12 პლეი ოფში: რა გადაწყდა უკვე ევრო 2016-ზე?

AutoSharing Option
24-გუნდიანი ჩემპიონატის და ფორმატის გამო ბევრი უცნაურობა უკვე მოხდა საფრანგეთში. მაშ რა გადაწყდა ევრო 2016-ის ჯგუფურ ეტაპზე უკვე, E და F ჯგუფებში ბოლო ტურების წინ:

* მერვედფინალის 16 მონაწილიდან 12-ის ვინაობა ცნობილია.

* პირველი ადგილებით მერვედფინალში გავიდნენ: საფრანგეთი, უელსი, გერმანია, ხორვატია და იტალია.

* მეორე ადგილებით გავიდნენ: შვეიცარია, ინგლისი, პოლონეთი და ესპანეთი.

* მესამე ადგილოსნებიდან პლეი ოფი გაინაღდეს: სლოვაკეთმა და ჩრდილო ირლანდიამ.

* ასევე გაინაღდა საგზური უნგრეთის ნაკრებმა, რომელსაც ჯერ არ დაუსრულებია ჯგუფურ ეტაპზე თამაში.

* უკვე ცნობილია ორი მერვედფინალური
წყვილი: 25 ივნისს სენტ ეტიენში შვეიცარიისა და პოლონეთის ნაკრებები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს, ხოლო 27 ივნისს "სტად დე ფრანსზე" ერთმანეთის პირისპირ იტალია და ესპანეთი დადგებიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 5 /
1982-შ სულ სხვა ფორმატი იყო.2-2 გუნდი გადიოდა ჯგუფიდან.ასე რომ იტალია მაინც არ დაიკარგებოდა...
gocha
17:49 22-06-2016
0
უცნაურობა იმაში გამოიხატება, რომ პორტუგალიის მსგავსი ძონძი გუნდები მოუგებლად ინაღდებენ ფლეი-ოფს სამი ფრის შემთხვევაში და თქვენ წარმოიდგინეთ, წაგების შემთხვევაშიც კი ინარჩუნებენ თეორიულ შანსს.... მაგრამ ეს ფორმატი ნებისმიერ შემთხვევაში ამართლებს და ფაქტიურად ყველა გუნდი ბოლო თამაშამდე ინარჩუნებს გასვლის შანსს - გამონაკლისია უკრაინა, რომელიც ბოლო ტურის წინ უშანსოდ იყო, სამაგიეროდ ალბანელებმა და თურქებმა პატარა სასწაულები მოახდინეს და შესაძლოა, დღეს მათ კიდევ მიემატოს ვინმე... სხვათა შორის, ასეთი ფორმატი რომ არ ყოფილიყო, 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატი დაკარგავდა ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო ჩემპიონს იტალიის ნაკრების სახით.....
მსქროლავი ტროლი
15:21 22-06-2016
0

სიახლეები პოპულარული