ანტონიო კონტეს შემცვლელის ვინაობა იტალიის ნაკრებში ცნობილია

AutoSharing Option
"ტორინოს" თავკაცი ჯამპიეტრო ვენტურა ევრო 2016-ის დასრულების შემდეგ იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახდება. ამის შესახებ იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა კარლო ტავეკიომ განაცხადა.

"ჩვენ ავირჩიეთ ვენტურა იმის გამო, რომ ნაკრების მართვისთვის საჭირო ყველა მორალურ თვისებას ფლობს", - თქვა თქვა ტავეკიომ.

იტალიური პრესის ინფორმაციით 68 წლის სპეციალისტმა ფედერაციასთან კონტრაქტი 2 წლით გააფორმა. ვენტურას ხელფასი წელიწადში 1.3 მლნ ევრო იქნება.

შეგახსენებთ, რომ ვენტურა პოსტზე ანტონიო კონტეს შეცვლის, რომელიც ახალი სეზონიდან ლონდონის "ჩელსის" ჩაიბარებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული