Daily Mail: დიდიე დეშამი პოლ პოგბასა და ანტუან გრიზმანს სათადარიგოთა სკამზე დასვამს

AutoSharing Option
Daily Mail-ი ამტკიცებს, რომ საფრანგეთის ნაკრების თავკაცი დიდიე დეშამი ალბანეთთან მატჩში სასტარტო შემადგენლობაში არ დააყენებს გუნდის ლიდერებს, პოლ პოგბასა და ანტუან გრიზმანს.

დეშამი რუმინეთთან მატჩში მათი თამაშით უკმაყოფილო დარჩა და პოგბასა და გრიზმანის ნაცვლად სასტარტოში კინგსლი კომანსა და ანტონი მარსიალს ათამაშებს.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთი-ალბანეთის A ჯგუფის მატჩი მარსელის "ველოდრომზე" საქართველოს დროით 23 საათზე იწყება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული