ამხ. მატჩები: ზლატან იბრაჰიმოვიჩმა გარეთ ბეილი დაჩაგრა [VIDEO]

AutoSharing Option
5 ივნისს ევროპულ სტადიონებზე საერთაშორისო ამხანაგური შეხვედრები გაიმართა.

ითამაშეს მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრების მეტოქეებმა, უელსისა და სერბეთის ეროვნულმა გუნდებმა.

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა და შვედეთის ნაკრებმა სტოკჰოლმში გარეთ ბეილსა და უელსის ნაკრებს უმასპინძლეს და სამი უპასუხო გოლი გაუტანეს. გოლები კი ემილ ფორსბერგმა (მე-40 წუთი), მიკაელ ლუსტიგმა (57) და იონ გვიდეტიმ (87) გაიტანეს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ჩვენი კიდევ ერთი მეტოქე სერბეთი მონაკოში რუსეთის ეროვნულ გუნდს დაუზავდა - 1:1. რუსები არტიომ ძიუბას გოლით 85-ე წუთზე დაწინაურდნენ, მაგრამ სამ წუთში წონასწორობა ალეკსანდრ
მიტროვიჩმა
(88) აღადგინა.

საინტერესო მატჩი გაიმართა ბრიუსელში, სადაც ბელგიის ნაკრებმა ნორვეგიას ანგარიშით 3:2 სძლია. ანგარიში მასპინძლებმა სტარტზევე გახსნეს რომელუ ლუკაკუს (3) გოლით.

ამის შემდეგ ჯერ ჯოშუა კინგმა აღადგინა (21) წონასწორობა, ვეტონ ბერიშამ კი 48-ე წუთზე სულაც წინ გაიყვანა სტუმრები, მაგრამ დროებით. საბოლოოდ გამარჯვება მაინც ბელგიელებმა იზეიმეს, ედენ აზარისა (70) და ლორან სიმანის (73) გოლების წყალობით.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

რაც შეეხება სხვა მატჩებს, პრაღაში სამხრეთ კორეასთან ანგარიშით 1:2 დამარცხდა ჩეხეთის ნაკრები, ხოლო სლოვენიამ შინ თურქეთთან მინიმალური ანგარიშით წააგო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული