალაქელი ქუთაისელიდა თბილისელი
პასუხი აგონ ყველამ და პირველ რიგში ფედერაციამ რეიტინგზე,რადგან ეს ამხანაგური კი არა რეიტინგში დასაუმჯობესენლად უნდა გამოვიყენოთ, და ყვეკამ ვიბრძოლოთ ერთად რომ „75„„ზე დაბლა არ დავეშვათ რეიტინგში.
თამაზი
ძალიან საჭირო თამაშებია. წარმატებებს ვუსურვებ ნაკრებს.დარწმუნებული ვარ მოგებებს გავუგებთ გემოს.
kkkk
amdeni bogma saidan dagigrovdat .sanam kvekanas pexze ar daakenebt manamde arc pexburti ikneba da arc araperi.rato cvalobt ver vxvdebi
losa
ამ შობა დღეს მაინც შეინახეთ ეგ დამცინავი ირონიული კომენტარები და დაუდექით თქვენს გუნდს გვერდით ალალად!
ნიკოლოზი
ნამდვილად სასარგებლო იქნება. ჩვენი ნაკრები კიდევ ერთხელ შეამოწმებს ძალებს ორ თავისზე ძლიერ გუნდთან

უფრო ახლოს გაიცნობენ იორდანიელ და უზბეკ ფეხბურთელებს. ვინძლო სადმე სერიოზულ ჩაიხანაში ერთად გაიჩითონ.
Vato
სარგებელს არ ვიცი მაგრამ რეიტინგში დაბლა დავეშვებით
გაირკვა სად ჩატარდება თურქეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი
"პორტუგალიასთან მატჩამდე, კვარა ჩემთან მოვიდა და მითხრა..." - ვილი სანიოლი
მიხეილ წულაიამ საქართველოს ნაკრებში შესაძლო თამაშზე ისაუბრა
ზოგსა კაცსა კაცი ჰქვია, ზოგსა კაცსა - კაცუნაო. ალ-ხელაიფიმ "ლიონს" დახმარების ხელი გაუწოდა
38 წლის ჟირუ MLS-დან ლიგა 1-ში ბრუნდება - ცნობილია სად ითამაშებს ვეტერანი
ილია თოფურიამ სასურველი მეტოქე დაასახელა
"ლივერპულმა" "ნაპოლის" თავდამსხმელი ძვირად დაუფასა
"დილა" სუპერთასის პირველი ფინალისტია
ლუნინი "რეალს" მხოლოდ ერთ შემთხვევაში დატოვებს
2022 წლის შემდეგ პირველად - ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის ძირითად ბადეში ითამაშებს
ისტორიული დაპირისპირება: საქართველო ირლანდიის წინააღმდეგ მიხეილ მესხის სტადიონზე - ემოციები და მოლოდინები
კასანომ "ნაპოლის" კვარაცხელიას შემცვლელი ურჩია
"ალ ნასრმა" სტეფანო პიოლი გაათავისუფლა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" და "ჩელსიმ" შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ
ზაზა ფაჩულიას აკადემია 14-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია | მენსანა ვერცხლს დასჯერდა
"თუ მოიგებ, ოქტაგონს შენი სახით მოვწმენდ" - რატომ დაუპირისპირდნენ თოფურია და ცარუკიანი ერთმანეთს?
ქომაგის რეაქცია, მას შემდეგ, რაც დრაფტზე მისმა გუნდმა რუსი კალათბურთელი აირჩია - ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება [VIDEO]
მესიც საუდის არაბეთში? - "ალ ჰილალის" პრეზიდენტმა მოლაპარაკებები დაიწყო
ტეო ერნანდესი "მილანიდან" "ალ ჰილალში" გადავა
"წაეთრიე" - "ლიონის" ფანები კლუბის ამერიკელ მფლობელს აუმხედრდნენ
"განავალი უნდა შეჭამო და მოინელო" - "ინტერის" მწვრთნელი პსჟ-სთან მარცხზე
"ტოტენჰემი", "რომა" და სხვები - მიქაუტაძის შეძენის სურვილი რამდენიმე კლუბს აქვს
მოისწრაფიშვილმა "სპარტაკთან" კონტრაქტი გააფორმა
როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?
გიორგი ლომაია: მეც მქონია კარიერაში ჩემი სიგიჟეები
საქართველოს ნაკრებთან მატჩამდე ნორვეგიამ დიდი ანგარიშით გაიმარჯვა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები უზბეკეთს ამარცხებს
საქართველოს ნაკრებმა ზედიზედ მესამე გამარჯვება იზეიმა [VIDEO]
"კვარაცხელიას თამაში ორ ნაწილად შეიძლება გაიყოს..." - სანიოლი
მიჯრით სამი მოგება და უკეთესის იმედი - "ჯვაროსნების" ოპტიმისტური კომენტარები
ბათუმის "დინამომ" ჯიღაურისა და კუჩინსკის პრეზენტაცია მოაწყო
მატჩის დღე! საქართველო VS კაბო-ვერდე
Geo Team: "სლოვანს" გაგუას დამატება სურს - ტრანსფერის ინიციატორი ვლადიმირ ვაისია
[ლელოს სტუმარი] გია ცეცაძე წარსულზე, კარიერაზე, ჩემპიონობაზე, ნაკრებზე...
კაპიტან ჯიქიას რუსეთის ნაკრები ჯიქურ უზბეკეთსაც ვერ უტევდა
ოფიციალურად: თორნიკე ოქრიაშვილი ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა
ჯიღაურის დუბლი აზიის ჩემპიონთა ლიგაზე - ორი ქართველის გუნდი პლეი-ოფში გავიდა, მესამეს კარგი შანსი აქვს [VIDEO]
"ვეცდები, სანიოლი დავარწმუნო, რომ ეროვნულ ნაკრებში თამაშის ღირსი ვარ" - თორნიკე ოქრიაშვილი
[მკითხველთა ფორუმი] ნაკრების პრობლემა - ვინ დაგვიცავს მარჯვენა ფლანგზე?
საქართველო VS იორდანია - შეხვედრა 12 წლის შემდეგ
რა იყო პოზიტიური და ნეგატიური საქართველოს ნაკრებში?
გიორგი რეხვიაშვილი: ვფიქრობ, კარგად ვითამაშეთ და უკეთესადაც შეგვიძლია
"მწვრთნელზე ხელის დადებას და მარტო მის დადანაშაულებას კატეგორიულად ვემიჯნები"
ტაბატაძემ გაიტანა, ნეიმარი მსაჯმა დაინდო - გველესიანი რონალდოს დაუპირისპირდება [VIDEO]
საქართველოს ნაკრებმა თბილისში შეკრება დაასრულა და გეზი დუბაისკენ აიღო
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის ლიდერები, აუტსაიდერები, ორი ქართველი დღეს და მთავარი ინტერესი "რეალის" მიმართ
დღეს - "შახტარის" ქართველების მატჩი და კაშია, კანკავა, ვაისი კიტეიშვილის წინააღმდეგ!..
ნიკა ტოგონიძე: მინდოდა, ფეხბურთის სიღრმეებში ჩამეხედა
საქართველოს ნაკრების სასტარტო შემადგენლობა იორდანიასთან ცნობილია
"მართალია, ჩვენ გვყავს კვარაცხელია და მამარდაშვილი, მაგრამ საკმარისია ეს, რომ მიზანს მივაღწიოთ? შეხედეთ ნორვეგიის ნაკრებს..." - რას აცხადებს გაიოზ დარსაძე?
ნაკრების დებიუტანტები ახლო ხედით - ბიჭი, ვისზედაც ევროპა საუბრობს...
ქეცბაია ტრიბუნაზე, ჩვეული კანკავა, ნაკლებად დასამახსოვრებელი ოქრიაშვილი - 19 წლის ბრაზილიელის ლამაზი გოლი... [VIDEO]
"საუკეთესო გუნდია, რაც კი ოდესმე მინახავს" - ვაისი "სიტისთან" მარცხის შემდეგ
კოხრეიძე საფრანგეთის ლიგა 2-ში? გიორგი ერთ-ერთ ლიდერს აინტერესებს
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი, ორი გარანტირებული ადგილი ქართველებს და მესამის შანსი...
"გასაუბრება Skype-ის საშუალებით მოხდა" - ინდოეთის ნაკრებში გაიოზ დარსაძის კანდიდატურას განიხილავენ
ვლადიმირ ვაისი: ჯოჯოხეთი გველის, მაგრამ სასწაულის მოხდენას შევეცდებით
მატჩის დღე. საქართველო VS ფარერები - ლორიასთან დამშვიდობება
იორდანია-საქართველო 1:0 - ვინ არის პასუხისმგებელი? [VIDEO+PHOTO]
გაირკვა სად ჩატარდება თურქეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი
"ყოვლად მიუღებელია ის რეალობა, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება!" - თორნიკე ოქრიაშვილი [PHOTO]
რას წარმოადგენენ უზბეკები და რა შანსი აქვს კარგ ხასიათზე მყოფ საქართველოს?
მარუსიჩმა თბილისის "დინამო" დატოვა და უკვე ახალ გუნდშიც წარადგინეს
"სანიოლი საპრესკონფერენციო ოთახში ვნახე და ასეთი რამ მითხრა" - რა განაცხადა თორნიკე ოქრიაშვილმა?
"მე რომ "გენკში" მივედი, ტროსარი გუნდიდან გაუშვეს, ახლა კი..." - რა განაცხადა ოქრიაშვილმა "არსენალის" შემტევზე?