საფრანგეთში ევროპის ჩემპიონატზე ტერორისტული საფრთხის არსებობა დაადასტურეს

AutoSharing Option
ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის დროს საფრანგეთი უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომებს მიიღებს.

ამის შესახებ საფრანგეთის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა პატრიკ კანერმა რადიოსადგურ RTL-თან საუბარში განაცხადა.

მისი თქმით, ევრო 2016-ის დროს უსაფრთხოების ზომებს 77 ათასი სამართალდამცველი და კერძო დაცვის სამსახურების 13 ათასი თანამშრომელი უზრუნველყოფენ.

პატრიკ კანერის განცხადებით, საფრანგეთში ტერორისტული საფრთხე არსებობს, თუმცა ევრო 2016-ის დროს რაიმე კონკრეტულ საშიშროებაზე საუბარი არ არის.

ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი საფრანგეთში 10 ივნისს დაიწყება და 10 ივლისამდე გაგრძელდება.

ipn.ge
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული