ამხ.მატჩები: დაუნდობელი ხორვატია და ფრანგების იოლი გამარჯვება

AutoSharing Option
დღეს, 4 ივნისს, რამდენიმე ამხანაგური მატჩი გაიმართა.

ხორვატიამ სან მარინო არ დაინდო და მეტოქე ანგარიშით 10:0 გაანადგურა. ჰეთ-თრიკი გაიფორმა მარიო მანჯუკიჩმა, ნიკოლა კალინიჩმა - დუბლი,  მარკო პიაჩამ, დარიო სრნამ, ივან პერისიჩმა, ივან რაკიტიჩმა და ლოვრე კალინიჩმა კი სან მარინოელებს თითო-თითო გოლი აკმარეს.

თავისი შეხვედრა მოიგო გერმანიის ნაკრებმაც, რომელმაც უნგრეთის ნაკრები მიიღო და ადამ ლანგის ავტოგოლითა და თომას მიულერით გოლით 2:0 იმარჯვა.

იოლი გამარჯვება მოიპოვეს ფრანგებმა. დიდიე დეშამის გუნდი ამხანაგურად შოტლანდიის ნაკრებს დაუპირისპირდა და 3:0 მოუგო. დუბლი გაიფორმა ოლივიე ჟირუმ, კოშიელნიმ
კი საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

სხვა მატჩები კი შემდეგნაირად დასრულდა:
ავსტრალია - საბერძნეთი 1:0;
ესტონეთი - ლატვია 0:0;
ავსტრია - ჰოლანდია 0:2;
სლოვაკეთი - ჩრ.ირლანდია 0:0.
მკითხველის კომენტარები / 3 /
კარგი მობილიზაციის პირობებში სან-მარინოსთან ფრე რეალურია და თუ ცოტა გაგვიმართლა,შეიძლება მოვუგოთ კიდეც!
გაგა
09:39 06-06-2016
0
ისე საქართველოს ნაკრებს ესეთ სუსტ გუნდებთან უნდა დაუნიშნონ ამხანაგურები როგორიცაა სან მარინო და გიბრალტარი რომ ჯერ მაგათთან ისწავლონ თამაში და მერე ცოტა გაუძლიერონ მეტოქე და ათამაშონ აზერბაიჯანთან და პაკისტანთან და ასე შემდეგ :))
Akaki
01:08 05-06-2016
0

სიახლეები პოპულარული