ამასობაში სლუცკი ფილოსოფოსობს. ის ამბობს, რომ სლოვაკეთთან დაპირისპირება არ იქნება უფრო რთული და არც უფრო იოლი.
სლოვაკეთის ნაკრებს სხვა გზა არ დარჩენია, უნდა შეუტიოს, რადგან ასეთ რთულ ქვეჯგუფში ქულაც არ აქვს და ბოლო ტურში როი ჰოჯსონის ინგლისთან ელის დაპირისპირება.
რუსებს კი ორ ფრონტზე უწევთ ბრძოლა: ერთი, რომ მარსელურ ქულას რამე უნდა შემატონ, მეორეც, ისე უნდა მოიქცნენ,
რუსები შეეცდებიან, 2014 წლის წარმატება გაიმეორონ, როცა სლოვაკეთის ნაკრები ამხანაგურ მატჩში დაამარცხეს. ამ გუნდების "წინაპრებს" ევრო 1960-ზე აქვთ ნათამაშები, როცა საბჭოთა კავშირის ნაკრებმა 3:0 დაამარცხა ჩეხოსლოვაკია. მაშინ საბჭოთა კავშირი ჩემპიონი გახდა, 1976 წელს კი ჩეხოსლოვაკიის ნაკრებმა იზეიმა ტრიუმფი, გზად კი საბჭოთა კავშირს 4:2 მოუგო.
ლეონიდ სლუცკი (რუსეთი): "ინგლისთან ფრით გუნდი არ ტკბება, ამის დრო არ არის. ევრო 2016-ზე ჯერ ერთი თამაშიც კი არ ყოფილა, რომელშიც ერთი გუნდი დომინირებდა და მეორეს აშკარად სჯობდა. ამიტომ არ ვიტყვი, რომ ამ მატჩში ფავორიტები ჩვენ ვართ. ისევე უნდა ვითამაშოთ, როგორც ინგლისთან. არა მგონია, რომ ეს შეხვედრა უფრო იოლი გამოდგეს, თუმცა არც უფრო ძნელი იქნება. ჯგუფში ჯერ კიდევ ყველა გუნდს აქვს შანსი".
იან კოზაკი (სლოვაკეთი): "რუსეთის ნაკრების ბიჭები მოსკოვის ცსკა-სა და "ზენიტში" თამაშობენ. მათ რეგულარულად უწევთ ჩემპიონთა ლიგაზე გამოსვლა. სლუცკის ხელში გუნდს დიდი პროგრესი აქვს - მეტოქე დაცვიდან შეტევაში სწრაფად გადადის და პირიქით. უელსთან მატჩი გავარჩიეთ და აღმოჩნდა, რომ მეტოქემ ჩვენზე მეტი შეცდომა დაუშვა, უბრალოდ, ჩვენ მიღებულ შანსებს ვერ ვიყენებდით. ახლა გვაქვს შანსი, რომ ეს გამოვასწოროთ".
15 ივნისი. ლილი. "სტად პიერ მორუა"
რუსეთი-სლოვაკეთი 17:00
ტრავმა: ლოდიგინი (?) (რუსეთი)
რუსეთი (სავარაუდო): აკინფეევი - სმოლნიკოვი, იგნაშევიჩი, ვ. ბერეზუცკი, შენნიკოვი - ნოიშტედტერი, გლუშაკოვი - შატოვი, შიროკოვი, კოკორინი - ძიუბა
სლოვაკეთი (სავარაუდო): კოზაჩიკი - პეკარიკი, შკრტელი, დიურიცა, ჰუბოჩანი - ჰროშოვსკი, მაკი, კუცკა, ჰამშიკი, ვაისი - ნემეცი
მსაჯი: დამირ სკომინა (სლოვენია)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"