ევრო 2016. A ჯგუფი. რუმინელებმა და შვეიცარიელებმა გამარჯვებული ვერ გამოავლინეს [VIDEO]

AutoSharing Option
15 ივნისს პარიზში "პარკ დე პრენსზე" A ჯგუფის II ტურის მატჩში ერთმანეთს რუმინეთისა და შვეიცარიის ნაკრებები შეხვდნენ. შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა.

მე-18 წუთზე შტეფან ლიხტშტაინერი საკუთარ საჯარიმოში არღვევს წესს და პენალტით გოლი ბოგდან სტანკუს გააქვს.

პირველ ტაიმში მეტი გოლი არ გასულა. 57-ე წუთზე შვეიცარიელთა კუთხურს რუმინელთა საჯარიმოში არეულობა მოჰყვა, რითაც ადმირ მეჰმედიმ ისარგებლა და ანგარიში გაათანაბრა - 1:1.

ამის შემდეგ შვეიცარიელთა უპირატესობის მიუხედავად, გოლი აღარ გასულა. შვეიცარიის ნაკრებს 4 ქულა გაუხდა, რუმინეთის ნაკრებმა კი ჩემპიონატზე პირველი ქულა მოიპოვა.

საქართველოს დროით,
23 საათზე ამ ჯგუფის კიდევ ერთი მატჩი გაიმართება, საფრანგეთისა და ალბანეთის ნაკრებებს შორის.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

რუმინეთი-შვეიცარია 1:1
გოლები: 1:0 სტანკუ (20-პენ), 1:1 მეჰმედი (57)
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული