ევრო 2016. II ტური. F ჯგუფი: ისლანდიას სენსაციამდე ცოტა დააკლდა [VIDEO]

AutoSharing Option
18 ივნისს, საფრანგეთში მიმდინარე ევროპის 2016 წლის ჩემპიონატზე მეორე ტურის პირველი მატჩი გაიმართა F ჯგუფში, სადაც უნგრეთისა და ისლანდიის ნაკრებებმა ფრედ 1:1 ითამაშეს.

მარსელში, "ველოდრომზე" ჩატარებულ შეხვედრაში ანგარიში 39-ე წუთზე გაიხსნა. გოლი გილფი სიგურდსონმა 11-მეტრიანიდან გაიტანა. ისლანდიელებს ისტორიულ გამარჯვებამდე სულ ცოტა დააკლდათ - 87-ე წუთზე ბურთი საკუთარ კარში ბირკირ სევარსონმა ჩაჭრა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

F ჯგუფის მეორე მატჩი პორტუგალიისა და ავსტრიის ნაკრებებს შორის, რომელიც პარიზში, "პარკ დე ფრენსზე" შედგება, მოგვინებით, თბილისის დროით 23:00 სთ-ზე დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული