"ზუგდიდის" მთავარი მწვრთნელი კმაყოფილია, რომ გუნდში მისვლის შემდეგ მდგომარეობის გამოსწორება მოახერხა
ოთხშაბათს "ზუგდიდი" უშუალო კონკურენტ მარტვილის "მერანს" შეხვდა და დამაჯერებლად მოუგო - 3:0. ბესიკ შეროზიას გუნდმა ფოთის "კოლხეთის" წაფორხილებით ისარგებლა, ქულებით გაუთანაბრდა და უმაღლეს ლიგაში დარჩენის შანსი გაიზარდა.

"ზუგდიდის" მთავარი მწვრთნელი კმაყოფილია, რომ გუნდში მისვლის შემდეგ მდგომარეობის გამოსწორება მოახერხა:

"როცა დამნიშნეს, 10 ტური იყო გასული და მხოლოდ 4 ქულა გვქონდა, ბოლო ადგილზე ვიყავით. მაშინ მოთამაშეებს უმაღლეს ლიგაში დარჩენის იმედი აღარ ჰქონდათ.

მაგრამ პირველი ეტაპის დასრულებამდე მარაგი 8 ქულით შევავსეთ, მეორე წრეში კი 5 მატჩიდან 3 მოვიგეთ და ბოლო ადგილიდან მე-13 პოზიციამდე დავწინაურდით. ახლა აუტსაიდერ "ვიტ ჯორჯიას" 8 ქულით ვუსწრებთ, "სიონს" კი - ოთხით.

მთავარია, ვითარების გაუმჯობესება მოვახერხეთ და იმედია, დარჩენილ შეხვედრებშიც ასევე გავაგრძელებთ. მაგრამ ამის მიუხედავად, სატურნირო მდგომარეობა დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს.

ბრძოლა შემდეგ ტურებშიც უნდა გავაგრძელოთ და ვეცადოთ, სახიფათო ზონას თავი საბოლოოდ დავაღწიოთ".

მომდევნო მატჩს ზუგდიდელები კვირას, 22 მარტს, მცხეთაში, "ვიტ ჯორჯიას" წინააღმდეგ გამართავენ. შეროზიას თქმით, ამ მატჩის შედეგი ბევრ რამეს მოჰფენს ნათელს:

"ცხრილს რომ გადავხედოთ, უმაღლესი ლიგიდან გავარდნის შანსი 8 გუნდს მაინც აქვს. ამიტომ, ყველა დანარჩენი თამაში ომი იქნება. თანაც, ჩვენ საკმაოდ მძიმე კალენდარი გვაქვს - ბათუმის "დინამო", "სამტრედია", "ჩიხურა", გასვლაზე "ტორპედო" და ასე შემდეგ.

"ვიტ ჯორჯიასთან" შეხვედრა დარჩენილ ტურებში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და რთული იქნება. ეს გუნდი ბოლო ადგილზე კია, მაგრამ თითოეული ქულისთვის გამწარებული იბრძვის. ამიტომ, მაქსიმალური მობილიზაცია დაგვჭირდება".

"ზუგდიდის" დამრიგებელი საკადრო პრობლემაზეც გველაპარაკა:

"რუსთავის "მეტალურგთან" ირაკლი ქობალია დაგვიშავდა. ის ჩვენთვის დიდი ძალაა და სამწუხაროა, რომ დღემდე ვერ გვეხმარება. ის მკურნალობს და შესაძლოა, მალე ვარჯიშიც განაახლოს".

შეროზიას ჩემპიონატი მოსწონს:

"ჩვენი პირველობა მაღალი დონით ვერ დაიკვეხნის. მაგრამ ფეხბურთში ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია ინტრიგა, რაც მიმდინარე ჩემპიონატში ნამდვილად გვაქვს. წინასწარ შედეგის განსაზღვრა შეუძლებელია. მეტი გუნდი და მეტი მოთამაშე გამოჩნდა.

მეორე მხრივ, მთავარი ის არაა, ჩემპიონატი 16-გუნდიანი იქნება თუ 10-ანი. რამდენი მონაწილეც არის, ყველას უნდა შეუქმნან პირობები, დონემ რომ აიწიოს".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

“დაგვეხმარეთ, გადავარჩინოთ ბათუმის "დინამო" - "შავი ზღვის პირატების" განცხადება
"ჩემი ფეხბურთელები სასურველი შედეგისთვის მზად არიან" - "იბერიას" მწვრთნელმა "მალმიოსთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
გიტის პაულაუსკასმა ბათუმის "დინამო" დატოვა და სლოვაკეთში გადაბარგდა
3:0. პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "რეალს" ამარცხებს
"რეალთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
პსჟ-ს ორი საკლუბო რეკორდის დამყარება შეუძლია
ჩაკვეტაძემ "უოტფორდის" პირველ მატჩში ვერ ითამაშა
"ასეთ სიტუაციაში ვერავის ვერ დავადანაშაულებ" - მუსიალას ვიდეომიმართვა
ოფიციალურად: "ლიონი" მომდევნო სეზონში ლიგა 1-ში ითამაშებს
“თბილისი” საფრანგეთში, ორლეან 3×3 ჩელენჯერში საასპარეზოდ მიემგზავრება
გიორგი წიტაიშვილი კარიერას ლიგა 1-ში გააგრძელებს
რა ხდება უცხოურ რაგბიში? - ივლისის ტესტები...
"წინ დიდი გამოცდა გველოდება" - ალონსო პსჟ-სთან მატჩის წინ
საქართველოს U16 ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ამბროლაურიდან იწყებს
იოკიჩმა "დენვერს" შეატყობინა, რომ კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს
მიქაუტაძე პრემიერლიგაში? - ცნობილი სატრანსფერო ექსპერტი ქართველზე წერს
"იუვენტუსს" ვლაჰოვიჩთან კონტრაქტის გაწყვეტა სურს
"შეუძლია მესიზე უკეთესი გახდეს" - პეტიმ იამალზე ისაუბრა
"მეტოქეს პატივს ვცემთ, თუმცა ჩვენი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ, რაც შეეხება მბაპეს..." - კვარაცხელიამ "რეალთან" მატჩის წინ კომენტარი გააკეთა
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - "ჩიტასი"
ოსიმენი "განვადებით" - ნიგერიელის სატრანსფერო საგა დასასრულს უახლოვდება
[VIDEO] პედროს დუბლი ყოფილ გუნდთან - "ჩელსი" ფინალში გავიდა
კვარაცხელია "რეალის" წინააღმდეგ. პსჟ-მ ოკეანისგაღმა დესანტი გადასხა - ორმა ფეხბურთელმა გუნდი ნაადრევად დატოვა
ეროვნული ლიგა 2. VII ტური: "ქამბექი", რომელიც "მანჩესტერ იუნატედსაც" შეშურდებოდა
სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილება მსაჯის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე
სადებიუტო სუპერგოლი - ინტერვიუ თორნიკე მოსიაშვილთან [VIDEO]
სად ითამაშებენ ექსკაპიტანი და ტრიო? - "ზუგდიდმა" ბოლო სპარინგიც მოიგო
"სამტედიამ" მელქისედეკ ცვალე დაიმატა
ეროვნული ლიგა 2. V ტური. "მერანმა" ლიდერობა შეინარჩუნა, "შუქურამ" "ზუგდიდს" სძლია
სადისციპლინო კომიტეტმა რამდენიმე ფეხბურთელი და კლუბი უმკაცრესად დასაჯა
ზუგდიდი-ჰუნანი 2:0 - ზუგდიდელებმა შეკრება მოგებით დაასრულეს
ახლა უკვე ოფიციალურად: ბესიკ შეროზია "ზუგდიდის" მთავარი მწვრთნელი აღარაა
"ზუგდიდს" ევროსაგზურის მოპოვებაც შეუძლია! - გახდება შოთა ლომია ბომბარდირთა ლომი?
გელა ინალიშვილმა და ბესიკ შეროზიამ "ზუგდიდის" ახალწვეულები წარადგინეს
"ზუგდიდმა" მთავარი მწვრთნელის პოსტზე უკრაინელი სპეციალისტი მიიწვია
"ზუგდიდი": თამაშებიც და მზადებაც
"კლუბის დირექტორს გუნდი მიჰყავს შეკრებაზე თურქეთში მაშინ, როცა აქ არც მოედნები აქვთ, არც ფორმები..."
ეროვნული ლიგა 2. III ტური: ორი მატჩი და ორი ფრე
"ზუგდიდი": ზაზა ჯანაშია ბრუნდება, ბესიკ შეროზია მამუკა ჭაჭუამ შეცვალა
ეროვნული ლიგა 2. IX ტური: "თელავმა" "ზუგდიდს" მოუგო და ლიდერ "მერანს" 2 ქულით ჩამორჩება
ფოთის ცენტრალურ სტადიონზე შვიდი წლის შემდეგ პირველი მატჩი ჩატარდა